მნიშვნელოვანია წინაპართა კეთილ ტრადიციას დავუბრუნდეთ და შვილებს საღმრთო ისტორია შევაყვაროთ
მნიშვნელოვანია წინაპართა კეთილ ტრადიციას დავუბრუნდეთ და შვილებს საღმრთო ისტორია შევაყვაროთ
იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია" 2012 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელმა" უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოსცა, და ის "კარიბჭესთან" ერთად იყიდებოდა. ამ პროექტმა გამოსვლისთანავე მშობლების დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნები ერთ დღეში ქრებოდა დახლებიდან. რედაქციაში დღესაც უამრავი წერილი მოდის. მკითხველი გვთხოვს ამ სერიის გამეორებას. ბავშვები იზრდებიან, თაობები იცვლება, ვინც ახლა წამოიზარდა და კითხვა ისწავლა, მათ მშობლებსაც უჩნდებათ სურვილი აზიარონ ბავშვები ამ შესანიშნავ პროექტს. სწორედ ამიტომ გამომცემლობამ გაითვალისწინა მკითხველის სურვილები და "საღმრთო ისტორიის" სერია 27 მარტიდან ახლა უკვე ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად გაიყდება, იმისთვის, რომ ყველა პატარა მკითხველამდე მივიდეს, რადგან ეს პროექტი მომავალი თაობის სულიერად ჩამოყალიბებაში მცირე წვლილს მაინც შეიტანს.

სერია 24 ტომს მოიცავს. წიგნები ფერადი ილუსტრაციებითაა დამშვენებული. (მხატვრები გოჩა კაკაბაძე და მამუკა შენგელია)
იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია" გახლავთ ტექსტოლოგიური კვლევა, რომელიც პოეტმა და ლიტერატურის მკვლევარმა ზურაბ კალანდაძემ და ცნობილმა მეცნიერმა ელგუჯა გიუნაშვილმა ჩაატარეს, სარედაქციო სამუშაო კი ასევე ცნობილ ლიტერატორსა და მეცნიერს, აწ განსვენებულ ზურაბ სარჯველაძეს ეკუთვნის.

KARIBCHE KARIBCHE

ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილს არ დასცალდა, ერთ სრულყოფილ, სისტემურ წიგნად გამოეცა თავისი ნაშრომები. იგი ხელნაწერის სახით არსებობდა და საბჭოთა ცენზურას ჰქონდა "დატყვევებული". მისი გამოცემის იდეა 1970-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაიწყო მისი ტექსტოლოგიური დამუშავება. ტექსტის მცირე ნაწილი "საღმრთისმეტყველო კრებულში" დაიბეჭდა. ეს ჟურნალი ეკლესიის წიაღში აღმოცენდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი ლიტერატორი ედიშერ გიორგაძე გახლდათ. ტექსტი 1990 წელს, სრულყოფილად გამომცემლობა "მთაწმინდამ" გამოსცა.

დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დღეს,როდესაც დამიანები კარგავენ ღვთის შიშს და ცდილობენ საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრებას,რაც მოწყალე ღმერთს მრისხანებად აღძრავს,მეტად მნიშვნელოვანია წინაპართა კეთილ ტრადიციას დავუბრუნდეთ და შვილებს საღმრთო ისტორია შევაყვაროთ. ვფიქრობ, იაკობ გოგებაშვილის "საღვთო ისტორია" საუკეთესო დახმარებას გაუწევს მომავალ თაობას.
ყველა ღირსეული და გონიერი მშობელი ზრუნავს,რომ შვილი არა მხოლოდ ინტელექტუალი და განათლებული, არამედ ზნეობრივი და კარგი თვისებებით აღჭურვილი გაზარდოს, რაც თავისთავად ძლიერი სახელმწიფოს არსებობის წინაპირობაა. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს თავის ქადაგებებში,რომ უზნეო და ბოროტი ადამიანის ხელში მოხვედრილი ცოდნა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი კაცობრიობისათვის. ცხოვრების იმ საშინელ ტალღებს,რომელიც თავის მღვრიე ტალღებში ყველას დანთქმას ცდილობს, მხოლოდ ის გადაურჩება ვინც პეტრე მოციქულის მსგავსად ქრისტე ღმერთს თვალს არ მოაშორებს, წმინდა დავით მეფსალმუნე, რომელმაც ისრაელის უძლიერსი სამეფო შექმნა, 118–ე ფსალმუნში ასეთ სიტყვებს ამბობს: "რაითამე წარიმართოს ჭაბუკმა გზაი თვისი არათუ იმარხნეს სიტყვანი შენნი". ანუ რით წარემატება ახალგაზრდა,თუკი შენს მცნებებს არ დაიცავს? და ეს მცნებები, ანუ ცოდნა იმისა რა მოსწონს ქვეყნის შემოქმედს და რა არა, წმინდა წერილშია განცხადებული. ამიტომ იყო,რომ ჩვენი წინაპრები საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ შვილების წმინდა წერილის სულით აღრზდას.

KARIBCHE

წმინდა იოანე ოქროპირი ასე მოძღვრავდა თავის სამწყსოს:"თუკი წმინდა წიგნებს ხელში გულმოდგინედ აიღებთ,მაშინ თქვენ მიიღებთ მათში ჩადებულ დიდ სარგებელს და მათგან მრავალს მოიხვეჭთ. უპირველეს ყოვლისა – კითხვის მეშვეობით ენა კეთილად მეტყველებას ეჩვევა, ასევე სულიერ ფრთებს ისხამს სული,ზეცამდე მაღლდება და სიმართლის მზის სხივებით ნათდება;შემდგომ როგორც ხორციელი პური ამრავლებს სხეულებრივ ძალებს,ასევე კითხვა აძლიერებს სულს, რამეთუ ის არის სულის საზრდო,რომელიც მას მტკიცეს, მარადიულსა და სიბრძნის მოყვარეს ხდის, ცოდვიან ვნებებს მის დაუფლებას არ ანებებს, პირიქით, ფრთებს ასხამს და ზეცაში აჰყავს."ხოლო ბერძენთა კეთილმსახური მეფე ბასილი მაკედონელი ასე მოძღვრავდა თავის ძეს:"ნუ დაიზარებ გამუდმებით კითხვას ძველ საქმეთა აღწერისა,რადგან იქ იოლად იპოვი იმას,რასაც სხვები ხანგრძლივი ძალოსხმევით პოულობდნე,იქიდან შენ შეიტყობ სათნო და ბოროტი საქმეების შესახე,ასევე შეიმეცნებ მრავალსახოვან ცვლილებებს ადამიანის ცხოვრებაში, მოვლენებისა და ამქვეყნის ცვალებადობას, სამეფოების იოლად გაცამტვერებას. მოკლედ გეტყვი: შეიტყობ ბოროტი საქმეებისათვის მოწევნული სასჯელისა და კეთილი საქმეებისათვის მიგებული საზღაურის შესახებ.ბოროტ საქმეებს განეშორები,რათა არ გეწიოს ღვთის სასტიკი სასჯელი და შეიყვარებ კეთილ საქმეებს.ამგვარად შეძლებ ყოველივე გამასწორო შენში, რათა გახდე ღირსი სიკეთის მიგებისა.

"საღმრთო ისტორია" გამოვა 27 მარტიდან და ჟურნალ "კარუსელთან" ერთად გაიყიდება ყოველ პარასკევს სპეციალურ ფასად - 3 ლარად (ჟურნალთან ერთად 5 ლარი ეღირება)



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler