მამა გაბრიელის ლოცვით ემას სული შეიწყნაროს და ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა განუსვენოს მას...
მამა გაბრიელის ლოცვით ემას სული შეიწყნაროს და ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა განუსვენოს მას...
დეკანოზ სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
იმ დღეს მცხეთაში, თბილისისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი და ტრანსპორტის ლოდინში საკუთარ თავზე ბრაზი მომდიოდა. უკვე მერამდენედ ხდებოდა, რომ ოჯახს ჩემი დახმარება სჭირდებოდა, მე კი არაფერი შემეძლო... ძალიან დავმძიმდი, ერთ წუთს სიკვდილი ვინატრე... უცებ მამა გაბრიელი გამახსენდა. ,, - ახლა დამეხმარე და მიშველე რამე თუ შეგიძლია" - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, ,, - უსარგებლო ადამიანი ვარ, არაფერი სიკეთე არ გამოდის ჩემგან, რა მიშველის მე?"...

რამდენიმე წუთში ვხედავ მანქანა აჩერებს და იქიდან მამა გაბრიელის სულიერი შვილი და მომვლელი, მონაზონი პარასკევა გადმოდის. ,, - თბილისში ხომ არ მობრძანდებით მამაო?" მეკითხება და მანქანაში მეპატიჯება.
შევცბუნდი... თითქოს რაღაც მენიშნა, მაგრამ გული მაინც დახურული მაქვს. ვჯდები მანქანაში, მაგრამ დანა პირს არ მიხსნის. დედა პარასკევა რაღაცეებს ლაპარაკობს, მე კი მისი საუბარი შორიდან მესმის...

უცებ მეუბნება ,, - მამაო თუ გცალიათ, დღეს მამა გაბრიელის სახლში მივდივარ და შეგიძლიათ დაგვემგზავროთ. ოღონდ მანამდე ავადმყოფს უნდა გავუაროთ და თუ თქვენც შემოგვყვებით და ჯვარს გადასახავთ, დიდ მადლს მოისხამთო"... დიდი ხანია მამა გაბრიელის ხელით აშენებული ეკლესიის მონახულებას ვნატრობდი, ამიტომაც ამ სიტყვებმა გონს მომიყვანა. თუმცა კი მეეჭვება, ამ ყველაფერს, ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა თუ შეუძლია...

როცა უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი მოვინახულეთ, გული თითქოს მოლბა და შიგ ჩამდგარი ყინული გალღვა...
საავადმყოფოს რომ ვტოვებდით ავადმყოფის პატრონმა დედაოს თანხა მიაწოდა და თხოვა ჩემთვის გადმოეცა ლოცვებში ავადმყოფის მოსახსენიებლად... ბევრი ვიუარე, მაგრამ დედაო უფრო შეუვალი აღმოჩნდა: ,, - როგორც მამა გაბრიელის ხელიდან, ისე მიიღეო"... რას ვიტყოდი...

KARIBCHEმივადექით მამა გაბრიელის სახლს.
პირველად ემა შემოგვეგება, მამა გაბრიელის და; მოხუცებული, მაგრამ მხნე და საყვარელი, თბილი და ტკბილი, ხმის კანკალით ლამაზად მოსაუბრე...
ერთი გულში ჩაგვიკრა და ყველა დარდი სადღაც გააქრო...

ეკლესიაში შეგვიძღვა და მამა გაბრიელის ოლარი და საცეცხლური მომაწოდა. ღვთისმშობლის პარაკლისი ვილოცეთ. აქ ყველაფერი ღმერთით და მასზე შეყვარებული გაბრიელით სუნთქავდა და ეს სუნთქვა ახლა ჩემი სუნთქვაც გამხდარიყო...
,, - არსად გაგიშვებთ უმასპინძლოდ. ჩემი ხელით დაყენებული არაყი უნდა გაგასინჯოთო". ტარხუნის ფოთლებზე დაყენებული არაყი გამოგვიტანა და სულ ბოლომდე დაგვაცლევინა... ,,ჩემს ადგილას გაბრიელიც ასე მოიქცეოდაო"...

უკან რომ ვბრუნდებოდით, თვალწინ სულ ჩემი სულმოკლეობა და უფლის სულგრძელება მედგა და გულსავსე ვმადლობდი ღმერთს ყველაფრისათვის...
ეს ამბავი ორიდღის წინ ემა ურგებაძის გარდაცვალების ცნობამ გამახსენა.
- კაცთმოყვარე ღმერთმა, მამა გაბრიელის ლოცვით ემას სული შეიწყნაროს და ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა განუსვენოს მას...
ბეჭდვაელფოსტა
30.03. 2016
გიორგი
დიდება უფალს!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler