ვის მხარეს ხართ, ბავშვებო, ვის კვალს გსურთ გაჰყვეთ?!
ვის მხარეს ხართ, ბავშვებო, ვის კვალს გსურთ გაჰყვეთ?!
ეს ქადაგება წმინდა ოანე მაქსიმოვიჩმა 1952 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს წარმოთქვა. ის მიმართავდა წმინდა ტიხონის სახელობის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, რომლებიც დიდი ხნით მიემგზავრებოდნენ კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში, ნაკლებად ქრისტიანულ გარემოში.

ძვირფასო ბავშვებო! უკვე დღეიდან საეკლესიო ღვთისმსახურებისას ვგალობთ: "ქრისტეს შობას ვადიდებდეთ, ქრისტეს მივეგებოდეთ!" ეს საგალობელი გვაუწყებს ქრისტეს შობის მოახლოებას და მოგვიწოდებს, უფალთან შესახვედრად მოვემზადოთ.

რას ნიშნავს მომზადება? რას და - ჩვენი სული ისე უნდა განვაწყოთ, რომ შეძლოს, იქცეს ბაგად ყრმა იესოსთვის, დღესასწაული კი ამაში უნდა დაგვეხმაროს.

ქრისტეშობის მარხვის დასასრულს ეკლესია განსაკუთრებით განადიდებს სამ ყრმას და წინასწარმეტყველ დანიელს და მათ მაგალითებად დაგვისახავს. რით გაითქვეს მათ სახელი?

თქვენ იცით, რომ ეს ყრმები მეფე ნაბუქოდონოსორის კარზე იზრდებოდნენ. ძველი აღთქმის რჯული რომ არ დაერღვიათ, მათ უარი თქვეს სამეფო სუფრის რჩეულ კერძებზე და მხოლოდ ხილით იკვებებოდნენ. ამგვარი თავშეკავებისა და რჯულის მორჩილების გამო უფალმა სამივეს მიმადლა სიბრძნე, რომლითაც ისინი ყველა თანატოლს წარემატნენ.

მარხვით გამობრძმედილი ყრმათა სულები ისე განძლიერდა, რომ მეფის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და კერპს თაყვანი არ სცეს. რაკი ურჯულო გვირგვინოსნის ბრძანება არ შეასრულეს, სამივე ყრმა გავარვარებულ ღუმელში შეყარეს, ხოლო დანიელ წინასწარმეტყველი ხაროში, ლომებთან ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა ისინი ყველა განსაცდელისგან დაიცვა.

საგალობლები "ბაბილონის სახმილში შეთხეულ" ყრმებზე ყოველ დილით იგალობება, ვიხსენებთ მათ გმირობას და მაგალითად დავისახავთ.

ბავშვებო! დღეს თქვენი მდგომარეობა ბაბილონის ყრმებისას ჰგავს. ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ ადამიანებით, რომლებიც არ იცნობენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და არ ემორჩილებიან ეკლესიის კანონებს. თქვენს წინ არჩევანია: ან საჭმლით განვძღეთ, ან, ანანიას, აზარიასა და მისაელის დარად, თამამად უარვყოთ აკრძალული. ვისთან გსურთ ყოფნა - იმ სამ ყრმასთან თუ მათ მოწინააღმდეგეებთან? გინდათ, მიბაძოთ თქვენს თანატოლ წმინდანებს თუ გსურთ, უგულებელყოთ კანონი და ფართო გზით იაროთ?

დიდი სიმამაცე და ხასიათის სიმტკიცე დასჭირდა ამ სამ ყრმას, ეკლესიის კანონები და მამათა გარდამოცემა რომ შეესრულებინა: ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ უამრავ ურწმუნოს შორის იმყოფებოდნენ. ამის გამო უფალმა თავისი მოწყალებით საუკუნოდ განადიდა ისინი ამა სოფლის წინაშე. დაგაჯილდოებთ თქვენც, თუ ამ ყრმათა მაგალითს მიბაძავთ.

ყოველთვის, როცა გამოიცდებით, რომ სათნო ეყოთ საკუთარ თავს ანუ იხმიოთ სახსნილო კერძი მათსავით, ვინც არ იცის ქრისტეს ეკლესიის საღმრთო კანონები, - გაიხსენეთ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი და სამი ყრმა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გირჩევნიათ: მიბაძოთ წმინდანებს და იყოთ უფლის ფრთეთა ქვეშე თუ დატკბეთ ნუგბარით, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, მაგრამ იმის დარღვევის მიზეზად გვექცევა, რამაც სამი ყრმა ძლიერი, დიდებული და უძლეველი გახადა. ვის მხარეს ხართ, ბავშვებო, ვის კვალს გსურთ გაჰყვეთ?!

დაე, დაგიფაროთ ღმერთმა ყოველი განსაცდელისაგან, დაე, განგაძლიეროთ წმინდა ტიხონ ზადონელმა და გასწავლოთ პირდაპირი გზით სიარული, კურთხევა უფლისა ყოფილიყოს თქვენთან, ჩემო საყვარელო ბავშვებო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler