გზანი ხილულობისანი
გზანი ხილულობისანი
ახალი ადამიანის შესახებ
თანამედროვე მსოფლიო სულიერ განახლებას ეგებება, მაგრამ ბევრი ჯერაც ვერ ამჩნევს ამას - ერთნი იმიტომ, რომ ვერ ელევიან თავიანთ ძველ ცთომილებებს და მათ კვლავაც ცხოვრებისა და სიმართლის "უკანასკნელ სიტყვად" მიიჩნევენ, მეორენი კი იმიტომ, რომ თანადროულობის ტანჯვა-წამება და სიღატაკე ერთობ დიდი გახლავთ და იგი ადამიანთა მთელ ძალებს შთანთქავს. ისეთებსაც შეხვდებით, სულიერი განახლების აუცილებლობას რომ გრძნობენ, მაგრამ ახალ გზებს ვერა და ვერ პოულობენ და არ იციან, საიდან დაიწყონ... მაგრამ ახლოვდება ის "დღე", როდესაც სულიერი განახლება თავისთავად დაიწყება და თანაც იმის გამოისობით, რომ ძველი გზები და მიმართულებანი საკუთარ თავს ამოწურავენ, სულებს გულაცრუება დაეუფლებათ და ადამიანური ტანჯვა-წამება და ხელმოკლეობაც წარმოჩინდება...

ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა განჭვრეტა, თუ როგორ გამოიყურება ეს განსხვავებული და ახალი გზები და რა ვიღონოთ, რომ ამ გზებზე ეჭვისა და ყოყმანის გარეშე დავდგეთ. კაცის ღირსებას არ შეშვენის უმწეობა და პასიურობა, გაურკვეველი "ბედისადმი" ბალღური მორჩილებით მინდობა. ადამიანმა უნდა გაიაზროს საკუთარი შეცდომები, თავისუფლად განსაჯოს ისინი და არ დაემორჩილოს ამდენი უბედურების მომტან დრომოჭმულ ფსიქოზს. ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ საკუთარ სულსა და მის სისუსტეებს დაეუფლოს, თავი დააღწიოს სულიერი სიბრმავის მდგომარეობას და შემოქმედებითად გამოძერწოს თავისი ახალი ბედ-იღბალი ზეციური მამის წინაშე.

ისტორიის ტრაგიკული მოვლენები, ამბოხებანი და უბედურებანი იმისთვის გვეგზავნება, რომ გონს მოვეგოთ და სასიცოცხლოდ არსებითზე გავამახვილოთ ყურადღება, გავიხსენოთ შემოქმედებითი თავისუფლება და საკუთარ თავშივე მოვიძიოთ ჩვენივე სულიერი სიღრმე, რომ აქედან თავისუფლად, ვაჟკაცურად და აქტიურად დავიწყოთ ჩვენი განახლება. უპირველესად კი იმას უნდა მივაპყროთ გულისყური, რაც დავკარგეთ.

***
კაცობრიობამ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე სცადა, შეექმნა კულტურა რწმენის, გულის, ჭვრეტისა და სინდისის გარეშე, და აი, ახლა ეს კულტურა თავისივე უძლურების მიზეზით ნადგურდება.

ადამიანებს აღარ სურთ იწამონ, რადგან საკუთარი თავი იმაში დააწმუნეს, რომ რწმენა გონებას უპირისპირდება, მეცნიერულად უსაფუძვლოა და სულის "რეაქციული" მდგომარეობაა.

ადამიანები განუდგნენ გულს, რადგან მოეჩვენათ, რომ გული ხელს უშლის ინსტინქტს, რომ იგი "სისულელისა" და სენტიმენტალობის ნაირსახეობაა, რომ იგი ხელს უშლის "ფხიანობას" და კაცს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს, ჭკვიან კაცს კი ყველაზე მეტად იმის ეშინია, სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს - მას ხომ "მაქნისობა" და მიწიერ ცხოვრებაში დამკვიდრება სურს.

ადამიანებმა უარი თქვეს ჭვრეტაზე, რადგან მათ ფხიზელ, პროზაულ "გონებას" სძულს ადამიანური "ფანტაზია" და მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი "ემპირიული" და "პროზაულია". მათ ცხოვრებიდან გამოაძევეს სინდისის საწყისი, რადგან ამ უკანასკნელის ცხოველმყოფელი მოწოდებანი და საყვედურები სრულებითაც არ ჯდება ცივი გაანგარიშებისა და საქმიანი გეგმების კონტექსში, ყოველივე ამის უკან კი, უგულო თავკერძობასა და თვითგანდიდებასთან ერთად, ყალბი სირცხვილი და ყალბი შიში იმალება. ადამიანებს აფრთხობთ სიღატაკესა და ჩრდილში დარჩენა, აკრთობთ, სახელი გაიგდონ ბავშვურობით, არასერიოზულობითა და სასაცილო ვითარებაში ყოფნით... დამშეული გუნება-განწყობა, სახელის განდიდება და პატივმოყვარეობა აქ "საზოგადოებრივი აზრის" წინაშე სიმხდალეს ერწყმის.

ამ ყალბ სირცხვილს ჩვენი ეპოქის უდიდესი ხელმოკლეობა და ტანჯვა-წამება გადალახავს და დაძლევს, რადგან ტანჯვა-წამება ნამდვილი და უმძლავრესი რეალობაა და ადამიანებს იმგვარად აზიარებს ყოფიერებას, რომ ისინი ყოფნას სწავლობენ და არა მოჩვენებითობას, სახელის განდიდებისა და "სახელგანთქმის" პატივმოყვრული სურვილები უკანა პლანზე ინაცვლებს, ეს კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანმა მანამ უნდა იწვალოს და ითმინოს (შესაძლოა, ჩაგვრისა და დამცირების მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ფორმებითაც), სანამ ყოველივე მოჩვენებითს, პირობითსა და ჩამკვდარს არ უკუაგდებს და შინაგანი რეალობისა და შემოქმედებითი ძალმოსილების წყარო არ ამოხეთქავს. თუ ადამიანმა კვლავ ისურვა ნამდვილი რეალობა, ყოველგვარი ყოფიერებისა და ცხოვრების სუბსტანცია, მაშინ მას გული გადაეხსნება და გაუცოცხლდება, თავისუფლად და თავდაჯერებით მიენდობა გულისმიერ ჭვრეტას, მიეახლება ღმერთს, შეურიგდება საკუთარ სინდისს და ახალი კულტურის შექმნას იმით დაიწყებს, რომ ეზიარება ქრისტეს ახალ რწმენას, შექმნის ახალ მეცნიერებას, ხელოვნებას, საფუძველს ჩაუყრის ახალ სამართალს და დაამკვიდრებს სავსებით არასოციალისტურ სოციალობას...

შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტო ან იწინასწარმეტყველო, სახელდობრ, როდის დაიწყება ეს სულიერი განახლება ან როდის დაჰკრავს შემოქმედებითი აზვირთებისა და წვდომის ჟამი. მისი ცალკეული განმახორციელებელნი ყველა საუკუნეში ცხოვრობდნენ და თავიანთ საქმეს ახლაც აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ახლაც უნდა ვეძებოთ თანამედროვე სულიერი კრიზისის სწორი დიაგნოზი და სულიერი განახლების სწორი გზები დავსახოთ.

საამისოდ განსაკუთრებით ფილოსოფიაა მოწოდებული, როგორც სიბრძნის სიყვარული და ღვთიურ შინაარსში ჩაღრმავების მოთხოვნილება, როგორც უაღრესად საპასუხისმგებლო გამოკვლევა, უზენაესი და უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმეების ხილულობის ნება და ჩვენი ეპოქის ფილოსოფოსნიც სწორედ ასე მოიქცევიან, თუ თავიანთ სუბიექტურ-თვითნებურ "კონსტრუქციებს", ყოველგვარ "გნოსეოლოგიურ" და "დიალექტიკურ" კომბინაციებს დაივიწყებენ და თავიანთ ძალებს საგნობრივ ჭვრეტას მოახმარენ.

მაშინ ისინი, უწინარეს ყოვლისა, თანამედროვე კულტურის სულიერ იარებს იხილავენ და მიუთითებენ - მთელი ადამიანური ცხოვრების უწმინდესის დაკარგვიდან მოყოლებული, ყველა იმ ჯურღმულის გამოკვლევით დამთავრებული, რომლებშიც ბოროტება ბუდობს.

ამის კვალობაზე, ისინი ჩვენი კულტურის კრიზისის დიაგნოზს დასვამენ და გვიჩვენებენ, რა გადაჭარბებით აფასებს თანამედროვე კაცობრიობა გრძნობად ცხოვრებასა და გრძნობად სიამოვნებას ან როგორ ქმნის იგი უგულო კულტურას და როგორ იძირება სულიერი დაბნეულობის ქაოსში.

სულიერი განახლების გზების ძიებისას ისინი, პირველ რიგში, აღზრდის საკითხებით უნდა დაინტერესდნენ, რათა გვიჩვენონ ჩვენს ეპოქაში მივიწყებული მისი უმნიშვნელოვანესი მოვალეობანი; აუცილებლად უნდა გამოვაღვიძოთ ბავშვის ინსტინქტის სულიერი საწყისი, ჩამოვუყალიბოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო ადამიანებს განვუმტკიცოთ მსჯელობის საგნობრივი ძალის რწმენა და სულიერი ცხოვრების მთლიანობის ნება.

სწორად უნდა შევაფასოთ მიწიერი არსებობის ის ჭაპანი, ცხოვრების მანძილზე რომ ვეწევით, და ვიპოვოთ მისი სოციალური შემსუბუქების ბუნებრივი და სამართლიანი საშუალება.

განსაკუთებით მნიშვნელოვანია, შევიმეცნოთ და ადამიანებს განვუმარტოთ არსი შემოქმედებითი ცხოვრებისა - ეს ჩვენი შემცვლელი თაობის უდიდესი ამოცანაა. კულტურის შემქმნელი შემოქმედებითი აქტის აგებულებას სიღრმემდე უნდა ჩავწვდეთ და ყველა სფეროსა და სულიერი მოწოდების მიხედვით ამ სიღრმიდანვე განვაახლოთ იგი.

და იმისათვის, რომ ადამიანმა ეს მოწოდებანი შეასრულოს, თავისთვის სულისა და ცხოვრების პირველსაწყისის საფუძვლებთან მიახლება უნდა უზრუნველყოს, მომავალი კულტურის კაცმა კვლავ უნდა შეიყვაროს სულიერი თავისუფლება, მიენდოს ცხოველმყოფელ, გულითად სიკეთეს, საკუთარ თავში ძვირფასი თვინიერება გამოძერწოს, როგორც ნამდვილი ძალის წყარო, მუხლი მოიყაროს ღვთიური სამყაროს საიდუმლოების წინაშე, თავის არსებაში განიმტკიცოს გულისმიერი ჭვრეტის ძალმოსილება, ისწავლოს სიხარული და მადლიერება და აღიდგინოს ნამდვილი რელიგიურობა.

და ის, რასაც მაშინ იგი სამყაროში გამოასხივებს, მის პირად ცხოვრებას გააცისკროვნებს და მისეულ კულტურას ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზით წარმართავს.
ივან ილინი

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler