ვცდილობთ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი ქართველების გაერთიანების ადგილი გახდეს
ვცდილობთ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი ქართველების გაერთიანების ადგილი გახდეს
უკვე რამდენიმე წელია, რაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამერიკისა და კანადის ეპარქია დაარსდა. სინოდმა ამ ეპარქიის წინამძღვრად მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) გამოარჩია. მას შემდეგ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, კალიფორნიის შტატის სხვადასხვა ქალაქში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება სისტემატურად აღევლინება.

ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჰანოვერის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მამათა მონასტრის მოძღვარს იღუმენ საბას (ინწკირველი).

- ორი სამრევლოს წინამძღვარი გახლავართ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მამათა მონასტრის (სადაც მღვდელმონაზვნად მაკურთხეს) და ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლოსი, - მიამბობს მამა საბა, - წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის და ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის პირველი მოძღვარი მამა პეტრე ყრუაშვილი გახლდათ. ამჯერად მამა პეტრე მსახურობს ნიუ-ჯერსის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში. ოცი წელია, რაც ნიუ-იორკში წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი გახლავთ მამა ალექსანდრე თანდილაშვილი. რადგან ქართველი ემიგრანტების უმრავლესობას ნიუ-იორკში ჩასვლის საშუალება არ ჰქონდა, უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ამერიკის ტერიტორიაზე რამდენიმე სამრევლო დაარსდა - მერილენდის შტატში, ვაშინგტონის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია (მოძღვარი - მამა იოსებ რამიშვილი), ილინოისის შტატში, ჩიკაგოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, აქ მსახურობს მამა მატათა (ქორჩილავა), კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მამა იოანე (კავსაძე) მსახურობს. მამა იოანე მსახურობს ასევე სან-ფრანცისკოს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ქართულ ტაძარში.

- მამაო, როგორ მოხერხდა ამერიკის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება?

- ღვთის წყალობით, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი გახლდათ პირველი მონასტერი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამერიკის ტერიტორიაზე შეიძინა. ტაძრის შეძენას ხელმძღვანელობდა მამა ალექსანდრე თანდილაშვილი. კეთილი ადამიანების, მრევლის ფინანსური დახმარებით მოხერხდა ტაძრის შეძენა და ქართული მონასტრის დაარსება. ვცდილობთ, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი იყოს ქართველების გაერთიანების ადგილი, სადაც მრევლი შეიკრიბება და უფლისა და ქვეყნის სადიდებელ ლოცვებს აღავლენს. მეუფის ლოცვა-კურთხევით, წელს ემიგრაციაში დავადგინეთ კვართის დღესასწაული, 14 ოქტომბერი. რადგანაც უფლის კვართი არის ერთობის სიმბოლო, ემიგრანტმა ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სამშობლო და გავერთიანდეთ, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და ვიფიქროთ პატრიარქის მოწოდებაზე, რომელიც ახსენებს ქართველებს - არ დარჩნენ უცხოეთში და დაბრუნდნენ საქართველოში.

ბევრისგან მსმენია, რატომ იხსნება უცხოეთში ეკლესიები, თუკი უწმინდესი ამბობს, უნდა დავბრუნდეთ სამშობლოშიო. ბევრ ქართველს უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს, საკუთარი სახლი აქვს, სადაც ისინი ცხოვრობენ და უმრავლესობა არც ფიქრობს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ ეკლესია ფიქრობს, რომ შევუნარჩუნოთ მათ ენა, მამული და სარწმუნოება. სარწმუნოება შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ ზოგიერთს ენაც კი ავიწყდება. ეკლესიის უპირველესი მოვალეობა და ფიქრი არის, რასაც დედაეკლესია გვასწავლის - ფიქრი ცათა სასუფეველზე, ღმერთთან დაბრუნებასა და ჩვენი სულის გადარჩენაზე. საქართველოს ეკლესია მუდამ იცავდა თავის ენას და იმ ტრადიციებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურს - ქრისტეს გზას. ამიტომ ეს მონასტერი თავის ფუნქციას ასრულებს. მონასტერში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ სვეტიცხოვლობას და წმინდა დავით აღმაშენებლის დღესასწაულებს. წმინდა დავით მეფე არის სიმბოლო ერთიანი და მთლიანი საქართველოსი. პირველი ტაძარი და სამრევლო, რომელიც გაიხსნა, იყო ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. პირველი მონასტერი კი დავით აღმაშენებლის სახელობისაა.

მინდა ვთქვა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავაშენეთ ფაცხა, ქართული მარანი. საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, ღვინის დასაყენებელი სხვადახვა ატრიბუტი და წელს შემოდგომაზე პირველად ქართული წესით მომზადებული ღვინო დავაყენეთ. საწნახელი გავაკეთეთ, სადაც ქართველ ბავშვებს ვაყურებინეთ, თუ როგორ აყენებდნენ ქართულ ღვინოს ჩვენი მამა-პაპანი. ამოვავლეთ ჩურჩხელები. ეს დღე იყო ყველასათვის დასამახსოვრებელი და ბედნიერი. ზოგიერთს აქვს ცუდი წარმოდგენა ქართულ ემიგრაციაზე, თითქოსდა ისინი გაექცნენ პრობლემებს. ვფიქრობ, რომ უცხოეთში მყოფი ადამიანები ყოველ წუთას ფიქრობენ სამშობლოზე, აქ მყოფი ქართველები მუდამ ზრუნავენ საქართველოში დარჩენილ ახლობლებზე. მადლობა ღმერთს, ბევრმა დაიწყო ფიქრი უწმინდესის მოწოდებაზე - სამშობლოში დაბრუნებაზე. ღვთის შეწევნით და ღვთის მადლით ალბათ მოვა დრო, როცა დაბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში. როცა გვეუბნებიან, რატომ იხსნება უცხოეთში ქართული ტაძრებიო, ჩვენ ასე ვპასუხობთ: ეკლესია არის გემი, სასულიერო პირი კი - კაპიტანი. როცა ამ გემში ჩავსვამთ საქართველოში დაბრუნების მსურველებს და დაბრუნდებიან საქართველში, ჩვენც, სასულიერო პირებიც, მრევლთან ერთად საქართველოში დავბრუნდებით.

- მამაო, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში?

- დაახლოებით 70 ათამდე ქართველი ცხოვრობს. შაბათ-კვირასაც ბევრი ქართველი დადის ეკლესიაში, მაგრამ მძიმე სამუშაოებიდან გამომდინარე ბევრი ვერ ახერხებს ტაძარში სიარულს. მრევლში ერთი ადამიანი მყავს, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ გამოდის გარეთ, მძიმე სამუშაოდან გაებთმომდინარე, ისიც - აღდგომას. ამ დღეს გამოდის, აღსარებას მაბარებს, ეზიარება და ბრუნდება ისევ სამუშაოზე. მომავალ აღდგომას ისევ მოდის ეკლესიაში. მუშაობასთან ერთად მარხულობს, ლოცვებს კითხულობს და თუ რამე უჭირს, ტელეფონით მესაუბრება. რატომ აკეთებს ამას? შეიძლება თავის დროზე პირადი პრობლემა ჰქონდა ან ვალი დაედო და ასეთი მძიმე სამუშაოთი ინაზღაურებს ამ ყველაფერს. ასეთ მძიმე სამუშაოს ბევრი ასრულებს. უცხოეთში ძირითადად ადამიანები მომვლელებად მუშაობენ, მოხუცებს უვლიან, ისინი ცხოვრობენ იმავე სახლში და საშუალება არ აქვთ, ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში მოვიდნენ.

ქართული ბავშვებისთვის გვაქვს საკვირაო სკოლები. ფილადელფიაში მრევლისათვის ვატარებთ საღვთისმეტყველო გაკვეთილებს, რადგანაც მოკლებულნი არიან ადამიანები ეკლესიურ ცოდნას, განათლებას. ჩვენ კვირაში ერთ დღეს ერთად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ საღვთისმეტყველო თემებზე. ნიუ-იორკში, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს, დავაარსეთ ქართული ცეკვისა და მუსიკის ჯგუფები. ფილადელფიაში ჩამოვაყალიბეთ ეკლესიასთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ამასაც ეკლესია უწყობს ხელს. ქართველ ბავშვებს უცხოეთში აკლიათ მეგობრობა, უცხოეთში არ იციან, საქართველოსგან განსხვავებით, მეგობრობა, ერთმანეთის აზრების გაზიარება. სკოლაში ყოველ წელს სხვადასხვა კლასელები ჰყავთ ბავშვებს. კლასელებს უცვლიან და სხვადასხვა კლასში გადაჰყავთ. ეკლესიაში ერთობას, მეტ სიყვარულს ნახულობენ ბავშვები.

ფილადელფიაშიც გვქონდა საკვირაო სკოლა. დროებით შევაჩერეთ სკოლის ფუნქციონირება. ახლა ვფიქრობთ სკოლის განახლებას, სადაც ბავშვებს ჩავუტარებთ როგორც რელიგიის, ისე ლიტერატურის, ისტორიის და ხატვის გაკვეთილებს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქართველობი არ მოსწყდნენ ქართულ ფესვებს. ეკლესია არის ის ადგილი, სადაც ადამიანები უნდა ფიქრობდნენ სულის გადარჩენაზე. ღვთის გზით თუ არ ვივლით და არ ვიცხოვრებთ ეკლესიურად, აზრი არ აქვს არც ქართული ენის და არც ქართული ფოლკლორის სწავლას. უმთავრესი მისია ადამიანის ღმერთთან დაბრუნება და სამეუფეო გზაზე სვლაა, რომელიც ადამიანს მიიყვანს იმ მყუდრო ნავსაყუდელში, რომელსაც ცათა საუფეველი ჰქვია.

- საცდური მეტია უცხოეთში?

- საცდური უფრო მეტია. უცხოეთში უფრო მეტი თავისუფლება აქვს ქართველ ადამიანს. რადგან საქართველოში ნათესავები, მეგობრები ხედავენ, უფრო შეზღუდულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ცუდი ცხოვრების გზა უნდა აირჩიოს. სადაც თავისუფლებაა, იქ არის ღმერთი. თავისუფლებაში უფრო გამოჩნდება ადამიანის სწორი სახე, რაც არის შინაგანად. თავისუფლებაში ადამიანი თავის თავს ამჟღავნებს. ყველაზე საშიში მორწმუნისთვის ის არის, რომ ადამიანი ერთ სახეს გაჩვენებს, მეორე სახით კი ცხოვრობს. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, უმთავრესია, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. ისეთივე ვუყვარვართ ღმერთს, როგორებიც ვართ. ჩვენი ლოცვაც იყოს ისეთი ვედრება, როგორიც იყო მეზვერისა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე" და არა ფარისევლის ლოცვა, რომ მე ვიღაცაზე უკეთესი ვარ და ვასრულებ ეკლესიის წესებს, დავდივარ შაბათ-კვირას ტაძარში, ვიცავ მარხვას, დილა-საღამოს ლოცვას ვკითხულობ, მაგრამ ჩემი საქმეებით კიდევ ურჯულო და ურწმუნო ადამიანს მივემსგავსები. მთავარია საქმე, როგორ ცხოვრობს ადამიანი.

რა თქმა უნდა, უცხოეთში საცდური დიდია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ვინც ღვთის იმედით, ღვთის სასოებით ცხოვრობს, ის საცდურს გაექცევა. უფალი მოვიდა ყველა ადამიანის გადასარჩენად. არჩევანი ადამიანზეა დამოკიდებული. თავად ირჩევს გადარჩენის გზას. ადამიანს თუ საცდური უნდა, ყველგან მოძებნის. ყველგან არის საცდური, მით უმეტეს კეთილი საქმის კეთება და სიწმინდით ცხოვრება ვისაც სურს, მისთვის საცდური ყოველთვის იქნება. მთავარია, ადამიანის სურვილი, თავისუფალი ნება, მისი გადაწყვეტილება, მიიღებს ამ საცდურს თუ არა.

ქრისტიანისთვის ცხოვრების არსი არის ლიტურგიული არსით ცხოვრება. ლიტურგია არის ხატი, წინასახე ცათა სასუფევლისა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით რაც შეიძლება ხშირად უნდა ეზიაროს მრევლი. ეს არის ჩვენი გამაძლიერებელი. უფალი ბრძანებს, ვინც ჭამს და ღებულობს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ის აღიარებს ქრისტეს და აქვს იმედი და სიყვარული იმისა, რომ გადარჩება ღვთის მოწყალებით, უფლის მადლით, შეწევნით და ღმერთს დაუბრუნდება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რითიც შეიძლება გავაძლიეროთ ერთმანეთი. პავლე მოციქული ბრძანებს: "ურთიერთარს ტვირთი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი".

ძალიან მძიმეა სასულიერო პირის მსახურება უცხოეთში და ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით, რომლებიც სულიერად და ფიზიკურადაც გაუბედურებული არიან. არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შვილი, მშობელი გარდაეცვალათ და საქართველოში გასვენებაში ვერ ჩადიან. ბოლო წუთებში ვერ დაიტირებენ ახლობლებს.

- მამა საბა, თქვენ როგორ შეუდექით ბერულ ცხოვრებას?

- მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული. ღვთის სიყვარული ჩემმა საღვთო სჯულის მასწავლებელმა ჩამინერგა. სკოლაში იმ პერიოდში დაიწყო საღმრთო სჯულის სწავლება და ძალიან დამაინტერესა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ. მონათლული ვიყავი, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, შესწავლილი არ მქონდა, რა არის ქრისტიანობა, რას ასწავლის და ასე შემდეგ. როცა დაიწყო საღვთო სჯულის გაკვეთილები, ამან დამაინტერესა. ჩემმა დამ ჩემამდე დაიწყო ეკლესიაში სიარული. პირველი მარხვა როცა იმარხულა, მაშინ არ დავდიოდი ეკლესიაში. ურწმუნოება მახასიათებდა და დავცინოდი კიდეც ამის გამო. მადლობა ღმერთს, რომ ასე შეიცვალა ჩემი ღვთისადმი, ეკლესიისადმი დამოკიდებულება და ამაში უპირველეს ყოვლისა ღვთის წყალობაა, შემდეგ ჩემი საღვთო სჯულის მასწავლებლის და ჩემი დის დამსახურებაა.

მოვინათლე შემოქმედის საკათედრო ტაძარში. ამავე ტაძარში ჩავაბარე პირველად აღსარება, პირველად ვეზიარე და იქ ჩავიცვი სტიქარი. ცხრა კლასი რომ დავამთავრე, მოძღვარს ლოცვა-კურთხევა ვთხოვე სასულიერო სემინარიაში ჩაბარებისთვის. გაირკვა, რომ ცხრაკლასდამთავრებულებს არ იღებდნენ სემინარიაში. მეუფე დიმიტრი მაშინ მამა დავითი გახლდათ, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი. იმ დროს პირველად დაუშვეს ჩემი ასაკის მოიზარდების მიღება სასულიერო სემინარიაში. ბავშვის შეხედულება მქონდა და ხშირად მეკითხებოდნენ, რომელ კლასში ხარო. 1996 წელს ჩავაბარე ბათუმის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს მამა დავითი გამოარჩიეს მღვდელმთავრად და გახდა მეუფე დიმიტრი. იმ დღიდან, როცა მღვდელმთავრად აკურთხეს მეუფე დიმიტრი, მეუფესთან რეზიდენციაში გადავედი, მეუფის მორჩილებაში ვიყავი. 2000 წელს დავამთავრე ბათუმის სასულიერო სემინარია, მანამდე 1998 წელს ერთი წელი ვცხოვრობდი ჩეხედანას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. ოთხი თვე ვიყავი კვიპროსში მახერას მონასტერში, სადაც ვსწავლობდი ბერმონაზვნურ ცხოვრებას. სურვილი მქონდა მონასტერში დარჩენის, მაგრამ მშობლები არ დადიოდნენ ეკლესიაში, არ იყვნენ ეკლესიურები და ლოცვა-კურთხევა არ მომცეს მონასტერში დარჩენაზე, ბერად აღკვეცაზე. უწმინდესის, სულიერი მოძღვრის და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გამაგზავნეს სერბეთში, ბელგრადის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც 2001 წლიდან 2008 წლამდე სერბულ ენაზე ვსწავლობდი. 2008 წელს დავბრუნდი საქართელოში. ამავე წელს მეუფე დიმიტრიმ მორჩილის კაბით შემმოსა. 2009 წლის 29 ივნისს კი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ ბერად აღმკვეცა. ვიყავი მეუფის მდივანი. უწმინდესისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მაკურთხეს Mმღვდელმონაზვნად პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში. პირველი ქართველი სასულიერო პირი გახლავართ, რომელსაიც ამერიკაში მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი. 2010 წლის 26 ოქტომბრიდან მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დამნიშნეს პოკანოს წმინდა დავით აღმაშენებლის მონასტრის და ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად. სამღვდელო მსახურება უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამაზე საპასუხისმგებლო მსახურება არ არსებობს. პასუხისმგებლობას ის მიადვილებს, რომ აქ ვმსახურობ ლოცვა-კურთხევით და მორჩილებით. სასულიერო პირისათვის უმთავრესია თავისი მღვდელმთავრის მორჩილება, ასევე ქრისტეს მცნებების, ეკლესიის. პასუხისმგებლობასთან ერთად საჭიროა მეტი თავმდაბლობა, რომელიც უნდა გააჩნდეს სასულიერო პირს. ყოველთვის შენდობას ვითხოვ მრევლისგანაც, თუკი მეტს ვერ ვაკეთებ. მთავარია დედაეკლესიის წიაღს არ გავშორდეთ და ეკლესიის წიაღში ვიყოთ. გვქონდეს იმედი გადარჩენის, რომ ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს. რწმენით, უფლის უსაზღვრო მოწყალებით ნამდვილად გადავრჩებით და ღმერთთან დავბრუნდებით. ალექსანდრე შმემანი ამბობს, იმიტომ კი არ მინდა ცათა სასუფეველში ყოფნა, რომ ჯოჯოხეთის მეშინია, არამედ ქრისტე მიყვარს და ქრისტეს სიყვარულის გამო მინდა უფალთან ყოფნა და ქრისტეს სიყვარულისთვის ჯოჯოხეთშიც წავალო. მთავარია, უფლის სიყვარული, რითიც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს და რასაც უნდა აკეთებდეს. ადამიანის ეკლესიაში საირული და ლოცვისადმი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ანგარებითი.

ღმერთმა დაგლოცოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler