მართლმადიდებელი ამერიკა
მართლმადიდებელი ამერიკა
და სელესტინი - რაღაც შეეხო ჩემს გულს და ამ შეხებამ სინდისი გამიღვიძა
"ვიდექი ტაძარში, ვცდილობდი, გრძნობები არ გამემჟღავნებინა და არ გამენაწყენებინა ისინი, ვინც აქ მომიპატიჟა - ჩემი და და მისი მეგობრები. მეცოდებოდნენ ეს ადამიანები და მათი შეზღუდული, გულუბრყვილო რწმენა. ვფიქრობდი, - რა უგუნურობაა, გჯეროდეს, სიკვდილის შემდეგ იცოცხლებ ზეცაში მხოლოდ იმიტომ, რომ პურსა და ღვინოს იხმევ. მეტად მოსაწყენია, მთელი სიცოცხლე სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გეშინოდეს-მეთქი. მიმოვიხედე, კედლებზე უცნობი ხატები ეკიდა. ღვთისმსახურებამ დამღალა, მაგრამ მაინც ვკითხე გვერდით მყოფთ, ვინ არიან ესენი-მეთქი. მათ მიამბეს ამ წმინდანების ცხოვრება. შინ შემცბარი დავბრუნდი - უჩვეულო იყო მათი ცხოვრება, საკვირველიც კი... ყველას ასე რატომ სწამდა ამ იესოსი?!

იმ დროს ექსტრასენსობით ვიყავი გატაცებული. ვცდილობდი, განმეკურნა ხალხი "ზემატერიალური გონებით", ამიტომაც სასწაულებით ვერ გამაკვირვებდნენ, მაგრამ მოსმენილმა განმაცვიფრა იმით, რომ წმინდანები ღვთის შიშით იქმოდნენ სასწაულებს. ჩვენთან ერთ-ერთი ძირითადი პირობა "ზემატერიალური გონების" სისტემის ფლობისა, "ენერგეტიკული" კურნების გარდა, შიშისგან თავის დაღწევაც გახლდათ. ასე მასწავლიდნენ - ვინაიდან არ არსებობს ბოროტება - არაფრის გეშინოდეს, ეს მხოლოდ ილუზიაა. ვიცოდი, რომ ეს ფილოსოფია მოქმედებდა, მისი წყალობით არაერთი გამოჯანმრთელდა და პირველი ხელსაყრელი შემთხვევისას ჩემი ეჭვები მართლმადიდებელ ნაცნობებს გავუმხილე. მათი პასუხი უბრალო და მშვენიერი იყო: - არ ვიცით, სად არ არის მადლი - ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ ვიცით, თუ სად არის იგი - საღმრთო სჯულში, ძველსა და ახალ აღთქმაში, წმინდა მამათა ცხოვრებასა და ნაშრომებშიო. დაუმატეს: ეშმაკიც ხომ ფლობს გარკვეულ ძალას, შეუძლია განკურნოს, სასწაულიც კი მოახდინოს. ეს წმინდა წერილშიც კი წერიაო.

ხელი ვტაცე ბიბლიას და სასოწარკვეთილი ვცდილობდი, მასში რაიმე ისეთი ადგილი მეპოვა, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ჩვენი საქმიანობა დემონურ ძალებთან არ იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ "ზემატერიალური გონების" მეთოდს იყენებს "ქრისტიანული მეცნიერების" ეკლესია. მის წევრებს სწამთ, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ არ აღიარებენ ჯოჯოხეთის არსებობას, არ სწამთ ბოროტების არსებობა. მალე მათეს სახარებაში წავაწყდი იმ მონაკვეთს, სადაც ქრისტეს ბრალს სდებენ - ეშმაკებს ეშმაკის ძალით განაგდებსო. მაგრამ ქრისტე ბრალმდებლებს პასუხობს: "ყოველი მეუფებაი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, მოოხრდის, და ყოველი ქალაქი, გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თვისსა, ვერ დაემტკიცოს. და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკს განხდის, თავსა თვისსა განევლთა, ვითარ დაემტკიცოს მეუფებაი მისი?" (მათ. 12,25-26). შვებით ამოვისუნთქე. მე ხომ იესოსი მჯეროდა, ესე იგი ეს კურნებები ეშმაკისგან არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი მესმის, რომ ამაში ჩანდა ჩემი მაშინდელი სურვილის უქონლობა, მიმეღო ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რომელიც ნამდვილად პასუხობდა ჩემს შეკითხვას. მე რომ ყურადღებით წამეკითხა სახარებისეული მონაკვეთი, დავინახავდი, რომ მასში ეშმაკის შესახებ იყო საუბარი ანუ მასზე, რომელსაც "ჩემი" იესო არ აღიარებდა და გულწრფელად საუბრობდა სახარებაში.

ამის მერე ეკლესიაში აღარ შევსულვარ ჩემი დის ნათლობამდე. ჩემში რაღაცნაირი სულიერი ცვლილება მოხდა. ნათლისღება გარეგნულად გამოიყურება, როგორც წყალში ადამიანის შთაფვლა, მაგრამ როცა თანაგანიცდი საიდუმლოებას, მაშინ მას უკვე სულ სხვანაირად, შინაგანად გრძნობ. რაღაც შეეხო ჩემს გულს და ამ შეხებამ სინდისი გამიღვიძა. ეს საკმაოდ რთული ასახსნელია, მაგრამ უკვე საგნებს სხვა თვალით ვუყურებდი. მივხვდი, რომ მომხდარი უბრალოდ ხუმრობა კი არ იყო, ჩემზე ღვთისმსახურების მადლმა იმოქმედა. თვითონაც არ ვიცი, რატომ, ღმერთს დავუწყე ვედრება და გულში სიხარული ვიგრძენი, ლოცვამ სულში გამოუთქმელი გრძნობა გამიღვიძა. ვიმეორებდი იესოს ლოცვას: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ამან ერთიანად შემომატრიალა. ტაძარში მანდილიც კი დავიფარე. იმ დროს ჩემთვის ეს ნაბიჯი ღვაწლის ტოლფასი იყო, ვინაიდან ფემინისტად და სექსუალური თავისუფლებისთვის მებრძოლადაც კი ვთვლიდი თავს.

რა მოხდა? ყველაფერი უნდა გამერკვია. ყურადღებით ვაკვირდებოდი ჩემს პაციენტებს და მათ, ვისაც ეკლესიაში დავუმეგობრდი. "ესენი რატომ განსხვავდებიან ჩვენგან? - ვეკითხებოდი თავს, - ჩვენც ხომ გვწამდა სიკეთის, თავდადების, სიყვარულის, თავისუფლების, სხვათა განუკითხაობის!" მივხვდი: ჩემს ახალ ნაცნობებს გამოარჩევდა სინანული და თავმდაბლობა, ანუ მართლმადიდებელთა სწრაფვა, სხვაზე უკეთესად არ ჩათვალონ თავი. აქამდე მეგონა, სინანულის განწყობას შეუძლია მხოლოდ სასოწარკვეთილებამდე, ღრმა დეპრესიამდე, გაბოროტებასა და ეგოიზმამდე მიიყვანოს კაცი. ჩემი ახალი მეგობრები კი შინაგანად მხიარულნი და მშვიდნი ჩანდნენ. საკმაოდ უბრალოდ ცხოვრობდნენ, ბევრს შრომობდნენ და ბედნიერები იყვნენ. უეცრად დავინახე, რომ ჩემი და ჩემი ძველი მეგობრების სიკეთე სხვა არაფერია, თუ არა ილუზია. ამაყები ვიყავით. სიამაყე ხომ საკუთარი ყოვლისშემძლეობის რწმენაა, ბრძენებად და ნათელმოსილებად ვთვლიდით თავს. კეთილი კი მხოლოდ ჩვენი გონება იყო. გულით სიკეთის ქმნა გვსურდა, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამისთვის აუცილებელი იყო სინანული და თავმდაბლობა. თუ ასეთ კარგ ადამიანებს სწამთ ჯოჯოხეთის და ბოროტებისა, მაშ, რა გვკურნავდა მე და ჩემს მეგობრებს? ანდა სახიერი, კაცთმოყვარე ღმერთი როგორ უშვებს ბოროტებას? ეს კითხვები მაწუხებდა. პასუხი, რომელიც ვიპოვე, თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული. საზოგადოებაში ჩვენ განგვიმარტავდნენ, რომ ძველი იდეა ზეცასა და ჯოჯოხეთზე - სისულელეა, მისი საშუალებით და ვიღაცის უგუნური ცრურწმენების გამოყენებით ცდილობენ, ციხის მკაცრ კანონებს მიგვაჩვიონ. "ეს არ არის თავისუფლება, - ვირწმუნებდით თავს, - ეს ქალს აქცევს სამზარეულოში მოტრიალე ფეხშიშველა ორსულ დედაკაცად, მაშინ როცა მამაკაცი უმაღლეს საფეხურს იკავებს, რომლის ღირსიც ის შეიძლება არც არის". თანამედროვე სულიერების მაძიებლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტრადიციული ქრისტიანობა ზღუდავს სულიერ თავისუფლებასა და ევოლუციის სიმაღლეებისკენ სწრაფვას და ხელს უშლის ჩვენი მისტიკური შესაძლებლობების განვითარებას.

ვცდილობდი, ისეთი ადგილი მომეძებნა, სადაც თავისუფლად ფიქრს შევძლებდი. დავდიოდი ქალაქგარეთ, ტყეში, საათობით მივუყვებოდი მთის ბილიკებს. ვგრძნობდი, რომ მზად ვიყავი მთლიანად მიმეღო ეს მართლმადიდებლობა - ტრადიციული წყობა ქრისტიანული ცხოვრებისა, თუ ის მართლაც აუცილებელი ნაწილი იყო საღმრთო სჯულსა, თუ დავრწმუნდებოდი, რომ ქრისტე ღმერთია. ქრისტიანობა ასწავლის: ადამიანს თავისუფალი ნება აქვს, ის ან სინდისის კანონებით იქცევა, ანდა მის საწინააღმდეგოდ. საკუთარი თავისთვის თვითონვე ვირჩევთ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ღმერთს რომ არ დაეშვა ჯოჯოხეთის არსებობა, - ამბობდნენ ქრისტიანები, - ადამიანები იმ რობოტებად იქცეოდნენ, რომლებიც მწყობრი ნაბიჯით მიაბოტებენ სამოთხისკენ... ჩვენ კი პირიქით, ღვთის შექმნილი არსებები ვართ, გვიდგას სული, რათა სიყვარულში წარემატოს, ამაში მდგომარეობს ჩვენი თავისუფლება.

ჩემი მოქცევის შემდეგი საფეხური გახდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ნეტარი ქსენია პეტერბურგელის სახელობის სკიტში ყოფნა. მონაზონთა ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, თუმცა კვლავ ვგრძნობდი, რომ შეუძლებელი იყო გამოთქმა იმისა, რაც ჩემს სულში ხდებოდა სკიტში ყოფნისას. მათ მონათვლა ვთხოვე. ასე დაიწყო განუწყვეტელი და გაძლიერებული ლოცვით ცხოვრება, მორჩილება, ღვთისმსახურება, რომელიც წმინდანების მიერ იყო დაწერილი და მლოცველებს თაობიდან თაობაზე მოციქულებიდან გადმოგვეცა, რომლებიც თვითონ ქრისტეს ესაუბრებოდნენ. წმინდანთა, მოწამეთა ცხოვრებების და ასევე ბიბლიის კითხვამ ძალზე შემცვალა. ახლაც კი არ შემიძლია მშვიდად ვიფიქრო ძველსა და ახალ სასწაულებზე, რომელთაც ვერანაირი რაციონალური ხერხით ვერ ახსნი. მორჩილებით ცხოვრება ჩვენს თანამედროვე გონიერ ადამიანებს, უკეთეს შემთხვევაში, სისულელედ და ველურობად, კაცობრიობის წინაშე დანაშაულად ეჩვენებათ. მაგრამ სწორედ ის გვანიჭებს შინაგან თავისუფლებას. სწორედ ის გადააქცევს ბოროტს მოყვარულად...

როცა შევიცანი ეკლესიის ჭეშმარიტება, არ შემეძლო, წინა ცხოვრებას დავბრუნებოდი. ერში ჩემი ცხოვრება ყველა ჩვეულებრივი სიკეთით იყო შემკობილი, მაგრამ ყველაფერი გაცამტვერდება, როცა მცირედით მაინც განგეცხადება ჭეშმარიტება ქრისტესი".

მორჩილი სელესტინი, 21 წლის, ქსენია პეტერბურგელის სკიტი, უალდვუდი,
ამერიკის შეერთებული შტატები


თომა ბეტსი - მთელი ჩემი შიში და მარტოობის გრძნობა წამში სადღაც გაფრინდა

"მე მართლმადიდებელი ამერიკელი ვარ. ბევრს ეს უცნაურად მოეჩვენება, რადგან "ტიპურ ამერიკელად" ვიზრდებოდი. ჩემს მშობლებს სურდათ, ჩამებარებინა უნივერსიტეტში, მიმეღო იქ "განსაკუთრებული" პროფესია, რომელსაც უნდა გაემყარებინა ჩემი ცხოვრება.

მაშინაც და, სხვათა შორის, ახლაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ მშობლებს ჩემთვის მხოლოდ სიკეთე უნდოდათ. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე (22 წლისამ) დავიწყე სამუშაოს ძებნა ჩემი სპეციალობით, რომელიც გახლდათ უცხო ენა და ლიტერატურა. რამდენიმე თვის შემდეგ სამუშაოდ ამიყვანეს ვაშინგტონში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში (რომელიც უფრო "მსოფილიო ბანკის" სახელითაა ცნობილი). მქონდა კარგი ხელფასი, ბანკი ფარავდა ჩემს ყველა გადასახადს, მაშინვე მომეცა უფლება ხუთკვირიანი შვებულების აღებისა, მქონდა უფასო სამედიცინო მომსახურება და სხვა მატერიალური შეღავათები.

იმ დროს ბაპტისტების საკრებულოში დავდიოდი და თავს ნამდვილ ქრისტიანად ვთვლიდი. პროტენსტანტიზმი ბევრ რამეში დამეხმარა: ვკითხულობდით ბიბლიას, შევისწავლიდით სახარებას. მიყვარდა მუსიკაც, გალობა. ამერიკაში პროტესტანტიზმის მიზანი უფრო ამსოფლიური კეთილდღეობა და წარმატების მოპოვებაა. მსოფლიო ბანკში ჩემი სამუშაო ჰარმონიულად ერწყმოდა ბედნიერებაზე ჩემს წარმოდგენას. პროტესტანტებს დიდად ჰქონდათ განვითარებული თემურობის, ერთობის გრძნობა. მათთან გატარებულმა დრომ მომცა პირველი, ცოტათი ზედაპირული, მაგრამ მაინც ბავშვურად გულწრფელი, ქრისტიანული სიყვარულის გამოცდილება.

მუშაობის პირველ წელს ვხვდებოდი სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და სრულვყოფდი უცხო ენების ცოდნას. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთი ჩემი უნივერსიტეტელი ნაცნობი გოგონა საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა. ქრისტიანობის არსის უფრო ღრმად გაგების სურვილმა და ძიებამ იგი ახალგაზრდების ჯგუფთან მიიყვანა, გულწრფელ ქრისტიანებთან, რომლებიც მოყვასის დახმარებით ცდილობდნენ ღვთის მსახურებას. ასე ესმოდათ მათ ქრისტესმიერი მოწოდება - "შემომიდექითო". ჩემი მეგობარი ხშირად მიყვებოდა მათზე. თავიდან ინტერესით ვუსმენდი, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ ჩემს პირად თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა: ის, რასაც ეს ახალგაზრდები აკეთებდნენ, თავგანწირვას მოითხოვდა და ვერანაირად ვერ ეთავსებოდა ჩემი "კეთილმოწყობილი" სამყაროს სურათს. მალე უკვე გამძვინვარებული ვესხმოდი თავს ჩემს მეგობარს და ვცდილობდი, მის გულში ეჭვი ჩამეთესა, დამეცინა. ამას ბოროტი განზრახვა კი არა, ჩემი ბედნიერების დაკარგვის შიში მაკეთებინებდა. ქრისტე უკვე აკაკუნებდა ჩემი გულის კარებზე, მაგრამ ჯერ არ ვიყავი მზად მის გულში შემოსაშვებად. ეს სხვა ქრისტე იყო, განსხვავდებოდა იმისგან, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი. საოცარი ის იყო, რომ ჩემს მეგობარს ეს სრულიადაც არ აღელვებდა. ის კვლავ ქრისტესკენ მიისწრაფოდა, მაშინ როცა მე სოფელში ვპოულობდი შვებას.

სულიერი სიხარულის უქონლობის კომპენსირებისთვის, ამქვეყნიური ბედნიერების საძიებლად უფრო აგრესიულად ვესხმოდი თავს. ადრე ასეთი არაფერი დამმართია და ახლა თვითონაც არ ვიცოდი, ასე მკაცრად რატომ ვეპყრობოდი. არ მინდოდა, რაიმე საერთო მქონოდა ჩვენს შორის ჩამდგარ ამ ქრისტიანულ ჯგუფთან. ჭეშმარიტად, შიშს შეუძლია ადამიანებს საშინელი რამის გაკეთება აიძულოს.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, პენსილვანიაში ახლობელი უნდა მოვინახულოო. მის არყოფნაში რაღაც იმგვარი შემემთხვა, რის დავიწყებაც არ შემიძლია. შინ ვიყავი. გადავწყვიტე, ბიბლია წამეკითხა. წიგნი ავიღე და რაღაც ენით აუწერელმა, მოულოდნელმა აღფრთოვანებამ შემიპყრო. მთელი ჩემი შიში, წინააღმდეგობა და მარტოობის გრძნობა წამში სადღაც გაფრინდა. მომინდა, ამ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი. მსოფლიო ბანკში სამი წლის მუშაობის შემდეგ უარი ვთქვი ამსოფლიურ კეთილდღეობაზე და შევუერთდი ახალგაზრა ქრისტიანთა ჯგუფს, რომელიც შვიდი წლის შემდეგ მოექცა მართლმადიდებლობაზე.

ვიხსენებ უნივერსიტეტს და დაუვიწყარ პიროვნებას, ვერა უსენკოს, რუსული ენის პროფესორს, რომელიც მეცადინეობის შემდეგ მეუბნებოდა: ჩვენთან ყოველ კვირას ატარებენ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ეს დიდებული ლოცვაა. მასზე სამი საათი ვდგავართო. მაძრწუნებდა მარტო იმის გაფიქრება, რომ ამდენ ხანს მუხლჩაუხრელად უნდა ვმდგარიყავი. თავს ვარიდებდი იქ წასვლას. მაშინ მზად არ ვიყავი.

მართლმადიდებელი გავხდი არა ჩემს სამშობლოში, არამედ ჰოლანდიაში, სადაც თორმეტი წელი გავატარე. რომ მეარსება, დიდ საერთაშორისო გამომცემლობაში ამკრეფად დავიწყე მუშაობა. ჯერ ჰოლანდიური ენა შევისწავლე, სამი წლის შემდეგ გამომცემლობის დირექტორის თარჯიმნად დამნიშნეს. ჩემი ცხოვრება კვლავ კომფორტული გახდა.

ერთხელ ამერიკიდან მართლმადიდებელი მღვდელმონაზვნის წერილი მივიღე - რამდენიმე მნიშვნელოვან მართლმადიდებლურ ტექსტს რუსულიდან ინგლისურად ხომ არ გვითარგმნიო. გამიკვირდა - მე ხომ მართლმადიდებლობისა პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი, მერე გამიხარდა, რომ მომეცა საშუალება, კვლავ მემუშავა რუსულ ენაზე. გამომიგზავნეს წიგნები ოპტელ მამებზე, გეთსიმანიის სკიტელი მამა ისიდორეს ცხოვრება და სამეფო ოჯახის უკანასკნელი სულიერი მოძღვრის, არქიეპისკოპოს თეოფანე პოლტაველის საღვთისმეტყველო შრომა.

დღისით ვმსახურობდი, ამიტომაც თარგმნას საღამოობით ვახერხებდი. ამ დროს, ნელ-ნელა, მაგრამ ზუსტად მეხსნებოდა ახალი სამყარო. საჭირო ლექსიკის უქონლობით შეწუხებულმა, ურთიერთობა დავამყარე ჰოლანდიის მართლმადიდებელ ეკლესიებთან, მოვინახულე საფრანგეთის რუსული ეკლესიები და მონასტრები, ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მართლმადიდებლური სიტყვა მესწავლა.

ნელ-ნელა გული მეცვლებოდა, მალევე მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა ნათლისღება მივიღე და საბოლოოდ მოვიპოვე ის, რასაც სული ეძებდა. უცებ აღმოვჩნდი ორი ათასი წლის ქრისტიანული ტრადიციების მქონე საზოგადოებაში. ახლაც კი არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე დამემართა. როგორ შეიძლება ითქვას ამის მერე, რომ სასწაული არ არსებობს! პროტესტანტიზმი მხოლოდ დასაწყისი იყო ჩემი მოქცევისა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სწორედ მისგან მივედი მართლმადიდებლობაში.

მალე ეს "კეთილმოწყობილი" ცხოვრება აუტანელი გახდა ჩემთვის. ვიცოდი, რომ რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა შეძენილი შინაგანი სიმდიდრის შესანარჩუნებლად. ნათლისღებიდან სამი წლის შემდეგ მივატოვე სამუშაო და საცხოვრებლად მივაშურე სამშობლოს, კალიფორნიის მთებში მდებარე რუსულ მონასტერს, რომელსაც არც ელექტრობა, არც წყალი და არც ტელეფონი გააჩნდა. მონაზვნებთან წელიწადნახევრის ცხოვრების შემდეგ იღუმენმა მკითხა, ხომ არ გსურს სათავეში ჩაუდგე მართლმადიდებელ ამერიკელთა ჯგუფს, რომ რუსეთში პატარა წარმომადგენლობა გავხსნათ მართლმადიდებლური ლიტერატურის გამოსაცემად და რუსი ხალხის დასახმარებლად, უკეთ შეიცნონ მართლმადიდებლური ფესვებიო. ასე აღმოვჩნდი რუსეთში 1992 წელს.

თუმცა ჩემი ცხოვრების პირობები შორსაა იმ კომფორტისგან, რაც დასავლეთში მქონდა, გულწრფელად ვიტყვი, უფრო ბედნიერი ვარ ახლა, ვიდრე მაშინ, იმიტომ, რომ ტანჯვა და საკუთარი თავის უარყოფა ქრისტიანობის გულში ძევს და მუდმივად გვახსენებს იესოს ნათქვამს, რომ მეუფება მისი არ არის სოფლისგან".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler