ახალი სტილი - ყოფითი მოვლენა, ძველი კი - სიწმინდე
ახალი სტილი - ყოფითი მოვლენა, ძველი კი - სიწმინდე
საეკლესიო კალენდრის, სახელდობრ, ძველი და ახალი სტილის ურთიერთმიმართების ირგვლივ დიდი დაინტერესება და არცთუ იშვიათად მძაფრი პოლემიკაც შეიმჩნევა. ჩამოვაყალიბებთ რამდენიმე პუნქტად იმ არსებითს, რაც ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს.

უპირველესად, როდესაც არგუმენტირებულად წარმოვაჩენთ ახალი სტილის ხარვეზებს, უნდა ვიცოდეთ ძველი სტილის ისტორიაც.

კალენდარი, როგორც ათვლითი სისტემა, როგორც მათემატიკური მოდელი, ცხადია, თავისთავად არანაირ სარწმუნოებრივ მოძღვრებას არ შეიცავს (მსგავსად გამრავლების ტაბულისა, გრამატიკისა, გეომეტრისაა, მათემატიკისა და სხვა). კალენდრის ერთადერთი დანიშნულებაა, პრაქტიკულად შეძლოს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის დროში კანონზომიერი განაწილება, რათა ამ მოვლენათა გამოყოფა და აღნიშვნა გახდეს შესაძლებელი. ეს არსებითი მხარე კალენდრისა მკვეთრად არის გამოხატული ძველ სტილში, რომელსაც, ჩვეულებრივ, იულიუსის კალენდარს უწოდებენ. თვით ეს სახელწოდებაც (იულიუსის კალენდარი) გამორიცხავს, რომ ხსენებულ კალენდარში, როგორც ასეთში, ჩადებული იყოს "მთლიანად მართლმადიდებლური სწავლება", "ბიბლიური აღქმა", "სულიერ-მისტიკური და სარწმუნოებრივი ხედვა". ხსენებული კალენდარი შეიქმნა არა ეკლესიის წიაღში და არც იულიუსია საეკლესიო მამა. აღნიშნული კალენდრის სახით საქმე გვაქვს წარმართულ, ქრისტიანობამდელ ძეგლთან, რომლის შექმნის ინიციატორი წარმართი იმპერატორი იულიუს კეისარი გახლდათ, უშუალოდ ჩამომყალიბებელი კი - მეკერპე სოზიგენი.

როდესაც ნიკეის მსოფლიო კრებამ ამ კალენდრის საეკლესიო მსახურებაში უცვლელად გამოყენება დააკანონა, ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ "მართლმადიდებლურ მოძღვრებას" ხედავდა მასში (ანდა მეკერპე სოზიგენი როგორ ჩადებდა თავის კალენდარში მართლმადიდებლურ მოძღვრებას?), არამედ იმიტომ, რომ ხსენებული კალენდარი აკმაყოფილებდა იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც საეკლესიო დღესასწაულების მოწესრიგებულად განლაგებასა და შესაბამის ხსენებათა თანაშეწყობას გულისხმობს. ამიტომ იყო, რომ IV საუკუნეში იულიუსის კალენდარს წარმართებიც იყენებდნენ და ქრისტიანებიც.

მაშ, რა ღირსებანი აქვს იულიუსის კალენდარს?

1) აღნიშნული კალენდარი ფასეულია როგორც მეცნიერული აზრის ნაყოფი, როგორც გამოსადეგი გამოთვლითი სისტემა. ეკლესია ყოველთვის სარგებლობდა კაცობრიობის მეცნიერული მიღწევებით, ვინაიდან ჭეშმარიტი მეცნიერული აზრი ყოველთვის ობიექტურად იკვლევდა სამყაროს - ერთარსება სამების ქმნილებას, რის გამოც ყოვლადწმინდა სამების ქმნილების შესახებ ჭეშმარიტად მეცნიერული ნაკვლევი კანონზომიერად მიიჩნეოდა ჭეშმარიტი ღვთის აღმსარებელი მოძღვრების ბუნებრივ ნაწილად. იულიუსის კალენდარს რომ რაიმე სარწმუნოებრივი, მისტიკურ-სიმბოლური არსი ჰქონოდა, ეს არსი, ცხადია, ოდენ წარმართული, კერპთაყვანისმცემლური იქნებოდა და ეკლესია არამც და არამც არ შეიწყნარებდა მას. ამიტომაა, რომ ეკლესიამ ეს კალენდარი შეითვისა არა როგორც რაიმე სარწმუნოებრივი ღირებულებების შემცველი სისტემა (ეს უმალ წარმართების "სარწმუნოებრივ ღირებულებათა" შეთვისება იქნებოდა), არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი, ისევე, როგორც შეითვისა მან ქრისტიანობამდელი ანბანი, სამშენებლო ხელოვნება, სამხატვრო საშუალებები და სხვა. ასე რომ, ეკლესიაში იულიუსის კალენდარი დამკვიდრდა ერთადერთი მიზეზით: იგი იმხანად ყველაზე უფრო გამოსადეგი ათვლითი სისტემა იყო.

2) IV საუკუნიდან ანუ იმ დროიდან, როდესაც ხსენებული კალენდარი საეკლესიო მსახურების წიაღში მოექცა, ის გარდაიქმნა საეკლესიო სიწმინდედ, თუმცა (კვლავ აღვნიშნავთ) სიწმინდედ არა იმ აზრით, თითქოს თავისთავად, არსობრივად ჰქონოდეს რაიმე განსაკუთრებული სარწმუნოებრივი ღირსება, არამედ მხოლოდ იმ აზრით, რომ უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა; ისევე, როგორც, მაგალითად, საეკლესიო სიწმინდედ იქცევა ტაძრის კედელში ჩაყოლებული ქვა შენობის წიაღში მოქცევის შემდეგ, არა იმიტომ, რომ ბუნებითად არის რამე განსაკუთრებული სიწმინდის შემცველი და რამით თვისებრივად განსხვავებული მისივე გვარის ქვებისაგან, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ტაძრის ანუ სიწმინდის ნაწილად გვევლინება. მსგავსადვე, იულიუსის კალენდარიც დიდი საეკლესიო სიწმინდეა, თუმცა არა თავისთავად, არა თავისი არსით, არამედ მხოლოდ იმით, რომ საეკლესიო მსახურებაში ჩაერთო და უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. ასევე იქცევა სიწმინდედ ჩვეულებრივი პერგამენტი, როდესაც მასზე სახარების სიტყვები ამოიტვიფრება.

ამრიგად, იულიუსის კალენდარს აქვს ორი ღირსება: გამოსადეგობა, ვარგისიანობა (როგორც ათვლის სისტემას) და საკრალურობა, სიწმინდე (როგორც ერთი მხრივ - უწმინდეს დღესასწაულთა განრიგის, ხოლო მეორე მხრივ - საპასექო გამოთვლების საფუძველს).

ამ ორ ასპექტს აგვირგვინებს მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი, რაც არის კიდევაც იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება. ეს მხარე, თავის მხრივ, უკავშირდება საკითხს იმის შესახებ, რატომ არ შეიძლება იულიუსის კალენდრის შეცვლა გრიგორიანული (ანუ პაპი გრიგოლის ინიციატივით შედგენილი) კალენდრით, იმავე ახალი სტილით. არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიზეზი:

1. ამა თუ იმ სიახლის შემოტანისას აუცილებელია დავასაბუთოთ, ერთი მხრივ, აღნიშნული სიახლის გარდაუვალი აუცილებლობა, ხოლო მეორე მხრივ - ის, რომ ხსენებული სიახლის შემოღება არ გამოიწვევს რაიმე სამოძღვრო-საღვთისმსახურო გაუკუღმართებას. ნიშანი იმისა, რომ ამგვარი დასაბუთება უკვე მოცემულია, გახლავთ საყოველთაო თანხმობა. ეს თანხმობა აუცილებელია; სხვაგვარად მოცემულ სიახლეს ზოგი გაიზიარებს, ზოგი - არა და შედეგად მივიღებთ საეკლესიო ერთიანობის რღვევას, რაც დამღუპველია.

ამრიგად, თუ არ არსებობს კალენდარული სიახლის გარდაუვალობის სათანადო დასაბუთება და ამ საკითხზე საყოველთაო შეთანხმება, ამგვარი სიახლე დამღუპველ ზიანს მოუტანს ეკლესიის ერთობას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი კალენდარული ღირსება-ნაკლოვანებანი.

ამგვარი დასაბუთება ახალი სტილის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ არ არსებობს და არც საყოველთაო შეთანხმებაა მიღწეული.

2. ეკლესიის მამათა განჩინებით, აღდგომა უნდა ვიდღესასწაულოთ უთუოდ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ და ყოველ მიზეზგარეშე - იუდეველთა პასექის შემდგომ, მაშინ როცა ახალი სტილით ხსენებული დღესასწაული ხშირად დამთხვევია იუდეველთა პასექს ან გაუსწრია მისთვის. ძველი სტილი ამ მხრივ ურყევად იცავს ზემორემოყვანილ დოგმატურ განჩინებას.

ამრიგად, ძველი სტილის ახლით შეცვლა მიუღებელია არა იმიტომ, რომ ძველი სტილი (იგივე იულიუსის კალენდარი) განსაკუთრებით ღრმა მართლმადიდებლურ ცნობიერებას ეყრდნობა, არამედ მხოლოდ ორი მიზეზით:

ა) არ არსებობს ხსენებულ ცვლილებათა აუცილებლობის დასაბუთება და არც საერთო შეთანხმება ამ საკითხში, რის გამოც საფრთხე ექმნება ეკლესიურ ერთიანობას.

ბ) ირღვევა კანონიკური განჩინება იუდეველთა პასექთან აღდგომის დღესასწაულის დაუმთხვევლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აშკარაა, რომ საქართველოს ეკლესიაში კვლავაც მყარად დაცვა იულიუსის კალენდრისა არის არა გაუაზრებელი, ტრადიციას მექანიკურად მიდევნებული ან კიდევ რომელიმე სხვა (ამ შემთხვევაში - რუსეთის) ეკლესიის თითქოსდა იძულებით თავსმოხვეული ნების ნაყოფი, არამედ სრულიად გაცნობიერებული, არგუმენტირებული პოზიცია. ხაზგასმა იმისა, თითქოს საქმე გვაქვს რუსეთის ეკლესიის ძალმომრეობასთან, ჩვეულებრივ, სწორედ იმ მიზანს ისახავს, რომ მიჩქმალოს ზემოაღნიშნული არგუმენტები და ძველი სტილის, როგორც არაეროვნულის, დისკრედიტირება მოახდინოს. საქართველოსთვის ეროვნულია ის, რაც მართლმადიდებლურია და, შესაბამისად, ვიდრე ზემორე ხსენებული დოგმატური საკითხი არ იქნება უხარვეზოდ მოგვარებული (რათა აღდგომის დღესასწაულმა არც წინ გაუსწროს და არც დაემთხვეს ებრაელთა პასექს), ცხადია, ძველი სტილის ახლით შეცვლის მიზანშეწონილობა სრულიად დაუსაბუთებელი დარჩება.

ვფიქრობთ, ღვთის განგებით, სტილის საკითხი თავისთავად არის მოგვარებული და ხელოვნურად არ უნდა ვცდილობდეთ უწესრიგობის შექმნას. მართლაც, ახალი სტილი, როგორც ყოფითი მოვლენა, კარგად ესადაგება სამოქალაქო ცხოვრებას და ამ მხრივ არავითარი ხელშესახები ხარვეზი მას არ ახლავს. რაც შეეხება ძველ სტილს, როგორც სიწმინდეს, იგი ზედმიწევნით გამოსადეგია საეკლესიო ცხოვრებისთვის და არც მას ახლავს ამ მხრივ რაიმე ხარვეზი, ვინაიდან ჩინებულად იტევს სადღესასწაულო კალენდრის ფუნქციას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler