წმინდა მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე მოხუცთა სახლის გახსნა
წმინდა მამა გაბრიელის გამოცხადების შემდეგ გადავწყვიტე მოხუცთა სახლის გახსნა
წყნეთის მოხუცთა საოჯახო სახლი დახმარების მოლოდინშია
ცოტამ თუ იცის წყნეთში მდებარე მოხუცთა სახლის არსებობის შესახებ, იმ სახლის, სადაც ყველაზე დიდი სითბო, სიყვარული და ერთმანეთის თანადგომაა. როგორცკი შეაღებთ აქაურობის კარს, მოხუცების სევდანარევი მზერა თვალში მოგხვდებათ. იქ, ყველას თავისი კუთხე და სამყოფელი აქვს. ალბათ იკითხავთ, ვინ არის ამ ხალხის ყურადღების მიმქცევიო? ქალბატონი მაია ნაჭყებია, უდიდესი სათნოებითა და ყველა საუკეთესო თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი. მისი მზრუნველობა და თანადგომა რომ არა, გასაჭირში ჩავარდნილი მოხუცები დღეს სად იქნებოდნენ არავინ იცის.

-ამჟამად ჩვენ ვართ წყნეთში, არსენას ქუჩაზე მდებარე მოხუცთა საოჯახო სახლში. ამ სახლში ორი წელია ვცხოვრობთ,-მესაუბრენა ქალბატონი მაია. აქ, ქირით ვართ. ათას ლარს ვიხდი ბინის ქირაში. ვინაიდან ქალაქის მერია შემპირდა, შენობა-ნაგებობას აუცილებალად იჯარით გადმოგცემთო, ამან გამაბედინა ამ კეთილი საქმის განხორციელება. სამწუხაროდ, დღემდე ქირით დავრჩი.

- რამ გადაგაწყვეტინათ დაგეარსებინათ მოხუცთა სახლი და რა კატეგორიის ადამიანებს ემსახურება?

-ყველანირი კატეგორიის ადამიანები მყავს. უფრო მეტად სოციალურად დაუცველები- უნარშეზღუდულიც და მარტოხელებიც მყავს. 2000 წლიდან სამეგრელოში ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში- სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების და ხელშეწყობთა კავშირი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და დავიწყე მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სიარული. იქ გამომეცხადა წმინდა მამა გაბრიელი. რის შემდეგაც აღარაფერი მაინტერესებდა. მე თვითონაც 80 წლის დედ -მამა მყავს. ისინი ჩემგან შორს, სამეგრელოში, მარტვილში ცხოვრობენ. სულ მეცოდებოდა გაჭირვებული, ავადმყოფი ადამიანები. შინაგანად მეც ვგრძნობდი რომ სულ სხვანაირი ვიყავი, ყველაფერმა ამან გადამაწყვეტინა მოხუცებულთა სახლის გახსნა. მივატოვე ჩემი არასამთავრობო ორგანიაზაცია და ამ გზას დავადექი. არჩევანის წინაშე ვიყავი, ან მოხუცთა სახლი უნდა გამეხსნა ან უნარშეზღუდულთა სახლი. უფრო მოხუცთა სახლისკენ ავიღე გეზი. ამან განაპირობა ჩემი გადაწყევტიების მიღება. მადლობა უფალს, რომ ვემსახურები ამ საქმეს.ძალიან რთულ სიტუციაში მიწევს აქ მუშაობა. თავად არ ვარ ჯანმრთელი ქალბატონი. რკინადეფიციტური ანემია მაქვს. მადლობა უფალს, რაც აქ დავიწყე მუშაობა ჩემი რკინადეფიციტური ანემია გაქრა. ერთი მომვლელი მყავს და მეხმარება 13 ბენეფიციარის მოვლაში. აქედან ორი უნარშეზღუდულია, რომელიც ეტლს არინ მიჯაჭვული. ოთხი მყავს მწოლიარე.სამედიცინო კუთხით საპატრიარქოსთან მაქვს მემორანდუმი გაფორმებული და საჭიროების შემთხვევში ამომყავს ექიმი ლალი მაჭარაშვილი და ის გვეხმარება. პურს საპატრიარქო გვაძლევს. კვირაში 20 ცალი პური შემომაქვთ უფასოდ. შეძლებისდაგავარდ სხვა პროდუქტებს ჩვენ ვიძენთ. კვირაში ეთხელ მუსიკის მასწავლებელი მომყავს და მოხუცებს ვამხიარულებთ. ლექსებს ყვებიან და თავიანთ თავს ართობენ. მამაო ამოდის ხოლმე ჩვენთან აღსარებას იბარებს ამათგან. მქონა ასეთი შემთხვევა. 86 წლის ქალბატონი არ იყო მონათლული და მოვნათლეთ.

KARIBCHE

-როგორ მოვიდნენ თქვენამდე ეს მოხუცები?

-თუ სულში არ გაქვს ამის გაკეთების უნარი ისე ვერ გააკეთებ, საკუთარ დედ-მამის არ ესმით ადამიანებს და ჩვენ, წარმოიდგინეთ რამდენ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა. ხასითი, შეჩვევა, სხვა სამყაროში შემოსვლა. მართლაც სულით და გულით ვაკეთებთ ამ სიკეთეს. ყველაფერი უფლის ნებაა. ახალი სამგორის მოძღვარმა, მამა დავითმა მითხრა, უფალმა შენ 13 კაცის მწყემსობა ჩაგაბარაო. მართლაც ასეა. ყველაფერში უფლის ძალაა, მე არ ვარ ისეთი ჯანმრთელი რომ ეს ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ უფალი მაკეთებინეს. მამა დავითმა მომიყვანა ეტლს მიჯაჭული ახალგაზრდა მამაკაცი. მამა გაბრიელს ვთხოვდიო, ღმერთო გამომიჩინე ისეთი ადგილი, რომ ილიასთვის თავშესაფარი ყოფილიყოო. როცა ამ საქმეს ემსახურები და ამ ქველმოქმედებას აკეთებ იქ უფალმა არ მოგცა არჩევის უფლება. ასეთი იქნება თუ ისეთი, ყველას ყურადღება უნდა მიაქციო და შემოიყავნო სახლში. მე უარს არავის არ ვეუბნები. შეიძლება უარი ვთქვა მხოლოდ ფართის არ მქონდეს. საჭმელზე კიდევ არ მეშინია. ერთმა ქალბატონმა ტელეფონზე დამირეკა, მარტო ვარ და თავის მოკვლა მინდაო. მისამართი გამოვართვი რომ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი, შვილი მყავს ისეთი რომ ვერაფრით მოგცემ მსამართსო და იმ მოხუცს ყოველდღე ვეხმიანები. ერთი მამაკაცი გვყავს კიდევ, ყოფილი გენერალი. ისიც სიკვდილს ნატრობდა. არ ვიცი საიდან გაიგო, დამიკავშირდა და დღეს ჩემს სახლში ცხოვრობს. უფრო დიდი ფართო რომ მქონდეს ყველას შევიყავნ თავიან ოთახებში, ყველას თავის ადგილს მივუჩენ. ალბათ იქნება რაღაც ასე არ დაგვტოვებს უფალი, უფლის იმედი გვაქვს. ქვეყანაში უამრავი შეძლებეული ადამიანი ცხოვრობს, წყნეთშიც მრავალი ადამიანია, ვისაც არ უჭირს, ჩვენი პრობელმა არავის აინტერესებს. მილიონერს ყველა მილიონერი ჰგონია. გაჭირვებული არავის უნდა.
ერთელ ღამის სამი საათი იყო და ხმამაღალი ხმით დამირეკა ახალგაზრდა მამაკაცმა. წყნეთის მოხუცთა სახლიაო? -მკითხა. საინფორმაციოში დავრეკეთ და ყველაზე ახლოს მოხუცთა თავშესაფრის მისამართი მოგვცესო. ღმერთმა გაახაროს, იმდენი პროდუქტი ამოგვიტანა. ასეთი კეთილი ადამიანებიც არიან. ახალგაზრდები ამოვიდნენ სუხიშვილის სტუდიიდან და საკვები ამოგვიტანეს. სკოლა გიმნაზიის მოსწავლეებიც დაგვეხმარნენ პროდუქტით. ბათუმშის საქველმოქმედო ორგანიაზაციაა "იალქანი"და მათაც გაგვიწიეს დახმარება. ფონდიდან "ნათელი"იყვნენ მოსულები. ასეთ კეთილ საქმეებს აკეთებენ ახალგაზრდები. მადლობა ღმერთს რომ არსებობს ასეთი კეთილი ხალხი. ამის იმედზე ვარ, რომ კეთილი ადამიანები დახმარებას გამიწევენ. ასეთი ხალხი რომ არ იყოს ამხელა საქმეს ნამდვილად ვერ გავწვდებოდი.

KARIBCHE

აქ ვინც ცხოვრობს ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს, ყველას თავისებური გაგება უნდა. ამას ყველაფერს უფალი გვაძლებინებს, თორემ ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებდით.
ჩვენი თავი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, ერთ -ერთი პარტიის წევრები იყვნენ მოსულები და ტელევიზორს შეგვპირდნენ. მას შემდეგ აღარავის გავხსენებივართ. ჩემი მოხუცები მახსენებენ ხოლმე, რატომ მოგვატყუეს ტელევიოზრს მოგიტანთო. ერთ ოთახში არ მაქვს ტელევიზორი და სულ იმას ვფიქრობ, ღმერთო მომეცი იმის საშუალება რომ ვერსივერი შევიძნო. თავის ოთახში რომ უყურებს ქალბატონი ტელევიზორს, არ უნდა მის ოთახში მამაკაცი შევიდეს. ზამთრისთვის წინასწარ მოვიმარაგე პურის ფქვილი, სხვადასხვა პროდუქტები. ეს არის ჩემი მიზანი, დავაპურო ჩემი მოხუცები. უფლის და მომავლის იმედი მაქვს. მწამს, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დახმარებას გაგვიწევენ.

ერთ- ერთმა ქალბატონმა მითხრა, -სახლში ჩემი აზრი არავის აინტერეებდა, რამეს რომ ვიტყოდი დაჯექიო მეუბნებოდნენო, როცა თქვენ ჩემს მიმრთ იჩენთ ყურადღებას ახლა ვიგძენი ქალად თავიო. ერთ -ერთი ბენეფიციარი მყავს, ეტლში ზის ილია, დედ- მამა გარდაეცვალა და მარტო დარჩა. ფეხზე ვერ დგება, ძმა ყავს. ვიდრე სახლს გადაიფორმებდა ძმასთან უნდა ეცხოვრა, რძალმა სახლიდან გამოუშვა. სახლი გაუყიდეს და ილია სახლიდან გამოუშვეს. ფაქრტიურად ეს ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდა. ახალი სამგორის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, მთხოვა მისი ამოყვანა. სულ მამა გაბრიელს ვევედებოდი, ღმერთო, გამოიჩინე ისეთი ადგილი, რომ ეს ბიჭი დავაბინავოო. ქუჩაში ეძინა თურმე. მე მაშინვე თანხმობა ვუთხარი. სოფელი ახალი სამგორიდან მოიყვანეს ილია და იქაური მოსახლეობა გვეხმარება ხოლმე, აგროვებენ პროდუქტებს და ჩევნთან მოაქვთ.

KARIBCHE

ერთი ქალბატონი შემოვიდა გულში მამა გაბრიელის სურათი ჰქონდა ჩახუტებული. მკითხა, -თქვენ ბრძანდებით ქალბატონი მაია? მამა გაბრიელს ვეხვეწებოდი, მამა გაბრიელ, არ მომკლა ამაღამ და მე ხვალ იმ ქალბატონს მოვძებნი და როგორ გამომაგდებს იქიდანო. სამი შვილის დედაა. გაზეთიდან გაუგია ჩვენს შესახებ და ასე მოგავკითხა. რახან მამა გაბრიელმა გამოგგზავნათ, დარჩით ჩემთანმეთქი, ვუპასუხე. იმ წუთის შემდეგ ეს ქალბატონი ჩემთან არის. მადლობა უფალს, რომ კარგი ქალბატონი აღმოჩნდა.
ჩემი მოხუცები რომ არ მიყვარდეს, სითბო და სიყვარული რომ არ იყოს გამიჭრდებოდა მათი მოვლა-პატრონობა. 13 ადამაინის მოვლა ჩამაბარა ამჟამად უფალმა და ამისთვის ვმადლობ უფალს.
წყნეთის საოჯახო მოხუცთა სახლის მომვლელი ნინო ბელიაშვილი:

-მოხუცთა სახლში ახლობლის დახმარებით მოვედი. მან მითხრა, წყნეთში მოხუცთა სახლია და იქ წამოდი სამუშაოდო. თავიდან უარი ვუთხარი, იმ მიზეზით, რომ პატარა შვილიშვილს, მარიამს ვზრდიდი და ბავშვთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. როცა ეს გაიგო ქალბატონმა მაიამ თქვა, თავის მარიამთან ერთად მოვიდესო. გადავწყვიტე და ასე მოვედი. ქალბატონმა მაიამ დიდი სითბოთი, სიყვარულით მიგვიღო და ასე დავრჩი აქ მოხუცებთან ერთად. ერთი წელი გახდება რაც დღედაღამე აქ ვარ მოხუცებთან. სახლშიც არ წავსულვარ. ჩემი მარიამიც მოხუცებთან ერთად იზრდება. რაც შეეხება მოხუცებთან ურთიერთობას, ბავშობიდან თბილი და მოსიყვარულე ვიყავი. უფალმა მომცა ეს ძალა და მეხმარება დავძლიო ყოველგავრი დაბრკოლება. მოხუცებს ყველას ხასიათი უნდა შეურჩიო, თავისებური ალღოს აღება უნდათ. მადლობა უფალს, რომ მაძლევს ამის უნარს.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
27.11. 2016
Nana
Ufali gagadzlierebt!!!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler