გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო! შენ არ გსურს, რომ შენი მორწმუნე ფარისეველი იყოს, გძაგს მხდალნი და ცრუნი! მერყევთა და გაუბედავთ განაძევებ შენი წმინდა ტაძრიდან...
გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო! შენ არ გსურს, რომ შენი მორწმუნე ფარისეველი იყოს, გძაგს მხდალნი და ცრუნი! მერყევთა და გაუბედავთ განაძევებ შენი წმინდა ტაძრიდან...
ნიკოლოზ ამბრაზი "ებრაელი რაბინის მოქცევა"
გაგრძელება. დას. იხ. "კარიბჭე" #8

თავი 1. რას ნიშნავს ალმა. ისააკმა არაფერი მიპასუხა. დაჟინებით შემოგვხედა... თვალზე ცრემლი მოადგა და მუხლებზე დაემხო. გაოცებულნი ვუცქერდით. რამდენიმე წუთი დუმდა, მერე კი თვალნი ზეცად აღაპყრო, ებრაულად და ბერძნულად წამოიძახა: "ატა იმმანუელ მაშიახ! ჰოი, მესია! მეფეო ემმანუელ! კავოდ ჰისრაელ! დიდება ისრაელისა! მე დაბრმავებული, აქამდე მისი მოძულე ვიყავი. იმედო და აღთქმაო ჩვენო, ადონაი ცაბაოთ, აღმიხილე თვალნი შენს შესაცნობად! ჰოი, ელ-ელიონ, მოაცილე სისასტიკე ჩემს სულს, წამომაყენე ისე, როგორც ძველად ჩემნაირი სავლე (პავლე მოციქული) აღადგინე! ჰოი, ელ-გიბორ! ჰოი, ელ-საადაგ! ჰოი, იმმანუელ! იხსენი ჩვენი თორმეტი ტომი! კავოდ ჰისრაელ! მიმიღე, ჩემი უცოდინარობით განმარისხებელი შენი!.." ისააკი ფეხზე წამოდგა. სახე არაამქვეყნიური სიხარულითა და მადლიერებით ჰქონდა გაბრწყინვებული...

სადილობის ჟამმა მოაწია. ისააკი სუფრასთან მივიპატიჟეთ. ჩემმა ვაჟმა, ანდრიამ ლოცვა დაიწყო და ისააკმა პირველად გამოისახა ჯვარი. ჩვენ ვმარხულობდით და ისააკისთვის განსაკუთრებული კერძი გვქონდა მომზადებული, მაგრამ მან ამ საჭმელს პირი არ დააკარა, - მეც მინდა მარხვით შევხვდე ემმანუელის შობას და საკუთარ აღორძინებასო.

- სულიერად მკვდარი ვიყავი, მაგრამ ახლა ახალ სიცოცხლეს ვგრძნობ. ახლა უკვე მესმის თორის და შემიძლია ავხსნა ის, რაც ადრე ბუნდოვნად მეჩვენებოდა.

მითხრა ასევე, რომ იგი შეუცნობლად სწავლობდა წმინდა წერილს და ერთხელ ებრაულ ენაზე ახალი აღთქმის (ბერით ხადეშ) წაკითხვა სცადა, მაგრამ მერე გულმა არ გაუწია - მან ხომ სიყმაწვილადანვე მემკვიდრეობით მიიღო ზიზღი ყოველგვარი ქრისტიანულისადმი. ისააკმა ასევე მითხრა, რომ დიდი ხნის წინ ცნობისმოყვარეობით ადარებდა ახალ აღთქმას ძველთან, ეს შეამჩნია მკაცრმა რაბინმა ხაგიმმა და უფროსობასთან უჩივლა, რითაც მას დიდი უსიამოვნება მიაყენა. და კიდევ სხვა მრავალს მოგვითხრობდა...

გამგზავრება. მეორე დღეს ისააკი რკინიგზის სადგურზე გავაცილე. მთხოვა, ჩემთვის ილოცეო და თქვა, მინდა არა მარტო თვითონ მოვექცე, არამედ მეგობრები და სამწყსოს წევრებიც მოვაქციო ქრისტესკენო. ვთხოვე, წერილი მოეწერა და თავისი ამბავი ეცნობებინა. აცრემლებულმა მხურვალედ გადამიხადა მადლობა ყველაფრისათვის, რამეთუ აქ კორინთოში მესია ქრისტე იპოვა!

თავი 2. ისააკის დუმილი. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ისააკის გამგზავრებიდან. ხშირად ვიხსენებდით მას. ჩემი სახლეული ცოცხალი მოწმე იყო მისი ქრისტესკენ მოქცევისა და ძალზე წუხდა მის ხვედრზე. ბავშვები მეკითხებოდნენ ხოლმე, ისააკისგან წერილი ხომ არ მიგიღიაო...

ასე მიჰყვებოდა დღე დღეს, უკვე ცუდმა ფიქრებმა შემაწუხა. ბოლოს, სასურველი პასუხიც მივიღე:

"კონსტანტინოპოლი, 19 მარტი, 1897 წელი.

ძმაო ნიკოლოზ! დაგპირდი და გიგზავნი წერილს. კიდევ ერთხელ გულწრფელად გმადლობ იმ ჭეშმარიტად აბრაამისებრი სტუმართმოყვარეობის გამო, რომელიც მე, სნეულს, გამიწიეთ. მაგრამ შეუდარებლად გმადლობთ იმ გამოცხადებისთვის მაცხოვარ-მაშიახზე (რომელსაც მოკრძალებით ვცემ თაყვანს), მანდ რომ მივიღე. მან მოაცილა შიში ჩემს სულს, სიმშვიდითა და სიხარულით აღმივსო მანამდე მშფოთვარე და გატანჯული გული, შემაერთა ადონაღი იეღოვას, რომელიც უკვე აღარ იყო ჩემთვის "ღმერთი შურისძიებათა" (ფს. 93,1), არამედ გახდა "ღმერთი გულმოწყალებისა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშისცემისა" (კორინთ. 2 ეპისტ. 1,3). ყოველთვის, როცა ვიგონებ კორინთოს (რომელიც ჩემთვის, როგორც პავლე მოციქულისთვის, დამასკოდ იქცა!). ვიმეორებ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს: "ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერხნი მახარებელისანი, სასმენელსა მშვდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა" (ესაია 52,7).

ჩემი გამგზავრების მერე, აი, რა მოხდა:

პატრამდე გზა ლოცვასა და ახალი აღთქმის კითხვას მოვანდომე. ვიტანჯებოდი, ვითარცა ლუკა და კლეოპა - ქრიტეს ორი მოწაფე, ემმაუსისკენ მიმავალი. ისინი ხომ წმინდა წერილს შეისწავლიდნენ, მაგრამ უშედეგოდ! წერილი ესე დაფარული იყო მათგან და ვერ გულისხმაყოფდნენ ისინი, ასევე შეუცნობელი იყო ჩემთვისაც. მაგრამ "თუალნი მათნი განეხუნეს" (ლუკა 24,31), ისევე, როგორც ჩემნი, კორინთოში. რა ვთქვა! საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო და საკვირველ არს განგებულება შენი! მე ხომ შინ ახლობლების სანახავად მივდიოდი. დასნეულებული კორინთოში დავრჩი. და აქ ამეხილა თვალნი - აქ ვიპოვე ქრისტე, მაშიახი, მაცხოვარი სოფლისა! ჩემი ცოდვების გამო ქრისტიანად წოდების ღირსი არ ვარ, მაგრამ მანუგეშებს მოციქულ პავლეს კეთილი სიტყვები - გუშინ წავიკითხე: "ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათვის ცხორებად" (1 ტიმოთე 1,15). მეც ხომ მასავით მტრობითა და ბოროტებით ვიყავი დაბრმავებული, მაგრამ მოგვეფინა ნათელი ქრისტესი და ორივეს თვალნი განგვეხვნა...

მივდიოდი მშობლიურ მხარეში, სადაც დიდი ხანია მელოდნენ მშობლები, რომელთაც იმ ფესვგადგმული გულის გასასტიკების გამო სხვას ვერაფერს ვუწოდებდი, თუ არა ქრისტემბრძოლებს. პატრაში ორთქლმავალში გადავჯექი და აი ამ დროს საშინელი რამ განვიცადე - უეცრად სულში საოცარი გრძნობა გამიჩნდა, არ ვიცი, რა დავარქვა მას: აუხსნელი შიში თუ მწარე სირცხვილი. წარმოვიდგინე, მე, რაბინი, უეცრად ჩემს ახლობლებს ახალმოქცეულ ქრისტიანად უნდა წარვდგომოდი. ეს მათთვის საშინელი სიგიჟე იქნებოდა. ისტორიულად ხომ ასე ჩამოყალიბდა, რომ, სამწუხაროდ, მორწმუნე ებრაელს ქრისტიანი მტრად მიაჩნია. გადავწყვიტე, მათთვის დამემალა ჩემი ქრისტიანობა, მაგრამ სინდისი ჯიუტად შეეწინააღმდეგა ამას... ნაპირს მივუახლოვდით. მცირე ლოცვის მერე ხელში სახარება ავიღე და გადავშალე... ჩემდა გასაკვირად და არცთუ შემთხვევით, პირველი სიტყვები, რაც თვალში მომხვდა, გახლდათ მათესაგან 10,32-33: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა". შემძრა ამ სიტყვებმა! ალმოკიდებულად მომეჩვენა, თითქოს იწვოდნენ და უბრალო მელნით არ იყვნენ დაწერილნი ფურცელზე. მე მათ კი არ ვკითხულობდი, არამედ მესმოდა და აქამდე ყურებში მიხმიანებს.

- გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე, - შენ არ გსურს, რომ შენი მორწმუნე ფარისეველი იყოს, გძაგს მხდალნი და ცრუნი! მერყევთა და გაუბედავთ განაძევებ შენი წმინდა ტაძრიდან... შენ ხარ ღმერთი შურისმგებელი. შენ გსურს, რომ შენი ჭეშმარიტი მოძღვრების მიმდევარნი გულწრფელნი და უშიშარნი იყვნენ...

ნაპირზე გადავედი სრულიად განახლებული... ამგვარად, უარვყავი კაცობრივი სიბრძნე! უეცრად გამახსენდა ცეზარის ნათქვამი: "A LEA JASTA ESTO" - წილი ნაყარია! გამარჯვება! გამარჯვება!

დრამა ოჯახში. ისააკის აღმსარებლობა. მშობლიურ მიწაზე ფეხი დავდგი და შემომეგება ჩემი მოხუცი დედა რებეკა, ბიძა აბრაამი, მთავარრაბინი ისრაელელთა სათემოსი, ჩემი ძმები - ბარუქი და მორდოხაი და მრავალი თანამოქალაქე. დედამ გულში ჩამიკრა, მე ხელზე ვეამბორე. მერე ყველას მივესალმე და შევედით ქალაქში... იმ დღიდან დაიწყო ჩემი გამოუთქმელი ტანჯვა... რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. რა ვქნა?.. თავი მოვაჩვენო, ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს ჩემს ცხოვრებაში?! საშინელებაა ჭეშმარიტების ღალატი!.. განუცხადე ყველას შენი რწმენა და არ იჯავრო, მაგრამ სახიერმა ღმერთმა ჩემი ღელვა რომ იხილა, მოულოდნელად ყოველივე თვითონ მოიმოქმედა.

შუადღისას ბიძაჩემი გვეწვია ორ პატივცემულ ებრაელთან ერთად. საუბრისას ბიძაჩემი მომიბრუნდა და მკითხა: "რატომ დააგვიანე ჩამოსვლა, ისააკ? შენი წერილის მიხედით, ექვსი-შვიდი დღის წინ უნდა ჩამოსულიყავი. რა მოხდა?"

- მართალი ხარ, ბიძაჩემო, ერთი კვირის წინ უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ავად გავხდი და მოგზაურობა შევწყვიტე.

- სად მოხდა ეს, ათენში?

- არა, კორინთოში შევჩერდი.

- სასტუმროში თუ რომელიმე ჩვენს ძმასთან, ისრაიტელთან?

- კორინთოში იუდეველები არ არიან, მაგრამ დიდი სიყვარულით მიმიღო ჩემმა ძველმა მეგობარმა ნიკოლოზმა.

- რამდენი დღე დაჰყავი ქრისტიანულ ოჯახში? - დაიყვირა შეძრწუნებულმა ბიძაჩემმა, - რაბინო, გოებთან აკრძალული საჭმელი (იავარიმი) ჭამე?

განკურნების სხვა საშუალება არ მქონდა. მათ მე, უცხო რწმენის კაცი, ძმური სიყვარულით მიმიღეს, მომიყვანეს ექიმი, წამლებიც კი მიყიდეს, არც ფული დაუზოგავთ და საუკეთესო საჭმელებით მკვებავდნენ. სწორედ მათი ზრუნვის წყალობით განვიკურნე, თორემ, ექიმების თქმით, ჩემი ავადმყოფობა ძალზე სერიოზული იყო-მეთქი.

- უცნაურია, ძალზე უცნაურია! - წამოიძახა ყველამ გაოცებით.

- განა შეიძლება, ქრისტიანმა ძმასავით შეიყვაროს იუდეველი და იზრუნოს მასზე, როცა ის ცუდადაა? - კვლავ მკითხა ბიძაჩემმა.

- მე ვარ ამის ცოცხალი მოწმე! ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველ კაცს ძმად თვლის და თავის მოვალეობად მიიჩნევს, ანუგეშოს და დაეხმაროს შეჭირვებულს. გამოცდილება მარწმუნებს, რომ ქრისტეს რელიგია არის რელიგია სიყვარულისა და კეთილმოწლეობისა. ყველა წრფელად აღმსარებელი ამ რელიგიისა შესანიშნავი ადამიანია.

- ხუმრობ, რაბინო ისააკ, - კადნიერად გაიცინა ბიძაჩემმა, - ხუმრობ თუ ჩვენი შეურაცხყოფა გინდა? რელიგიურ საკითხებზე ხუმრობა დიდი ცოდვაა და გარდასვლაა მესამე მცნებისა, რომელიც გვამცნობს: "არა მოიხსენო სახელი უფლისა ამაოსა ზედა".

- მე...

- და შენ გწამს, რომ რაიმე არის ღვთაებრივი იესო ნაზარეველის რელიგიაში, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჯვარს აცვეს 1900 წლის წინ?! - შემაწყვეტინა განრისხებულმა.

უეცრად საშინლად განრისხდა, თვალები აენთო, სახე გაუწითლდა, პირზე ქაფი მოადგა, ხელი აუკანკალდა. დედა მუდმივად მანიშნებდა, შემეწყვიტა კამათი. ძმებიც გაოცებულნი მიცქერდნენ.

- გთხოვთ, - ვუთხარი მათ მდაბლად, - გევედრებით, არ შემაწყვეტინოთ და ვუპასუხებ ჩემს პატივცემულ ბიძას, გულმოდგინე და მიუდგომელი გამოკვლევით თორისა და ნევიინთა (წინასწარმეტყველთა) წიგნებისა და ჩვენს ხალხზე ზუსტად აღსრულებული ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველებით...

- რაო, რას ამბობს ახალი აღთქმა ჩვენს ერზე? - მიყვირეს.

- გთხოვეთ, რომ არ შემაწყვეტინოთ... თუ გსურთ ჭეშმარიტების შეტყობა, მისმინეთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler