მე ხომ მისი აბჯარმტვირთველი გახლდით და ყოველთვის ფხიზელი უნდა ვყოფილიყავი
მე ხომ მისი აბჯარმტვირთველი გახლდით და ყოველთვის ფხიზელი უნდა ვყოფილიყავი
გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავთან დაკავშირებით განვაგრძობთ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში დაწყებულ საუბარს პოეტის ძმისწულთან, პროფესორ ნოდარ ტაბიძესთან.

- "ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი..."


ალბათ, ვერვინ იტყოდა ასე, გალაკტიონის გარდა. დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ მისი შემოქმედება ქართული პოეზიით სუნთქავს:

"აქ ჩემს ახლოს აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული..."


ისიც უნდა ითქვას, რომ გალაკტიონი შესანიშნავად იცნობდა მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებებს, ზოგიერთ მის ლექსში კი ფრანგული პოეზიის ნოტებიც იკითხება. "ისევ ვიგონებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას", ან კიდევ:

"იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!"
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი საათია?"


გალაკტიონი იმიტომ არის დიდი, რომ საოცარ სახეებს გვაწვდის, რომლებიც მრავალმხრივ აღიქმება, მრავალმხრივ გვბანგავს, ამიტომ თუ მას მხოლოდ ჭყვიშით, იმერეთით ან თუნდაც მხოლოდ საქართველოთი შემოვფარგლავთ, ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ. გალაკტიონი მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი პოეტია.

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, "იცი, რომ ბიცოლაშენი ცოცხალიაო?" საუბარი გახლდათ გალაკტიონის მესამე ცოლზე, ოლგა დარიუსზე, რომელიც, სხვათა შორის, ახლახან გარდაიცვალა. ჩემთვის ეს მართლაც სიახლე იყო. მალე შევხვდი ამ დიდებულ ქალბატონს, რომელიც წარმოშობით ბალტიისპირელი იყო. ძალიან თბილად და სიყვარულით მიმიღო. გამაოგნა მისმა განსწავლულობამ. მომეცა საშუალება, ჩამეწერა მისი მოგონებები გალაკტიონზე.

თურმე სწორედ ამ უგანათლებულესი ქალბატონის შთაგონებით შეიქმნა საუბარი ლირიკაზე.

როდესაც მკითხველი ეცნობა გალაკტიონის თარგმანებს გერმანულიდან, გაოცებას ვერ მალავს: "ნუთუ გალაკტიონმა ასე სრულყოფილად იცოდა გერმანული ენაო". ესეც ქალბატონი ოლგას დიდი დამსახურება იყო - მას სრულყოფილად სცოდნია გერმანული და ამიტომაც გალაკტიონმა ასე ბრწყინვალედ თარგმნა. "გალაკტიონს ვკითხე, ვინ არის საქართველოში ყველაზე დიდი პოეტი-მეთქი. დაუფიქრებლად მითხრა, ვაჟა-ფშაველაო", - მითხრა ქ-ნმა ოლგამ. თავიდან ძალიან გამიკვირდა. თქვენი მეჯრა, მაგრამ ვიცი, გალაკტიონი აღმერთებდა აკაკის და ბაძავდა კიდეც. მან საოცარი მონტაჟი გააკეთა თავისი სერიიდან აკაკიზე-მეთქი. არ მეეჭვება, მაგრამ სულ სხვაა გონის შეფასება და სხვა - მექანიკური მიდრეკილებაო.

მოდით, ახლა უფრო სხვაგვარად შევხედოთ ყველაფერს. ჩვენ გვიყვარს "მერი", "მესაფლავე", გალაკტიონის სხვა გენიალური პოეტური შედევრები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გალაკტიონის სკოლა არ არის, ეს უფრო აკაკის სკოლაა - უმაღლეს მწვერვალზე აყვანილი, ნაღდი გალაკტიონი კი არის "ეფემერა", "ლურჯა ცხენები"...

ერთხელ სტუდენტებს ვთხოვე, დაეწერათ, როგორ აღიქვამდა თითოეული "ლურჯა ცხენებს". ვერც ერთმა სტუდენტმა ვერ გაართვა თავი ამ დავალებას. ასეც ვიცოდი, რადგან მართლაც შეუძლებელია, ამ ნაწარმოების იდეის მიხედვით გააზრება. აქ ხომ იდეა, მუსიკა, ტემბრი, ფერი შერწყმულია და აქედან გამომდინარეობს მოდელი. გალაკტიონის სიდიადეც სწორედ იმაშია, რომ მას შეუძლია ერთმანეთში მოაქციოს ყველაფერი. ამიტომ ძნელია, მისი პოეზია ერთბაშად შეიცნო. მოვა თაობა, რომელიც სულ სხვაგვარად წაიკითხავს და აღიქვამს მის შემოქმედებას.

საოცარია გალაკტიონის "ფრანგული ციკლი" - ასე ვუწოდებ იმ პერიოდს, როდესაც იგი საფრანგეთში იმყოფებოდა. მართლაც დიდებულია, მშვენიერია საფრანგეთში შექმნილი ლექსები.

იქნებ ბევრმა არც იცის, რომ გალაკტიონს ძალიან უყვარდა სიმღერა და ბრწყინვალედ მღეროდა, შესანიშნავი სმენა ჰქონდა. შესაძლოა ვერ ცერთ კახელს ვერ ემღერა ისე კახეთისთვის, როგორც გალაკტიონს, ასეთივე გატაცებით მღეროდა იგი მეგრულ სიმღერებსაც.

- ბატონო ნოდარ, გალაკტიონის მრავალრიცხოვან მკვლევართაგან ვის გამოარჩევდით? ამას გეკითხებით არა მხოლოდ როგორც გალაკტიონის უახლოეს ნათესავს, არამედ როგორც მისი პოეზიისა და ცხოვრების მკვლევარს, რომელსაც თქვენ 5 წიგნი მიუძღვენით.

- პირველი დიდი სიტყვა გალაკტიონოლოგიაში ბ-ნ რეზი თვარაძეს ეკუთვნის, შემდეგ მოდის მიხეილ კვესელავა, რომელმაც გალაკტიონის შემოქმედება მსოფლიო პოეზიის ჭრილში განიხილა, მერე საკუთარ თავს დავაყენებდი, ჩემი აზრით, ზემოთ დასახელებული სამეცნიერო გამოკვლევები საფუძველია გალაკტიონოლოგიისა. შემდეგ მოდიან სხვები. ამით არავის ვამცირებ, მხოლოდ ჩემს შეხედულებას მოგახსენებთ.

- ვინ შემორჩა დღესდღეობით ჭყვიშში გალაკტიონის უახლესი სანათესაოდან?

- საუბედუროდ, აღარავინ. ჩემი ძმა ვასილიც გარდაიცვალა და ახლა ერთადერთი მამაკაცი მე დავრჩი მხოლოდ, სულ გავნადგურდით ტაბიძეები.

ბაბუაჩემი - ვასილ ტაბიძე და იუსტინე - ტიციანის მამა ღვიძლი ძმები იყვნენ. თუ გახსოვთ, ჩვენს სამოსახლოში გალაკტიონის, მამაჩემისა და ტიციანის სახლები ერთ რიგში დგას, მეორე მხარეს - ეკლესიაა. სამწუხაროდ, თავის დროზე ტიციანის მემკვიდრეები ვერა და ვერ შეთანხმდნენ მთავრობასთან, მისი სახლი მუზეუმად გადაეკეთებინათ. ახლა სოფელში რომ მივდივარ, გული მიკვდება. ტიციანის სახლი დღემდე უპატრონოდ არის მიტოვებული.

გალაკტიონის სახლ-მუზეუმი ამ მხრივ საიმედოდაა დაცული. მას სამი პოლიციელი დარაჯობს ყოველდღე, აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ სახელმწიფო მუზეუმზე, რომელიც ჩვენი ეზოს მახლობლად ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ აშენდა. ძალიან კარგი მუზეუმი გაიხსნა თბილისშიც, გალაკტიონის ბინაში, მარჯანიშვილის თეატრის მახლობლად, მუზეუმის დირექტორი ბევრ რამეს აკეთებს.

- ბატონო ნოდარ, გალაკტიონს თქვენთან ორი ფოტო აქვს გადაღებული. იქნებ გაიხსენოთ, რა უძღოდა წინ ამ ფოტოსურათების გადაღებას?

- პირველი სურათი სამაიას ბაღში არის გადაღებული. ამ ფოტოზე მე და გალაკტიონი ფეხზე ვდგავართ, ჩემზე ხელი აქვს გადახვეული და ხარხარებს. მაშინ ნასვამი იყო, მთელი გზა საოცარ ამბებს მიყვებოდა.

მეორე სურათის ისტორია უფრო ტრაგიკულია. გალაკტიონი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის. იგი მოღუშულია, ბორგავს, გრძნობს თითქოს მოახლოებულ აღსასრულს. შინიდან რომ გამოვდივართ, მეუბნება, - ერთად წავიდეთო. ვემორჩილები და მივდივართ მაშინდელ პლეხანოვის პროსპექტზე. ვორონცოვის მოედანზე ფოტოატელიესთან შეჩერდა. შევედით. აპარატის წინ ისევ ხელი გადამხვია. სურათის გადაღების შემდეგ არ მინდოდა მისი მარტო გაშვება, მაგრამ ჩემი გაყოლა იუარა: "ახლა შენ შენს საქმეს მიხედე, მე კი ჩემს გზაზე წავალ", - მითხრა და ასე დავცილდით ერთმანეთს. გალაკტიონი რამდენიმე დღის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა. მე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიტანე ეს სურათი. არ ვიცი, რა იყო ეს, სახელს ვერ ვარქმევ, რამ გაიღვიძა მაშინ მასში, როცა სურათის გადაღება მთხოვა...

- როგორი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები?

- არ მანებივრებდა. ზოგჯერ ფანტასტიკურ სუფრას გაშლიდა, მაგრამ ყველას რომ ღვინოს ჩამოუსხამდნენ, ჩემს ჭიქას შეხედავდა და იტყოდა: "ჩვენს ნოდარს მიართვით ლიმონათი", ღვინოს არ მასმევდა და გასაგებიცაა, მე ხომ მისი აბჯარმტვირთველი გახლდით და ყოველთვის ფხიზელი უნდა ვყოფილიყავი, მეორეც - მან იცოდა ღვინის საშინელება და მიფრთხილდებოდა.

როდესაც ასპირანტურაში ჩავირიცხე, სიხარული ვერ დამალა. შინ გვიან მოვიდა, მაგრამ მაინც შემოვიდა ჩემს საძინებელ ოთახში. აი, რა მოგიტანეო, მითხრა. გადამიშალა ივანე კერესელიძის დროის ჟურნალი "ცისკარი" და ასე მომილოცა ასპირანტურაში ჩაბარება. გამიკვირდა, რადგან არ ვიყავი მისგან მიჩვეული ასეთ ყურადღებას. ჩანაწერებშიც მახსენებს: "როგორ არის ნოდარი", "ნოდარს უნდა მივხედო" და ა.შ. მეც მაქსიმალურად ვცდილობდი, გვერდში დავდგომოდი, ის ხომ იგივე მამა იყო. ბევრი რამ მომცა და ყოველთვის მუხლს ვიყრი მის წინაშე. არაჩვეულებრივი ძმობა ჰქონდათ მას და მამაჩემს, ერთადერთი მამაჩემი იყო, რომელსაც შეეძლო გაეკიცხა მასზე 2 წლით უმცროსი ძმა; "შენ ისევ სვამ, გალაკტიონ, დავიღუპებით, ძმაო, თავს მიხედე", "ქალს ასე როგორ უნდა მოექცე, გალაკტიონ, არ გრცხვენია?" და სხვა. საინტერესო ის იყო, რომ ამ წერილებს იგი საგულდაგულოდ ინახავდა - დედასთან და ძმასთან გაგზავნილ წერილებში. მართლაც იგრძნობა გალაკტიონის საოცარი სიწმინდე, სიყვარული და მოკრძალება მათ მიმართ.

წვერიც ძმის გარდაცვალების შემდეგ მოუშვა, მაგრამ ეს შეიძლება პოზაც იყო, გლოვასთან ერთად, ალბათ მისი სურვილი ისიც იყო, რომ გარეგნულად ძველი თაობის ხალხს მიმსგავსებოდა.

მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ჩემი შეხედულება ამასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს გავაცანი, რის შემდეგაც აუგეს წესი საფლავზე. გალაკტიონს თავი კი არ მოუკლავს, როგორც ამას ზოგიერთები ამბობდნენ, მას უმძიმესი ავადმყოფობა, თეთრი ცხელება სჭირდა. ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, სამი დღე ვეხვეწებოდი - წავიდეთ ექიმთან, სამკურნალოდ, ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა-მეთქი. როგორც იყო, მესამე დღეს დამემორჩილა. სწორედ იმ დღეს შალვა დადიანს ასაფლავებდნენ. მწერალთა დელეგაციას ირაკლი აბაშიძე გამოეყო, მოვიდა გალაკტიონთან და მოიკითხა: "როგორ ბრძანდებით, ბატონო გალაკტიონ?" ვინც კი ჯანმრთელობაზე რაიმეს ჰკითხავდა, ყველას ასე ეუბნებოდა: "გრიპი, ძამიკო, გრიპი". მერე ყველა ამბობდა, გალაკტიონი ვნახეთ, ველაპარაკეთო... არავითარი ამის მსგავსი! მწერლებიდან მხოლოდ ირაკლი აბაშიძემ ნახა.

ცოტა ხნით საქმეზე გავედი. 2 საათის მერე შემატყობინეს, - გალაკტიონი დაიღუპაო. გავვარდი იმ წუთას. მაჩვენეთ-მეთქი. არ მაჩვენეს, ალბათ იმიტომ, რომ სახეზე წამების კვალი ემჩნეოდა. როცა სახე გაუწმინდეს და მოაწესრიგეს, მურმან ლებანიძისა არ იყოს, მართლაც ანგელოზივით იწვა. იქვე იყო ჩვენი უნივერსიტეტის პრორექტორი სერგო ჯორბენაძე, იგი ამ ტრაგედიის იურიდიულად გასაფორმებლად მოეწვიათ. შევდივარ მის ოთახში. ფანჯარასთან სკამი დგას, სკამზე ლამაზად დაკეცილი ხალათია გადადებული. გალაკტიონი უკვე საღ გონებაზე აღარ არის, მას ჰგონია, ქვემოთ ზღვა ლივლივებს, ექიმმა წინაწარ გაგვაფრთხილა: - როდესაც დეპრესია ძლიერდება და თეთრი ცხელება იწყება, ამ დროს ის ვეღარ აღიქვამს ობიექტურ რეალობას და მაშინ უნდა განსაკუთრებული ყურადღება, რომ საბედისწერო რაიმე არ ჩაიდინოსო. გალაკტიონი ოთახში მარტოა, მან ხალათი ლამაზად დაკეცა, სკამზე გადადო და აივნიდან, მისი აზრით, გადაეშვა მოლივლივე ზღვაში... მან ვერ გადაიტანა ყველაზე მძიმე წუთები, ამ დროს უნდოდა მეთვალყურეობა, გულისყური. სწორედ ეს ვერ გამოვიჩინეთ. დღეს კი ნაირ-ნაირ რაღაცას ჰყვებიან, იმასაც ამბობენ, ამ ტრაგედიის მიზეზი მთავრობაზე გაბრაზება იყოო, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. გალაკტიონი ერთადერთი იყო საქართველოში, ვინც სახალხო პოეტობა მიიღო და ერთადერთი ატარებდა ამ წოდებას მთელი 20 წელი. მისი გარდაცვალების მერე მიანიჭეს ეს ტიტული იოსებ გრიშაშვილს, მოგვიანებით კი გოგლა ლეონიძეს. გალაკტიონმა პირველმა მიიღო იმ დროისათვის ყველაზე მაღალი სახელმწიფო ორდენი, იგი პირველი იყო, რომელიც აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ასე რომ, სახელმწიფოს ყურადღება ნამდვილად არ აკლდა.

კიდევ ერთი რამ მინდა მოვიგონო. ერთხელ მირეკავენ, სასწრაფოდ გამოდი მარჯანიშვილის მოედანზეო. მივხვდი, რაღაც კარგი არ იყო ჩემს თავს. მივედი. გალაკტიონი სახედასისხლიანებულია. თურმე შეზარხოშებული შესულა მაღაზიაში, ამ დროს ვიღაც უბირი გლეხის ბიჭიც შემოსულა პურის საყიდლად, გალაკტიონი გაქილიკებია ამ ბიჭს, როგორც ზოგჯერ ჩვეოდა ხოლმე. გაბრაზებულა ბიჭი, რომელსაც არ სცოდნია, ვინ იდგა მის წინ და გალაკტიონისთვის სახეში გაურტყამს. მილიციას ეს ბიჭი მაშინვე დაუჭერია. მეორე დილით, როდესაც გალაკტიონმა გაიღვიძა და წინადღის უსიამოვნო ინციდენტი გაიხსენა, სასწრაფოდ გავარდა მილიციაში და ბიჭი გამოაშვებინა. ასეთი საოცარი პიროვნება იყო.

მკითხველს შევთავაზებთ რამდენიმე ლექსს გალაკტიონის პოეზიიდან და შემდეგ კვლავ განვაგრძობთ საუბარს.

***
ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილებს
სიბერის დრო აქსოვს,
არ ვემდური სიყმაწვილეს,
ის ხომ კარგად მახსოვს.
სინამდვილეს არ ვემდური, -
არ ყოფილა თითქმის,
არყოფილზე საყვედური
არასდროს არ ითქმის.
და მეც შიში გაორების
არ მიგრძვნია მწარე...
მე ხომ მეტი გზა ცხოვრების
ასე გავატარე.


***
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.


მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა'
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება.
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი...
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება.


- ჩემი წინაპრები მწიგნობრები იყვნენ მამის მხრით. დაწყებული XIV საუკუნიდან კი, განუწყვეტელი რიგით, თაობიდან თაობაზე მოდის საგვარეულო ეკლესიისადმი ფანტასტიკური შეუცვლელობით უერთგულესი მღვდელმსახურება, - წერს გალაკტიონი თავის დღიურში.

ერთი მწიგნობართაგანი XVII საუკუნეში მიიწვია დედოფალმა ანამ თავისი მდიდარი წიგნთსაცავის მოსაწესრიგებლად (საუბარია სვიმონ ტაბიძეზე, რომელსაც მოგვიანებით სტამბაც დაუარსებია მოსკოვში).

- ბატონო ნოდარ, რა შემორჩა დღეს ტაბიძეების საგვარეულო ბიბლიოთეკიდან?

- ყველაფერი და ამაში მეც მიმიძღვის ცოტაოდენი წვლილი. გალაკტიონი რომ დაიღუპა, იმ წუთშივე მოვიდა მწერალთა კავშირიდან სერგი ჭილაია, რომელსაც მუზეუმიდან თან ახლდა ერთი პიროვნება, მაშინვე დავლუქეთ კაბინეტი, რისთვისაც მადლობელი ვარ ბატონი სერგისა, და მთელი ბიბლიოთეკა გადავიდა ლიტერატურის მუზეუმში. ალბათ არ არსებობს ისეთი მდიდარი არქივი ან წიგნების ფონდი, როგორიც გალაკტიონისაა. მეამაყება, რომ მე ამის მონაწილე ვიყავი. გალაკტიონ ტაბიძის მთელი საბიბლიოთეკო და საარქივო მემკვიდრეობა შეისყიდა სახელმწიფომ და ეს ყველაზე კარგი და გამართლებული ნაბიჯი იყო.

- თქვენ არაფერი დაგრჩათ ამ ბიბლიოთეკიდან?

- დამრჩა მხოლოდ ის წიგნები, რომელიც გალაკტიონს პირადად ჩემთვის უჩუქებია, მე მათ სასოებით ვინახავ, და ერთადერთი ფანქარი. ეს ფანქარი ტელეფონთან იყო ჩამოკიდებული, რომლითაც გალაკტიონი ტელეფონის ნომრებს იწერდა და რადგანაც უამრავი მასალა გაიტანეს სახლიდან, ამისთვის აღარავის მიუქცევია ყურადღება, ამიტომ ჩამოვხსენი და დღემდე ვინახავ, როგორც ძვირფას რელიკვიას.

- უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მოგონებებისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ფერისცვალება
ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri konya escort