ერთი სახლეულიდან სამი თაობა მონასტრის დებთან ერთად უფალს ადიდებენ
ერთი სახლეულიდან სამი თაობა მონასტრის დებთან ერთად უფალს ადიდებენ
ძამას ხეობისკენ მიმავალი გზა სოფელ ორთუბანს გვაკავშირებს... ამ მადლიან სოფელში უძველესი ტაძარი გვხვდება... ტაძარში მონაზვნების ხმატკბილი გალობა ისმის. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ციციშვილთა რეზიდენციაში მამათა მონასტერი დაარსდა, ხოლო 2008 წლიდან მეუფე იობის მიერ წინამძღვრად იკურთხა იღუმენია მარიამი (ჩხაიძე).. მონასტერში მისულს 100 წლის სქემმონაზონი ანა გავიცანი. იღუმენიას ბებია, დედა ანა თბილი, ტკბილი, მლოცველი მონაზონია. გავოცდი როცა გავიგე, რომ ამ მონასტერში ერთი სხეულიდან სამი თაობის წარმომადგენელი ცხოვრობს. იღუმენია მარიამის დედა, მონაზონი სოფიო და სქემმონაზონი ანა. დედა ანამ საუბარში საკუთარი ლექსებიც თქვა. ჩვენი საუბარიც ასე დაიწყო.

-დაგვლოცეთ დედაო...

-ღმერთმა დაგლოცოთ, დაგწეროთ ჯვარი. სამების და სამშობლოს სიყვარული არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს. ხშირად ვფიქრობ, ამხელა სამყარო გააჩინა ღმერთმა. ჩვენ ფეხქვეშ დედამიწაა, ზევით ავიხედავთ ცაა. დავფიქრებულვარ, ამ სივრცეში პატარა წრე რომ შემოხაზო და მოიყვანო მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ვერ შექმნიან იმ სიცოცხლეს, რაც ღმერთმა დაბადა ამოდენა დედამიწაზე. ყველაფერი თავის ადგილზეა სრული სიწესრიგით. ასეთი სიყვარული მაქვს ღვთისადმი. ვლოცულობ, უფლის ჩვენდამი ამგვარი სიყვარულისთვის უფლისადმი მადლიერება ყველას გაგვჩენოდეს.

- დედა ანა, როგორ მოხვედით მონასტერში, როგორ აირჩიეთ ღმერთი?


-რწმენა ბავშვობაში ჩემმა მამამ ჩამინერგა, რომელიც ძლიერ მორწმუნე იყო. მისგან გადმოცემით ვიცი, ჩვენი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მამა ონისიმეს სახელი, რომელიც ლოცვით ხალხს კურნავდა. მისი მოღვაწე ცხოვრების გამო ძალიან დაფასებული იყო და მისი სახელი თაობებში გადმოდიოდა. ასე მჯერა, რომ ღვთის ნებით, მამა ონისიმეს მეოხებით და ჩემი შვილიშვილის, იღუმენია მარიამის ლოცვით გავხდი მონაზონი.
ჩემი რწმენის მაგალითი მამაჩემია. ჩვენ სახლში სასტუმრო ოთახი დათმობილი ჰქონდა ხატებს, სადაც ჩითის საფარველით სამლოცველო იყო გამოყოფილი. ხშირად მახსოვს ხატების კუთხეში მლოცველი მამა და მისი საათობით მუხლმოდრეკილი ლოცვა.
მამაჩემზე მოგიყვებით, მას ძალიან დიდხანს არ ყავდა შვილები, რის გამოც მწუხარებდა, 40 წლის ასაკში გადაწყვიტა აღთქმა დაედო ღვთის წინაშე და ღმერთს შეფიცა: "ოღონდ მომეცი შთამომავალი და ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ შევჭამ არც ხორცს, არც თევზს, მხოლოდ ბალახეულით გავატარებ ჩემ დარჩენილ ცხოვრებას." მისი ასეთი მუხლმოყრილი ლოცვა ღმერთმა შეისმინა და მისგან დაიბადა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ერთ-ერთი ჩემი ძმის შვილი ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა კახაბერია (ღაჟონია), რომელმაც დიდი საერო მოღვაწე ცხოვრება დათმო უფლის პოვნისათვის. ერთერთი ლუკას ქალიშვილი, მე (დარეჯან ღაჟონია-საჯაია), ასი წლის ზღვარზე გავხდი სქემმონაზონი ანა. ჩემგან ჩემი უფროსი ქალიშვილი გახდა მონაზონი, დედა სოფიო, ხოლო ჩემი პირველი ქალიშვილის, დედა სოფიოს ერთადერთი შვილი არის ორთუბნის დედათა მონასტრის იღუმენია მარიამი, სადაც სამი თაობა ერთად ვმოღვაწეობთ. მართლაც გამოუკვლეველია უფლის გზა. ჯერ მე დავბადე ჩემი შვილი, ჩემი შვილიდან შვილიშვილი, ეხლა კი პირიქით არის. ღვთის ნებით დედა მარიამიდან დედამისი, დედა სოფიო გახდა მონაზონი - დედა სოფიოდან მე, დედა მარიამის აღმზრდელი ბებია. ასეთია ღვთის განგება, რასაც ვერავინ ჩაწვდება.

-დედაო, სად დაიბადეთ და სად გაიზარდეთ?


-აფხაზეთში დავიბადე, 1915 წელს, კალანდობას. დაბადების მოწმობა არ მქონდა, როგორც ეს 20-იან წლებში ხდებოდა, გვიან ამიყვანეს აღრიცხვაზე. მე ასი წლის ვარ. მამაჩემი გარდაიცვალა 105 წლის. შთამომავლობა გვაქვს ასეთი, იმიტომ ვარ ახლა მე ცოცხალი. მამა, ლუკა ღაჟონია ბუხრების მშენებელი ოსტატი იყო აფხაზეთში და მთელ საქართველოში. ბავშვობის ბედნიერი წლები გავატარე ოზურგეთის სოფელ გაღმა დვაბზუში, სადაც მამაჩემი დაფასებული სიტყვის მთქმელი ადამიანი გახლდათ. ხშირად მაგონდება, როგორ მოდიოდნენ მასთან რჩევისთვის, სულიერ თუ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით. იმ დროს სოფელი უბრალოებით, ჯაფით და ურთიერთობის სიყვარულით აღსავსე იყო, როგორც ეს გურიაში ხდებოდა. ამის მაგალითი ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონია", სადაც სიღარიბეში ჩანს, რომ ბედნიერება სიყვარულშია და არა სიმდიდრეში.

სოფელი ჩემთვის ბედნიერების მშობელია. ბევრ საგულისხმო ისტორიებს ვიგონებ. იქ ნანახი და გაგონილი ამ ასაკშიც არ მავიწყდება. განსაკუთრებით მახსენდება მამას აღმზრდელობა. მამაჩემის სამართლიანი სიმკაცრის გამო სიმართლე ბავშვობიდან შევიყვარე. ერთხელ მამამ ბატის ჭუკები გაგვატანა დასამწყემსად მე და ჩემ უფროს დას, თამარს. ღელეზე გადმოსვლის დროს ბატების მწკრივს ერთი ჭუკი ჩამორჩა, რომელსაც ბავშვური სიცელქით ქვა ვესროლე. ჩემდა ბედად თავში მოხვდა და მოკვდა. ჩემმა დამ მითხრა, მამა მოგვკლავს, მკვდარი ჭუკი გადააგდეო. მე სიმართლე ვარჩიე. ბატის ჭუკი თხემლას ფოთოლში გადავახვიე და სახლში წავიყვანე. მამაჩემმა ყველა დაითვალა და ერთი რომ აკლდა გვკითხა, მეცამეტე სად არისო. მე ვუთხარი, ბატონო მამა, ქვა ვესროლე, თავში მოხვდა და მოკვდა. მამამ მითხრა, სად არის მომიყვანეო. მე კი თხემლას ფოთოლში გახვეული ჭუკი მოვუტანე, რომელიც მისი სამუშაო დაზგის ქვეშ შევინახე. მამა მომიბრუნდა და მითხრა, შენ ეხლა დასჯისგან სიმართლის თქმამ გადაგარჩინაო. მაშინ შვიდი წლის ვიყავი.

მამაჩემის დამსახურებაა ჩვენ სოფელში სკოლის დაარსება. ისტორიულად ვიცი, რომ მან ფილიპე მახარაძის თხოვნით თანხა შეაგროვა, რათა ჩაეტანა ტიფლისში, მის ძმასთან მაქსიმილიანე ღაჟონიასთან. რის საფუძველზეც აშენდა სოფელ გაღმა დვაბზუში სკოლა. მისი განათლებისადმი სიყვარულით მოვინდომე სწავლა. რვა წლის ვიყავი, "იავნანას წიგნი" დაუკითხავად ავიღე მამას წიგნების თაროდან და სოფლის ტყიან ეზოში გავიპარე წასაკითხად. ჩემდა ბედად წიგნი ხის მორზე დამრჩა, რომელიც წვიმამ გააფუჭა. მახსოვს, ამ საქციელისთვის მამამ მართებულად დამსაჯა. რის შემდეგაც წიგნები უფრო მეტად შევიყვარე, გავუფრთხილდი და აზრიანად დავიწყე ყველა წიგნის კითხვა.
დროთა განმავლობაში დავიწყე ჩემს გულში ნააზრევის და სურვილების გამოხატვა ლექსებით, რომლებსაც სიყვარულის გამოსახატად ვჩუქნიდი ადამიანებს. გეტყვით ერთერთ ლექსს, რომელიც ჩემს მონაზვნად აღკვეცამდე დავწერე 2005 წელს. ეს შეეხება აბორტებს, რომელმაც ძალიან დამაფიქრა და განვიცადე, თუ რა იყო ჩვილის სიკვდილი დედის მუცელში. ლაპარაკია, როცა დედა აბორტით ჩანასახშივე კლავს შვილს.
ღმერთით საქართველოში შეწყდეს მუცლად სიკვდილი. დედებო, რაც არ უნდა გაგიჭირდეთ ღმერთი დაგეხმარებათ. თქვენს ნაყოფს მიეცით თქვენსავით ადამიანად ჩამოყალიბების უფლება, ღვთის სულს კი სიცოცხლე, რათა გამრავლდეს ქართველი ერი.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და იღუმენია მარიამის ხელმძღვანელობით აქ, ღვთისმშობლის სავანეში ვინც ვიმყოფებით, ერთი სახლეულიდან სამი თაობა მონასტრის დებთან ერთობით, ვლოცავთ ჩვენს პატრიარქს, საქართველოს უდიადეს სულიერ მამას, უწმიდესს და უნეტარესს, ილია მეორეს, მამაზეციერმა დალოცოს. ყოფილიყოს ჯანმრთელი, უძლეველი, რომ მასთან ერთად სამშობლოს - საქართველოს არ მოკლებოდეს სიკეთე და რწმენა. ასე ვლოცავთ ყოველდღე პატრიარქს, მშობელს საქართველოს. ჩვენი მეუფე იობის მაკურთხეველს, სულიერ მამას და მეუფე იობს, რომელიც თავისი მართლმადიდებლობისადმი ერთგულებით ჯერ კიდევ მაგალითი იყო ჩემთვის ერში, ვიდრე მონაზონი გავხდებოდი. ვლოცავ მთელ საქართველოს სამღვდელოებას, ბერ-მონაზონთან და ერთან ერთად. მამაზეციერმა სრულიად საქართველო მართალნი წარგვადგინოს მის წინაშე.

KARIBCHE

სამშვიდობოს ზარები

"ღმერთმა რომ შექმნა სამყარო,
გაყო წყალი და ხმელეთი,
ქვეყნად ნათელი მოჰფინა,
არ დაივიწყა ბნელეთი.
თავის ხატად და მსგავსებად
მან შექმნა ადამიანი,
სიცოცხლის სული შთაბერა,
აამეტყველა ხმიანი.

მანვე უბოძა თვის შექმნილს,
სიბრძნე, ნიჭი და გონება,
თეთრის და შავის გარჩევის
დანახვა, არ დაყოვნება.
ჭეშმარიტია ღვთის სიყვარული,
რწმენით მის სახელს ვეთაყვანები,
ვავედრებ უფალს, რომ სამშვიდობოდ
საქართველოში რეკდეს ზარები".
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წელი.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler