იროდიონ ოქროპირიძის სახლიდან ჯერ მთელი ქონება გაუზიდიათ და მერე წაუკიდებიათ ცეცხლი
იროდიონ ოქროპირიძის სახლიდან ჯერ მთელი ქონება გაუზიდიათ და მერე წაუკიდებიათ ცეცხლი
რაოდენ სასიხარულოა, რომ თანამედროვეებს საშუალება გვაქვს, ღირსეული წინაპრების წარსული გავიცნოთ მათივე შთამომავლების დახმარებით.

ამჯერად გაგაცნობთ ოქოპირიძეთა გვარის კიდევ ერთ მემკვიდრეს - ავქსენტი მეგრელიძეს, მღვდელმთავარ იროდიონის შვილიშვილსა და ქეთევან ოქროპირიძის შვილს.

ბატონ ავქსენტის შინ ვესტუმრე. მან და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნატო მოისწრაფიშვილმა საკმაოდ ბევრი საინტერესო ამბავი მიამბეს იროდიონ ოქროპირიძისა და მისი შთამომავლების შესახებ. ქალბატონმა ნატომ "დაფერფლილი ისტორია" უწოდა იმ ტრაგიკულ მოვლენებს, აგვისტოს ომმა რომ მოუტანა ოქროპირიძეთა გვარის ფუძეს. ეს გახლავთ იავარქმნილი სოფელი დისევი...

გონებაში დარჩენილი დისევი
ალბათ ჟამთააღმწერლები მომავალში გვიამბობენ საუკუნის აგრესიას შეწირული ქართული სოფლების, მათ მკვიდრთა ცხოვრების შესახებ. თითოეულს ხომ თავისი საინტერესო წარსული აქვს, თავისი ღირსეული პიროვნებები ჰყავს...

დისევი ისტორიულად და ადგილმდებარეობით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი სოფელია.

სამაჩაბლოში, ცხინვალიდან 15-ოდე კილომეტრში, პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთ მთისწინეთში ტყეში ჩაკარგული ულამაზესი დისევი ისტორიულად უყმო, დავით აღმაშენებლის მიერ მცხეთას შეწირული ყოფილა, რომელიც ჭირნახულით ამარაგებდა სვეტიცხოველს. ეს ფაქტი დასტურდება "მტკიცე და უცილებელი შემოწირულობის" განახლებული სიგელით, რომელსაც ხელს აწერს "მეფე ირაკლი მეორის კათალიკოსი ანტონი".

დისევის გარშემო, მცირე ტერიტორიაზე ცხრა სალოცავია გაბნეული. მათ შორის ერთ-ერთის, იოანე მახარებლის სახელზე მუხნარში ნაშენი პატარა ეკლესიის ირგვლივ "კეთილგვაროვან ოქროპირიძეთა" სამუდამო განსასვენებელი აკლდამებია. სოფლის ცენტრში კი X საუკუნის ისტორიული ძეგლი - "ძელიცხოვლის" ბაზილიკური ეკლესიაა აღმართული, რომელიც დისევის მკვიდრმა სამმა ძმა ოქროპირიძემ ორიოდე წლის წინ საკუთარი სახსრებით შეაკეთეს და შიდა რესტავრაციისათვის გაამზადეს. აქედან სოფლისაკენ მიმავალ გზაზე ყინულივით ცივი, უგემრიელესი "წამალაწყარო" მოჩუხჩუხებს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ოქროპირიძეთა გვარის ბევრი ცნობილი სასულიერო მოღვაწეა. დისეველი ყოფილა წარმოშობით ქართველ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი. მათ შორის: შიომღვიმის მონასტერში დაკრძალული დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, ილია მართლის მოძღვარი ალექსანდრე ეპისკოპოსი (ერისკაცობაში ალექსი ოქროპირიძე, 1824-1907) დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე, 1860-1921) - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1918-1921); ვერაგულად მოკლული კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი, დედით ოქროპირიძე, 1855-1918), დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1917-1918); გურიისა და იმერეთის, შემდგომ ალავერდის ეპისკოპოსი პიროსი (ერისკაცობაში - მათე ოქროპირიძე, 1974-1922) და მრავალი სხვა... ოქროპირიძეების სასულიერო შტოს უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ რევოლუციის შემდეგ საეკლესიო წოდებააყრილი მღვდელმთავრები ("ბლაღოჩინები") იროდიონ ოქროპირიძე (1859-1933) და საბჭოთა პერიოდში სოფლად დამკვიდრებული, დისევის სკოლის რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე (1879-1959), დისევის ეკლესიაში დაკრძალული დეკანოზის, გაბრიელ ოქროპირიძის (დაბ. 1824) შვილიშვილი.

იროდიონ ოქროპირიძე და მისი ღირსეული შთამომავლობა
საგულისხმოა მღვდელმთავარ იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძისა და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახის ღვაწლ-ამაგი.

სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იროდიონი ჯერ დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე, დიდი არარატის მთის ძირში განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა მღვდლად, - სოფელ იგდირში, რომელიც იმხანად ახალი დაკავებული ჰქონდა რუსის ჯარს. იქ დაბადებულან მისი უფროსი შვილები: ბესო, გიორგი და ზინა. იროდიონი იგდირში 1891 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ კი საინგილოსა და მთელ კავკასიაში მისიონერად დანიშნული ეპისკოპოსის ლეონიდეს შუამავლობითა და წარდგინებით, საინგილოში მიუვლინებიათ ქართველი მრევლის წინამძღვრად. 1906 წლიდან იგი ცხინვალში გადაუყვანიათ და მალე "ბლაღოჩინობაც" მიიღო, მერე დეკანოზი გახდა. მის გამგებლობაში შედიოდა ცხინვალის ხეობა. იგი ცხინვალში პირველი მღვდელი იყო. ქალაქის ცენტრში ეკლესია ააშენებინა და იმავე ეზოში დადგა ორსართულიანი სახლი. ქვედა სართულზე სანთლები იყიდებოდა, მეორე კი მის მრავალრიცხოვან ოჯახს ეკავა. აი, რას გვიამბობს მოგონებებში "ჩემი ცხოვრება" საუკუნის წინანდელი ცხინვალის შესახებ იროდიონის ერთ-ერთი ქალიშვილი, შემდგომში ცნობილი მუსიკოსი, ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელიძე:

"იმჟამინდელი დაბა ცხინვალი წმინდა ქართულ დასახლებას წარმოადგენდა. მისი მოსახლეობის მომეტებული ნაწილი ქართველები იყვნენ. იყო ერთი უბანი გაქართველებული სომხებისა და ე. წ. ქართველი ებრაელებისა. ჩემს მეხსიერებაში იქ მხოლოდ 3-4 ოსი ცხოვრობდა, მათაც ქართველი ქალები ჰყავდათ ცოლად და ცხინვალში ფართლის მაღაზია და მანუფაქტურა ჰქონდათ გახსნილი. მაშინ ცხინვალი აყვავებულ ბაღს ჰგავდა და გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, დავით კასრაძე, ნიკო ლომოური... ცხინვალშივე იზრდებოდა, ისიც მღვდლის ოჯახში, აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი. სასტუმრო არ იყო და აქ ჩამოსული ყველა გამოჩენილი პიროვნება, კათალიკოსი იქნებოდა იგი, გუბერნატორი თუ სკოლების ინსპექტორი, ჩვენთან ჩერდებოდა... სტუმრები ყოველთვის მთხოვდნენ, დამეკრა და მემღერა.

"1917 წელს ცხინვალში ძალიან ბევრი წითელარმიელი მოგროვილა, - განაგრძობს ქ-ნი ქეთევანი, - (მეტი წილი ოსები იყვნენ) და მეფის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ერთი ამბავი ჰქონიათ. გამოუძახებიათ რუსეთის იმპერიის ყაზახები, ზღუდრის გვერდაზე ჩამოსასვლელ ზემო გზაზე (ცხინვალი ხეობაშია) ზარბაზნები დაუყენებიათ და უნდა ამოებუგათ თურმე ქალაქი. ცხინვალის მოსახლეობას ყაზახებთან მოსალაპარაკებლად აურჩევიათ მამაჩემი (ძალიან კარგად მეტყველებდა რუსულად). მას ტრიბუნიდან იმდენი ულაპარაკია, ისე დაურწმუნებია რუსები, აქ არავითარი საშიშროება არ არისო, რომ ყაზახებს ბოდიში მოუხდიათ და უკან გაბრუნებულან. მერე ეს წითელარმიელები თავადებს დაერივნენ. მაჩაბლები, ციციშვილები, ვაჩნაძეები, ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, სხვებიც, ყველა დაიჭირეს. ელექტრონის ბოძს ეკითხებოდნენ (ვითომ ლენინიაო), - "დავხვრიტოთ თუ არაო". ვითომ ისიც პასუხობდა, - "დახვრიტეთო", - და ხვრეტდნენ. მაშინ ბევრმა თავადიშვილმა გვარი გამოიცვალა".

თავად იროდიონმა, რომელიც გასაბჭოების შემდეგ დისევში დამკვიდრდა, საკუთარ თავზე გამოსცადა ის საშინელი რეპრესიები, ბოლშევიკებმა და მათ მიერ დაქირავებულმა ოსებმა რომ მოუწყვეს სამაჩაბლოში ქართველ ინტელიგენციასა და სასულიერო პირებს. მას სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი აქვს არაჩვეულებრივი მოგონებები, რომელიც გორში, მის ერთ-ერთ შვილიშვილთან, ნუნუ ოქროპირიძესთან ინახება.

იროდიონის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ დისევის სახლი დაუთმო სოფლის სკოლას. ამ სკოლაში აღიზარდა დისევის ახალგაზრდობა 30-40-იან წლებში. დისევის კულტურულ ცხოვრებაში, მოსახლეობის სამედიცინო დახმარებასა და სხვა ყოფით საქმიანობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის იროდიონის შთამომავლობას.

იროდიონმა თავის რვავე ქალ-ვაჟს მიაღებინა იმ დროისათვის საშური განათლება. მღვდელმთავრის უფროსმა ვაჟმა, ბესარიონ ოქროპირიძემ (1886-1964), შვეიცარიასა და ავსტრიაში მიიღო განათლება და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის უმაღლესი ხარისხის დიპლომით დაბრუნდა საქართველოში. ქართულ სამედიცინო და კულტურულ საზოგადოებაში ბესარიონი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მას "ნამდვილ სახალხო ექიმად" მოიხსენიებდნენ. ეს სწორედ ის ბესარიონ ოქროპირიძე გახლავთ, რომელსაც საქართველოდან გადახვეწილმა 16 წლის ერეკლე ჯაბადარმა მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი ადრინდელი თხზულება - 1907 წელს ბრიუსელში დაწერილი ქართული რომანსების ციკლი "სიჭაბუკე", ტენორისა და ფორტეპიანოსათვის. ბესარიონის სამი შვილიდან ერთი - ირაკლი ოქროპირიძე (1914-1987) ცნობილი ქართველი მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი იყო, მისი ძმა ოთარი (1912-1988) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი. მათი უმცროსი და, ნორა სამკურნალო და სამეცნიერო სტომატოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

იროდიონის მეორე ვაჟი - გიორგი ოქროპირიძე (1888-1961), რომელიც ჰიდრო-მელიორაციის სპეციალისტი გახლდათ, მონაწილეობდა საირიგაციო არხების მშენებლობებში. საკუთარი ინიციატივით დააპროექტა და გაიყვანა დისევის დიდად მნიშვნელოვანი სარწყავი არხი მდ. პატარა ლიახვიდან, რომელიც დღესაც ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ამ რეგიონის მოსახლეობას.

მათი მომდევნო და ზინა - დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლე და გამოჩენილი ქართველი არქეოლოგისა და საზოგადოA მოღვაწის, გიორგი ლომთათიძის დედა იყო...

ცნობილი ეკონომისტი გახლდათ იროდიონ ოქროპირიძის ვაჟი ანდრო, რომლის ქალიშვილი თინა, პროფესიით ქიმიკოსი, ათეული წლების მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მისი ძმა ვახტანგი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის პროფესორი იყო.

სამი ღირსეული შვილი აღზარდა იროდიონის ქალიშვილმა ელენემ (1894-1987).

ათეული წლების მანძილზე ქალაქ გორის მთავარ ფთიზიატრად მუშაობდა იროდიონის ქალიშვილი თამარი (1898-1974), ხოლო მისი ქალიშვილი, გერმანისტი ნუნუ ოქროპირიძე გორის პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორია.

მღვდელმთავრის მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქალიშვილი ქეთევანი (1906-1994), რომელიც ცნობილი მუსიკოსის, ავქსენტი მეგრელიძის მეუღლე და თანამოსაქმე იყო, ეროვნული ხალხური საკრავების საუკეთესო სპეციალისტი, შემსრულებელი და პედაგოგი გახლდათ.

უმცროსი ქალიშვილის ეკატერინეს (1908-1996) ოთხმა შვილმა სპორტული კარიერა აირჩია.

აი, ასეთი გახლდათ ოჯახი, რომელმაც შემოინახა დისევში მამაპაპისეული კერა და თუმცა თითოეული მათგანი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობას ძირითადად დედაქალაქში ეწეოდა, კავშირი არ გაუწყვეტიათ დისევთან.

დაფერფლილი ისტორია
დღეს დისევი აღგვილია პირისაგან მიწისა. ოსმა სეპარატისტებმა ეს უწმინდესი სოფელი ჯერ გაძარცვეს და მერე მთლიანად გადაწვეს. იროდიონ ოქროპირიძის სახლიდან ჯერ მთელი ქონება გამოუზიდავთ და მერე ცეცხლი წაუკიდებიათ. სამ დღეს იწვოდა თურმე უძველესი შენობა. მეზობლად მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს არ მიუტოვებია სახლ-კარი. ოსები რომ შემოესივნენ, შეშინებული მოხუცი ქალი შინ შევარდნილა. სახლს რომ ბენზინი გადაასხეს გადასაწვავად, ქალი გარეთ აღარ გამოუშვიათ. სასოწარკვეთილი მოხუცი ქმარი თავგანწირვით იწევდა თურმე ცოლის საშველად. არ დაანებეს. მის თვალწინ იწვოდა ცოცხლად აბრიალებულ სახლში გამომწყვდეული მოხუცი. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე იავარქმნილი სოფლის შემოგარენში, ტყეებში მიმალული ოთხი ახალგაზრდა დისეველი დაუჭერიათ, ბენზინი გადაუსხამთ და ცოცხლად დაუწვავთ ოთხივე... ყოველდღიურად ველოსიპედებით მოდიოდნენ ოსის ბავშვები, ნანგრევებსა და ფერფლში ეძებდნენ და მიჰქონდათ ცეცხლს გადარჩენილი ნივთები...

დღეს მაინც იმედით ცოცხლობენ უბედურებას თავდაღწეული, ლტოლვილი დისეველები. იმედი ხომ ბოლოს კვდება. სწამთ, რომ არ უწერია საქართველოს გადაშენება. კვლავ გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა და დაიბრუნებენ თავიანთ უწმინდესსა და ულამაზეს სოფელსაც.

უფალმა გისმინოთ, დისეველებო!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler