საქართველოს მომავალი ჩვენს ხელთაა
საქართველოს მომავალი ჩვენს ხელთაა
* ქართული გენი უნიკალურია და ვერ განადგურდება, ვერავითარი განსაცდელი ვერ ჩაკლავს. ენა, მამული და სარწმუნოება თუ შევინარჩუნეთ - ყველაფერი კარგად იქნება. უფლის წყალობით გადავრჩებით.

* ქართულ გენიას ასე დაუდგენია: აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია! გვჯერა აწმყოსი და მომავლისა. ჭეშმარიტად, ქართველებში ქართული სული არ კვდება.

* ძალიან კი ცდილობენ სხვადასხვა ვერაგული ხერხით ჩვენში ქართული სულის ჩაკვლას და უმრავლესობაში მოახერხეს კიდეც, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს ეს განძი.

* ქართული სულის შენარჩუნებას ეკლესიასა და ღმერთთან ახლოს დგომით თუ მოვახერხებთ. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ქართულ სულს... ღმერთმა მოგვცეს ძალა და სიბრძნე იმისა, რომ არ დავკარგოთ ქართველობა.

* საქართველოს ისტორია სავსეა როგორც თავგანწირვისა და ერთგულების, ასევე ღალატის ფაქტებით. დღესაც ასე ხდება - როგორც ჩანს, შევინარჩუნეთ ის ქართველობა...

* საქართველოს მომავალი ჩვენს ხელთაა!

* ჩემი აზრით, ცხოვრებაში, პირველ რიგში, სულიერი სიძლიერეა საჭირო. საქართველო გვაერთიანებს. ის ხომ ჩვენი საფიცარია, შორს წასული ქართველი კი ტკივილია უზარმაზარი... გვიყვარდეს ერთმანეთი!

* უზომოდ და უაზროდ მიყვარს ჩემი საქართველო! ხალხო, დაუკვირდით, რა ლამაზი სიტყვებია: ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ი და
ს-ა-ქ-ა-რ-თ-ვ-ე-ლ-ო!!! ერთი ჩემი მეგობარი გაბრაზებული იყო და - არ მიყვარს საქართველოო. რატომ-მეთქი. და იცით, რა მიპასუხა? საქართველოს რომ ვუყვარვარ, ესეც საკმარისიაო...

* ასეთი ლამაზი, მებრძოლი და ამავე დროს სათუთი სამშობლო როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, მისი სურნელი თან არ გდევდეს და ხმა არ ჩაგესმოდეს?!

* ქართველი მაინც ქართველია. ცუდი აქაც არის და იქაც; მთავარია, საქართველო უფლისგანაა დალოცვილი. ის კი, ვინც არაქართულ და არავაჟკაცურ საქციელს ჩაიდენს, არასოდეს იქნება ქართველი...

* ქართველი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები, თუ გეყვარება საქართველო და ყველაფერს გააკეთებ, რათა დაიცვა და დაიფარო შენი ქვეყანა. რაც შეეხება გაჭირვებასა და დაჭირვებას, პირადად მე ბევრჯერ გამჭირვებია, მაგრამ არაქართული და არავაჟკაცური საქციელი მაინც არ ჩამიდენია...

* რას არ გააკეთებს ქართველი არასდროს? სტუმარს ქუჩაში არ დატოვებს, "თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა"...

* თავისზე სუსტს არასდროს დაჩაგრავს. პირიქით, დაეხმარება, რითიც შეუძლია. მხოლოდ ნამდვილ ქართველებს ვგულისხმობ...

* ალბათ, ბოლომდე სამშობლოს ერთგული დარჩება - არ უღალატებს ქვეყანას. მე ასე მიცხოვრია და ასეც მოვიქცევი.

* ყველაფერი აირ-დაირია, ყველაფერი დავივიწყეთ. დღეს ადამიანი გამარჯობას რომ გეტყვის, იმაზეც უნდა იფიქრო, როგორი ტონით გითხრა - ყალბი ხომ არ არის!

დღევანდელობით რომ განვსაჯოთ, ქართველი ალბათ ყველაფერს იკადრებს...

* ქართველმა რაც არ უნდა გააკეთოს, ერთს ნუ დაივიწყებს მხოლოდ: არ დაგავიწყდეთ, ქართველებო, რომ ქართველები ხართ! არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს სამშობლოს მტრები ჰყავს! რომ ჩვენ სულით უკვდავნი ვართ და ვერავინ შეძლებს, ღმერთს მოგვწყვიტოს! უფალი ყველგანაა - მთავარია მოინდომო და შეიგრძნობ მას...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler