ერის სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა სპორტიცაა
ერის სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა სპორტიცაა
ქართველი საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ სპორტს ერის ცხოვრების განვითარებასა და წინსვლაში. მათი სიტყვებით: "ერის სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა სპორტიცაა და ჩვენც იმიტომ შევხარით ქართველ სპორტსმენებს, რომ ისინი ეროვნული ენერგიის წარმოჩენის კეთილშობილურ ასპარეზზე იღვწიან".
იყო დრო, როცა ქართველ ფეხბურთელებს არ აკლდათ თაყვანისმცემლები, სტადიონები ივსებოდა ხალხით, ისინი კი აღაფრთოვანებდნენ გულშემატკივარს პრაქტიციზმით, ტექნიკით, განუმეორებელი, თვითმყოფადი სტილით, იმპროვიზაციით. ქართულმა ფეხბურთმა ქვეყანას მისცა საუცხოო მწვრთნელები, ვირტუოზული ფეხბურთელები, რომელთა სახელები ჩაიწერა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 70-იანი წლების II ნახევარსა და 80-იანის დასაწყისში ქართველმა `დინამოელებმა~ დაიპყრეს სიმაღლეები, რამაც ჩვენი გუნდი ევროპის საუკეთესო კლუბებს მიაკუთვნა.
დაადგა რა დამოუკიდებლობის გზას, ჩვენი ფეხბურთი კვლავაც იღვწის ტრადიციების ასაღორძინებლად, პოზიციებისა და ღირსების დასაბრუნებლად.
ქართული ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების საქმეს ემსახურება "საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის" დაარსება, რომლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრებიან მისი პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე და ვიცე-პრეზდენტი ლაშა ჭეიშვილი.


- რამდენადაც ვიცი, "საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის" პროექტი პირველად განხორციელდა საქართველოში. როდის და როგორ დაარსდა იგი?
ბერდია ჯიბლაძე: - ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის 17 სექტემბერს. ამ ასოციაციის იდეა იყო, გაგვეკეთებინა ღირებული საქმე. რადგან ფეხბურთის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ სპორტის რომელიმე ერთი სახეობისადმი ორიენტირებას, არამედ, საზოგადოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხელშეწყობას. ჩვენს ჩასვლას რაიონებში ზეიმის სახე ჰქონდა, რადგან დღევანდელი მდგომარეობის გამო, ცოტა რთულია სოფლებსა და რაიონებში ფეხბურთის საქმის განვითარება. ცხოვრების დონე არ არის იქ იმდენად განვითარებული და შესაბამისად, თვითგამოხატვის საშუალებაც ნაკლებად აქვს იქაურ მცხოვრებს. ასოციაციის დაარსებისთანავე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ. ჯერ გავმართეთ ერთი საჩვენებელი მატჩი, შემდეგ ჩავატარეთ რვაგუნდიანი ტურნირი თბილისში, მერე თექვსმეტგუნდიანი...
მიღწევების კვალად ჩვენს საქმიანობას სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდა. რადგანაც ხალხს მიეცა თვითგამოხატვის საშუალება კონკრეტულად სპორტში ჩართვით. გველოდნენ, რომ ჩავიდოდით და მატჩი გაიმართებოდა. მანამდე კი იყო ვარჯიშები, შეკრებები და ა. შ. ზოგადად, ადამიანების ცხოვრების გახალისება და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება იყო ჩვენი იდეის და მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მთელ ქვეყანაში. თანაც ძალიან გვიყვარს იმის კეთება, რაც სასიამოვნოცაა და სასარგებლოც.

- რა დაბრკოლებები გადალახეთ, ვინ დაგიდგათ მხარში და როგორი დამოკიდებულება იყო რეგიონებში?

- როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ და ახალბედა ხარ სფეროში, სადაც რეალურად არაფერი ხდებოდა, სიძნელეები გარდაუვალია. რვა კაცმა დავიწყეთ ეს პროექტი. სანამ საქმით არ დავამტკიცებდით, რომ კარგ საქმეს ვადექით, მანამდე ყველა მოლოდინით გვიყურებდა. ვგულისხმობ ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სპორტის სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ახლა უფრო ადვილად თანამშრომლობენ ჩვენთან. წელიწადზე მეტი გავიდა ჩვენი საგუნდო საქმიანობის დაწყებიდან და ბევრი რამის გაკეთება შევძელით. დასაწყისში ფაქტიურად მხოლოდ ჩვენი ძალებით გვიწევდა ყველაფრის ორგანიზება. 2015 წლის ბოლოს საჩვენებელი მატჩი ჩავატარეთ და ამით დავიწყეთ საქმიანობა, რომელშიც მოთამაშეებად ჩავრთეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც, დევნილებიც და გავმართეთ შერეული საჩვენებელი მატჩი. 2016 წლის დასაწყისში პირველი პატარა ტურნირის განხორციელებაც შევძელით ჩვენივე რესურსებით. ამ დროს რთულია ფინანსური პარტნიორის მოძიება. ჩვენ გაგვიმართლა - ფინანსურად დაგვეხმარა ორგანიზაცია "ევროპლანტი". შემდგომ კი აქტიური ურთიერთობა დავამყარეთ ფეხბურთის ფედერაციასთან, თბილისის მერიასთან, მუნიციპალიტეტებთან. მათი მხარდაჭერით საკმაოდ ფართო მასშტაბებით ვსაქმიანობთ. 5500-მდე ახალგაზრდამ (მოყვარულმა ფეხბურთელმა) მიიღო მონაწილეობა პროექტში, გაისად ამ ციფრის გაორმაგებას ველოდებით.

-  თავიდან როგორი აქტივობა იყო ხალხის მხრიდან?
-  ბოლო, ანუ ყველაზე დიდი ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 2016 წლის სექტემბრიდან 14 დეკემბრამდე. მასში ჩაერთო საქართველოს ყველა, 11 რეგიონი, თბილისის ჩათვლით. აფხაზეთი და ცხინვალი, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ჩაერთო. ჩვენი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ლაშა ჭეიშვილს აქვს იდეა, რომ სამომავლოდ ამ რეგიონებიდან იქნებ თითო-თითო გუნდის ჩამოყვანა მაინც მოხერხდეს. განზრახული გვაქვს "მშვიდობის თასის" გათამაშება. მას ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზეც აქვს წარწერა - "მშვიდობის თასი". გვინდა, ამ სპორტითაც შევუწყოთ ხელი კონფლიქტის დარეგულირებას. მოკლედ, ტურნირში ჩაერთო ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტი. გუნდების რაოდენობა იყო - 231, შემდეგ დაემატა გურიის და რაჭის რვა გუნდი. 200-ზე მეტი გუნდიდან 5500-მდე კაცმა მიიღო მონაწილეობა ტურნირში. მატჩებს 25000-მდე გულშემატკივარი ჰყავდა. 2017 წლიდან ვგეგმავთ უფრო მეტი მუნიციპალიტეტის და სავარაუდოდ, 8000-მდე მოყვარული ფეხბურთელის ჩართვას.

- როგორ მოხდა ბიჭების მოკრება?
ლაშა ჭეიშვილი: - დავუკავშირდით მათ, ვინც იყვნენ ჩვენი დასაყრდენები მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში. ასოციაციის წვერებს დღე და ღამ გვიწევდა მუშაობა. ვატარებდით თამაშებს, ვუწევდით ორგანიზებას, ვადევნებდით თვალყურს მატჩებს, ვიღებდით ფოტოებს, ვათავსებდით საიტის გვერდზე. ყოველდღე გვიწევდა ურთიერთობა დაახლოებით 200 ფეხბურთელთან, გულშემატკივრებთან.
ორგანიზაციაში ვართ რვა კაცი: ბერდია ჯიბლაძე (საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი), ლაშა ჭეიშვილი (ვიცე-პრეზიდენტი და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე), ბაჩუკი კრილოვი (ვიცე-პრეზიდენტი); გიორგი გაბუნია (პროექტების მენეჯერი); დავით გელაძე (ადმინისტრატორი); ბექა ნარუშვილი (იურისტი); ლაშა ჩალაძე და გოგა თოლორდავა (გუნდებთან ურთიერთობის მენეჯერები), გვანცა გოგიბერიძე (მთავარი ბუღალტერი) და ნატო ყაულაშვილი (სოციალური მედიის მენეჯერი). წელს უფრო მასშტაბური საქმიანობა მოგვიწევს.

- თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის წამოწყება მაინც უფრო ახალი ხილი იყო. როგორ შეხვდნენ ამას ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროში?
- არ ელოდნენ, თუ ასეთ შედეგებს მივაღწევდით და ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდნენ მის ფართო აღიარებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის. მაგალითად, შუახევმა რვა გუნდი გამოიყვანა. ხულომაც მიიღო მონაწილეობა. რაჭა-ლეჩხუმიდან ოთხი გუნდი იყო. სამცხე-ჯავახეთიდან საერთოდ არ ველოდებოდით გუნდების გამოყვანას, არადა, ამ რეგიონიდან მივიღეთ ოცი გუნდი. ასევე, არ ველოდებოდით შიდა ქართლიდან, რადგან ქარელის მუნიციპალიტეტს არ ჰყავს საფეხბურთო გუნდი ოფიციალურად რეგისტრირებული, მაგრამ ათი გუნდის გამოყვანა შესძლო ჩემპიონატში (აგრეთვე გორმა, რომელიც ტრადიციულად, ფეხბურთის სამშობლოა). მაღალმთიან აჭარაში ძალიან ორგანიზებულად წარიმართა საქმიანობა. შუახევის რაიონში ღამით დაიხაზა და მომზადდა მოედანი - ხალხმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინდომა ასე. ხარაგაულმა სამი გუნდის გამოყვანა შეძლო. ეს ნიშნავს, რომ გაისად მეტი რაოდენობით წარდგება. აღმოვაჩინეთ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. შუახევის სოფელ შუბანში მცხოვრებმა მერაბ ბოლქვაძემ პირველად ითამაშა დიდ მოედანზე და შეძლო ჩვენი მოხიბვლა.

- როგორ გეგმავთ პროექტის გაფართოებას?

ბერდია ჯიბლაძე: - ჩვენი ორგანიაციის მიზანი, შექმნისთანავე, გახლდათ: სპორტის განვითარება, მისი მასობრიობა, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის პრაქტიკის შეძენა. ამ ტურნირების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდამ პროფესიონალური კონტრაქტიც კი გააფორმა. ოცამდე ახალგაზრდა სხვადასხვა ლიგაში, პროფესიონალურ საფეხბურთო გუნდში გადანაწილდა. ჩვენი კიდევ ერთი მიზანი იყო სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ვგეგმავთ, რეგულარულად განვაგრძოთ საქმიანობა, უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ მიმართულებით. გვინდა სამოყვარულო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შექმნა, რომელიც ევროპის სამოყვარულო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.
ეს პროექტი ერთობლივად ჩავატარეთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. მადლიერებით მინდა მოვიხსენო ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენს საქმიანობაში, საგულისხმოა ნიკოლოზ ჯღარკავას წვლილი. ახალი სეზონი დაიწყო.
გისურვებთ წარმატებებს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

19.02.2022

ღირსი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნიკოლოზ ძანაკაკისისი) 1890 წელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაიბადა.

02.02.2022
გურული გამოთქმაა: "წევიდა ძველი ხალხი ფუტივით (კვამლივით)".

ცხოვრების გზაზე ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
28.01.2022
უფლის ძახილი

უწყალო მსაჯულთაგან უვნებელი ვნებას დაითმენს.
26.01.2022

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ცხონებასთან დაკავშირებით გადმოგვცემს:

19.01.2022

გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):

-ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები, რომელნიც წყალთან, წყლით განბანვასთან არიან დაკავშირებულნი.

01.01.2022
ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები, რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც;
01.01.2022
ახალ-წელიწადს ელიან,
ბალღები სხედან კერაში,
მუგუზლებს აჩინჩხალებენ,
დროს ატარებენ მღერაში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმიდა პირველმოწამე რაჟდენი წარმოშობით სპარსი დიდებული იყო. როცა წმიდა ვახტანგ მეფემ სპარსეთის მეფის ასული - ბალენდუხტი ცოლად შეირთო, დედოფალს ქართლში რაჟდენიც ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დარჩა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri konya escort