"განაახლეთ ბედიის ტაძარი და ნახავთ, რა სწრაფად შეაკავშირებს სამურზაყანო აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს..."
"განაახლეთ ბედიის ტაძარი და ნახავთ, რა სწრაფად შეაკავშირებს სამურზაყანო აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს..."
XX საუკუნის უკანასკნელ ქართველ ათონელებზე რომ ვაგროვებდი მასალას, ერთ იმდროინდელ მოღვაწეზე, მადლმოსილ და საოცარ ბერზე, იოსებ შელიასა და მის რამდენიმე თანამედროვე სასულიერო პირზე წავაწყდი ცნობებს.

მართალია, მამა იოსების ათონურ ცხოვრებაზე ბევრი ვერაფერი ამოვიკითხე, მაგრამ იმდროინდელმა საარქივო დოკუმენტებმა მრავალი ფაქტი და დავიწყებული სახელი წარმოაჩინა.

მამა იოსები
(რომელსაც ერში იესე ერქვა) სამეგრელოში, ერთი გლეხის ოჯახში დაბადებულა 1850 წელს. დაწყებითი განათლება თავისი სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიუღია, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესო ტიბიკონი მონასტერში უსწავლია.

1870 წლის 1 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ), რომელსაც იმ დროს აფხაზეთის სამწყსო ებარა, სოხუმის ეპარქიაში, სოფელ ოქუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის მედავითნედ დაადგინა, ხოლო ხუთი წლის შემდგომ სოფელ ფსირცხის წმინდა სვიმონ კანანელის ტაძრის წიაღს შეეფარა.

1877 წლის 12 აპრილს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რომელშიც ძალზე აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზი მუჰაჯირებიც, მოსახლეობა რუსეთის ხელისუფალთ აუჯანყდა.

აფხაზეთში შემოჭრილ თურქებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა სასულიერო პირებმა გაუწიეს, რომელთაგანაც ზოგმა მოწამეობის გვირგვინი დაიდგა, ზოგი კი თურქეთს წაასხეს ტყვედ. ერთი მათგანი გახლდათ ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე გეგია, რომელიც 1877 წლის 5 აგვისტოს თურქმა მტარვალებმა წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

რაც შეეხება მედავითნე იესე შელიას, სხვა უამრავ სასულიერო პირთან ერთად დაატყვევეს და ყოველგვარ უფლებააყრილს სტამბულს უკრეს თავი, საიდანაც რამდენიმე წელიწადში, ომის დასრულების შემდეგ გამობრუნდა.

აფხაზეთისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია მეორე დიდი მუჰაჯირობა იყო.

ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა უამრავი ადამიანის ცხოვრება განსაზღვრა, მათ შორის - მამა იოსებისაც, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1881 წლის ზაფხულის დამდეგს, ოჩამჩირის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა, ხოლო ორი წლის შემდგომ ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მალევე - მღვდლად და ბლაბურხვის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრობა ჩააბარა. მამა იესემ იქ რამდენიმე წელიწადს იმსახურა და 1887 წელს რეჩხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში განამწესეს.

1897 წელს მამა იოსები საკუთარი თხოვნითვე წამოვიდა აფხაზეთის ეპარქიიდან და იმავე წელს ათონს გაემგზავრა იქაურ ქართველ მამებთან სამოღვაწეოდ, რომელთა ნაწილი იმ დროს უკვე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში იყო თავმოყრილი.

მამა იოსები ბერძენთაგან ქართველ მამათა გამოძევებას არ მოსწრებია, იგი 1904 წელს გამოემგზავრა წმინდა მთიდან და გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, თეკლათის მთავარანგელოზთა სავანეში იწყო მსახურება.

განვლო ხუთმა წელმა და აფხაზეთში დაბრუნებული ბედიის ღვისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წელს იოსების სახელით აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს კი ბედიის "ვლაქერნის" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის გამგებლად დაადგინეს.

უდიდესი ძალისხმევის გამოისობით ბედიის ძველი სავანე, რომელიც უკუღმართმა საუკუნემ და უბედო ბედმა სრულიად გააუკაცრიელა და გააპარტახა, ღვთის წყალობით, ნაწილობრივ აღადგინა და სამონასტრო ცხოვრებისთვის პირობების შექმნაც შეძლო.

აი, რას წერდა იმდროინდელი "სახალხო ფურცელი":

"რაღას წარმოადგენს დღევანდელი ბედიის მონასტერი? ამ ხუთის წლის წინათ იგი სრულიად გავერანებული იყო და ღვთის ანაბრად მიგდებული... მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ იქ დაბინავდა მხნე მუშაკი, სამშობლოს ძლიერ მოყვარული და ყოვლად სათნო ადამიანი მამა იესე შელია, რომელიც დღეს მღვდელმონაზვნის ხარისხშია იოსების სახელით. იგი დიდად გამოცდილი ადამიანია, მრავალ ადგილას ნამოგზაურები, საკმაო ხანი დაუყვია ძველ ათონზე ქართველთა სავანეში და ბოლოს განუზრახავს ბედიის ტაძრის აღდგენა და იქ მონასტრის დაარსება...

მას დახმარებია სოხუმის ყოფილი მღვდელმთავარი ანდრია (უხტომსკი), რომელსაც ნება გამოუთხოვია და მთელს იმპერიაში ხელის მოწერა გაუმართავს ბედიის ტაძრის განახლებისთვის საჭირო თანხის შემოსაკრებად.

სინოდს დაუმტკიცებია იგი მონასტრად და დღეს ჩაყრილია საფუძველი ახალი ცხოვრებისა ძველ ბედიაში.

მამა იოსების მაგალითისთვის სხვებსაც მიუბაძავთ და დღეს აქ ორი მღვდელმონაზონი და რამდენიმე მორჩილია.

სულ 2-3 წლის განმავლობაში მამა იოსების მუყაითი შრომის მეოხებით ძველი ტაძრის მახლობლად, დასავლეთით აუგიათ მშვენიერი ეკლესია, რომელიც 1912 წლის 16 აპრილს ეპისკოპოს ანდრიას უკურთხებია და დღეს მოქმედია.

ტაძრიდან ჩრდილოეთის მხრით კლდეში აიგო მეორე, ახალი ეკლესია, რომლის კურთხევაც მიმდინარე წლის (1912 წ.) 9 მაისსაა გადაწყვეტილი. საკურთხებლად გამზადებულია თვით ძველი ტაძრის მცირე საკურთხეველი სამხრეთით, რომელიც მშვენივრადაა განახლებული.

ტაძრის გალავნის სიახლოვეს მამა იოსებსვე საკუთარი ხელით აუგია მოზრდილი ხის შენობა ბერთა სენაკებით, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ, მონასტერს გააჩნია საკუთარი სახნავ-სათესი ადგილებიც.

გასაახლებელია მხოლოდ ბედიის უმთავრესი, დიდი ტაძარი, რომლისთვისაც ამჟამად თავდავიწყებით იბრძვის ბედიის მონასტერში ახალი ცხოვრების დამწყები მამა იოსები, რომელსაც ზნეობრივი და მატერიალური დახმარება ესაჭიროება. საზოგადოებამ ამ ადამიანს ყურადღება უნდა მიაქციოს და დახმარების ხელი გაუწოდოს, რადგან სათაყვანო ბედიის ტაძრის განახლება კვლავ შეაერთებს აფხაზურ-სამურზაყანოს თავის გარშემო.

"თუ ეს ტაძარი განვაახლეო, - მითხრა მამა იოსებმა მცირე საუბრის დროს, - ეს კუთხე საქართველოს არ დაეკარგებაო".

განაახლეთ ბედიის ტაძარი, მიეცით მას პირვანდელი სახე, დაე, ისმოდეს მის წიაღში ტკბილი ქართული, რომელიც დღეს მთელი სამურზაყანოს სკოლებიდანაც კი გაძევებულია და დაინახავთ, თუ რა სწრაფად შეაკავშირებს სამშობლო ენას, მამულს და სარწმუნოებას".

დიდი მცდელობის მიუხედავად, მამა იოსებმა ვერ შეძლო იმ დროს ბედიის მონასტერში ქართველ ბერთა თავმოყრა. სამწუხაროდ, სრულიად მოულოდნელად 1916 წელს გავიდა წუთისოფლიდან და ეს საქმე დაუსრულებელი დარჩა. მისი გარდაცვალების შემდგომ მონასტერი იქ მყოფმა რამდენიმე პირმაც დატოვა.

საბედნიეროდ, უფალმა ინება, ბედია ქართული ეკლესიის წიაღს არ მოსწყვეტოდა და 1917 წელს სვეტიცხოველში გამართულმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველმა საეკლესიო კრებამ სამურზაყანო ჭყონდიდის ეპარქიის წიაღში მოაქცია და ბედიაში დედათა მონასტერიც დაფუძნდა.

1920 წელს ხსენებული სავანის წინამძღვრად მონაზონი ნინო (ბოკერია) დაინიშნა, რომელიც მალევე აღიყვანეს იღუმენიას ხარისხში. დედა ნინო, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წარმომადგენელი და მონასტრის წინამძღვარი, 1921 წლის 1-5 ნოემბერს გელათის მონასტერში მიმდინარე ქართული სამოციქულო ეკლესიის III კრებაშიც მონაწილეობდა.

საქართველოს საპატრიარქო დღემდე ინახავს დოკუმენტურ მასალას, რომელშიც მოკლედ არის აღწერილი ბედიის მონასტრის თავგადასავალი და იქ მოღვაწე დედათა ბიოგრაფია. აი, ეს დოკუმენტიც:

"ბედიის "ვლაქერნის" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი გაიხსნა 1913 წლის 17 ოქტომბერს. ორივე ეკლესია ქვითკირისაა.

წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის განმაახლებელია (თავისი ხარჯით) მღვდელი იესე. გაკეთდა თაღი, ეკლესია დაიხურა ცინკით, გალესილია შიგნით და გარეთ ცემენტით, აგრეთვე დაუდგამს ხის კანკელი, ტრაპეზი, ცემენტის იატაკი და სხვა.

აგრეთვე მეორე ტაძარი, წმინდა იოანე მახარებლის სახელობისა, აგებული ქვითკირისგან მღვდელ იესე შელიას მიერ, რასაკვირველია, სხვადასხვა კერძო შემომწირველთა დახმარებით.

წმინდა ანდრიას ეკლესიაში ერთწყებიანი კანკელია, წმინდა იოანეს ეკლესიაში - ორწყებიანი. პირველში არის ოთხი შესანიშნავი კიოტი (2 დიდი და 2 პატარა), აქვს ოქროს ბარძიმი, რომელიც ინახება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. არის ნაწილებიანი, ვერცხლგადაკრული ხატი წმინდა სამებისა, ცხოველსმყოფელი ძელისა, ნათლისღებისა და სხვა, შეძენილი მღვდელ იესე შელიას მიერ იერუსალიმში 1905 წელს.

"ვლაქერნის" ღვთისმშობლის ტაძარში დამარხულია შუა ადგილას საქართველოს მეფე ბაგრატ III, მიტროპოლიტი ანტონ ჩხეტიძე. ამ ეკლესიის გარდა არის დიდი, ძველი ტაძარი ბაგრატ მეფის მიერ აშენებული. ბაგრატ მეფის ტაძარში ნახავთ ძველი ქვებით ამოვსებულ აკლდამას. ამ ბოლო პერიოდში ბედიის მონასტერს მღვდელმონაზონმა პავლემ (გეგიამ) შესწირა ხის სახლი 8 ოთახით და დიდი ზარი".


მონასტრის კრებული 1921 წლისთვის

სულიერი მოძღვარი და მწირველი - მღვდელმონაზონი პავლე (გეგია);

წინამძღვარი, იღუმენია ნინო (ბოკერია) - 50 წლის, სოფელ გეზათიდან, ქუთაისის მაზრა, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1920 წელს და ამავე წელს აირჩიეს იღუმენიად. ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

კანდელაკი, მონაზონი ივლიანე (ბერაია) - 40 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, აკვეცილია მონაზვნად 1920 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მონაზონი ელისაბედი (ივანიძე) - 50 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში ნამყოფია;

მონაზონი მაკრინე (კოლბაია) - 27 წლის, სოფელ ოქუმიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, აღკვეცილია მონაზვნად 1921 წელს, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მორჩილი თეკლე (რიგვავა) - 22 წლის, სოფელ ოქუმიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს საშინაო განათლება, მორჩილად მონასტერში 1918 წლიდანაა, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

ეკონომოსი, მორჩილი ევგენია (ძაძუა) - 35 წლის, სოფელ ნაბაკევიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განათლება, ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალი, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა;

მორჩილი დარია (ჯობავა) - 60 წლის, სოფელ რეჩხიდან, სამურზაყანოს მხარე, მიღებული აქვს შინაური განთლება, ქორწინებაში ნამყოფია;

ხაზინადარი, მორჩილი ეკატერინე (დვალიშვილი) (ბედიის მონასტრის წინამძღვარი, შემდგომ კი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ზოილე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათლია) - 30 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა;

მორჩილი თამარი (მჟავანაძე) - 20 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა".

საქართველოს გასაბჭოების შემდგომ ბედიის ახალშექმნილ დედათა მონასტერს სხვა ქართულ მონასტერთა მსგავსად უმძიმესი ხვედრი ერგო - ხელისუფალთაგან დევნილთ და ათასგვარ ავაზაკთაგან შევიწროებულთ უკიდურესად რთულ გარემოში უწევდათ არსებობა.

სავანე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებამ დახურა. აქ მოღვაწე მონაზონთაგან ზოგმა სხვა მონასტერს შეაფარა თავი, ზოგმაც - საკუთარ სახლს და ფარულად გააგრძელა მოღვაწეობა.

როგორც ჩანს, თავად ნათლიამ, დედა ზოილემ, უამბო ბედიის მონასტრის დახურვის ამბავი ჩვენს პატრიარქს, რომელიც იგონებდა: "დედა ზოილე იყო უკანასკნელი წინამძღვარი ბედიის მონასტრისა, რომლის დროსაც ხსნებული მონასტერი დაიხურა... ღამით დედები იქიდან გამოიქცნენ და დაიფანტნენ. უწმინდესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ისინი სხვადასხვა, ჯერ კიდევ მოქმედ მონასტრებში გადაანაწილა, ზოგი მათგანი კი ოჯახს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა..."

მეოხ გვეყოს მამა იოსებისა და ამ დედათა წმინდა ლოცვა უფლის წმინდა საყდრის წინაშე. ამინ!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ
ლუარსაბ ტოგონიძეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler