ჩვენზე ღვთის წყალობა უფლის ნებით ხდება
ჩვენზე ღვთის წყალობა უფლის ნებით ხდება
უფალი ზედმეტს არავის გვაძლევს, ყველას თანამიმდევრობით და ზომიერად ანიჭებს ყოველივეს
ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ღვთის ნებით უნდა მიმდინარეობდეს. როგორც თევზი ვერ ცოცხლობს უწყლოდ, ასევე ვერ იქნება კაცი უფლის გარეშე. ეკლესიასთან მუდმივი ურთიერთობის მქონე ადამიანის აზროვნება ღვთის ნებაზეა აგებული და ღვთით გადაწყვეტს ყოველივეს.

ღვთის ნების განცხადებისთვის კარგი იქნება, თუ აღსარებით სინდისს განვიწმენდთ და სინდისის ხმას მივდევთ. შინაგანად ადამიანს რამდენიმე ხმა აქვს - ღვთის, კაცის და ბოროტის. კარგი იქნება, თუ სინდისის ხმას გამოვარჩევთ და საკუთარ თავს ვკითხავთ სწორ არჩევანს. საკუთარი სინდისი და სახარება უნდა გავაიგივოთ. თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ეს სინდისის გამოძახილია. წმინდა თეოფანე დაყუდებულის წიგნში, "წერილები ქრისტიანული ცხოვრების შესახებ", ვკითხულობთ ღვთის ნებისადმი მორჩილების შესახებ: "უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და კმაყოფილია, ხოლო როცა მშიერია და გლახაკი, უკეთესია. გლახაკი კი ძლიერი ყინვის დროსაც კარდაკარ დარბის და მათხოვრობს. წავიდოდა სამათხოვროდ, პურის ნატეხი რომ ჰქონოდა?

როცა კაცი უბედურებას გრძნობს, მის შფოთსა და შრომას დასასრული არ უჩანს. ასევეა გულიც! როცა მას უბედურების, სიგლახაკისა და შიმშილის გრძნობა ეწვევა, მოსვენებას არ აძლევს არც ხორცს, არც სულს. თავს არ იბრალებს და ნებისმიერ შრომას არად დაგიდევთ. შიმშილსა და უბედურებას კი უფალი უგზავნის მლოცველს და მავედრებელს. ეს ჯანმრთელობის ნიშანია. ავადმყოფს კი მადა არა აქვს; იგი მაძღარია, თუნდაც ერთი კვირა არაფერი ჭამოს. უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!

მოკლე თოკით დაბმული ჩიტი აფრინდება და ჩამოვარდება. ისევ აფრინდება და ჩამოვარდება. როცა ძაფი გრძელია, ჩიტი უფრო მაღლა და შორს აფრინდება. მაგრამ ისევ თავისი მიჯაჭვულობის ადგილზე ეცემა. დიდ გალიებშიც დაფრინავენ ჩიტები, მაგრამ თავისუფლება არა აქვთ. როგორ დავიხსნათ თავი?

როდესაც ცეცხლი ემუქრება დაბმულს, ისეთი ძალით გაიწევს, რომ რკინის ჯაჭვს გაწყვეტს, არათუ სუსტ ძაფს. რაღა დაგრჩენია, დაანთე უბედურების ცეცხლი შენს გარშემო. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, უდროობაშიც ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი.

უმჯობესია, წინასწარ არაფერი ჩაიფიქროთ - არც მონასტერში წასვლა და არც მონასტრის იქით, რამეთუ ამის ძალები არა გაქვთ. თქვენი შინაგანი უნდა შეაშფოთოთ და ააფორიაქოთ, რომ არ დაეძინოს. ძილში სამსონიც კი შეკრეს, თმა შეაჭრეს და ძალები წაართვეს. როცა გულში მონასტერია, მაშინ მონასტრული წყობა გინდა იყოს და გინდა არა. გულში მონასტერი, აი, რა არის: ღმერთი და სული კაცისა. ოღონდ თუკი ღმერთი მოგიხმობს მონასტერში, უნდა წახვიდე. წინასწარ კი ნუ იფიქრებთ, რა შეგხვდებათ იქ. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ. თითოეული იქ ხვდება იმას, რაც სწორედ მას სჭირდება. ერთის მაგალითი მეორისას არ ჰგავს. უმჯობესია, ღვთის ნებას მიენდო და ყოველივე მიიღო ისე, როგორც ღვთის ხელიდან მომავალი".

როცა ღვთის წყალობა მოდის ჩვენზე, ესეც უფლის ნებით ხდება. წყალობას უშვებს უფალი ამა თუ იმ ადამიანზე და ისიც შინაგანი უფლისმიერი სიხარულით ხარობს, ღვთის წყალობით ამქვეყნიურად ბედნიერია და უფლის დიდებას იწყებს.

გვესაუბრება ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:

- ღვთის წყალობაა ყველაფერი, რაც უფალმა შექმნა ხილულ და უხილავ სამყაროში. ღვთის წყალობაა ყოველივე, რაც ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე შექმნა - ანგელოზები. როდესაც უფალმა ბრძანა, მინდა შევქმნა ჩემი მსგავსი და ხატიო, ხილული სამყარო შექმნა შვიდ დღეში. მეექვსე დღეს ადამიანი შექმნა, მეშვიდე დღეს განისვენა, დაისვენა. ამით მომავალ ადამიანებს გვასწავლა, რომ შრომისა და ლოცვის შემდეგ გვჭირდება დასვენება და უფალთან განსაკუთრებული ურთიერთობა. უფალმა ადამიანს ჩააბარა ყოველივე და დიდი გამოცდის წინაშე დააყენა. ყველაფერი შენ გიბოძე და ეს გამრავლებული უნდა დამიბრუნოო, - უთხრა კაცს. უფალს ჩვენგან სურს, შევინარჩუნოთ ღვთის ხატება და მსგავსება. სინანულის გზით მივუახლოვდებით მაცხოვარს.

ადამიანის დაცემული ბუნება ცოდვისკენაა მიდრეკილი და უმადურია ყველაფრის მიმართ. გვაკლია ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ღვთის ნება და წყალობაა, როცა უფალი გვაძლევს, რაც გვჭირდება - საზრდოს, შესამოსელს, ყოველი დღის მოცემისთვისაც უნდა ვმადლობდეთ უფალს.

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, დედაეკლესიაშია ცხონებაო. ცხონება ეკლესიიდან იწყება, ჩვენი მართალი სარწმუნოებით და კეთილი საქმეებით იწყება. შეიძლება ადამიანმა სიკეთე აკეთოს, მაგრამ თუ ჭეშმარიტი და სწორი სარწმუნოება არ გააჩნია, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან - ცხონება შეუძლებელია. ვეცადოთ, რომ ცხოვრების წესით არ მივემსგავსოთ წარმართებს და უფლის გზით ვიაროთ. ირგვლივ სამყაროს სილამაზით ტკბობა და გარიჟრაჟის ცქერაც უფლის წყალობაა. გამთენიისას ექვსსაათიანი ლოცვის თქმა ჩიტების ჟღურტულთან ერთად, რომელიც გალობას ჰგავს, ისიც ღვთის ნება და წყალობაა. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ადამიანი არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში და უფლის ნებით იცხოვროს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან - დიდი ცოდვაა შიში. საკუთარი თავი უნდა ვაიძულოთ, შიშზე მაღლა დავდგეთ. როცა უფლის ნებით ვიცხოვრებთ, უფლის მადლი და წყალობა მეტად მოვა ჩვენზე. უფალი ზედმეტს არავის გვაძლევს, ყველას თანამიმდევრობით და ზომიერად ანიჭებს ყოველივეს. ერთბაშად არაფერი უნდა მოვითხოვოთ. მაცხოვარმა უკეთ უწყის, ვის რა სურს, რა სჭირდება. ის გულთამხილველია. წმინდა მამების განმარტებით, ადამიანი მხოლოდ ადამიანის სახეს უყურებს, ღმერთი კი ადამიანის გულს. შეიძლება მოყვასი მოვატყუოთ, მაგრამ უფალს ვერ მოვატყუებთ. უფლის ხმა ყოველთვის გვამხელს. ამიტომ მართლები უნდა ვიყოთ უფლის, ეკლესიის, მოძღვრის წინაშე.

ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი ვართ და უფლის ნებით და წყალობით დღემდე მოვდივართ. უფლის მადლი ეკლესიაშია დავანებული. ცხოვრების ყოველი ეტაპი არის საფეხური. იწყება კარგით და გრძელდება საუკეთესოთი... არსებობს სულიერი და ფიზიკური მკურნალი. როცა კაცს რაიმე აწუხებს, ის სამკურნალოდ ექიმთან მიდის, ეკლესიაში კი სულის ტკივილს მოჰყავს და მოძღვრის ხელით უფალი სულიერად კურნავს. ასე, ნელ-ნელა სულიერად იზრდება, ვითარდება ადამიანი და სულიერ კიბეზე ადის.

უფალმა იცის, ვის რა ჯვარი არგუნოს. მღვდლობა მძიმე ჯვარია, მაგრამ ღირსეული და მადლიანი. მადლობა ღმერთს, რომ ვმსახურობ რაჭის ეპარქიაში, ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. სულიერი წინამძღვარი ფხიზელი უნდა იყოს სულიერი სამწყსოს მიმართ, რათა მრევლი არ დაიკარგოს და მტაცებელმა მგელმა არ მოიტაცოს. მადლობას ვწირავ ყველას, ვინც წლების განმავლობაში გვერდით მიდგას.

ღვთის ნებით და წყალობით ბარაკონის ტაძარი თანდათან მშვენდება.

ღვთის ნებით და მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხვით, რაჭის ეპარქიაში სულიერი აღმავლობაა, მეუფის დიდი სურვილია, აღორძინდეს საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი მრევლი, ეკლესია, სამშობლო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler