ბოლნისის ეპარქიას სასულიერო გიმნაზია შეემატა
ბოლნისის ეპარქიას სასულიერო გიმნაზია შეემატა
წლების შემდეგ მივიღებთ სულიერ და ზნემაღალ თაობას, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს
უწმინდესისა და ბოლნისელი ეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ბოლნისში სასულიერო გიმნაზია გაიხსნა. ჯანსაღი თაობების აღზრდაზე დღეიდან მორწმუნე პედაგოგებთან ერთად სასულიერო პირებიც იზრუნებენ.

გიმნაზიის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მეუფე ეფრემმა მიულოცა. პირველი ზარიც მეუფემ შემოკრა.

მეუფე ეფრემს "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე:

- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ბოლნისში მეათე საუკუნის ბოლნელი მღვდელმთავრისა და სასულიერო მოღვაწის, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია დაარსდა. ამ სასწავლებელში შეიქმნება ის მყუდრო, ზნეობრივი გარემო, რომელიც იქნება საწინდარი ჩვენი ბავშვების ღვთის სათნოდ აღზრდისთვის. თანაც ბოლნისელებს ძალიან უნდოდათ სასულიერო გიმნაზიის გახსნა. გიმნაზია თავის სიტყვას იტყვის წლების შემდეგ, როდესაც მივიღებთ სულიერ და ზნემაღალ თაობას, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს, სრულიად საქართველოს. ყველა ბავშვი ჩვენი ეკლესიის მრევლი იქნება. ყველა პედაგოგი მორწმუნეა და ეკლესიურად ცხოვრობს. გიმნაზიას უხელმძღვანელებს მღვდელი პეტრე კვარაცხელია. მინდა დავლოცო ამ კეთილშობილური საქმის ყველა შემოქმედი. წარმატებებს ვუსურვებ ახალდაარსებულ გიმნაზიას.

გიმნაზია რეზიდენციისთვის განკუთვნილ შენობაში იქნება. სასწავლებელი ჯერჯერობით შვიდი კლასით დაკომპლექტდა. მერე თანდათან საშუალო სკოლა გახდება. გაისად, პირობისამებრ, გადმოგვცემენ ახალ სასკოლო ტიპის შენობასაც.

პირველი ნაბიჯები დღეს გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, რომ გიმნაზიაში მომავალში ასეულობით ბავშვი ისწავლის. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა გაბრიჭიძე. მან უდიდესი მორალური თუ ტექნიკური მხარდაჭერა გაგვიწია, რათა სასწავლებელი აგვემოქმედებინა. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო აგრეთვე ხაშურის სასულიერო ლიცეუმის ხელმძღვანელი თამარ შუბლაძე. ჩვენი გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი ქალბატონი თამარი გახლავთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პედაგოგებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ საგიმნაზიე შენობის მოწესრიგებაში.

სასწავლო წლის დაწყების წინ გადავიხადეთ პირველი პარაკლისი. ღმერთს შევთხოვეთ, მფარველობა არ მოაკლოს ჩვენს გიმნაზიას.

ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა გაბრიჭიძე: - სასულიერო გიმნაზიის დაარსება ბოლნისში მართლაც სასიხარულო და მისასალმებელია. მზად ვართ, ყველაფერი ვიღონოთ მის გასაძლიერებლად, რადგან ამ სასწავლებელმა უნდა ჩამოუყალიბოს მომავალ თაობას ღვთისა და ქვეყნის სიყვარული.

თამარ შუბლაძე: - ბოლნისის ეპარქიაში მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მის ძირძველ მიწაზე პირველი სასულიერო გიმნაზია ამოქმედდა. მადლობა უფალს, რომ მის ამოქმედებაში მცირედი წვლილი მიგვიძღვის, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ღვთის წყალობით, შევეცდებით, სასულიერო გიმნაზიას ხელი შევუწყოთ.

მამა პეტრე კვარაცხელია: - "საკვირველ არიან გზანი უფლისანი". სულ მოკლე ხანში ბოლნისის ეპარქიაში წარმოუდგენელი რამ მოხდა - დაარსდა სასულიერო გიმნაზია. ადგილობრივი გამგეობის ინიციატივით, ერთ-ერთი შენობა გადმოეცა საპატრიარქოს, რომელმაც ის ბოლნისის ეპარქიას დაუთმო. ეს შენობა ძალიან დაზიანებულია, უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. მანამდე კი ბავშვები საეპისკოპოსო რეზიდენციაში ისწავლიან.

მოგეხსნებათ, დღეს ძალიან რთულია სასულიერო გიმნაზიის ხელმძღვანელობა. ბავშვის სული სათუთია, მას უხეშად არ უნდა შეეხო, თორემ შეიძლება სამუდამოდ დაზიანდეს. ღვთის ჭურჭლის მოვლა-პატრონობა გვევალება და უნდა ვძერწოთ იქამდე, ვიდრე ნამდვილად არ გამოიკვეთება უფლისთვის სათნო და ქვეყნისთვის საამაყო ადამიანები.

თავიდანვე ვფიქრობდით, რომ გიმნაზიისთვის იოანე ბოლნელის სახელი მიგვენიჭებინა, მაგრამ ის წმინდანად არ არის შერაცხული, ამიტომ გიმნაზიას მისი მფარველი ანგელოზის ხსენების დღე არ ექნებოდა... მივენდეთ უფლის ნებას. მეუფემ უწმინდესს აუწყა ყოველივე... მისი ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიას იოანე ბოლნელის სახელი მიენიჭა. ამით შეიძლება იოანე ბოლნელის წმინდანად შერაცხვაში ჩვენმა გიმნაზიამაც შეიტანოს წვლილი.

ჩვენს სკოლაში, გარდა ცოდნისა, მოზარდმა უნდა მიიღოს დიდი სულიერი განათლება. თანაც გვახსოვდეს, რომ - "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". მეუფის ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიის ხელმძღვნელობა დამევალა. ღვთის მადლით, შევეცდები, ბავშვებისთვის მაქსიმალური გავაკეთო, ჩვენი ქვეყნის ისტორია ზედმიწევნით შევასწავლო, მოვილოცოთ ეკლესია-მონასტრები... შევეცდებით, გავამართლოთ უწმინდესისა და მეუფე ეფრემის იმედები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler