ვფიქრობ, ღირდა ამისთვის სიცოცხლე
ვფიქრობ, ღირდა ამისთვის სიცოცხლე
ეს დღე დაუვიწყარი იყო ჩემს ცხოვრებაში - 2004 წლის 16 ოქტომბერი...

სამგზავრო მიკროავტობუსი თორმეტი სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მგზავრითაა შევსებული. არქიდიაკონ დემეტრეს ლოცვა-კურთხევით მივემგზავრებით ტაო-კლარჯეთში.

უნებურად მახსენდება ჩემი ისტორიის მასწავლებელი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ბატონი ვლადიმერ მუშკუდიანი. იგი ნერვიულობისაგან ენას უკიდებდა და თვალები ეცრემლებოდა, როდესაც ტაო-კლარჯეთის ისტორიას გვიყვებოდა. ვუსმენდი გაკვეთილს სულგანაბული და ვფიქრობდი, ნუთუ ვინმეს ქართველებიდან ეღირსება ფეხის დადგმა ამ საოცნებო მიწაზე?! მოგვიანებით უდიდეს რეჟისორს გურამ პატარაიას მხოლოდ ფრანგის ეგიდით მოუხერხებია იქ შეღწევა და ფილმის გადაღება.

და აი, ამდენი წლის შემდეგ ახდენილი ოცნება.

თითქმის მთელი გზა ვდუმვართ, გული ყელში გვებჯინება, ფიქრებმა გაგვიტაცა; ყველანი შეპყრობილი ვართ ისტორიულ საქართველოსა და ბედის უკუღმართობით გათურქებულ ქართველებთან შეხვედრის განცდით.

გზა საკმაოდ გრძელი და ძნელი აღმოჩნდა. ბორჯომის უღელტეხილის შემდეგ კიდევ ორი მთა გადავიარეთ. თითოეულის სიმაღლე ზღვის დონიდან 2500-2600 მ-ს აღემატებოდა. გულის კუნჭულში თითქოს შიშმაც გამკრა - ავიტან კი ამდენს?! მაგრამ პირველივე ტაძრის - ტბეთის ნანგრევების ნახვამ წამში მომიხსნა დაღლილობა.

ინტერესით ვუსმენდი საპატრიარქოს მომლოცველთა სამსახურის წარმომადგენელს, პროფესიით ექიმ ნანა ბუაძის თხრობას ტბეთის ტაძარზე, რომელიც ახლახან, XX ს-ის 60-იან წლებში, აუფეთქებიათ ვითომ "ოქროს მაძიებლებს". მხოლოდ ერთი კედელიღაა შემორჩენილი.

დავბინავდით ქალაქ იუსიფელში. ნაცნობებიც გამოვნახეთ. სასტუმროს ნომერში ერთად აღმოვჩნდით მე და სათნო ქალბატონი ქეთინო შვანგირაძე, ადვილად გამოვნახეთ საერთო ენა.

ექსკურსიის მეორე დღე დავიწყეთ ხახულის ტაძრის მონახულებით, სადაც ამჟამად მოქმედი მეჩეთია. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროს აღმოვჩნდით მისულები, როცა იქ მათი ლოცვები იწყებოდა. ენით გამოუთქმელი და კალმით აუწერელი რამ განვიცადეთ თითოეულმა, როდესაც ეზოში შესვლისთანავე მოლას ხმამაღალი ქადაგება მოგვესმა. ბოღმა გვახრჩობდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა, ზოგმა მოთქმაც კი დაიწყო სიმწრისგან.

მიუხედავად აკრძალვისა, მაინც მოვახერხეთ იქ სანთლების დანთება და ლოცვა.

მეორე "სიურპრიზი" ტაძარში გველოდა - ფეხსაცმელების გახდა ქართველთა სალოცავი ტაძრის დასათვალიერებლად.

გამოსვლისას დაგვამშვიდა თურქების მიერ უვნებლად დატოვებულმა ქვაში ამოკვეთილმა მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა, რომელთანაც თურმე მუსლიმი ქართველებიც კი მოდიოდნენ თავიანთ გასაჭირზე სალოცავად.

ხახულის შემდეგ მოვილოცეთ უზარმაზარი ტაძარი - ოშკი, რომელმაც გაგვაოცა თავისი სიდიადით, ოდესღაც მოქმედი რელიგიური კომპლექსით და რუსთაველის ქუდის ფორმის გადახურვით, რომელიც სხვაგან არსად მეორდება.

ოშკიდან გეზი იშხნისკენ ავიღეთ.

ერთ დროს ეს ტაძარიც მეჩეთად გადაუკეთებიათ. არსებული ლეგენდის თუ სინამდვილის მიხედვით, მოლას ლოცვების დაწყებისთანავე კარის ზემოთა თაღი მთელ სიგრძეზე გამსკდარა, გვერდებზე 12-სანტიმეტრიანი სიღრმის ბზარებით, ხოლო დროთა განმავლობაში, მეჩეთის გაუქმებისთანავე, ბზარები თავისთავად შეკრულა.

შესასვლელს თავზე აქვს სამი ფანჯარა, სამივე სხვადასხვა ფორმის, ნაქარგივით ნაკვეთი ჩუქურთმით მოპირკეთებული.

შთამბეჭდავია კედელზე ამოკვეთილი ლომი ფეხებთან მწოლიარე გველით. ლომის თათი გველს პირში უდევს. უთუოდ დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი მასში.

18 ოქტომბერს, გრიგოლ ხანძთელის ხსოვნის დღეს, გავეშურეთ ჩვენთვის საოცნებო ტაძრის - ხანძთისკენ. გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ თვალწინ ცოცხლდება მერჩულესეული ეპიზოდები.

ტაძარი საკმაოდ სადაა, ნაგებია მხოლოდ ქვიშაქვით, მაგრამ საოცრად დიდებულია!

იქვე დავტკბით ხანძთის წმინდა წყაროს წყლით. ბოთლებიც ავავსეთ და სახლებშიც უხვად წამოვიღეთ ხანძთელი ბერების მიერ ნაკურთხი წყალი.

იმავე დღეს მოვინახულეთ შატბერდის მამულები - აშოტ კურაპალატის მიერ შეწირული "აგარაკად ხანძთისა". ზღაპრული სანახავია ტყის სიმწვანეში ჩაფლული დიდებული ტაძარი.

გავიცანით ქართული წარმომავლობის თურქი ახალგაზრდა, რომელიც სათუთად უვლის დოლისყანის ტაძარს - წინაპრების მიერ დატოვებულ საგანძურს.

საღამოს კი სასტუმროს რესტორანში ჩვენი ყმაწვილების მიერ თბილისიდან წამოღებული "ხვანჭკარით" გრიგოლ ხანძთელის ხსოვნის დღეც აღვნიშნეთ.

მონუსხული შევყურებთ ბაზილიკის ტიპის უზარმაზარ ტაძარს - პარხალს. კვლავ გულისტკივილი - აქაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს მოქმედი მეჩეთია.

იმავე დღეს მოვინახულეთ ბაზილიკის ტიპის ტაძარი - ოთხთა უზარმაზარი კომპლექსით, ქალაქი თავისი სემინარიით, სამარხით და ტყეში გამავალი საიდუმლო ბილიკებით.

გზადაგზა შორიდან ვიხილეთ მიუვალ კლდეებზე აშენებული არტანუჯისა და არტაანის ციხეები, კავსაძეების (თუ კავკასიძეების) ციხე, რომელიც კლდის მწვერვალზე ჩაშენებულ არწივის ბუდეს უფრო ჰგავს, ვიდრე ასევე მიუვალ კლდის მწვერვალზე ქვემოდან აზიდულ მასიური ლოდებით აშენებულ ციხესიმაგრეს.

მოგზაურობის ბოლო დღეს, წამოსვლისას, ვესტუმრეთ ბაგრატოვანთა ტაძარს - ბანას - კიდევ ერთ საოცრებას თავისი 28 სვეტით. შემორჩენილია მხოლოდ კედლისა და სვეტების ნანგრევები.

მიუხედავად სირთულეებისა (მოქმედი მეჩეთის ან ახლომახლო მცხოვრები მოსახლეობის გამო), ჩვენ მაინც ვახერხებდით ლოცვას და ვიმეორებდით უწმინდესისა და უნეტარესის დანაბარებ სიტყვებს: "ყოვლადწმინდაო სამებაო - დიდება შენდა, გადაარჩინე სრულიად საქართველო!".

შევყურებთ ამ ტაძრებს და გვეუფლება გაურკვეველი გრძნობა, შეზავებული სიამაყესთან, სიდიადესთან, სიწმინდესთან, სინანულთან, სიმწარესთან, ტკივილთან და არ ვიცი, კიდევ რასთან.

ქართველებს განსაცდელის ჟამს თითქოს ბუნებაც კი ეხმარებოდა. ამაში ადვილად დარწმუნდებით, როცა ბუნების მიერ შექმნილ "სასწაულს", როგორც თურქები უწოდებდნენ - "გურჯი ბოღაზს" (საქართველოს ყელს) იხილავთ. იგი ჩვენი ქვეყნის საზღვარზე კლდეებს შორის გამავალი ვიწრო საცალფეხო ბილიკია, რომელიც ქვეყნის დამცავ ხეობას წარმოადგენდა. წესით, იქიდან ჩიტიც კი ვერ უნდა შემოფრენილიყო, არამცთუ მტერი...

მეორე "სასწაული" ორ უზარმაზარ კლდეს შორის წარმოქმნილი ნაპრალია, რომელიც მტრის შემოსევისას სამალავის როლს ასრულებდა და იქიდან შეუმჩნევლად მათი გაქრობაც ხდებოდა, რისთვისაც მას თურქებმა "ჯოჯოხეთის კარიბჭე" შეარქვეს.

კიდევ ერთი "გაცოცხლებული სკოლის სახელმძღვანელო" - მდ. მტკვრისა და ევფრატის სათავეები ულამაზესი ხედებით; ე.წ. "დათვის აბანო", სადაც, თქმულების მიხედვით, ზაფხულობით დათვები ჩამოდიან საბანაოდ.

არ ვიცი, რას შეიძლება შევადაროთ თორთუმის ტბის ფერი, ალბათ არც მეტი, არც ნაკლები - ბუნებრივი ზურმუხტის ფერს...

ჩვენი გიდი - მახარე წარმოშობით ინგილოა და პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე. ალბათ აქედან გამომდინარე, კარგად ფლობდა ქართულ ენას და თურქი ხალხის ადათ-წესებს. შესანიშნავად არეგულირებდა ურთიერთობებს ორ რელიგიურად სრულიად განსხვავებულ ხალხს შორის, რამაც ძალიან გაგვიიოლა იქ ყოფნა (თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს იქ რამაზანის პერიოდი იყო).

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი მაღალპროფესიონალი მძღოლი - გია, იმ ურთულეს გზებზე ჩვენი უპრობლემოდ და მშვიდობიანად ტარებისათვის.

ჩვენთან მოდიოდნენ იქაური ქართველები, გვეცნობოდნენ, ქართულ ენაზე გვიყვებოდნენ თავიანთი წარმომავლობის შესახებ, გვთხოვდნენ, მათთვის ქართული წიგნები და მშობლიური სიმღერების ფირები გაგვეგზავნა.

რამდენიმესთან ოჯახშიც კი მოვხვდით სტუმრად. ისინი გაგვიმასპინძლდნენ საგანგებოდ დაყენებული უგემრიელესი ჩაით, ნამცხვრებით და საკუთარ ეზოში მოწეული ხილით, მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადესის ჯიშის ყურძნით.

სტუმარმასპინძლობის რიტუალი ოჯახის უფროსმა თურქულ საკრავზე ამღერებული ქართული ჰანგებით დააგვირგვინა. საპასუხოდ ჩვენმა გოგო-ბიჭებმა ქართული ცეკვა-თამაში გააჩაღეს და ოჯახის მასპინძლებიც იქაურ სტუმრებიანად ხალისით აიყოლიეს.

ერთ საღამოს, იოსუფელის ქუჩებში სეირნობისას, ჩვენმა ახალგაცნობილმა ყმაწვილებმა თავიანთ თურქ მეგობრებს გამოუცხადეს: "ჩვენ აქ ყველანი ქართველები ვართ, ხელს ნუ გვიშლით, ზედმეტები ხართ". იმათაც არ დააყოვნეს და სიცილ-ხარხარით გაეცალნენ იქაურობას.

ჩვენი ჯგუფის უმეტეს ნაწილს სტუდენტი ახალგაზრდობა შეადგენდა. ერთ-ერთმა მათგანმა, ნათია ჭიაურელმა, ვიდეოფირზე აღბეჭდა ჩვენი მოგზაურობა ქართული სიმღერების თანხლებით; თიკო ჭინჭველაშვილი და ეკა ორაგველიძე გამუდმებით გვიღებდნენ სურათებს; ლაშა ცქიტიშვილმა გაგვანებივრა იქაური ლანდშაფტის გემოვნებით შერჩეული ფოტოებით; გიორგი კაპანაძე თავისი იუმორით გვილამაზებდა მგზავრობას.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ხუთდღიანმა მოგზაურობამ ისე შეგვადუღაბა, რომ მიუხედავად ასაკობრივი და პროფესიული სხვაობისა, ჩვენ შორის ბარიერი არ იგრძნობოდა; ყველანი ერთი სულისკვეთებით ვიყავით გამსჭვალული - საქართველოსა და მისი წარსულის უზომო სიყვარულით.

ვფიქრობ, ღირდა ამისთვის სიცოცხლე - მგზავრობა დავიწყე მარტომ და დავბრუნდი უამრავი ახალშეძენილი მეგობრით გამდიდრებული, დადებითი ენერგიით დამუხტული, სულით ამაღლებული, შთაბეჭდილებებით დატვირთული და მომავლის რწმენით აღვსილი.

დიდი მადლობა საქართველოს საპატრიარქოს სამომლოცველო სამსახურს და მის მესვეურებს ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის.

მადლობა უფალს!

მოამზადა
მედეა თიკანაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler