მთელი ცხოვრება გერმანელებისთვის ქართული კულტურის გაცნობას შეალია
მთელი ცხოვრება გერმანელებისთვის ქართული კულტურის გაცნობას შეალია
1957 წელს პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან უცნაური შინაარსის ბარათი მიიღო: "გთხოვთ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს "უცხო სუნელი" და თუ იშოვით, გამოგვიგზავნეთ", - იწერებოდნენ ჰამბურგიდან.

პროფესორ ალექსანდრე ღლონტს "უცხო სუნელის" არც განმარტება გასჭირვებია და არც თბილისის ბაზარზე მისი შოვნა, მაგრამ გაგზავნა კი მაშინ მართლა ძალიან გაუჭირდა (XX საუკუნის 50-იან წლებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში "უცხო სუნელის" კი არა, წიგნისა და წერილის გაგზავნა იყო იშვიათი მოვლენა). სამაგიეროდ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ იტცეჰოეში (ჰამბურგის მახლობლად), გამომცემლობა "საქართველომ" შესანიშნავ პოლიგრაფიულ დონეზე არაერთხელ გამოსცა ლიდია პეპე-გეგელაშვილისა და ნიკოლოზ ჯანელიძის მშვენიერი წიგნი "ქართული სამზარეულო", რომელსაც მსოფლიო რეზონანსი ხვდა წილად.

ასე აღდგა ურთიერთობა მასწავლებელსა და მოწაფეს შორის: როგორც გაირკვა, ჰამბურგთან - პატარა ქალაქ იტცეჰოეში მცხოვრები ნიკოლოზ ჯანელიძე ერთ დროს ალექსანდრე ღლონტის მოწაფე ყოფილა...

ნიკოლოზ ჯანელიძე 1921 წელს დაბადებულა სამტრედიაში. მამამისს - სილოვან ჯანელიძეს ძველი სამტრედიის უბნის რწმუნებულად უმუშავია 43 წლის განმავლობაში. საშუალო განათლება ნიკოლოზს სამტრედიაშივე მიუღია, ხოლო შემდეგ ომამდე შესულა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ ალექსანდრე ბარამიძე, ალექსანდრე ღლონტი და სხვები. ნიკოლოზ ჯანელიძეს ინსტიტუტის დამთავრება და დიპლომის აღება ვერ მოუსწრია, ისე გაუწვევიათ ფრონტზე 1941 წლის ივნისში. ჯანელიძე მოხვედრილა ქერჩში, სადაც დაჭრილა და თავის ნაწილს ჩამოშორებია... ბევრი ხეტიალისა და გაჭირვების შემდეგ წასულა რომში, ცნობილ ქართველ მეცნიერთან, მიხეილ თარხნიშვილთან. პროფესორ თარხნიშვილთან სწავლის დამთავრების შემდეგ ნიკოლოზ ჯანელიძეს მიუღია მოწმობა, რომლითაც ეძლეოდა ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის მასწავლებლის უფლება.

ნიკოლოზი წასულა ჰამბურგში და დაუწყია ქართული ენის ლექტორად მუშაობა იქაური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე, რომელსაც მაშინ პროფესორი კიტა ჩხენკელი განაგებდა. ამერიკელებმა ჰამბურგი დაბომბეს, რის შედეგადაც განადგურდა კიტა ჩხენკელის ბინა და ბიბლიოთეკა, ხოლო კიტა ჩხენკელი იძულებული გახდა შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გადასულიყო. ამის შემდეგ ნიკოლოზ ჯანელიძე პროფესორ ბერტოლდ შპულერთან მუშაობდა ენათმეცნიერების კათედრაზე. როგორც ქართულის ლექტორს, წელიწადში 10-მდე მოწაფე ჰყოლია. ჰამბურგის გარდა ნიკოლოზ ჯანელიძე ქართულ ენას ასწავლიდა კალის უნივერსიტეტში.

ნიკოლოზ ჯანელიძემ ქალაქ იტცეჰოეში დააარსა საკუთარი გამომცემლობა "საქართველო". სწორედ ამ გამომცემლობაში 1961 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა წიგნი სახელწოდებით "ნინო მოციქული".

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1966 წელს შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლის იუბილეს აღნიშვნაში თავისი წვლილი შეუტანია ნიკოლოზ ჯანელიძეს.

გვირგვინი ნიკოლოზ ჯანელიძის მოღვაწეობისა არის 1974 წელს ქალაქ იტცეჰოეში გამომცემლობა "საქართველოში" გერმანულ ენაზე გამოცემული ქართული ზღაპრები, რომლის გარეკანს ამკობს ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი, ხოლო წიგნში ქართულ მოტივებზე შესრულებული ილუსტრაციებია. წიგნის ბოლო გვერდზე მოთხრობილია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ. საინტერესოა ისიც, რომ ქართული ხალხური ზღაპრების გვერდით წიგნში შეტანილია აკაკის "ყმაწვილი და პეპელა" და ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები".

"ქართული ზღაპრების" ამ გამოცემასთან დაკავშირებით იმდროინდელ გერმანულ პრესაში წერდნენ: "ესაა ზღაპრები საშინელებათა გარეშე. ერთადერთი ნიშან-თვისება, რაც მათ გერმანული ზღაპრებისა და მოთხრობებისგან განასხვავებს, ისაა, რომ ყველა ზღაპარი "საშინელების" გარეშე მთავრდება".

ნიკოლოზ ჯანელიძემ 1983 წელს მონაწილეობა მიიღო გერამანულ ენაზე შექმნილი ქართული "დედა ენის" შედგენაშიც. წიგნი გამიზნული იყო ქართული ენის შემსწავლელ გერმანელ სტუდენტთათვის. შემდგენლებს წიგნში შეუტანიათ საქართველოს რუკა და პირველი ქართველი მწიგნობარი მეფის ფარნავაზის სურათი. ერთი წლის შემდეგ ნიკოლოზ ჯანელიძემ კვლავ მოჰკიდა ხელი ისეთ საქმეს, რომელიც გერმანელებისთვის ქართული კულტურის გაცნობას ისახავდა მიზნად, კერძოდ, გამოსცა "ვეფხისტყაოსნის" შემოკლებული გერმანული პროზაული თხრობა.

უცხოეთის ცის ქვეშ ნიკოლოზ ჯანელიძემ შეძლო, მთელი ცხოვრება ქართული კულტურის პროპაგანდისთვის მიეძღვნა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler