არ დავივიწყოთ, "ვისი გორისანი" ვართ
არ დავივიწყოთ, "ვისი გორისანი" ვართ
- გვინდოდა, ფრთები შეგვესხა ოცნებებისთვის, სასურველი სასწავლო გარემო შეგვექმნა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის... მაშინ მართლაც ახალი სიტყვა იყო მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლებელი, - ასე დაიწყო საუბარი ხაშურის წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმის დირექტორმა თამარ შუბლაძემ, - 1994 წლიდან განათლების სამინისტროს მრავალსაფეხურიანი კონკურსის გავლის შემდეგ მივიღეთ საშუალო სკოლის გახსნის ლიცენზია. ერთი წლის შემდეგ გავხსენით სკოლა. თავიდან ექვსი მოსწავლე გვყავდა. სკოლას "ფარგალიტი" ვუწოდეთ. ფარგალიტი - ტაძრის მცველს ნიშნავს. ტაძარი ჩემთვის მოზარდი თაობაა, რომელსაც ამ აბობოქრებულ ზღვაში გზის გამკვლევი, მცველი და ქომაგი სჭირდება. 1999 წლიდან ჩვენი თხოვნით და ურბნისისა და რუისის მღვდელმთავრის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და შუამდგომლობით საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შევედით.

- ქალბატონო თამარ, რას ფიქრობთ, რა მისია აკისრია სასულიერო სკოლას მოზარდის განვითარება-აღზრდისთვის?

- უპირველესად, უნდა აღვზარდოთ განათლებული და ზნემაღალი ადამიანი. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენადაა საშიში. ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნეხასიათგაწვრთნილი კაცი სჯობს გონებაგანვითარებულს და ზნეხასიათგაუწვრთნელსო".

ჩვენ XXI საუკუნის მოქალაქეებს ვზრდით და ვალდებულები ვართ, ისე აღვზარდოთ, როგორც მოითხოვს თანამედროვე განათლების სისტემა. თან არ დავივიწყოთ, "ვისი გორისანი ვართ". ამ ამოცანის გადაჭრა ძნელია, მაგრამ ვცდილობთ, თავი გავართვათ.

გარდა ამისა, სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა უნდა გამოიმუშაონ მართლმადიდებლური ცხოვრების ჩვევები. ამ მიზნით სასწავლებელი ყოველ საუფლო დღესასწაულზე ისვენებს. სასწავლო წელს - 14 სექტემბერს საზეიმო პარაკლისით ვიწყებთ, რომელსაც ხშირად თავად მეუფე აღავლენს. განსაკუთრებული გულმოდგინებით აღვნიშნავთ სკოლის მფარველი წმინდანის ექვთიმე ათონელის ხსენების დღეს. გარდა ამისა, ყოველი კვირის ხუთშაბათს პარაკლისებს ატარებს ჩვენი სკოლის მოძღვარი, მამა კახაბერ ციყელაშვილი.

- ალბათ ცოტა რთულია დღევანდელი განათლების სისტემის ფონზე სასულიერო სკოლის არსებობა.

- ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევასრულოთ სახელმწიფო დაკვეთა და ვასრულებთ კიდეც. ისევ იმ სახელმძღვანელოებით, იმ პროგრამებითა და მეთოდებით, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს. თუმცა არავინ გვზღუდავს, შევასრულოთ სტანდარტზევით დაკვეთა, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები გვკარნახობენ. სტანდარტზევით მომსახურებაში ვარჩევთ ისეთი საგნების სწავლებას, რომლებიც გვეხმარება მოსწავლეების ზნეობრივ აღზრდასა და მართლმადიდებლურ სწავლებაში. სკოლაში რელიგიის საგანი ისწავლება პირველი კლასიდან მეთორმეტის ჩათვლით. პროგრამა საპატრიარქოს შემუშავებული არა აქვს (ახლა მიმდინარეობს მისი შედგენა). ამიტომ ვხელმძღვანელობთ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მიერ შედგენილი პროგრამით. I-II კლასებში რელიგიის მასწავლებელი მოკლე ლოცვებისა და მართლმადიდებლური მოთხრობების სწავლებით შემოიფარგლება, X-XII კლასებში ვასწავლით საქართველოს ეკლესიის, მსოფლიო ეკლესიისა და რელიგიათა ისტორიას.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა მიმართულების საგნებს. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გასაღრმავებლად მოქმედებს ლიტერატორთა წრე, რომელშიც გაერთანებულია სწავლების II და III საფეხურის ყველა მოსწავლე. გვაქვს მემატიანეთა წრე, სადაც, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით ისწავლება "ქართლის ცხოვრება" და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროები. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ფოლკლორს ვასწავლით. სწავლობენ ასევე გალობას, ქართულ ცეკვებს.

- რას აკეთებთ იმისთვის, რომ სკოლა და მოსწავლე არ ჩამორჩეს თანამედროვეობას?

- ვცდილობთ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა კონკურსსა და ტრეინინგში. პირადად მე მიღებული მაქვს მონაწილეობა ამერიკის საბჭოების საზაფხულო სკოლაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლიკანში ჩატარდა. ასევე მივიღე სერტიფიკატი სამოქალაქო განათლების სფეროში. ვმონაწილეობდი ამერიკის მიერ გამოცხადებულ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა ექვსკვირიან ტრეინინგს შეერთებული შტატების სკოლებში, მაგრამ მერვე ბავშვს ველოდებოდი და ვერ წავედი.

სკოლა უნდა იყოს თანამედროვე და ეროვნული. ვცდილობთ, ვიყოთ ასეთნი. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მიღწევებიდან გამოვყოფდი ჯილდოს, რომელიც მიიღეს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში "მწვანე გზას ტაძრისკენ მივყავართ". უწმინდესმა ჩვენს მოსწავლეებს ბიბლია და პირველი ხარისხის დიპლომები გადასცა.

2002 წელს კი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ხაშურში ჩატარდა წვიმოეთის (ხცისის) იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის 1000 წლისთავი. გვინდოდა, ამით მეტი ყურადღება გამოეხატათ ამ უნიკალური ტაძრის გადასარჩენად. 1002 წელს აშენებული ტაძარი დღესაც თაღებჩამოშლილია, თუმცა მოქმედია.

- რამდენიმე წლის წინ ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაც გაიხსნა...

- ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დაიწყო გიმნაზიამ ფუნქციონირება. ღვთის ნებით და კეთილი ადამიანების შეწევნით და ახლა უკვე მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) თავდაუზოგავი შრომით სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

- მეუფე ეფრემი დღეს ბოლნისის ეპარქიას წინამძღვრობს. იქ თუ მოქმედებს სასულიერო სკოლა?

- ჯერჯერობით არა, თუმცა მოსახლეობის სურვილი და თხოვნა დიდია. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით და ჩვენი გიმნაზიის საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით, მალე ბოლნისში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნება.

- თანამედროვე სკოლაში რეფორმის შედეგად მნიშვნელოვანი ფუნქცია მიენიჭა სამეურვეო საბჭოს. თუ მოქმედებს თქვენს სკოლაში და რა მოსაზრების ხართ მასზე?

- ჩვენთან სამეურვეო საბჭო არ არის. შევეცადეთ მის ჩამოყალიბებას. ავირჩიეთ წევრები, მაგრამ რატომღაც ფორმალური სახე მიიღო. ვერ შევეხები სახელმწიფო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მუშაობას, თუმცა როგორც ჩემი კოლეგებისგან ვიცი, მათი მუშაობა სკოლის დირექტორთა არჩევის შემდეგ მიინავლა. სამეურვეო საბჭოები ქართული სკოლისთვის ახალი არ არის. XIX საუკუნის II ნახევარში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისთანავე ფართოვდებოდა სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების რიცხვი. ყველა ტიპის სასწავლებელს ჰყავდა მზრუნველთა საბჭო, რომელიც განკარგავდა ფინანსებს, თვალყურს ადევნებდა სწავლების ხარისხიანად წარმართვას და ამტკიცებდა სასწავლებლის ხელმძღვანელს. მზრუნველთა საბჭო სკოლის გახსნამდეც იქმნებოდა, რათა მისი დაარსებისთვის საჭირო თანხები შეეგროვებინა, მიეღო სათანადო ნებართვა, შეერჩია დირექტორი და მასწავლებლები. მაგალითად, ქუთაისის საეპარქიო სასწავლებელი გაიხსნა 1892 წელს, ხოლო სკოლის კომიტეტი 1889 წელს დაარსდა.

ჩემთვის წარმოუდგენელია ქართული სკოლა მართლმადიდებლური განათლების გარეშე. გავიხსენოთ მაგალითები, თუ სად იღებდნენ ჩვენი წინაპრები განათლებას. რა თქმა უნდა, ეკლესიის კარზე, სადაც მოძღვარი ასწავლიდა წერა-კითხვას და ელემენტარულ მათემატიკასაც კი. გელათის, იყალთოს აკადემიები ხომ ტაძრების გვერდით არსებობდა.

სკოლა, სიახლეების მაძიებელთან ერთად, უნდა იყოს ძველი ტრადიციების მომვლელი. უნდა გამოდიოდეს მოსწავლეთა ინტერესებიდან. გულსატკენია, როდესაც საუკეთესო კადრები სკოლის ნაცვლად ბანკებში მიდიან სამუშაოდ.

- თუ აქვს თქვენს სკოლას პრობლემები?

- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. ამიტომაც პრობლემები ყოველთვის იყო, არის და იქნება. მთავარია, უმტკივნეულოდ მოგვარდეს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, სწრაფად ვახდენთ რეაგირებას, მაგრამ ძალიან განვიცდით, როცა რაიმეს გაკეთება არ შეგვიძლია. მაგალითად, ბევრი სახელმძღვანელო არ მოგვწონს. თუნდაც ისტორია-გეოგრაფიისა, რომელიც ენციკლოპედიას უფრო ჰგავს. ამავე სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია გეოგრაფიის სწავლება, მაგრამ გეოგრაფია თითქმის დაკარგულია. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვასწავლოთ ამ წიგნით, ახალი მეთოდებით, მაგრამ არა მგონია, შედეგი სასურველი მოგვცეს. ამიტომაც ჩამოვაყალიბეთ მემატიანეთა წრე, შემდგომში გეოგრაფთა წრეს დავუდებთ სათავეს, თუმცა ეს პრობლემებს ვერ მოაგვარებს. აუცილებელია სახელმძღვანელოების უფრო დახვეწა. მათი უმეტესობა არ ითვალისწინებს მოსწავლეთა მიერ გაკვეთილის მოყოლას. მხოლოდ ინფომაციის მოძიება და შედარება არ არის საგნის სწავლება. ასეთივე პრობლემა აქვს საბუნებისმეტყველო საგნებს. ვფიქრობ, საგნის ფრაგმენტულად სწავლა არ შეიძლება. იგი უნდა მოიცავდეს საგნის შესწავლას მარტივიდან რთულისკენ. შესწავლისას - განმტკიცებას და გამოყენებას.

- ქალბატონო თამარ, გარდა იმისა, რომ სკოლის დირექტორი ხართ და ამდენ ბავშვს პატრონობთ, რვა შვილის დედა ბრძანდებით. დედობა თავისთავად უკვე პროფესიაა. ბევრი შვილის დედობა გმირობაა...

- მრავალშვილიანობა უფლის დიდი წყალობა და მადლია. შვილს ვინც გაძლევს, ის გირჩენს და გიზრდის. უარი არ უნდა თქვა არც ერთ შვილზე. ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოსვლას წინ არ უნდა აღვუდგეთ. ეს უდიდესი დანაშაულია. დედაშვილობა კი ისეთი მადლია, ყველა პროფესიას და ყველაფერს მოიცავს. თითქმის არაფერი მესმის მედიცინისა, მაგრამ ყოველთვის ზუსტად მიგრძნია, რითი ყოფილა ჩემი შვილი დაავადებული. ყოველთვის მინდობილი ვარ ღვთის ნებას.

ჩვენს სკოლაში სწავლობენ ხელმოკლე ოჯახის შვილებიც და შეძლებულებიც. მათ ერთად ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეძლებული ოჯახის შვილს უჩნდება მეტი სიყვარული გაჭირვებულის მიმართ. ხელმოკლე ოჯახის შვილს კი თავისი თავის, მომავლის რწმენა უღვივდება.

ჩემი საქმიანობა ძალიან მეხმარება შვილების აღზრდაში. ზოგჯერ მიფიქრია, სხვა პროფესიისა რომ ვიყო, ვერც კი შევძლებდი ოჯახისა და სამსახურის შეთავსებას-მეთქი. რვა შვილთან ერთად სკოლის ხელმძღვანელობა, თან საგნის მასწავლებლობა საკმაოდ შრომატევადია. მთელი დღის განმავლობაში ჩემი შვილები მაინც ჩემს გვერდით არიან, თუმცა ზოგჯერ მსაყვედურობენ კიდეც, ნაკლებ ყურადღებას გვაქცევო. მართლაც ასეა - სკოლა მეტ შრომას მოითხოვს.

სკოლის კეთილმოწყობაში გვერდით მიდგას ჩემი მეუღლე. პროფესიით მხატვარია და ეს ძალიან გვეხმარება. გარდა ამისა, მამაკაცის ყოფნას სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბავშვები უფრო მოკრძალებულნი ხდებიან.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ჩემი მეუღლე, ნუგზარ ნოზაძე ძვირფასი თვლებით ამკობს ხატებს და სხვადასხვა სიწმინდეს. მეუფის მიტრაც მისი მოოჭვილია.

ჩვენი ოჯახი ტრადიციულია. არასდროს დავმდგარვარ არჩევანის წინაშე - ოჯახი თუ კარიერა. ყოველთვის ოჯახს ვანიჭებდი უპირატესობას. ამიტომაც არ დავრჩი უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრაზე, არ წავედი საზღვარგარეთ სასწავლებლად, სამუშაოდ... ოჯახის სიმტკიცე, სისპეტაკე, ძლიერება განაპირობებს ქვეყნის უკეთეს მომავალს.

ერთი ამბავი უნდა გითხრათ. თურქი მოსწავლე მყავს, მურად დალბაქი - დედამისი ქართველია. ოჯახმა მოისურვა, ბავშვს ესწავლა მართლმადიდებლურ სკოლაში. ბავშვი წამოიზარდა და მე-7 კლასიდან მშობლებს კატეგორიულად მოსთხოვა რჯულის შეცვლა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე გადასვლა. მისივე სურვილით, თანაკლასელებმა მონათლეს. მურადის ნათლობა მთელმა სკოლამ ვიზეიმეთ.

რაც უფრო მეტი იქნება ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლური სკოლა, მით უფრო მეტი ჭეშმარიტი მორწმუნე გვეყოლება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler