მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ გაგვაერთიანა
მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ გაგვაერთიანა
ადამიანებს სასწაულად მხოლოდ თვალხილულად ნანახი უფლის სასწაული მიგვაჩნია და ვერ ვამჩნევთ იმ სასწაულებს, რომლებსაც უფალი ჩვენს გვერდით ხშირად ახდენს ჩვენს რწმენაში გასაძლიერებლად.

როდესაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ომი მძვინვარებდა, ათენის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის ქართველმა მრევლმა მამა აბიბოსის ლოცვა-კურთხევით კუნძული კეფალონია მოილოცა. ქართველებთან ერთად მოსალოცად რუსი მრევლიც იყო. თან ახლდათ სოხუმიდან დევნილი პონტოელი მოძღვარი მამა გრიგოლი, რომელიც მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა თითოეულ მათგანს. წმინდა გერასიმეს ტაძრის მოლოცვის შემდეგ გაემგზავრნენ ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც გველები გამოდიან ხოლმე. ღამე იქ გაათენეს. დილით მამა გრიგოლმა ეკლესიის ეზოში შეკრიბა მომლოცველები და მიმართა: "დღეს, მართალია, საქართველოში ომია, მაგრამ უფალმა დაუშვა, რომ ქართველი, რუსი, ბერძენი და უკრაინელი მრევლი ერთად ვიყოთ. ჩვენ სასწაულს სხვაგან ვეძებთ და უფალმა სასწაული ჩვენს თავს აქ დაუშვა. რუსი და ქართველი გვერდიგვერდ მდგომნი ლოცულობენ საქართველოს მშვიდობისათვის. უფლისთვის ყველანი ღვთის შვილები ვართ. არც ერთს არ მოგვკითხავს, ვინ ქართველი ვართ და ვინ - რუსი. ყველანი მისი შვილები ვართ და როგორც მამა, ისე მოგვკითხავს ყველას. დღეს ერთად ვართ და ვილოცოთ მშვიდობისათვის".

ეს ამბავი ერთმა ემიგრანტმა ქართველმა, ესმა ღონიაშვილმა მიამბო.

***
- დიდია უფლის განგება.Mმისი ნება უსაზღვროა. მისი სიტყვა ყველგან წვდება. განა სასწაული არ არის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩინელი გავიცანი ათენის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში? ოთხი წელიწადია ამ ეკლესიაში დავდივარ და დაახლოებით ერთი წელია ხშირად ვხვდები ახალგაზრდა ჩინელ მამაკაცს. მასთან გასაუბრება ქართული წირვის შემდეგ გადავწყვიტე. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა იუანპინ ჰუანგი. მისი ნათლობის სახელი კი იოანე გახლავთ, - მიამბობს ესმა.

- თქვენ თვითონ გსურდათ, სახელი იოანე გრქმეოდათ, თუ ნათლიამ შეგირჩიათ? - ვკითხე.

- ერთხელ, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, ორი ეკლესია მოვილოცე. ორივე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო და მას შემდეგ გადავწყვიტე, ეს სახელი მიმეღო.

- რამდენი წელია, რაც საბერძნეთში ცხოვრობთ?

- 2004 წლიდან.

- რამ გადაგაწყვეტინათ მართლმადიდებლად მონათვლა?

- პეკინში ერთ დღეს მეგობარს საავადმყოფოში გავყევი. მოსაცდელში, დრო რომ გასულიყო, ტელევიზორს ვუყურებდი. მოულოდნელად მეტეორას შესახებ რეკლამა აჩვენეს. ისე შემძრა ამ ამბავმა, რომ საბერძნეთში წამოვედი და მეტეორა მოვინახულე. მართლაც საოცარია იქაურობა. მას შემდეგ საბერძნეთის ეკლესიების მოლოცვა დავიწყე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა მართლმადიდებლად მონათვლა. ტელეფონით დავუკავშირდი მეტეორელ მამებს. ერთ-ერთს გავანდე ჩემი სურვილი. მითხრა, - ასე ვერაფერს გეტყვით, აუცილებლად უნდა მობრძანდეთ, რომ გაგესაუბროთო. წავედი მონასტერში. მახსოვს, კოკისპირულად წვიმდა, ნისლში ვერაფერს ვხედავდი... შევხვდი მოძღვარს. ვისაუბრეთ. მითხრა, - არ იცნობ იმ სარწმუნოებას, რომელზეც უნდა მოექცე, საჭიროა შეისწავლო მართლმადიდებლობაო. ამასთან ერთად გამიჩნდა კითხვა, - როგორ მომეძებნა ნათლია. ჩვენი საუბრის დროს შემოვიდა ერთი პიროვნება და მითხრა, - მე ვიქნები შენი ნათლიაო. იგი მოძღვრის მეგობარი აღმოჩნდა, უნივერსიტეტის ლექტორი, თეოლოგი სპირიდონ კონდოიანისი. ეს ადამიანი ასევე მუშაობს წმინდა სინოდში, ისტორიის ცენტრში. ბატონი სპირიდონი დიდ პატივს სცემს ქართველებს. ამბობს, მეტად ძლიერნი არიან რწმენაშიო. საქართველოს საპატრიარქომ მიიწვია და სურს საქართველოს მოინახულება.

- იოანე, ვინ არის თქვენი სულიერი მოძღვარი?

- მამა ავრიილ პაპანიკოლაუ. ამჟამად საბერძნეთის არქიეპისკოპოსის წარმომადგენელია.

- მოძღვარი და ნათლია როგორ გეხმარებოდნენ სულიერებაში გაძლიერებაში?

- ნათლობამდე სულიერი მოძღვარი მასწავლიდა, რას ნიშნავს ღმერთი, "მამაო ჩვენო", "მრწამსი" სიტყვა-სიტყვით განმიმარტა. ამიხსნა ასევე საეკლესიო კანონები. ერთი თვის მერე მკითხა, - მზად ხარ მოსანათლადო? საბერძნეთში ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში მოვინათლე კიდეც.

- რა ენაზე გქონდათ ურთიერთობა სულიერ მოძღვართან და ნათლიასთან?

- მოძღვარს ინგლისურად, ხოლო ნათლიას ბერძნულად ვესაუბრებოდი.

- ნათლობის პროცესი როგორი იყო?

- იმდენად მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩენს ცხოვრებაში, რომ სიტყვით გადმოცემაც მიჭირს. წყლიდან რომ ამოვედი, ვიგრძენი სხეულიდან რაღაცის გამოსვლა და ღვარად წამომივიდა ცრემლები.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ათენის უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მონათვლის შემდეგ რამდენჯერაც ჩავედი სამშობლოში, სულ მეკითხებოდნენ ჩემი სარწმუნოების შესახებ. მე კი ბევრი არაფერი ვიცოდი. საბერძნეთში ერთ სარეკლამო ოფისში ვმუშაობდი. გარშემო სულ მართლმადიდებლები მყავდნენ. ბევრჯერ, საუბრის დროს, ვამჩნევდი, რომ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცოდი ქრისტიანობის შესახებ და გადავწყვიტე, მესწავლა. ზოგადად ვიცოდი, რადგან დედა პროტესტანტია და ბევრ რამეს მიყვებოდა ხოლმე. მერე მოძღვარმაც და ნათლიამაც უნივერსიტეტში ჩაბარება მირჩია.

- მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

- მამა შვიდი წლის ასაკში გარდამეცვალა. რადგან დედა პროტესტანტია, მას არ გასჭირვებია ჩემს არჩევანთან შეგუება.

- რა შეგიძლიათ მითხრათ მართლმადიდებელ მეგობრებზე?

- როგორც სტუდენტი, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. თითქმის ყველა უცხოელი ვართ, სამი ქართველიცაა. სამივე გამოირჩევა მონდომებით, სიბეჯითით, სწავლით. რაც მთავარია, ეკლესიურად ცხოვრობენ.

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა - ზაზამ და ლევანმა მასწავლეს ქართული სიტყვები: "გამარჯობა", "გაგიმარჯოთ", "აჯიკა" (იცინის). ერთ დღესაც სუფრასთან შევიკრიბეთ რამდენიმე ერის წარმომადგენლები და გადავწყვიტეთ, სადღეგრძელოები გვეთქვა ჩვენ-ჩვენს ენაზე. თითოეული მარცვალი სხვადასხვა ენიდან იყო აღებული... მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ გაგვაერთიანა ყველანი.

- მეტეორას თუ სტუმრობთ ხოლმე?

- ხშირად ავდივარ მოსალოცად. ვიცი ბევრი მოგზაური, რომლებიც უკან აღარ გამობრუნებულან და მონასტერში დარჩნენ. ავსტრალიელ ტყუპ დას ვიცნობ. მეტეორა მოილოცეს და ახლა იქვე წმინდა სტეფანეს ეკლესიაში მონაზვნები არიან.

- წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაშიც ხშირად დადიხართ?

- ჩემი ქართველი მეგობრები აქ სტიქაროსნები არიან და მეც გული აქეთ მომიწევს ხოლმე. მათი დახმარებით გავიცანი მამა აბიბოსი, რომელსაც ისეთ პატივს ვცემ, როგორც ჩემს სულიერ მოძღვარს. ეს ყველაფერი საკმარისია, რომ ქართულ წირვაზე ხშირად მნახოთ.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მჯერა, რომ თქვენი მონაყოლი ბევრისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება, ბევრს ჩააფიქრებს უფლის ყოვლისშემძლეობასა და დიდებულებაზე. უფალმა გაგაძლიეროთ.

- გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩემით. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს სამშობლოს.

***
ეს ნამდვილი ამბავი ერთ ბერძნულ მართლმადიდებლურ ჟურნალში (მას ქართულად "მხსნელი" ჰქვია) დაიბეჭდა. მის თარგმანს ესმა ღონიაშვილი გვთავაზობს.

სიხარულით ტიროდნენ
ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მეზობლებიც იყვნენ, სკოლაშიც ერთად დადიოდნენ, ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ. დასასვენებლად ლამაზ კუნძულ პილიოს ბანაკშიც ერთად მიდიოდნენ. იზრდებოდნენ და იზრდებოდა მათი სიყვარულიც. მერე დადგა დრო და ოჯახები შექმნეს, ერთმანეთის მეჯვარეები გახდნენ. დებივით იყვნენ. ბევრს ეამაყებოდა და უხაროდა მათი სიყვარული.

მაგრამ ბოროტს არ ეძინა...

ერთ საღამოს მეგობრები მეუღლეებთან ერთად ვოლუს სანაპიროზე სეირნობდნენ, წმინდა კონსტანტინეს ახლოს. უფროსმა მეგობარმა ფოტინიმ როყიოდ თქვა რაღაც უმცროს მეგობარ ქეთიზე და ეს დასაშორებლად საკმარისი აღმოჩნდა. მას შემდეგ ერთმანეთს ზურგი აქციეს. დახურეს და გაყინეს გულები. აღარც დილა მშვიდობისას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, აღარც საღამო მშვიდობისას.

ფოტინი ხშირად ურეკავდა მეგობარს და პატიებას სთხოვდა, მაგრამ ქეთი მაშინვე უთიშავდა ტელეფონს, შინ აკითხავდა, რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ კარს არ უღებდა. ერთხელ ეკლესიაში ერთად მოხვდნენ, მაგრამ ქეთი განაპირდა. ფოტინის სული სტკიოდა ამის გამო. წერილიც გაუგზავნა, ემუდარებოდა, ეპატიებინა და შერიგებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

ფოტინი აღსარებაში შენდობას ევედრებოდა უფალს გაუფრთხილებელი და გამომწვევი სიტყვებისთვის. სთხოვდა რჩევას სულიერ მამას, რომელიც ასე მოძღვრავდა: - დაწყნარდი, შვილო ჩემო, რა თქმა უნდა, შეცდომა დაუშვი, მაგრამ ხომ აღიარებ და ინანიებ, ამიტომ გპატიობს უფალი. გააგრძელე მეგობრისთვის ლოცვა. არ მოხდება ის, რაც ბოროტს სურს. როდესაც მოგაქვს შემოწირულობა, მოსახსენიებელში პირველი შენი მეგობრის სახელი ჩაწერე. ნუ წარიკვეთ სასოს, უფალი მოწყალეა, მისი სიყვარული - უსაზღვრო. ფოტინი დამშვიდებული მიდიოდა სააღმსარებლოდან და აგრძელებდა მეგობრისთვის ლოცვას. მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, არავინ არ ელოდა.

ერთ წელიწადში ფოტინი მძიმედ დაავადდა და სამკურნალოდ კლინიკაში მოათავსეს. მედპერსონალის, ახლობლების მზრუნველობა არ აკლდა, მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ავადმყოფობა ძალიან სერიოზული იყო. ეშინოდა, მეგობართან დამდურებული არ გარდაცვლილიყო.

ერთხელ საავადმყოფოში ფრიად მორწმუნე მეზობელმა მოინახულა. თვალცრემლიანმა ფოტინიმ მას გაანდო საწუხარი და სთხოვა, თუ შეეძლო, შეერიგებინა ქეთისთან. მეზობელი დაჰპირდა.Mმეორე დღეს ელენი ეკლესიაში წავიდა, ჯვარცმასთან სანთელი აანთო და უფალს დახმარება შესთხოვა. შემდეგ თამამად მიუკაკუნა ქეთის კარზე. ახალგაზრდა ქალმა გაოცებულმა მიიღო, რადგან ვერ ხვდებოდა მისი სტუმრობის მიზეზს. მიიპატიჟა და უმასპინძლა. მეზობელმა უთხრა, რისთვისაც იყო მისული.

- ჩემო ქეთი, შენი მეგობარი სიკვდილს ებრძვის. შეიძლება იცი კიდევაც, კლინიკაში მოათავსეს. გუშინ მოვინახულე. მთხოვა, გადმოგცე, რომ შენთვის რაღაცის თქმა უნდა.

ქეთის ამის გაგონებაზე სახე მოეღუშა და კუშტად მიუგო:

- არ შემიძლია. ძალიან ბევრი საქმე და საზრუნავი მაქვს, თანაც იგი უკვე დავივიწყე.

- ქეთი, შენ მეუბნები მაგას? შენ, რომელიც ასე კარგი ხარ. მე თქვენი ურთიერთობით ვამაყოდი, მიხაროდა, ასე მოსიყვარულეებს რომ გხედავდით.

- ვიყავით, ქალბატონო ელენ, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მისი დანახვაც აღარ მინდა მას შემდეგ, როგორც მომექცა.

- ჩემო ქეთი, დაივიწყე, რაც გაგიკეთა, უფალმა მის ჯვარმცმელებსაც კი აპატია...

- მისთვის ცუდი არ მინდა, მაგრამ არც შემიძლია წავიდე და დაველაპარაკო. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ნუ მაძალებთ. პატივს გცემთ, თქვენი რიდი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია.

- როგორ გადაიტანს შენი გული იმ ამბავს, რომ შეურიგებლად გარდაიცვალოს. კარგი, გტოვებ და უფალს მივენდოთ. ამ საღამოს ორივესთვის ვილოცებ.

ქეთი მთელი ღამე ებრძოდა საკუთარ თავს. დილით, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ, ხელში დიდი თაიგულით გულისკანკალით შევიდა ავადმყოფი მეგობრის პალატაში. ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ცრემლებით აევსოთ თვალები, სიხარულით უბრწყინავდათ სახე.

- ჩემო ქეთი, მაპატიე, - აღმოხდა ჩამქრალი ხმა ავადმყოფს.

- მე მაპატიე, ჩემო ფოტინი, - უპასუხა ქეთიმ, - მაპატიე, ასეთი სიმკაცრე რომ გამოვიჩინე და არ მოგიტევე ადამიანური შეცდომა,Mმაპატიე, ჩემო მეგობარო, ჩემო დაო...

მას მერე ქეთი ყოველ დილა-საღამოს ავადმყოფი ფოტინის საწოლთან იყო და უვლიდა. ძალიან ბედნიერები იყვნენ. ავადმყოფს დაავიწყდა ფიზიკური ტკივილი.

რამდენიმე დღის შემდეგ შავად შემოსილი, მტირალი ქეთი უკანასკნელი სამყოფელისკენ აცილებდა ბავშვობის მეგობარს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler