ქრისტიანები
ქრისტიანები
გმირებს წარსულში ვეძებთ, მაგრამ ისინი დღესაც არიან ჩვენს გვერდით, ხშირად - ჩვენი თვალისთვის შეუმჩნეველნი.

პირველად ელენეს მეუღლე ლევანი გავიცანი. დიდი განსაცდელით მოვიდა ტაძარში: ელენეს ორსულობა და სიმსივნე ერთდროულად დაუდგინეს. ეს პირველი ფეხმძიმობა იყო - ცოტა ხნის წინ შეუღლებულიყვნენ. ვიღაცას ისიც ეთქვა, ბავშვი თუ მუცელში მოკვდა, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებაო და ტიროდა ამხელა კაცი. ძნელია კაცის ტირილი...

შემდეგ ელენეც გავიცანი, სერიოზული ახალგაზრდა ქართველი ქალი ჭკვიანი მზერით. თვალებში ტანჯვისა და შიშის ნასახიც არ ეტყობოდა, მცირე ნაღველი იკითხებოდა მხოლოდ.

დიდხანს ვისაუბრეთ. პროფესიით ექიმმა ყველაფერი უწყოდა. განსაცდელს არ ემალებოდა, მაგრამ ეს განსაცდელი დიდ გამოცდასთან ერთად დაატყდა თავს: სამედიცინო თვალსაზრისით მკურნალობა და ნაყოფის შენარჩუნება შეუთავსებელი იყო, ქიმიური თუ სხივური თერაპია ბავშვს დააზიანებდა. ელენემ, თავად ექიმმა, იცოდა, სამედიცინო თვალსაზრისით მართალნი რომ იყვნენ ექიმები - ამ სოფლის ლოგიკა, სამართალი მშობიარობის შეწყვეტას, აბორტს ითხოვდა.

და აი, მაცხოვნებელი ნიჭი, ღვთისგან მოცემული: არჩევანი, რომელიც მხოლოდ ელენეს უნდა გაეკეთებინა. ეს არჩევანი უმძიმესი ჯვარი იყო. უმძიმესი ჯვარი რჩეულებს ეძლევათ, ხოლო რჩეულები მარტო ღვთით არ არიან რჩეულნი; რჩეულობა გმირობას მოითხოვს, გმირობა კი თავად მათი არჩევანია.

ელენეს თვალებში ვუყურებდი და შინაგანი დაძაბულობით ვეკითხებოდი, რას აპირებდა.

დიდება უფალს, ელენეს აბორტის ცოდვა გულშიც არ გაუვლია. პირიქით, მთელი მისი არსება ბავშვზე ზრუნვით იყო გარემოცული.

არ შეიძლება, ელენეს ისტორია დღევანდელობისგან მოწყვეტით განვიხილოთ. საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი აბორტი კეთდება. ჩვენი საზოგადოება სულიერად და ზნეობრივადაც ისეა დაცემული, ვერც კი გულისხმაყოფს, რომ ჩვილთა კვლის უმძიმეს ცოდვაში იმყოფება. ჩვენს თვალწინ ტრიალებს საშინელი ტრაგედია: დედებს დედობრივი ინსტინქტი დაუკარგავთ, მამები, უკეთეს შემთხვევაში, უპასუხისმგებლოდ გულარხეინობენ, ხოლო უარეს შემთხვევაში თავად გამოაქვთ შვილებისთვის სასიკვდილო განაჩენი, ექიმები კი ჯალათებად გარდასახულან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საზოგადოება, ზოგიერთ ძველ წარმართთა მსგავსად, საკუთარ შვილებს მსხვერპლად სწირავს კერპებს (სიმდიდრეს, ფუფუნებას).

დღეს, როდესაც ნამდვილი სიყვარული, ანუ თავგანწირვა, ასეთ იშვიათობად ქცეულა ჩვენს საზოგადოებაში, ელენეს მაგალითი, მისი სიყვარული, თავგანწირვა, მეუღლეობა, დედობა, რწმენა ღვთის წყალობაა სულიერებისაგან დაცლილი ჩვენი საზოგადოებისთვის...

ვერაგი ავადმყოფობა თავისას აკეთებდა. იგი ნელ-ნელა იწყებდა სიყვარულის ერთგული არსების წამებას. ელენეც, ვითარცა კრავი, მორჩილად შეუდგა გოლგოთის ბილიკს. სავსებით გაცნობიერებულად დებდა სულსა თვისსა მოყვასისთვის (შვილისთვის, მეუღლისთვის) და ღვთის დიდებისთვის.

განსაცვიფრებელი იყო - უფლის მადლით (აღსარებებითა და ზიარებებით) გაძლიერებული მხოლოდ ბავშვის გადარჩენაზე ზრუნავდა და ამის გამო მკურნალობის კურსს არ იტარებდა, რამეთუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მომაკვდინებელი იქნებოდა ჩვილისთვის.

ჩემს თვალწინ გმირის სახე იკვეთებოდა...

ლევანმა შინ წამიყვანა. ელენე გარეთ ვეღარ გამოდიოდა, უკვე ლოგინს იყო მიჯაჭვული. დამხვდა ფერმკრთალი, ტანჯული, ხორცით გალეული, მაგრამ სულით განმტკიცებული...

ლევანმა ჩამჩურჩულა: მამაო, საშინელი ტკივილები აქვს, სთხოვე, მოგვცეს უფლება ნარკოტიკით გავუყუჩოთო.

ებრალებოდა მეუღლე.

ელენეს სიმტკიცე შეუვალი აღმოჩნდა. იგი კვლავ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა: მამაო, ეგების ექვს თვემდე მივაღწიო და შემდეგ ბავშვს ინკუბატორში გაზრდიანო. ორსულობის მეოთხე თვეში იყო მაშინ.

საუბრისას დედამისი შემოვიდა, ელენემ მანიშნა გავჩუმებულიყავით: დედამ ჩემი მძიმე მდგომარეობა არ იცის, არ მინდა გაიგოს, ინერვიულებსო.

დიდება შენდა, უფალო! გაუსაძლისად სტკიოდა, საშინლად იტანჯებოდა, მაგრამ, პირველი საუკუნეების ქრისტიანთა მსგავსად, გაუსაძლისს უძლებდა, ტანჯვას უგულებელყოფდა, შვილზე, დედაზე, მეუღლეზე ზრუნავდა, სიკვდილს არარად რაცხდა...

შუბლზე ამბორით გამოვემშვიდობე.

განცდა მქონდა: წმინდანს ვეამბორე.

გარდაიცვალა ელენე ტანჯვით, მოყვასისა და უფლის სიყვარულით განწმენდილი, გარდაიცვალა სიკვდილისგან სიცოცხლეში.

მასთან ერთად გარდაიცვალა მისი შვილი, დედის ღვაწლით განწმენდილი.

საშინელებაა სიკვდილი ცოდვილი კაცისა.

ნეტარებაა, სილამაზეა, სიკეთე და მშვენიერებაა, ღირსება და თავად დიდებულებაა მართალი კაცის სიკვდილი.

***
იაკობი ჯერ სულ ახალგაზრდა იყო, ჯვარი კი - მეტისმეტად მძიმე. ავთვისებიანი სიმსივნე, სასიკვდილო განაჩენი. საშინელი ტრაგედია. მაგრამ ქრისტიანისთვის?! - ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს. ქრისტიანისთვის სიკვდილი ღმერთთან შეხვედრის დღესასწაულია. ქრისტიანი ის მეომარია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. უკანასკნელი ბრძოლა ბრძოლაა სიკვდილთან, რომელიც ასევე უნდა დაამარცხოს ქრისტიანმა.

ამ ბრძოლაში მეომრის მთავარი იარაღი უფლის სიყვარულია. რაც უფრო ძლიერია ქრისტეს მხედრის ხელში ეს იარაღი, მით მეტი შემართებით, მგზნებარებით და რაინდულად იბრძვის ქრისტიანი. უბრალოდ, იაკობი საამისოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო თითქოს...

იაკობი სულიერად მკვეთრად შეიცვალა: გაძლიერდა, აღფრთოვანდა, უფლისადმი სიყვარულის დაუოკებელი მოზღვავება იგრძნო. ეს ყველაფერი სჭირდებოდა - მეორე დღიდან გადამწყვეტი ბრძოლა იწყებოდა...

პარაკლისის მეორე დღიდან იაკობი ლოგინიდან აღარ წამომდგარა.

ტკივილებმა უმატა, მაგრამ, ვითარცა მრისხანე მეომარი, შეუდრეკელი იყო. მისი მახვილის - რწმენის და ფარის - ქრისტეს მიმართ სიყვარულის წინაშე უსუსური აღმოჩნდა ავადმყოფობით გულმოცემული ეშმაკი. იაკობის უფლისადმი ტრფიალებით აღსავსე გული უგრძნობი და შეუვალი აღმოჩნდა ბოროტის ცეცხლოვანი ისრებისთვის - სარწმუნოებრივი ეჭვის, სიკვდილის შიშის, სასოწარკვეთილების, საკუთარი თავის სიბრალულისა და სულმოკლეობისთვის.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა სერაპიონმა (ბოლნისელმა) მოინახულა. დიდხანს ისაუბრეს. ამის შემდეგ ღვთისადმი ტრფიალება კიდევ უფრო გაუძლიერდა; ვეღარ იტევდა, თვალები ამჟღავნებდა, მოუკლებლივ ლოცულობდა, ღმერთს მადლობდა, დედას აძლიერებდა.

იაკობის თავზე მოწამებრივი გვირგვინი იწვნებოდა.

ავადმყოფობა ძლიერდებოდა.... ტკივილები ჰქონდა აუტანელი. სთხოვდნენ, ნარკოტიკს გაგიკეთებთო. უარობდა: ბრძოლაში საღი გონება იყო საჭირო.

გარდაცვალების ღამეს საკუთარი მოძღვარი, მამა იოანე (ზემო ბეთლემელი), მოაყვანინა, საწოლში ნახევრად მჯდომარემ სთხოვა, სულთმბრძოლის ლოცვა წამიკითხეო. გონზე მყოფს როგორ წაგიკითხოო, ტიროდა მოძღვარი.

წაუკითხა.

ტკივილები უფრო გაუსაძლისი გახდა. გულმოკლული დედა კვლავ სთხოვდა, ნარკოტიკით შეგიმსუბუქებთო მდგომარეობას; ებრალებოდა შვილი... მაგრამ ქრისტეს ერთგული გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა: ახლა გავდივარ, ფხიზელი გონებით უნდა წავიდეო. იცოდა, სიკვდილი რომ უმთავრესი გამოცდილებაა ადამიანური ცხოვრებისა და გააზრებულად უნდა იქნეს იგი გავლილი; ეს ხომ ადამიანური ღირსების საკითხიცაა.

ყველას დაემშვიდობა. მხოლოდ დედა დაიტოვა, დედისავე სანუგეშოდ. თავად კი ლოცვით, გულმხურვალე რწმენითა და სიყვარულით, ფართოდ გახელილი თვალებითა დ ღვთისადმი დაუოკებელი სწრაფვით შეეგება სიკვდილს და დაამარცხა იგი: სიცოცხლეში გარდაიცვალა.

უფლის წყალობამაც არ დააყოვნა - ნიში იყო ღვთისგან: საკუთარი ვაჟის გარდაცვალების დამსწრე მწუხარე დედის სულმა ბუნებაზე გაიმარჯვა - სრულიად საღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შვილის გარდაცვალებისთანავე არამიწიერი სიხარულის განცდა დაეუფლა. შვილს ვერ გლოვობდა. უხაროდა. რა თქმა უნდა, ამ გრძნობის გამჟღავნებისა რცხვენოდა. მე ავუხსენი, რომ ეს სიხარული მადლისმიერი იყო, ღვთისაგან იმის ნიშნად მოცემული, რომ მისი შვილი აცხოვნა უფალმა.

ქრისტიანობა გმირობაა, სხვანაირი ქრისტიანობა არ არსებობს. გმირები დღესაც არიან. ელენე და იაკობი, ერთ-ერთნი და არა ერთადერთნი, ჩვენც განგვაწყობენ გმირობისთვის. მათი არსებობა კიდევ ერთი ნიშანია ეკლესიის მადლმოსილებისა, ქრისტიანობის უძლეველობისა, საქართველოს უკვდავებისა, ადამიანური ღირსების სიმტკიცისა.

ვმადლობ ღმერთს, რომ შევხვდი მათ ამქვეყნად. მწამს, რომ შემეწევიან ჩემს უძლურებებში.

დიდება უფალს ყველაფრისთვის.
დეკანოზი
თეოდორე (გიგნაძე)
ბეჭდვაელფოსტა
21.05. 2014
nino
dideba da madloba ufals yvelafrisatvis.shevtxov ufals,gansacdelshi gamadzlieros.
19.05. 2014
maia
da mec vmadlob ufals rom momeca sashualeba es 2itoria wamekitxa!!me kidev rogor meshinia sikvdilis!chemi codvili bunebis gamo!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler