თუ კაცს გინდა, ქრისტიანი და ქართველი გერქვას, მრავალშვილიანობით უნდა ემსახურო ერს
თუ კაცს გინდა, ქრისტიანი და ქართველი გერქვას, მრავალშვილიანობით უნდა ემსახურო ერს
ოჯახში პური და სუფთა ღვინო ყოველთვის მაქვს და არ მეშინია იმისა, რომ სტუმარს თავს ვერ მოვაწონებ
ცოტა ხნის წინ "საპატრიარქოს უწყებანის" ქრონიკაში ერთი მეტად სასიამოვნო ინფორმაცია ამოვიკითხე - თურმე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში 2009 წლის მეათასე ჩვილი დაბადებულა. სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორის, არქიმანდრიტ ადამის (ახალაძე) თქმით, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლში შობადობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა და ეს ფაქტი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ერის გამრავლებისა და კეთილდღეობისთვის ლოცვის შედეგია.

ამჯერად პატრიარქის კიდევ ერთი ნათლულის - კონსტანტინე ლიპარტელიანის ოჯახზე მინდა გიამბოთ. კონსტანტინე ამ ოჯახის მესამე შვილია. პატრიარქის ნათლულთა ნუსხაში კი
2205-ე. ლიპარტელიანების ოჯახი ქრისტიანული პრინციპებისა და ეროვნული ტრადიციების ერთგულებით გამოირჩევა. ოჯახის თავკაცის, მზრუნველი მამისა და მეუღლის - გიგა ლიპარტელიანისა და მისი მეუღლის, მაია ბარამიძის გარჯით ამ ოჯახში საოცრად თბილი, მშვიდი გარემოა. ამ სითბოს ისინი ყველა სტუმარს უნაწილებენ. სტუმართმოყვარეობა ამ ოჯახის წმინდათაწმინდა მცნებაა. გიგა ლიპარტელიანი სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის სტიქაროსანი გახლავთ. ერთგულად უდგას მხარში თავის მოძღვარს - მამა შიოს (მენაბდე). მაიას ყოველ კვირას ბავშვები ეკლესიაში საზიარებლად დაჰყავს. გიორგის, ანას, კონსტანტინეს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში თითქმის ყველა იცნობს.

ახალგაზრდა ოჯახი იმდენი შვილის ყოლას აპირებს, რამდენსაც ღმერთი მისცემთ.

ვესაუბრებით გიგა ლიპარტელიანს.

- როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- ოჯახი 2000 წელს შევქმენით. მაშინ არც მაია და არც მე ეკლესიურად არ ვცხოვრობდით. გურიაში სტუმრად ვიყავი ბიძასთან და მაია იქ გავიცანი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე მაიას ოჯახს ვუთხარი, რომ დაქორწინებას ვაპირებდით. გურულებმა - ცოტა მოიცადეთო, მაგრამ მესამე ჩასვლაზე ჩავსვი მანქანაში და წამოვიყვანე. მახსოვს, ძალიან დიდი თოვლი იყო მაშინ. მე ლენტეხის რაიონის სოფელ ლასკადულადან გახლავართ. იმხანად ჩვენთან, ცაგერის გარდა, მოქმედი ეკლესია არ იყო. ამიტომ მაშინ ვერ მოვახერხეთ ჯვრის დაწერა. მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ, როცა უკვე გიორგი გვყავდა, დავიწერეთ ჯვარი და ბავშვიც იმავე დღეს მოვნათლეთ.

თბილისში რომ გადმოვსახლდით, ჩემი მეგობრის დახმარებით სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში მივედი მამა შიოსთან. მასთან ვთქვი პირველი აღსარება და დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. ასე თანდათან ღვთის შემწეობით მივდივართ წინ.

- ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ რა შეიცვალა თქვენში?

- რა თქმა უნდა, ბევრი რამ. როდესაც ეკლესიაში გესმის, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი, რა ევალება მას, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები ყველაფერს. თუმცა როგორ ასრულებ, ეს სხვა საკითხია. ვცდილობთ, ცოტათი მაინც მივბაძოთ ჩვენს წინაპრებს. დედაჩემსაც და მამაჩემსაც ათ-ათი დედმამიშვილი ჰყავდათ. ჩვენ ოთხი ძმა ვართ. მამა 15 წლისას გარდამეცვალა. მე უფროსი შვილი ვარ. ვფიქრობ, თუ კაცს გინდა, ქრისტიანი და ქართველი გერქვას, მრავალშვილიანობით უნდა ემსახურო ერსა და ქვეყანას. სულ მრავალშვილიანი ადამიანების გარემოცვაში მიხდება ყოფნა და ჩემი ოცნებაა, მეც მრავალი შვილი მყავდეს. თანაც რამხელა მადლი და ბედნიერებაა, რომ შენი შვილის ნათლია პატრიარქია!

- პატრიარქის ნათლულზე - კონსტანტინეზე მოგვიყევით.

- კონსტანტინეს დაბადებამდე ვიცოდით, რომ მას პატრიარქი მონათლავდა. და, რაღა თქმა უნდა, გაათკეცებული სიხარულით ველოდებოდით მის დაბადებას, რასაც ერთი კურიოზი უძღოდა წინ. ყველას ეგონა, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო. ექიმებიც ამას გვეუბნებოდნენ. ჩემმა ცოლმა გოგონას ტანსაცმელი გაამზადა, ბიჭისა კი ჩაალაგა. მე კი ჯიუტად მჯეროდა, რომ ბიჭი იქნებოდა. მარწმუნებდნენ, ექიმები არ ცდებიანო. ერთადერთი შეუმცდარი ღმერთია-მეთქი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მთავარი იყო, ღვთის წყალობით, ჯანმრთელი ყოფილიყო. გიორგობის დღესასწაული მოახლოვდა. მწუხრის ლოცვას დავესწარი. მამა შიოს ვაჟი გიორგობასაა დაბადებული. მითხრა, შენი ბავშვი ისე იგვიანებს დაბადებას, ალბათ გიორგობას უცდის, ნამდვილად ბიჭი იქნებაო. მართლაც, მწუხრის ლოცვიდან გამობრუნებისთანავე მაია სამშობიაროში წავიყვანეთ და კონსტანტინე დაიბადა.

- მრავალშვილიანობის სიკეთე თქვენ, სვანებს, უკეთ მოგეხსენებათ. სვანური ოჯახების უმრავლესობა ხომ მრავალშვილიანია...

- დედაჩემის და მამაჩემის დედმამიშვილები ყურადღებიანები არიან ერთმანეთის მიმართ. მხარში უდგანან ერთმანეთს, ეხმარებიან. გაჭირვებაშიც კარგია ამდენი დედმამიშვილი და ლხინშიც. ხშირად მინახავს, ერთი ან ორი შვილი რომ ჰყავთ, სულ დაჰფოფინებენ თავზე, თვალებში შესციცინებენ, ყველა ხელობა ემეტებათ მისთვის, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. საბოლოოდ, ბავშვი ითრგუნება და იზღუდება. როცა მრავალი ბავშვია ოჯახში, მათგან რომელიმე ექიმი გამოვა, რომელიმე - მასწავლებელი და ა. შ. ჩვენი წინაპრებიც ოჯახში ბევრნი იყვნენ. ზოგი მეომარი იყო, ზოგიც შინ მეურნეობას მისდევდა, ზოგი მონასტერში მიდიოდა და ამით საერო საქმეც კეთდებოდა და საბეროც.

დღეს უფრო მეტად მატერიალური სიდუხჭირის გამო არ აჩენენ ბევრ შვილს. ვფიქრობ, ყველაფრის თავიდათავი ურწმუნოებაა. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ამყარებს იმედს და უფალს ნაკლებად ენდობა. ამბობენ: რა ვაჭამოთ შვილებს, რა ჩავაცვათო, არადა ბევრი მათგანი ხშირად უმაქნის ნივთებში ფლანგავს ფულს. ფუფუნება არ არის აუცილებელი. მთავარია ოჯახში იყოს სიყვარული და ღვთისმოსაობა. სახარებაში უფალი ბრძანებს: თქვენ, მოკვდავებმა, თუკი იცით, რა მისცეთ შვილებს, მით უფრო იცის ზეციურმა მამამ, რაც გჭირდებათ და მოგაგებთ თქვენ.

- რა თქმა უნდა, რაოდენობა არ არის გადამწყვეტი. მთავარი მაინც შვილების სწორი აღზრდაა. რამდენად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ეს მშობლებს?

- დღეს საცდური დიდია. ამ საფრთხის გაცნობიერება კი ყველა მშობელს მართებს. ვცდილობთ, მეტ-ნაკლებად გავაკონტროლოთ, ვისთან ამხანაგობენ, რას კითხულობენ, რა სიტყვებს წარმოთქვამენ, რას უყურებენ და უსმენენ, თუნდაც ტელევიზიით. ძირითადად საპატრიარქოს არხს ვუყურებთ. ვცდილობთ, გავიყვანოთ ქალაქგარეთ, დავათვალიერებინოთ ტაძრები, ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ბავშვებს უგროვდებათ ცოცხალი შთაბეჭდილებები და ეს ღრმად ილექება მათ სულებში. მცდელობას არ ვაკლებთ, რომ ესენი ღირსეული ადამიანები გაიზარდონ, დანარჩენი კი უფლის ნებაა.

ბავშვობიდან თავნება და გაფანტული ვიყავი. ოჯახს რომ მოვეკიდე, ბავშვებზე ზრუნვამ, ოჯახურმა ტვირთმა ზოგიერთი ძველი თვისება და უკეთურება განმაგდებინა. თუმცა ახლაც მიჭირს რაღაცებთან შეგუება, რადგან თავის დროზე ვერ მივეჩვიე წესრიგს. მაგრამ ბავშვები ყველაფერს მავიწყებენ. ხშირად გვიან ვბრუნდები შინ, იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე, რომ მივდებ თუ არა თავს, მაშინვე მიმეძინება. დილას რომ გავიღვიძებ და ამათი ხმა მესმის, სულ სხვა ძალით ვივსები. მერე ამ ძალას მთელი დღის განმავლობაში საწვავივით ვხარჯავ. და ასეა ყოველდღე. ამ სიხარულისთვის ღირს ნებისმიერი წვალება. რაც მეტი შვილი გეყოლება კაცს, ალბათ მით მეტ ძალას მოგანიჭებს უფალი. თანაც ფუჭი ფიქრებისთვის დრო აღარ გრჩება. ასეთ ფიქრებს მოაქვს სწორედ ნევროზები და ათასი ფსიქიკური პრობლემები. მხოლოდ აწმყოთი უნდა იცხოვრო კაცმა. არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. სულ უნდა საქმიანობდე. რაც დრო გადის და რაც უფრო გეზრდება ტვირთი, ღვთის შეწევნა და მადლიც გიმრავლდება, სიხარულსაც უფრო მეტად გრძნობ.

- რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც ხარ პატრიარქის ნათლულის მშობელი?

- პატრიარქის ნათლული აუცილებლად უნდა იყოს თავმდაბალი, ქრისტიანული თვისებებით შემკული. ჩვენ, მათ მშობლებს, კი გვევალება, აღვზარდოთ ისინი ისე, რომ უფლისთვის სათნოდ იცხოვრონ. ჩვენს პატრიარქსაც ეს სურს და ლოცულობს. თუკი ვიქნებით ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის მორჩილნი, შევისმენთ მის სიტყვებს და აღვასრულებთ, არაფერი გაგვიჭირდება.

მწამს, ჩვენი პატრიარქის ეს თაოსნობა კიდევ მეტ შედეგს გამოიღებს. პატრიარქი თვლის, რომ ქართველის ფიზიკური გამრავლების პრობლემაა უპირველესად მოსაგვარებელი. ეს კი სულიერ განმტკიცებასა და აღორძინებას შეუწყობს ხელს. მადლობა ღმერთს, დღეს უკვე ბევრმა ოჯახმა სხვა თვალით შეხედა ამ საკითხს, დაინახა და გააცნობიერა, თუ რატომ არის მრავალშვილიანობა საჭირო და აუცილებელი. შვილების გაზრდა, რა თქმა უნდა, დიდი გარჯაა. ღამეები უნდა ათიო, ჯეროვნად აღზარდო, სათანადო განათლება მისცე, გზაზე დააყენო, დააბინაო. თანაც ირგვლივ ათასი საფრთხეა ჩასაფრებული, მათ შორის გლობალიზაციიდან და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ. წმინდა პაისი მთაწმინდელი ამბობდა, რომ ბავშვები მაგნიტოფონის ფირებივით არიან. რასაც ჩაწერ, იმას დაუკრავენო. ყალბად გაგებულმა თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ბავშვებს თითქმის არაფერს უკრძალავენ, რათა "უკომპლექსოები" გაიზარდონ. აკრძალვა ჯერ კიდევ სამოთხეში იყო დაწესებული. რა თქმა უნდა, ყველაფრის აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ზოგჯერ ეს უკუშედეგს იძლევა და იმ აკრძალულს ბავშვი მერე უფრო მეტად ეტანება, მაგრამ არც თავის ნებაზე მიშვებაა სწორი, ყოველ შემთხვევაში, იმ ეტაპამდეAმაინც, როცა უკვე პიროვნებად ჩამოყალიბდება და თავად შეძლებს ავ-კარგის გარჩევას. მერე ალბათ უკვე შეგიძლია მშობელს, აღარ ჩაერიო შვილის გადაწვეტილებებში. მაგრამ მშობლის რჩევის გათვალისწინება, ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლოა შვილისთვის.

- რას ეტყოდით მათ, ვინც მატერიალური სიდუხჭირის გამო უარს ამბობს მრავალი შვილის ყოლაზე?

- მთავარია უფლის მცნებებით ცხოვრება. მშრომელ და პატიოსან კაცს ღმერთი არ გაუჭირვებს. გავიხსენოთ თუნდაც ფსალმუნის სიტყვები: "ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი და თესლი მისი კურთხეულ იყოს" (ფს. 36,25). ღვთის წყალობით, როცა ვიღვაწებთ ისე, როგორც საჭიროა, უფლის შეწევნა და ნუგეშიც არ დააყოვნებს. უკვე 38 წლის ვარ და ჯერაც არ მქონია ოფიციალური სამსახური, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ გვაკლია ის, რაც საჭიროა. თავიდან პატარა ოთახი ვიყიდე, მერე გავფართოვდით. ნაკვეთიც შევიძინეთ. პატარა ვენახი გავაშენე. ასე რომ, ღვინო არ გვაკლია ოჯახში და სტუმრებს ჩემივე ხელით დაწურული ღვინით ვუმასპინძლდები. სტუმრები ძალიან გვიყვარს. დღე არ გავა, ვინმე არ მოვიდეს. ბავშვებიც დიდი სიხარულით ეგებებიან სტუმარს. სტუმართმოყვარე ოჯახში ვარ გაზრდილი. ბავშვობიდან მოყოლებული, მამაჩემს რომ ვუყურებდი, ნაჯაფარი კაცი ისე არ მოვიდოდა შინ, სტუმარი არ მოჰყოლოდა. მერე დაღლილებს უცებვე ეკიდებოდათ სასმელი და მთელი ღამე მღეროდნენ. ვცდილობ წინაპრების გზა გავაგრძელო. ოჯახში პური და სუფთა ღვინო ყოველთვის მაქვს და არ მეშინია იმისა, რომ სტუმარს თავს ვერ მოვაწონებ. ასე ვცხოვრობთ. გვიჭირს თუ გვილხინს, ვმადლობთ ღმერთს. უფლის წყალობა და ჩვენი პატრიარქის ლოცვა ყოფილიყოს ყველა ქართული ოჯახის თანამდევი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler