ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
ივერონის სასწაულმოქმედი კანდელი
ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სამეუფო კარის წინ კიდია დიდი, უძველესი ვერცხლის კანდელი, რომელიც მღვდელმონაზონ ბენედიქტე ქიოტიშვილს 1834 წელს შეუწირავს. ეს კანდელი უცნაური და იდუმალებით მოცულია, ხილული საოცრებაა, ვინაიდან არ ემორჩილება სიმძიმის ძირითად კანონს და დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობს თავისთავად, უხილავი ძალით, რიტმულად და ჰორიზონტალურად. ეს სასწაული ხდება დიდ დღესასწაულებზე, წირვისა და ლოცვის დროს, ჩვეულებრივ დღეებში კი მოულოდნელად და უეცრად, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ლიტურგია. დღესასწაულებზე კანდელი მოძრაობას იწყებს ღამის თევის დროს, ღვთისმსახურების მთავარი ნაწილის დაწყებისას, როცა სასიხარულო ჰიმნებსა და საგალობლებს უგალობენ უფალს და ადიდებენ დედოფალს - ღვთისმშობელს და ზეიმისთვის ტიპიკონის მიხედვით ინთება შანდლები და ტაძრის ყველა სასანთლე.

გადმოცემით, დღესასწაულებზე კანდელის თავისთავად მოძრაობა თვალხილული ნიშანია იმისა, რომ ღვთისმშობელი იმ დროს თავის ტაძარში იმყოფება. კანდელის მოძრაობა ჩვეულებრივ დღეებში მოასწავებს უბედურებას ქვეყნისთვის - მიწისძვრას, ომს ან სასიკვდილო ეპიდემიას.

ივერთა მონასტრის მატიანე მოგვითხრობს ასეთ საკვირველ შემთხვევას: ერთხელ ტაძრის ახალგაზრდა მნათემ იფიქრა, რომ კანდელის მოძრაობა დამოკიდებული იყო ქარის ქროლაზე. დასამძიმებლად ქვიშა ჩაყარა კანდელის გარე სათავსში - კანდელი აღარ იმოძრავებსო. მაგრამ პირველივე ღამეს, როცა ტაძარში შევიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად, საოცრება იხილა. კანდელი, სიმძიმის გამო, მოწყვეტილიყო საკიდს და იატაკზე ეგდო. მაგრამ მაინც ენთო, თითქოს არაფერი მომხდარაო. შეშინებულმა მნათემ გადმოყარა ქვიშა, კანდელი ძველ ადგილს დაუბრუნა და თვალცრემლიანი გაიქცა თავისი შეცდომების სათქმელად. ყველას ამცნო ახალი სასწაული და ადიდა კარიბჭის ღვთისმშობელი, რადგან ამ გზით გამოიყვანა იგი ურწმუნოებიდან და ასწავლა, რომ "სადაც ღმერთის განგებაა, იქ ბუნების კანონები მარცხდებიან".

ათონელთა მოწმობით, თურმე თურქეთის ჯარების კვიპროსზე თავდასხმის წინა დღეებში კანდელი ისე ძლიერად მოძრაობდა, რომ ზეთი იღვრებოდა.

ივერთა მონასტრის მამები ყურადღებით ადევნებენ თვალს საკვირველმოქმედ კანდელს. როცა იგი ჩვეულებრივ დღეებში განსაკუთრებით ძლიერად იწყებს მოძრაობას, აცნობებენ ხოლმე ათონის მთის ყველა მონასტერს და აღევლინება ერთობლივი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ამ მოვლენის შესახებ გადასცემენ განდეგილ მამებსაც თხოვნით, გააძლიერონ ლოცვა და გააღრმაონ მარხვა.

საქართველოს სიძველენი
"გუჯარი დაწერილია ტყავზე მრგვალის მხედრულის ხელით, თითოეული სიტყვის შემდეგ უზის სამ-სამი წერტილი. თავი და ბოლო ნაკლულია, გვერდებიც ტყავისა დაზიანებულია. ქორონიკონი არა ჩანს, მაგრამ სიგელი უნდა ეკუთვნოდეს ლევან II დადიანს (1657), - წერს ექვთიმე თაყაიშვილი, - იმ დროსვე ცხოვრობდა გუჯარში მოხსენიებული აფხაზეთის კათალიკოსი მაქსიმე მაჭუტაძე, რომელიც 1640 წლის 23 აპრილს ნახა ლევან II-ის კარზე რუსის დესპანმა ელჩინმა, ხოლო 1650 წელს მაქსიმემ იმერეთის მეფესთან, ალექსანდრე III-სთან ერთად ფიცი დადო რუსეთის ქვეშევრდომობაზე. პაპანი და პაპის პაპანი ლევან მეორისა - გიორგი, ვამეყ, შერგილ და სამადავლე ანუ შამადავლე დასაფლავებულნი არიან ხოფში. ერთი წარწერა გუჯრისა უჩვენებს, რომ ლევან II-ს ჰყოლია ძმისწული, სახელად ლევანი, რომელიც უნდა იყოს ლევან III ანუ შამადავლე".

თეკლათის დედათა მონასტრის საქალებო სკოლა
გურია-სამეგრელოს ეპარქიაში ამ მოკლე ხანში დაარსდა ორი დედათა მონასტერი - ჯიხეთისა და თეკლათისა. ქართველმა მონაზვნებმა აქაც დაამტკიცეს, რომ ქართველი დედები უფრო მხნენი და მუყაითნი არიან მამაკაცებთან შედარებით. ყოველს ნივთიერს საშუალებას მოკლებულთ, მაგრამ ძლიერთ ღვთისა და ერის სიყვარულით, არარაისგან შეჰქმნეს მთელი ორი მონასტერი და თითოეულმა მონასტერმა თითო საქალებო სკოლა დააარსა თვისის ხარჯით. შარშან დაარსდა სკოლა ჯიხეთის დედათა მონასტერში და წლეულს - თეკლათის მონასტერში.

14 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსი მობრძანდა თეკლათში, სადაც წირვა მოისმინა. ყველა აღტაცებაში მოიყვანა დაწყნარებულმა, მდორე და მწყობრმა გალობამ დედათა გუნდისამ. წირვის შემდეგ ყოვლად სამღვდელომ აკურთხა დროებითი სახლი სკოლისა, სამღვდელოებისა, ეპარქიის მეთვალყურისა, მაზრის უფროსის თანაშემწისა, მონასტრის იღუმენის ათანასიასი. მოლოზონთა და დიდძალ ადგილობრივ საზოგადოების თანდასწრებით ყოვლად სამღვდელომ სიტყვა წარმოთქვა საეკლესო განათლების შესახებ და თვისის უხვის კალთისგან ახლად დაარსებულ სკოლას შესწირა ათი თუმანი.

ეპარქიის მეთვალყურემ ფოთიდან მოიყვანა ხუროთმოძღვარი და მან იმავე დღეს აარჩია ალაგი ახლად დაარსებულის სკოლის შენობისთვის, რომელიც დედათა მონასტერს დაუჯდება არა უმცირეს რვაასის თუმნისა. ერთი საყურადღებო ამბავიც: თეკლათის ახლოს, ძველ საყდრის ნანგრევებში ამ ორიოდ წლის წინათ დასახლდა ორი ბერი, რომელთაც მთელს სამეგრელო-გურიაში სახელი გაითქვეს წმინდა ცხოვრებით. ისინი სხვას არას სთხოვენ, თავისის ხელით ირჩენენ თავს და შეძლებისამებრ სხვებსაცა ჰშველიან. უდიდესმა მათმა მოღვაწეობამ ყურადღება მიიქცია სოფლელ ხალხისა და თანდათან მრავლდება იმ პატარა ტაძრის თაყვანისმცემელთა რიცხვი, რომელსაც თავი შეაფარეს ამ ძველებურ ბერობის განმაახლებელთა.
"ივერია", 1899წ.

იმერული ხის ჭიშკარი
იმერეთში ეზოს კარს ზოგი "საგდულოს" უწოდებს, ზოგი "ალაგეს". ალაგეს უწოდებენ ღობეზე გადასაბიჯსაც, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ცალკე, ჭიშკრისგან დამოუკიდებლად, სხვა ადგილზე, ეზოს ერთი ნაწილიდან მეორეში გადასასვლელად, ან ჭიშკრის ნაგებობაში ყოფილიყო ჩართული. კეთდებოდა უმთავრესად კუტი კარის ქვედა ნაწილში, გადასაბიჯებლად. ასეთი კუტი კარი ძალიან ხშირად გვხვდება. იმერეთში მას "ჩერული" ჭიშკარი ეწოდება. აქ ექვსი ფიცარი დედოზე შეერთებულია მარჭვლებით. გასაღებ დედოსთან დასობილია რგოლით. "ჩერული" ჭიშკრის კუტ კარს აქვს ალაგე ანუ საბიჯი.

იმერეთში გვხვება აგრეთვე "ფალავანის" ჭიშკარი, რომელიც შენდება წაბლის მასალით. ხშირი იყო სახურავიანი მოჩარდახული ჭიშკარიც, რომელიც ერთდროულად ასრულებდა მოსაცდელისა და საჩრდილობლის მოვალეობას. უფრო გვიან კი, როგორც ჩანს, იგი ჭიშკრის ძირითად ნაწილს იცავდა წვიმისგან. იმერულ ჭიშკარს გვერდით ჰქონდა პატარა ფარი, რომელსაც საქვეითო ჭიშკარს, ანუ კუტ კარს უწოდებდნენ. ზოგიერთი მას კუტ ჭიშკარსაც ეძახის. თავისი დანიშნულებით ჭიშკარი ანუ დიდი კარი იმერეთში მრავალრიცხოვან მგზავრთათვის, ტრანსპორტის მოძრაობისთვის ანუ განსაკუთრებით პატივსაცემი სტუმრის მიღებისას იღებოდა, ხოლო კუტი კარი ჩვეულებრივ მოსიარულეთათვის იყო განკუთვნილი. იმერეთში ეზოში შესასვლელი ჭიშკარი ძველად ხისგან კეთდებოდა. XIX საუკუნიდან იყენებენ ქვასა და რკინას.

გვესოს ციხე
გვესოს ციხე ისტორულ ლეჩხუმში, მაღალ მთაზე მდებარეობს. ციხე და მის ტერიტორიაზე მდებარე სამეკლესიიანი ბაზილიკის ნანგრევები ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა ლეჩხუმში. იგი იყო საეპარქიო ცენტრი და აქაური სასულიერო ხელისუფლების რეზიდენცია. ისტორიული ნარკვევების მიხედვით, ციხის კომპლექსი დათარიღებულია IX-X საუკუნეებით. ციხე და მისი ნაგებობები ძლიერაა დაზიანებული.

დუროიანი ციხე-სახლი
სვანური მურყვამის ტიპის სამ-ოთხსართულიანი ღებური დუროიანი სახლი ერთდროულად ითავსებდა საცხოვრებელ და საბრძოლო თავდაცვით ფუნქციებს. მისმა შემქმნელმა ხუროთმოძღვარმა გაითვალისწინა ღებური ზამთრის უმკაცრესი პირობები, ადგილობრივი გარემო, ღების გარემოცვა - საგარეო ურთიერთობები მეზობელ ხალხთან და უდიდესი შრომის ფასად შექმნა დროისა და გარემოს შესაფერი, არქიტექტურულად სავსებით დასრულებული, სრულფასოვანი ძეგლი.

KARIBCHEდუროიანი სახლის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო. მეორე და მესამე სართულები - ქორედი დუროებით კი საბრძოლო ბაქანს წარმოადგენდა. გადახურვა ორფერდაა. ქორედს 16 საბრძოლო დუროს ატანდნენ.

დუროიანი სახლს მეოთხე სართული ადგას, როგორც გვირგვინი. ქორედი გამოსულია გარეთ, რაც მეტ ლაზათს ანიჭებს ნაგებობას.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის I ნახევარში, როცა დუროიანი სახლის ქორედმა პრაქტიკულად დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია - საბრძოლო დანიშნულება, ბევრ სახლს მოხსნეს იგი და გამოთავისუფლებული სამშენებლო ქვა სხვა საქმისთვის გამოიყენეს. ისე კი დუროიანმა სახლმა გაუძლო დრო-ჟამს. XX საუკუნის დასაწყისში ასზე მეტი ასეთი ნაგებობა არსებობდა. ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებამ, ისტორიულ ძეგლთა დაცვის უგულებელყოფამ და სხვა უარყოფითმა მოვლენებმა ბევრი დუროიანი სახლი შეიწირა და დღეს მხოლოდ ერთია პირველქმნილი სახით შემორჩენილი, რომელიც გადაუდებელ შეკეთებას და დაცვას საჭიროებს. ღებში კიდევ ოთხი სახლია, რომლებზეც შემონახულია დუროები. ქორედმოხსნილი სახლი კი ათია, რომლებსაც ასევე მოვლა-პატრონობა სჭირდება.

ღების ხევში კოშკები დუროიანი სახლის გვერდით შენდებოდა. მესამე სართულის კედელში დატანებული კარი უნდა ყოფილიყო გადასასვლელი, დამაკავშირებელი ხის ხიდი. ღებური კოშკებიდან ერთიღა შემოგვრჩა, დედაღვთისად წოდებული, რომელიც მზრუნველ ხელს ელოდება.

თქმულება ღების მაცხოვრის ეკლესიაზე
ღების მაცხოვრის ეკლესიას უკავშირდება ლეგენდა-სინამდვილე: ერთხელ სვანები თავს დასხმიან ღებელებს და ეკლესიიდან ოქროს ჯვარცმა გაუტაციათ. ამ განძის დაკარგვით შეწუხებული ღებელები მის დასაბრუნებლად ყოველ ღონეს ხმარობდნენ. თურმე ერთ გლეხს, გვარად ბათხაძეს, ღამით დარჩენია ველად საქონელი, რომლის მოსაძებნად ჯერ შვილი გაუგზავნია და მერე თვითონაც წასულა. ბათხაძეს ერთი მსხლის ძირას რაღაც ხმაური მოსმია, დათვი გონებია და თოფი უსვრია. დილით იმ ადგილას დათვის მაგიერ მისი შვილი დახვედრია მოკლული. დამწუხრებულ მამას სოფლელებისთვის უთქვამს, სვანეთში უნდა წავიდე და ცოდვა გამოვისყიდო, ჯვარი დავაბრუნოო. წასულა. პირველ საღამოსვე გაჰყოლია სვანებს სალოცავში, სადაც ეგულებოდა დასვენებული ღებიდან მოტაცებული ჯვარცმა. როდესაც ლოცვა გაუთავებიათ და გარეთ გამოსულან, ბათხაძე კარს უკან დამალულა, დაუკეტავთ სვანებს სალოცავი. ბათხაძე მისულა დასვენებულ ჯვარცმასთან, თაყვანი უცია... აუღია ხელში და დიდი ტანჯვით გამომძვრალა სალოცავის მოზრდილ სარკმელში. მოსულა ღებში და სოფლისთვის მიუმართავს: "დიდება ბრძანეთ მაცხოვრის ჯვარცმისა". ამის გაგონებაზე ხალხი გარეთ გამოსულა და დიდი პატივით შეუსვენებიათ დაბრუნებული ჯვარცმა ეკლესიაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler