ხანდაზმული ადამიანისგანაც შეიძლება მიიღო ყველა სიბრძნე, რომელიც კი დაგროვილა ცისქვეშეთში, შენ მხოლოდ უნდა იჯდე და უსმინო
ხანდაზმული ადამიანისგანაც შეიძლება მიიღო ყველა სიბრძნე, რომელიც კი დაგროვილა ცისქვეშეთში, შენ მხოლოდ უნდა იჯდე და უსმინო
სიტყვა "კათარზისი", არისტოტელეს განმარტებით, ნიშნავს სულიერ განწმენდას თანაზიარობით შეძვრის გზით. საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი"'1990 წელს დაფუძნდა. "კათარზისი"'გახლავთ სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის აქტუალური და გადაუდებელი სოციალური დახმარებები. დღეს აქ ფუქციონირებს: უფასო სასადილო 385 კაცისთვის, მათ შორის არიან დევნილები დიდი ლიახვის ხეობიდან, 11 მწოლიარეს, "კათარზისის" თანამშრომლებისა და ბენეფიციარების, აგრეთვე მოხალისეებისა და მწოლიარეთა მეზობლების ხელით, ყოველთვიურად ბინაზე მიეწოდება მშრალი პროდუქტები. მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) მიმდინარეობს პროექტი "შეეწიეთ უპოვართ", რომელიც "კათარზისის"'385 ბენეფიციარისათვის უფასო სადილის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ ორგანიზაციის თანამონაწილეობით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, რამაც მეტად ნოყიერი და გემრიელი გახადა ხანდაზმულთა მენიუ. 2002 წლიდან ხორციელდება აქცია "სადილი ყველას" (ღია კარის დღე), სულ ჩატარდა 45 ასეთი აქცია. ყოველ ასეთ ღონისძიებაზე 2000-მდე ადამიანის დაპურება ხერხდება. სპონსორები არიან: "ავერსი", "თბილისის წყალი", "ბეკო" და ა.შ. "კათარზისში" არსებობს აგრეთვე წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი და უფასო აფთიაქი, რომელიც ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოს მომსახურებით, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სულ სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანილ ადამიანთა რაოდენობა ათასს აჭარბებს;

აქ ფუნქციონირებს აგრეთვე მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური (ამ ტანსაცმელს თბილისელებიც აგროვებენ);

ბიბლიოთეკა, სადაც ხანდაზმულები ეცნობიან კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურასა და ახალ პრესას; სილამაზის სალონი, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, რომელიც მარტივ საქმეებზეა ორიენტირებული: ღილების დაკერება, ელვა-შესაკრავის შეცვლა, მარტივი ნივთების კერვა და ა.შ., რაც ძირითადად ქალის მზრუნველობას მოკლებულ ხანდაზმულ მამაკაცებს სჭირდებათ.

"კათარზისში" ფუნქციონირებს უბინაოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სადაც დღეისათვის 12 ხანდაზმულის განთავსებაა შესაძლებელი. მწირი ეკონომიკური შესაძლებლობის გამო, ორგანიზაციას არა აქვს მომვლელის საშტატო ერთეულები. აქედან გამომდინარე, "კათარზისის" თავშესაფარში მხოლოდ თვითმოვლის უნარის მქონე ადამიანების განთავსება ხერხდება; "კათარზისს" აქვს სამლოცველო, რომლებიც მოხატეს ხატმწერებმა - მერაბ ჩაკვეტაძემ და დავით ხიდაშელმა. სამლოცველო აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. აქ პერიოდულად ტარდება ლოცვები.

"კათარზისში" მოქმედებს ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე ინვალიდთა თეატრი, რომელიც მოხუცებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახლავთ. ხანდაზმულები აქ ბავშვობის ნაოცნებარის რეალიზებას ახდენენ. ისინი ამ თეატრში სრულფასოვან მსახიობებად წარმოჩნდებიან. აქვე ფუნქციონირებს ქარგვისა და ქსოვის სამსახური. "კათარზისის" ხანდაზმული კოლეგა დიდი სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას მოხუცებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქარგვისა და ქსოვის შესწავლით. ორგანიზაციას აქვს თავისი პატარა სასაფლაო მუხათგვერდის ტერიტორიაზე, სადაც ღვთის ანაბარად დარჩენილთა დაკრძალვა ხდება. ამჟამად ქალაქის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი: "მეც დავბერდები", რომლის მიზანია, "კათარზისის" ხანდაზმულთა თავშესაფრის გაფართოება.

პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე "კათარზისის" სათნოების სახლი პირველი არასამთავრობო სოციალური კომპლექსია. მისმა საქმიანობამ გარკვეული ზეგავლენა იქონია საქართველოში სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება-განვითარებაზე. ამ ფრიად მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გახლავთ ბატონი ზაურ ალადაშვილი.

- ბატონო ზაურ, წელს "კათარზისს" 20 წელი შეუსრულდა...

- ეს იდეა 20 წლის წინ გაჩნდა. იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაწყებული იყო. იმპერია ირღვეოდა და ეროვნული ენერგია გამოსავალს ეძებდა. უმრავლესობამ პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბება დაიწყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო და ღვთისთვის მოსაწონი პოლიტიკა იქნებოდა სათნოება და ქველმოქმედება. სათნოების სახლის დაფუძნების იდეა მე მეკუთვნის. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საქმის განხორციელებას სჭირდება არაერთი ადამიანი და ღვთის მადლით, ჩემს გვერდითაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამაში მეხმარებოდნენ.

პირველად გადავწყვიტე "კათარზისის" საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის "სათნოების სახლი" დამერქმია. ყველას გვახსოვს სახარებიდან, იესო ქრისტეს ნათლისღებისას ცა იხსნება და ისმის მამა ღმერთის სიტყვები: "აჰა ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". ანუ ქრისტეში მამა ღმერთის სათნოებაა განსხეულებული. ყველაფერი საუკეთესო, რაც არის მამაში, არის ძეში - ქრისტეში. სახარების ამ სიტყვებმა მიკარნახა, რომ რაც რამ საუკეთესო იყო ჩემში, ამ სახლში ჩამედო და მისთვის "სათნოების სახლი" დამერქმია. თუმცაღა საავტორო უფლება ამ სახელზე არ დამიმკვიდრებია, ანკი რა საჭირო იყო?! "კათარზისი" ძალიან მაღალი სიტყვაა, მას დიდი ძალა აქვს და ბევრ რამეს იტევს. ეს ნიშნავს, რომ იმდენად ახლოს მიგაქვს სხვისი გასაჭირი გულთან, რომ ამ ყველაფერს შეუძლია შეგძრას და განგწმინდოს.

- როგორი კატეგორიის ხანდაზმულებს შეუძლიათ თქვენი ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობა?

- ჩვენი თავშესაფარი ძირითადად მარტოხელა ხანდაზმულთათვის არის განსაზღვრული, მაგრამ აქ არიან ისეთებიც, რომლებიც იურიდიულად მარტოხელებად სულაც არ ითვლებიან, ანუ შვილებიც ჰყავთ. თუმცაღა, მომიტევოს უფალმა, მაგრამ ზოგიერთი შვილის ყოლას უყოლობა სჯობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრს ანომალიად აღარ მიაჩნია ხანდაზმული და უძლური მშობლის თავშესაფარში ჩაბარება. ყოფილა ასეთი მძიმე შემთხვევაც: შვილს მოტყუებით ჩაუსვამს მშობელი მანქანაში, მიუყვანია იმ სახლის სადარბაზოსთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად გაყიდა და იქ დაუტოვებია, თვითონ კი გაუგრძელებია გზა იმ იმედით, რომ გამოივლიდა ჩვენი გულმოწყალე საპატრულო პოლიცია, ჩასვამდა ამ მოხუცს მანქანაში და მიიყვანდა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

- ეს სახლი ბევრი ხანდაზმულისთვის გადარჩენის ტოლფასია, ერთადერთია საქართველოში, სადაც მოხუცებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ, თავი იგრძნონ იმ ატმოსფეროში, რომელშიც სიამოვნებთ ყოფნა, მთელი დღე გაატარონ თანატოლებთან ერთად და შემდგომ კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ...

- აქ მოდიან ისეთებიც, რომელთაც კვება არ სჭირდებათ. 24 საათის განმავლობაში მიჯაჭვულნი არიან საკუთარი სახლების ფანჯრებს და ეს არის მათი ცხოვრება. ისინი მარტოსულად გრძნობენ თავს, ვერავის უმხელენ გულისნადებს. მოგეხსენებათ, ადამიანებს გვიჭირს მეგობრების შეძენა ხანდაზმულობაში. ჩვენთან ეს პრობლემა ძალიან მარტივად წყდება, რადგანაც ყველა აქ მოსული დაახლოებით ერთ ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება და ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს. შენ მარტო ხარ, მეც მარტო ვარ, მოდი, ერთად ვიყოთ მარტონი - ასეთია მათი ლოგიკა. მოდი, ერთად ვისაუბროთ, თუ რა ცუდია ეს მარტოობა. ამას ურთიერთგაზიარება ანუ მეგობრობა ჰქვია.

- რა არის თქვენი ორგანიზაციის ხანგრძლივი არსებობის საიდუმლო?

- სახელმწიფოსგან დახმარებას ჩვენ არ ვიღებთ, რადგან, სიმართლე რომ გითხრათ, სახელმწიფო სულაც არ არის ვალდებული, გაიღოს თანხები რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროექტების განხორციელება. ის მხოლოდ ვალდებულია, შექმნას სათანადო და ღირსეული პირობები იმისათვის, რომ ადამიანებს არ დასჭირდეთ უფასო კვება. "კათარზისს" წლების განმავლობაში ეხმარებიან როგორც ცალკეული პიროვნებები, ასევე მეტ-ნაკლებად ცნობილი ბიზნეს-ორგანიზაციები. ჩვენს პროექტებში თუკი ერთხელ მაინც მიიღო რომელიმე ძლიერმა ორგანიზაციამ მონაწილეობა, მას აუცილებლად კვლავ გაუჩნდება სურვილი, მეორედაც დააფინანსოს ჩვენი პროექტი, რადგან სასურველი პარტნიორები ვართ.

- ქველმოქმედების ასპარეზი დიდია. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ხანდაზმულთა დახმარება?

KARIBCHE- მე ძალიან მიყვარდა ჩემი პაპა და ბებია (განსაკუთრებით მამის მხრიდან). მოხდა ისე, რომ დედ-მამა ერთმანეთს დაშორდა და მე აღარ მგზავნიდნენ მათთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, სადაც შემეძლო მენახა ჩემი უსაყვარლესი ანა ბებო და იორდანე პაპა. ძალიან ვწუხდი, რომ არ მქონდა შესაძლებლობა, მოვფერებოდი მათ. საერთოდ, ძალიან მიყვარს ხანდაზმულები. მიმაჩნია, რომ ხანდაზმული ადამიანისგანაც შეიძლება მიიღო ყველა სიბრძნე, რომელიც კი დაგროვილა ცისქვეშეთში. შენ მხოლოდ უნდა იჯდე და უსმინო, დატკბე მისი თეთრი თმით, შეინივთო ის ბედნიერება, რასაც მასთან ურთიერთობა ჰქვია.

"კათარზისში" შევხვდი არაჩვეულებრივ ადამიანს, სათნო და მორწმუნე ქალბატონს, 65 წლის ნინა სირაძეს, რომელიც უკვე 30 წელია ლექსებს წერს. ქალბატონმა ნინამ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო:

- პროფესიით პედაგოგი გახლავართ. ადრე დავქრივდი. ორი ქალიშვილი მარტომ წვალებით გავზარდე, ფეხზე დავაყენე, განათლება მივეცი. დღეს უკვე ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ. ამოვისუნთქე, თუ შეიძლება ითქვას, მაგრამ ჩემი წილი საკეთებელი შინ ყოველთვის არის. ბავშვებს ვეხმარები მეცადინეობაში. პატარებს ვახატვინებ, ზღაპრებს ვუყვები. ამავდროულად, ლექსების საწერადაც ვიცლი. ძალიან ადრე მეღვიძება და ლექსებსაც ძირითადად დილაადრიან ვწერ. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ. ჩემი ლექსების უმრავლესობა ძირითადად საქართველოს სიყვარულს ეძღვნება. გული მტკივა, საზღვარგარეთ რომ მიდიან ქართველები. თუმცა მათიც მესმის. ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიაში მყავს მოძღვარი (მამა დავითი) და იქ დავდივარ ხშირად, ვესწრები წირვა-ლოცვებს. ჩვენს უწმინდესსაც მივუძღვენი რამდენიმე ლექსი. მერე ეს ლექსები მე და ჩემმა შვილიშვილმა პატრიარქის დაბადების დღეზე საჩუქრებისთვის განკუთვნილ ყუთში ჩავაცურეთ. უკვე 7 წელია, რაც "კათარზისში" მოვდივარ, როდესაც სიმყუდროვე, განმარტოება, ვინმესთან წყნარი საუბარი მომინდება. ხანდაზმულები ერთმანეთს ვუზიარებთ გასაჭირს. სხვათა შორის, აქ აქვთ შესანიშნავი ბიბლიოთეკა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოხუცებს ასეთ შესანიშნავ პირობებს უქმნის. განსაკუთრებით ბატონ ზაურ ალადაშვილს, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო, ხანდაზმულებზე ზრუნვას რომ მოჰკიდა ხელი. იგი დაუღალავად იღვწის, გამუდმებით ეძებს დაფინანსებას იმისათვის, რომ მოხუცებს ღირსეულად მიხედოს და მოუაროს. ღვთის საქმეს აკეთებს ეს ხალხი. ღმერთი შეეწევა მათ! თითქმის ყველა ჩემს ლექსში ვევედრები უფალს, ღვთისმშობელს, რომ დაიფაროს, გადაარჩინოს ჩემი ხალხი და ქვეყანა.


***
ჩემს გულში ავანთე მე შენთვის სანთელი,
ძლიერად მიყვარხარ, უფალო იესო,
ნუ დამსჯი, სათქმელი ვერა ვთქვი ბოლომდე,
ბოროტმა ძალებმა მაინცა მძლიესო.
მადლობა რწმენისთვის, ჩემში რომ დანერგე,
ირგვლივ მიმოაფრქვევ სიკეთეს ძლიერსო,
შემინდე ცოდვები, მომეცი გზა ფართო,
დამლოცე, შენს სახლში მამყოფე, - ვთქვი ესო.
სიმდაბლის სიმაღლის შეცნობა ასწავლე,
გაძლება, სიმტკიცე მიეცი ჩემს ერსო
და ცოდვით დაცემულთ ვედრება ასმინე,
ყოველ დაბადებულს უშველე, იესო!



სამშობლო
მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო,
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს ჩემი საქართველო.
მიყვარს რიონი და ტირიფების ჩერო,
რაზე ფიქრობ ნეტავ შენ, ალაზნის ველო?!
მიყვარს იავნანა დედის სასიმღერო,
მიყვარს აქაური ლილეო და რერო,
მიყვარს ის წარსული შენი, სასახელო,
რამდენ ვაჟკაცს იტევ შენ, კრწანისის ველო.
მიყვარს შენზე თქმული ყველა სადღეგრძელო,
მიყვარს სანუკვარი დედა საქართველო,
მიყვარს მე სამშობლოს მინდორი და მდელო,
ღმერთო, სიყვარული ეს არ გამინელო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler