აი, თურმე როგორ მოვედით დღემდე
აი, თურმე როგორ მოვედით დღემდე
რა გვაძლებინებდა განუწყვეტელ ომებში და როგორ გადავრჩით
ეს ომის ქრონიკებია, ოღონდ არა ომის საშინელებათა ქრონოლოგიური ნუსხა. ქართული სულის გამოღვიძებაა, რომელმაც ყოველი ჩვენგანი მიახვედრა, რა გვაძლებინებდა განუწყვეტელ ომებში და როგორ გადავრჩით.

აი, თურმე როგორ მოვედით დღემდე, როგორ იფეთქებდა ხოლმე ერთიანობისა და თანაგრძნობის განცდა ყოველი დიდი განსაცდელის ჟამს.

ამ განცდებმა ახლაც გაიღვიძა, ამ ბოლო, საშინელ ომში... ამან შექმნა იმ ადამიანების ისტორია, რომლებსაც ომში მონაწილეობა არ მიუღიათ და მაინც ქვეყანა განადგურებას გადაარჩინეს... გაიხსენეთ ისინი, უამბეთ ერთმანეთს მათზე და ჩვენი ქვეყნის მომავლისა აღარ შეგეშინდებათ...

მე კი მათ ყველგან ვხედავდი - ჩემს მეზობელ მძღოლშიც, რომელიც თავისი ყვითელი ავტობუსით ჩემს კორპუსთან, ბოლო გაჩერებაზე დგას ხოლმე...

მძღოლი
ეს ავტობუსი მას, ისევე როგორც სხვებს, მთავრობამ "გაჭირვებიდან ამოსასვლელად" მისცა - თვეში 500 ლარი ხელფასითა და დღეში 28 ლარი "გეგმის" ჩაბარების პერსპექტივით... ასე რომ, შეიძლება ის გაჭირვებიდან ვერც ამოვიდა. იქნებ ამანაც და ხასიათმაც ის ჯაჯღანა და აუტანელი გახადა...

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, დილაობით ნახევრადგამოფხიზლებულ მგზავრებს, დიდი მონდომებით გვეჯაჯღანება - რა თემაზეც მოინდომებს - იმაზე... გინდა - რა ზოზინით ადიხართ და ჩამოდიხართო, გინდა - რა წინ აყუდებულხართ, უკან გადაიწიეთო. განსაკუთრებით "სამგზავროების" ჩვენებაზე გიჟდება - ყოველი სამგზავრო მისთვის დაკარგული 40 თეთრია... და არის ერთი ამბავი: - ხელსაწმენდები დამანახეთ ბარემ და ისე იარეთ, ქვეყანა ქაღალდებით მგზავრობსო!

არც მგზავრები აკლებენ ხელს - ამას შეხედე ერთი, ფულის გულისთვის რა დღეშიაო...

იმ დღესაც ასე იყო... ომის დაწყების მეოთხე დღეს, - მაშინაც ყვიროდა... ვგიჟდებოდი - საკუთარი ტყავის გარდა არაფერზე ფიქრობს-მეთქი.

ასე იყო ლტოლვილთა სამინისტრომდე... როცა ამ შენობას ჩავუარეთ, უცებ დავხუჭე თვალები, რომ პირდაპირ ასფალტზე მიძინებული ლტოლვილები არ დამენახა - თბილისი დაბნეული იყო, ერთად ამ ტალღას ვერ ერეოდა...

ეტყობა, მძღოლმაც დახუჭა - მკვეთრად დაამუხრუჭა და წინა საზურგეზე მიმარტყმევინა თავი... ვუყვირე - წესიერად ატარე ეს ოხერი ავტობუსი-მეთქი. თავი მოაბრუნა და გამოგვიცხადა, - ჩაბრძანდითო და სანამ გამწარებული მგზავრების რისხვა დაატყდებოდა, მიაყოლა - შევალ აგერ ლტოლვილთა სამინისტროში, ხალხი მიწაზე ყრია, რამეს დავეხმარებიო...

მომდევნო ავტობუსის ლოდინში დავინახე, როგორ გამოიყვანა სამინისტროს ეზოდან ხელში აყვანილი ორი პატარა და იმათი დედები, იმათ სხვები მოჰყვნენ... არ დამითვლია, რამდენი... ყველანი ავტობუსში ავიდნენ და დასხდნენ...

აღარ მიკითხავს, სად მიჰყავდა ჩვენს ჯაჯღანა მძღოლს ეს ხალხი... მაგრამ ისედაც ცხადი იყო და ეს რა მოსაყოლია...

ქოშები
ეს მოხუცი ჩემს სადარბაზოში, ბოლო სართულზე ცხოვრობს და ყოველდღე დადის კორპუსის წინ საბავშვო ბაღში გახსნილ უპოვართა სასადილოში... დადის და თან თუ შეგხვდება, სულ იმას გიყვება, როგორ შეიძლება ცხოვრებამ მარტო დაგტოვოს და ქვეყნიერებაზე კაცი აღარ შეგარჩინოს გულშემატკივარი...

მაგრამ ომი დაიწყო და აღარ მინახავს - საბავშვო ბაღში ლტოლვილები შესახლდნენ და უპოვართა სასადილო დაიხურა... ერთ დღესაც გამოჩნდა. ლიფტს ველოდებოდი. კარი რომ გაიღო, ლიფტში იდგა - გამხდარ ხელზე წამოცმული შავი პარკით, ხელში კი - ჯოხით, რომელსაც არასოდეს იცილებს - სხვანაირად ნაბიჯს ვერ გადადგამს... დაველოდე... ლიფტიდან ჯოხით ფილაქანი მოსინჯა და ფეხი ფრთხილად გამოადგა. მერე დამაკვირდა და შემეხვეწა, - შვილო, აი, იქ, საბავშვო ბაღში ვერ გადამყვებიო?!

კი გამიკვირდა, მაგრამ უარს როგორ ვეტყოდი - მივყევი... მაგრამ თავად გაჩერდა. მაჯიდან პარკი წამოიძრო და ვარდისფერი პაწია ქოში ამოაძვრინა - ასე, 7-8 წლის ბავშვისა - აი, იქ ლტოლვილების პატარა გოგოა და იმას ვუყიდეო...

- თქვენ რა ფული გქონდათ, ან ბავშვის ფეხის ზომა როგორ გაიგეთ-მეთქი. ფულზე არაფერი უთქვამს... დანარჩენი მითხრა - ფანჯრიდან ვუყურებდი, ბავშვს ქოში რომ ამოუწყდა და ტირილი დაიწყო... დავუძახე, ამოვიყვანე და ფეხის ზომაც ვკითხეო... ქოში გამოვართვი და უაზროდ დავიჭირე ხელში - იმიტომ, რომ მომეჩვენა, ისეთი ძალა ჰქონდა, დედამიწას გადაწონიდა... ჰქონდა ალბათ, იმიტომაა შეუძლებელი აღვწერო იმ გოგონას სიხარული, როცა ქოში მივუტანეთ და უფრო შეუძლებელი კიდევ - მოხუცის თვალები...

სტომატოლოგი
ჩვენი უბნის, უფრო სწორად, გარეუბნის პოლიკლინიკის სტომატოლოგი რაღაცნაირად ისეთია, თითქოს ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს. გეგონება, ჩვენც ყოველდღე ვმდიდრდებოდეთ. ფასს ყოველდღე წევს ზემოთ... თუ წაიწუწუნებ - არ მოგწონთ და - კბილის ამოსაღებად სხვასთან წაბრძანდითო. თან დაამატებს, - მეც თავად ვყიდულობ წამლებსა და იარაღს თქვენს სამკურნალოდ. ისინიც ძვირდება და მეც ვაძვირებ მკურნალობას, - ასეთია ცხოვრების კანონიო...

მგონი, თავადაც ამ კანონებს ჰგავს თავისი გულგრილობით... ასეა თუ ისე, მეორე თუ მესამე დღეს ლტოლვილები საბავშვო ბაღში რომ შეიყვანეს, ისიც დავინახე - რომელიღაც პატარა ბიჭს მიჰყვებოდა საბავშვო ბაღში ლტოლვილებთან თავისი გაფითქინებული ხალათით. ტანში გამცრა - ახლა ამათაც სიძვირეზე თუ დაუწყო ლაპარაკი, ისედაც განადგურებულები არიან და მთლიანად გაანადგურებს-მეთქი... ნერვებიც ამეშალა და ფანჯარაც მივხურე. მაგრამ ეზოში ოდესმე ხომ მაინც უნდა ჩავსულიყავი. ჩავედი კიდეც და ის ბიჭიც ვნახე, სტომატოლოგი რომ მიჰყავდა საბავშვო ბაღში. ვნახავდი, აბა, რა იქნებოდა - ერთადერთი ბიჭია, რომელიც ლტოლვილთა გულისმომკვლელ მყუდროებას არღვევს და ხმაურით დაქრის საბავშვო ბაღის ეზოდან ჩვენს ეზოებში. ამიტომ ყველა იცნობს. დავუძახე, - გელა, აქ მოდი-მეთქი. მოვიდა. ის თეთრხალათიანი ქალი სად მიგყავდა-მეთქი.

- რომანა ბაბუას კბილი ასტკივდა და ამოუღოო...

ფული ხომ არ მოსთხოვა-მეთქი, - ვკითხე შეშინებულმა.

- არა, რა ფული?! - გაუკვირდა გელას.

- უკვე წავიდა? - არ მოვეშვი.

- არა, ისევ იქ არის, - მითხრა გელამ და მზისგან გახუნებული თავით ბაღისკენ მიმითითა, - ასე თქვა, - ყველას უნდა დაგითვალიეროთ კბილები და უფასოდ გიმკურნალოთო, - ამიხსნა უფრო მონდომებით და დაატანა, - მე კბილის ამოღების შემეშინდა და გამოვიქეციო.

დიდხანს ვიდექი ამ ამბით გაკვირვებული...

მაია
პირველ სართულზე ჩემი ოთხშვილიანი მეზობლის, მაიას ბინაში შევიხედე. მაგიდასთან რვა ბავშვი დავთვალე... კარში თავი შევყავი - რა ხდება-მეთქი...

მაიამ გამომხედა გულზე ახუტებული მეოთხე შვილით, - საბავშვო ბაღში გადავედი ლტოლვილებთან. საწყლებს არც წყალი აქვთ, ბავშვები რომ დაბანონ და არც საჭმელი. შემეცოდნენ, მოვკრიფე, შემოვიყვანე, კიდეც დავბანე და კიდეც ვაჭმევო...

კარგი, კარგი-მეთქი, - შემოვბრუნდი და სუპიანი თეფშის მტვრევის ხმაც გამომყვა - რომელიღაცამ გადმოაგდო...

გამაცია - ეს ლტოლვილი ბავშვები არ დააფრთხოს, არ იჩხუბოს-მეთქი - ასეთ რაღაცებზე შვილებს დაერევა ხოლმე... შევვარდი და რას ვხედავ! - მაიას თავისი პატარა მანეჟში ჩაუსვამს, ასლუკუნებული სტუმარი ჩაუხუტებია და ეფერება - დიდი ამბავი, თეფში თუ გატეხე, შენხელა რომ ვიყავი, მეც სულ თეფშებს ვამტვრევდიო...

ამას კიდევ მისი შვილები შეჰყურებენ და თვალები შუბლზე აქვთ ასული!

შინ ავდივარ და სიმშვიდეს დროებით ვაფარებ თავს. დროებით, რადგან მალე ისევ უნდა ჩამოვუარო მაიას ბინას, საიდანაც 8 ბავშვის ყიჟინის მოსმენა მანამდე მომიწევს, სანამ ჩვენი კორპუსის წინ, საბავშვო ბაღში ლტოლვილები იქნებიან...

სალომე
ჩემი სართულის თავზე სალომეს ყურში საყურისები ჰქონდა გარჭობილი, ოთახში - მუსიკალური ცენტრი ჩართული და მე - ნერვები დაწყვეტილი... ქვემოდან ვუკაკუნებდი ხოლმე - ან გამორთე, ან ჩაუწიე, ვეღარ ვმუშაობ-მეთქი. სალომეც მისმენდა, მაგრამ დროებით, მერე ისევ აყვირებდა თავის ცენტრს. განსაკუთრებით იმ დროს, როცა მშობლები შინ არ ჰყავდა... ომის წინაც მარტო იყო, მშობლები - სოფელში, თავად - მუსიკალურ ცენტრთან და მე - სიგიჟის ზღვართან...

მაგრამ ომი დაიწყო და სალომე აღარ უკრავდა... ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე...

აღარც დადიოდა... ყოველ შემთხვევაში, მისი ბრახაბრუხი არ მესმოდა...

შემეშინდა და ავედი... კარი ღია ჰქონდა და შევედი. კარადა გაუღია, ტანსაცმელი იატაკზე დაუყრია და თავად შიგ ზის...

- სალომე, ამ ომის დროს სად მიდიხარ? - ვკითხე შეშინებულმა.

- სად უნდა წავიდე! ლტოლვილებს ტანსაცმელს ვუგროვებ, - მითხრა სწრაფად და კარგა მოზრდილ ტომარაში მამამისის კოსტიუმი ჩატენა.

- მერე ეგ სად მიგაქვს, მამაშენმა იცის? თან რა დროს კოსტიუმია ამ პაპანაქებაში?!

- ამინდი რომ შეიცვალოს და გაწვიმდეს, თბილი ტანსაცმელი არ უნდათ?! - მკითხა ისე, გეგონება, იმ პაპანაქებაში წვიმა დაბარებული ჰყოლოდა...

ხელი ჩავიქნიე, ან რა აზრი ჰქონდა - გამიგონებდა თუ რა. მხოლოდ ეს ვუთხარი - მამაშენს მაინც დაურეკე და ჰკითხე-მეთქი.

- ჰო, დავურეკავ, დავურეკავ, - მომაყარა სალომემ და მართლა დაიწყო რეკვა, ოღონდ ვიღაც ნიკასთან - მოდი, ტანსაცმელი ჩამატანინეო. იმანაც, ჩანს, უთხრა, ახლავეო, იმიტომ რომ სალომემ ტომარას პირი მოუკრა და წასასვლელად მოემზადა... მეც წამოვედი... ან რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს...

ყველაფერი ისედაც ნათელი იყო...

როგორც სალომე - თავისი ხალხის შვილი...

მოამზადა
ეთერ ერაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler