ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა
ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა
ანა მიქიანის ჭედურობა
ფიროსმანივით - სიცოცხლეში არ შედგებაო ჩემი გამოფენა, - იტყოდა მორჩილი ანა, ერში - ლია მიქიანი. ლითონზე გადაჰქონდა მარადისობა. საჭრეთლით ამბობდა თავის სათქმელს. თითქოს კი არ ჭედავდა, ქარგავდა სულის ძაფებით. თითოეულს შვილივით ელოლიავებოდა, გასაყიდად ვერ იმეტებდა. მის ხელს ეკუთვნის სამასზე მეტი ნამუშევარი მითოლოგიურ, ლირიკულ და რელიგიურ თემებზე. მათ შორისაა საპატრიარქო კარიბჭის მოჭედულობა, წმინდა სამების ტაძრის სახარებისეული ყდა, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, მთავარანგელოზთა ხატები და კარედები.

ორი წლის წინ, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, თვითონაც შეუერთდა მარადისობას. წინაპართა სულებს მიეახლა ღვთისა და მამულის წინაშე ვალმოხდილი მორჩილი ანა. და შეუფასებელი საგანძური დაუტოვა სამშობლოს, მომავალ თაობებს. ისიც მოასწრო, რომ დისშვილისთვის - ბესოსთვის ესწავლებინა მინანქარი და ჭედური ხელოვნება. მეორემ, ეკატერინემ, დისერტაცია დაიცვა მის შემოქმედებაზე.

KARIBCHEKARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHEპირველი ნაბიჯები ხელოვნებაში აფხაზეთში გადადგა - მიქიანების ცხრაშვილიანი ოჯახი მაშინ აფხაზეთში ცხოვრობდა. მერე 13-14 წელი ნაყოფიერად მუშაობდა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. შემდეგ იყო 9 აპრილი... ლიამ დაუყოვნებლივ მოაშურე საქართველოს. აქედან იწყება უფალთან დაახლოების პერიოდი. ლიას გულში ნაყოფიერი ნიადაგი პოვა მართლმადიდებლურმა სიტყვამ. სიახლე მის შემოქმედებასაც დაეტყო. სულზეც ზრუნავდა და ნამუშევრების კანონიზებაზეც. მორჩილად შედგომა გადაწყვიტა თავმდაბლობას ჩვეულმა.

სიცოცხლეში განდიდებას ერიდებოდა. მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შედგა გამოფენა. დედმამიშვილების ძალისხმევით მიმდინარე წლის 20-25 ივნისს გალერეა "ჰობი" მნახველებს ვერ იტევდა. მათ აღფრთოვანებას არ ჰქონდა საზღვარი. გინდა გამუდმებით უმზირო მისი ჭედური ხელოვნების შედევრებს - ორი მეტრის სიმაღლის გამოსახულებებს სპილენძზე, თითბერზე, კალაზე, ვერცხლზე. მეტყველი თვალები თითქოს გლოცავენ, გესაუბრებიან წმინდა ხატებიდან, სურათებიდან. თითქოს ცოცხლდებიან წმინდა ნინო, წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი. ამის ენით გადმოცემა შეუძლებელია.

ფართო საზოგადოებამ გაიცნო მორჩილი ანა, დაინახა, რა შეძლო მისმა შრომისმოყვარეობამ და მონდომებამ, უფლის, სამშობლოს სიყვარულმა, როგორ შესწირა სიცოცხლე უკვდავ შემოქმედებას ბეშქენ და ბექა ოპიზრების ხელობის გამგრძელებელმა ქართველმა ქალმა, რათა უფალთან მასაც დაენთო სანთელი, ერთი აგური შეეწირა სამშობლოს სულიერი კულტურისთვის.

მოამზადა
ლელა ჭიპაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
19.04. 2017
გოგიტა მელიქიძე
მე ვიცნობდი მას და მისი ქრისტიანული სულის სიდიადეც დანახული მაქვს, რის გამოც მისი ნაადრევი გარდაცვალება კიდევ უფრო მეტად მენანება . მომავალში შეიძლება მასზე მოგონებაც დაიწეროს .
04.05. 2015
ნინო შერმაზანაშვილი
ღმერთმა აცხონოს მისი პატიოსანი და მარადიული სიყვარულით სავსე სული. ზეციური საქართველოდან მისი წმიდა ლოცვა გვეწეოდეს ყველას. არასდროს დამავიწყდება, მისი მაჯისსიმსხო ნაწნავიანი ლამაზი თავი, რომ გაიელვებდა ჩემს წინ წირვაზე სიონის საპატრიარქო წმიდა ტაძარში, გულში, როგორი სითბო და სიყვარული ჩამეღვრებოდა ხოლმე. მე ბედნიერი ვარ რომ მას ვიცნიბდი და მქონდა საშუალება მოვფერებოდი მის ლამაზ, ძლიერ და მადლიან ხელებს, რომლებმაც ასეთი საუნჯე დაგვიტოვეს................
02.05. 2015
ლია
უფლის წმიდაა მორჩილი ანა!
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler