"ბილიკი" - მომავალი თაობის კვალდაკვალ
"ბილიკი" - მომავალი თაობის კვალდაკვალ
გორში სტუმრობისას გავიგე "ბილიკის" არსებობა. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ აღმასრულებელ დირექტორს მარიკა მღებრიშვილს ვესაუბრე.

- არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკი" 1997 წელს ჩამოყალიბდა. თავიდან განზრახული გვქონდა მათხოვარ და ხელზე მოვაჭრე ბავშვებთან მუშაობა. ბავშვები მოვძებნეთ, მათ ოჯახებთან ვცადეთ ურთიერთობის დამყარება. საჭმელს გვაძლევდა ერთ-ერთი რესტორანი, ადგილობრივი მთავრობა გვაძლევდა პურს. ტანსაცმელს ვაგროვებდით და მათი განათლების მიღებაზე ვზრუნავდით. თავიდან 15 ბავშვი გვყავდა. მერე მივხვდით, რომ გარკვეულწილად ისინი მაინც იზოლაციაში იყვნენ და უკვე ნელ-ნელა ბავშვების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. მათ შორის იყვნენ ხელმოკლე და გაჭირვებული ოჯახების შვილები. განათლების, სოციალური ინტეგრაციისთვის მარტო ქველმოქმედება აღარ კმაროდა. პირველი პროექტი დაგვიფინანსა საქართველოში არსებულმა ამერიკულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ - "აისარ საქართველო". მათი დახმარებით გავაკეთეთ დღის ცენტრი, ანუ ჩანასახი იმისა, რაც გვაქვს დღეს. იქ იყვნენ პედაგოგები, რომლებიც ძირითადად ფორმალურ განათლებაში მიეხმარებოდნენ ბავშვებს. ასაკობრივ ჯგუფებად დაიყო ბავშვების კატეგორია. ქუჩის ბავშვებს პრობლემა ის ჰქონდათ, რომ ისინი არ დადიოდნენ სკოლაში. ღარიბი ოჯახის შვილებს კი უკვე სხვა პრობლემები ჰქონდათ. ისინი დადიოდნენ სკოლაში, მაგრამ სჭირდებოდათ ცოტა მეტი დახმარება საგანმანათლებლო პროცესში. მათ მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება შვილებისთვის ეყიდათ სასკოლო ნივთები.Nნელ-ნელა ორგანიზაციიის შესაძლებლობებიც გაიზარდა - გამოგვიჩნდნენ პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამ ეტაპზე გორში სიღარიბის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოვაჭრე, მათხოვარი ბავშვებისთვის გვაქვს მობილური სამსახური, რომელიც ქუჩის პირობებში მუშაობს მათთან. ამ ჯგუფში ჩართულები არიან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.

როდესაც რომელიმე ბავშვს პირველად ხვდებიან, ჯერ ცდილობენ ნდობის მოპოვებას, შემდეგ იდენტიფიცირებას ახდენენ - ვინ არის, ვისი შვილია, საიდან არის. ასეთი კატეგორიის ბავშვი გორში ძალიან ბევრი არ არის. პრობლემა ის უფროა, რომ ბავშვები სოფლებიდან ჩამოდიან, ვაჭრობენ, ფულს ითხოვენ და ისევ სოფელში ბრუნდებიან. ამოტომ ჩვენი ძირითადი მეორე მიმართულებაა, გავიგოთ, ვინ არიან ეს ბავშვები. თუ ეს მოხერხდა და ბავშვი სისტემატურად ურთიერთობს ამ მობილურ ჯგუფთან, მერე ოჯახთანაც ვიწყებთ მუშაობას. თუ ამ ოჯახს აქვს სოციალური პრობლემები, მაგალითად, არა აქვს მოწესრიგებული საბუთები, სიღარიბის პროგრამის შესახებ არ იცის არაფერი (ძალიან ბევრია ასეთი ოჯახი), ვეხმარებით საბუთების მოწესრიგებაში და სიღარიბის პროგრამაში იღებენ მონაწილეობას. გვაქვს ასევე პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის, რომელსაც ჰქვია მოზარდთა რესურსცენტრი. ეს პროგრამა კარალეთის დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კოტეჯშია განთავსებული, სადაც სხვადასხვა საკლუბო მუშაობა მიმდინარეობს 13-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ბავშვები თვითონ გეგმავენ აქციებს. ჩვენ ვეხმარებით განხორციელებაში. მათი ინიციატივით გაზეთიც კი გამოვიდა. აქვთ კომპიუტერი, სადაც ინტერნეტის მოხმარებას სწავლობენ და სკოლისთვის საჭირო ინფორმაციას მოიძიებენ. არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრეინინგები ტარდება, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ცხოვრებისეულ უნარებზე. ამავე რესურსცენტრში მიმდინარეობს მშობლებთან მუშაობა. ტარდება, შეხვედრები და საუბრობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ვიწვევთ ექსპერტებს, სხვადასხვა სპეციალისტს და მათთვის საინტერესო საკითხებზე იღებენ ინფორმაციას. ამ ეტაპზე დევნილი ბავშვების რესურსცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები ყოველ შაბათს მიდიან და იურიდიულ კონსულტაციებს უტარებენ მშობლებს. გვაქვს კიდევ პროგრამა - საინტეგრაციო კომპონენტი. ეს არის უფლებების სადისკუსიო, ინტელექტუალთა კლუბი. ამ კლუბებში გორის სხვადასხვა სკოლის ბავშვები არიან ჩართულნი ჩვენი დღის ცენტრების ბავშვებთან ერთად. გვაქვს კიდევ პროგრამა, რომელიც არაფორმალურ განათლებასა და შემოქმედების გაღრმავებას, სხვადასხვა სპეციალობის დაუფლებას ეხება. ეს არის შემოქმედებითი და პროფესიული განათლების სტუდიები. აქ მინანქრის ოსტატობას ეუფლებიან. სწავლობენ თექის დამუშავებას. ჟურნალისტიკის სტუდია ორი მიმართულებით მუშაობს - საგაზეთო ჟურნალისტიკა და ფილმების გადაღება. გვაქვს საგრანტო კონკურსი ბავშვებისთვის, ანუ სკოლის მოსწავლეებისთვის და მათ შორის საზოგადოება "ბილიკის" დღის ცენტრებისთვის. წელიწადში ერთხელ ვაცხადებთ კონკურსს და მერე სკოლებიდან შემოდის იდეები. ამას პროექტების სახე აქვს. კონკურსის შემდეგ შევარჩევთ პროექტებს და ვაფინანსებთ. "ბილიკთან" არსებობს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ყოველწლიურად, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ვაწყობთ ღონისძიებებს - "ბილიკის" კვირეულს.

ვაპირებთ მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის დაარსებას. გვინდა ჩვენი ტრეინინგცენტრის, რომელიც პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი, გაფართოება, ბევრი კეთილი საქმის კეთება მომავალი თაობის ჯანსაღად აღსაზრდელად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler