ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს
ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს
"კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებითვე უნდა გაეცეს პასუხი", - ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საქართველოში დღეს მრავალი ტელევიზია მაუწყებლობს. ერთი შეხედვით სატელევიზიო სივრცეში შეინიშნება თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნება. თვალისმომჭრელია პროგრამების ქუდები, გადაცემების გადასასვლელი ხიდები და სარეკლამო კოლაჟები ერთობ "მიმზიდველად" გამოიყურება. წუნს ვერ დასდებთ მათ შეფუთვასაც, რისთვისაც ალბათ მილიონები იხარჯება, მაგრამ პროდუქცია, რომელსაც ეს ტელევიზიები ქმნიან, ძალზე ბანალური, ერთგვაროვანი და, ფაქტობრივად, ერთი გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი. ამიტომ ისინი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებენ განსხვავებული ასაკისა და შეხედულების მაყურებელთა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის ინტერესსა და მოთხოვნებს. ამდენად, მათ ჯანსაღ კონკურენციაზე ლაპარაკიც კი წარმოუდგენელია. განსაკუთრებით ეს ითქმის მთავარ საინფორმაციო პროგრამებზე, შემეცნებით-გასართობ და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე, რომელთა ნახვის შემდეგაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს გადაცემები პროფესიონალ შემოქმედთა მსჯელობისა და შეხედულებათა ურთიერთგაზიარების საფუძველზე კი არ იქმნება, თითქოს ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკვეთით და მათი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით მზადდება, რადგან ხელწერა ყველგან ერთია, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა. გამოდის, რომ თუ კომუნისტური რეჟიმის ერთპარტიული მმართველობის პერიოდში ერთი იდეოლოგიური სატელევიზიო მანქანა მოქმედებდა, დღევანდელ პირობებში ეს რიცხვი ხუთჯერ მაინც გაიზარდა.

"განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ, სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ, რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არ აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს). უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ასეთივე ნეგატიური შეხედულება აქვს ქვეყანაში მიმიდნარე სხვა რეფორმების მიმართაც: "ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო. ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში".

რაოდენ დასანანია, რომ საქართველოში დღეს არ არსებობს ისეთი ტელემაუწყებლობა, რომელიც ყოველი ასაკისა და სოციალური ფენის მაყურებლის გემოვნებაზე იქნებოდა გათვლილი და არა მხოლოდ უმცირესობის, არამედ მილიონობით მაყურებლის ინტერესს დააკმაყოფილებდა.

"საზოგადოების და განსაკუთრებით მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არასტანდარტული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას, წლების განმავლობაში არატრადიციული ღირებულებების ხელოვნურად დანერგვას ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლების, დემოკრატიისა და განვითარების პროცესად წარმოაჩენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.

ვფიქრობთ, სახელმწიფოსათვის არ უნდა იყოს სულერთი, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდება მომავალი თაობა. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც კარგად ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიები თითქმის არსად არ უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვირახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს. თუმცა არსებობს საკაბელო ტელევიზიები, სადაც მსგავსი მიმართულება დომინირებს, მაგრამ მათი მომხმარებლები დაბალ სოციალურ-კულტურულ ფენას განეკუთვნებიან და ამასთან სათანადო გადასახადსაც იხდიან", - აღნიშნავს ერის სულიერი მოძღვარი, რომლის სააღდგომო თუ საშობაო ეპისტოლეებში გამოთქმული მოსაზრებები, ჩვენდა სამწუხაროდ, არავის შეუსმენია ამ წლების განმავლობაში და რჩება მხოლოდ "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

მკვლელობას, ძალადობას, გარყვნილებას, სიცრუესა და უზნეო წესის დამკვიდრებას უწევენ ფართო პროპაგანდას საქართველოში დღეს არსებული ტელევიზიები (საპატრიარქოს ტელევიზიის გარდა), საზოგადოებრივი მაუწყებელიც არ გამოირჩევა სხვებისგან განსხვავებული ხელწერით. მისი დაფინანსება ჩვენი ოჯახების ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, ამიტომ ბუნებრივია, იგი ხალხის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს და შორს იდგეს ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისაგან. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთგულ მეგობრობას უნდა უწევდეს ტელეაუდიტორიას და პოზიტიურ განწყობას უქმნიდეს მაყურებელს საქართველოს სახელოვან წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე. ამ დროს კი პირიქით ხდება. "განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირების ხელშეწყობა? ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: "ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არ ხართ" (ინ. 8,47).

სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს, არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ", - გულისტკივილით აღნიშნავს პატრიარქი.

საზოგადოების მოთხოვნაა შეიქმნას მაღალზნეობრივი სატელევიზიო პროექტები და გადაცემები, საინფორმაციო-მუსიკალური, შემეცნებით-გასართობი პროგრამები, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები და კინოშედევრები, რომელთა პრიორიტეტი იქნება ქრისტიანული მორალი, მაღალი სულიერება, საქართველოს გმირული წარსულის, მისი უძველესი ისტორიული და კულტრული მემკვიდრეობის, მეცნიერების, განათლების, ტრადიციული მართლმადიდებლური და თანამედროვე ხელოვნების, სულიერი და მატერიალური ფასეულობების წარმმართველი როლი ჩვენი ერის განვითარების მიმდინარე ეტაპზე, ეროვნული ტელეგადაცემები, რომლებშიც წინა პლანზე იქნება წამოწეული ოჯახი, მორალი, ზნეობა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი, თანადგომა, ტოლერანტობა, ტრადიცია და თანამედროვეობა, მშობლის, მასწავლებლისა და საზოგადოების როლი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების კეთილშობილურ საქმეში. როგორც ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს: "საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის თავის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს".

შეუძლებელია საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო თავისი ისტორიიდან მომდინარეობს და თავის ტრადიციებზეა დაფუძნებული".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler