ჩვენი საუნჯე
ჩვენი საუნჯე
მცხეთის სტეფანწმინდა - ანტიოქია
ჩვენმა წინაპრებმა მცხეთის უადრეს ტაძრებს აღმოსავლეთის წმინდა ადგილების სახელები უწოდეს: იერუსალიმი, ბეთლემი, თაბორი, გოლგოთა, გეთსემანია... მტკვარი იორდანედ აღიქმებოდა.

მირიან მეფის თხოვნით, ერის ნათლისღების შესასრულებლად კონსტანტინე დიდმა იოანე ეპისკოპოსი გამოგზავნა, რომელიც 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებამ ანტიოქიის პატრიარქად აირჩია. ამის გამო მიათვალა კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს. შესაძლოა ამიტომაც დაუკავშირდა ერის ნათლობის ადგილის სახელი ანტიოქიას.

"ქართლის ცხოვრება" მცხეთის სტეფანწმინდის აღმაშენებლად პირველი ქართველი მოწამე მეფის, წმინდა მირდატ IV-ის შვილს, წმინდა ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილს მოიხსენიებს.

ქრისტეს სადიდებლად აგებული ტაძარი მცხეთის აღმოსავლეთ კართან, არაგვის პირას იდგა.

XIX საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, ანტიოქიის ტაძარი ჯერ კიდევ მოქმედი ყოფილა. გერმანელი მოგზაური მორიც ვაგნერი "ცნობებში საქართველოს შესახებ" წერს: "მთის წვერზე, საიდანაც კაცს თვალწინ ეშლება საუცხოო სანახაობა მტკვრისა და არაგვის ნაპირზე, დგას ნახევრად დანგრეული ძველი ეკლესია, რომელშიც ამ საუკუნის დასაწყისში ღვთისმსახურებას მისდევდნენ. მისი სახელია სტეფანწმინდა. მის შუაგულშია დიდი საკურთხეველი, რომლის ნიშაშიც წმინდა იოანე ეხატა ბერძნული წარწერით, "ჰო თეოლოგოს".

გასულ საუკუნეში ტაძრის ერთი მხარე გალავნით და თაღოვანი შესასვლელით შემოიზღუდა და ტაძარი მოიხატა ირაკლი ცინცაძის მიერ.

2002 წელს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერი, რომელიც სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მეტოქიონია და მისი ტიპიკონით ხელმძღვანელობს. წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხსენება და ტაძრის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 9 იანვარს და 15 აგვისტოს აღინიშნება.

ძველი ქართული მწერლობის კერები
კუნძული კვიპროსი საუკუნეთა განმავლობაში გამოირჩეოდა ეკლესია-მონასტრების სიმრავლითა და მოღვაწეთა დიდი კრებულით, რის გამოც ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. იქაურ სავანეებს ხშირად ეხმარებოდა საქართველოს სამეფო კარი. მემატიანის ცნობით, თამარ მეფემ "კვიპრეს ღალია შეამკო და უყოფნია შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა". ქართველებს დიდი კოლონია ჰქონდათ ნიქოზიაში, რამდენიმე მონასტერი - ალამინის რაიონში. XIV საუკუნის საბუთებში იხსენიება ქართული სავანე ჰირზოფუს ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე იალა ან იაილა, რომელიც, მკვლევართა ვარაუდით, ღალია უნდა იყოს.

ღალია ან ჟალია რომ ქართული სავანე იყო, ამას ლენინგრადში დაცული ქართული ხელნაწერის ანდერძიც ადასტურებს: "განვძლიერდი უძლური ესე და ხელ-ვყავ აღწერად ჟამსა სიბერის წმიდას ამას და უმეცართა გონიერმყოფელსა წიგნსა თარგმანსა სამოცდათხუთმეტთა ფსალმუნთასა ძალითა ღმრთისაითა და მადლითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა... დაიწერა კვიპრეს ქართველთა მონასტერს ჟალიას არა ხოლო შინა, არამედ ორ მილიონ შორს მონასტრისგან".

როგორც ჩანს, ღალიას მონასტერში ქართველი მოღვაწენი ცხოვრობდნენ და ფსალმუნთა თარგმანების ანდერძის ცნობით, მწიგნობრულ-ლიტერატურულ საქმინობასაც ეწეოდნენ.

ქრისტეს კვართი საქართველოში
"კვართი წმიდა, რომელი სიყრმესა უქსოვა დედამ"
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი სიწმინდეა ქრისტეს კვართი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ინახება. კვართის საქართველოში მოტანის რამდენიმე ვერსია არსებობს. მათეს სახარების ქართულ თარგმანში ვკითხულობთ: "და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთში და ჩემს კვართზე იყარეს წილი". სახარებაში კვართი შემოდის მაშინ, როცა მათე ფსალმუნებს იმოწმებს. ჯარისკაცების მიერ ჯვარცმული ქრისტეს ტანსაცმლის გაყოფა-მითვისებაში მათე დავითის წინასწარმეტყველების აღსრულებას ხედავს და მისი ფსალმუნის ციტირებას ახდენს, სადაც ნახსენებია კვართიც. იოანეს სახარებაში კვართთან დაკავშირებით ვგებულობთ: "ხოლო მეომრებმა, რომლებმაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ ნაწილად გაყვეს, თითოეულ მეომარს ხვდა თავისი წილი და აგრეთვე კვართი. ხოლო კვართი ნაკერი კი არ იყო, არამედ ბოლომდე ნაქსოვი. და ვის შეხვდება; რათა აღსრულდეს წერილი, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთს შორის და ჩემს კვართზე იყარეს წილი. ასეც მოიქცნენ მეომრები".

ძველი გაზეთები
შიო-მღვიმის მონასტერს ერთი შენობა კიდევ მოჰმატებია. აუშენებიათ კარგა მოზრდილი სახლი. ამ სახლში ექნებათ სადგომი მღვდელთა და მონაზონთა და ერთი ნახევარი ამ სახლისა ამისათვის არის დანიშნული, მეორე ნახევარი დანიშნულია მლოცველთათვის, რომელნიც მთელს საქართველოდამ დადიან ხოლმე, ნამეტნავად მონასტრის დღეობაში. ნახევარი, რომელიც მლოცველთათვის არის, იმდენად დიდია, რომ რამდენიმე ათას კაცს დაიტევსო.
"ივერია", 1895წ.

გუდა-სტვირის ტრადიცია რაჭაში
საქართველოში შემორჩენილ ქართულ საკრავთა შორის თავისებური ხიბლით გამოირჩევა გუდა-სტვირი. დიმიტრი არაყიშვილს ყველაზე დახვეწილ გუდა-სტვირად მაინც რაჭული მიაჩნია. რაჭულ სტვირს ორი მილი აქვს და ერთდროულად ორ ბგერას გამოსცემს, მესტვირეები დადიოდნენ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ავრცელებდნენ თავიანთ სიმღერებსა და ლექსებს. ქვემოთ მოყვანილი ლექსი გუდა-სტვირის ღვთიურ ჩამომავლობაზე მიუთითებს:

KARIBCHE
"მე რომ ღმერთმა გამაჩინა,
ჭკვა-გონება დამატანა,
ხელში მომცა ჭრელი სტვირი,
ამ სოფელში დამატარა".

მესტვირეობა შთამომავლობითაც გადაეცემოდა და შეგირდობითაც ისწავლებოდა. რაჭაში, ფარახეთში მესტვირეობის შთამომავლობით გადაცემას ძლიერ ჰქონდა ფესვები გადგმული, რამაც ხელი შეუწყო გუდა-სტვირზე დაკვრის ტრადიციის ჩამოყალიბებას ამ მხარეში. დასანანია, რომ დღეს გუდა-სტვირი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენს.

დიდი ილიას აზრები
პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცეოდეს. ეგ ადამიანის პატივისცემა კი არა, შეურაცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივისცემა ის არის, რომ პირში, გულახდილად, ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას, რომ არ შეუგინოს, არ შეურაცხყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრივი გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის თავს კაცად სცნობს და აღიარებს.

სხვა რა უფლებაა ადამიანისა იმაზედ უცილო, იმაზედ სანატრელი, იმაზედ წმინდა და უძვირფასესი, რომ კაცმა კაცისაგან პატივისცემა, ღირსეულად და მართებულად მოქცევა ითხოვოს, სხვა რის მეოხედ უნდა იყოს მწიგნობრობა საერთოდ, თუ არ ადამიანის უფლების შემნატრედ და შემწედ და მოსარჩლედ?

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორიიდან
IX საუკუნეში ქალაქ ნიკეის ახლოს ერთი ღრმადმორწმუნე ქვრივი დედაკაცის ოჯახში ინახებოდა ეს ხატი და დიდი პატივიც მიეგებოდა. ხატთამბრძოლი იმპერატორის ბრძანებით ყველგან ნადგურდებოდა წმინდა ხატები. ამ ხატსაც მიაგნეს... ერთმა უგუნურმა მხედარმა შუბი აძგერა კიდეც და ნაიარევიდან სისხლმა გადმოსჩქეფა... ეს სისხლიანი ნაკვალევი დღესაც ატყვია ხატს. შეშინებულმა მხედარმა ქალს შესთხოვა, - უჩინო ეყო (დაემალა) ხატი ესე და აი, სანთელ-საკმევლით, ლოცვითა და ამბორით ჩააბრძანა დედაკაცმა ნავში ხატი და მიანდო ზღვას - სხვათა შემწე თავსაც შეეწევაო...

ათონის წმინდა მთის ივერთა მონასტერთან შეჩერდა ხატი. ბერები რამდენიმე დღე ხედავდნენ ციდან დაშვებულ სვეტს ნათლისა!

ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა თავს. მიეახლნენ - გაეცალათ ხატი. რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერვე განერიდათ... არ ინება გამობრძანება, ვიდრე თავად არ ამცნო, ბერი გაბრიელი (ქართველი) მომეახლოსო. არღარა განეშორა ღვთისმშობელი საყვარელ მოღვაწეს და გამოიყვანა ბერმა ზღვით მიწაზე და პატივით დაასვენა ივერიელთა მონასტერში. დილით ხატი ეკლესიის კარის თავზე დახვდათ, პარაკლისით ჩამოაბრძანეს. კვალად ამაღლდა. ასე გაგრძელდა, ვიდრე კვლავ იმავე გაბრიელ ბერს არ ამცნო, აქ მნებავს ყოფნა, მე ვიქნები თქვენი მცველი, კარის ღმრთისმშობელი და იწოდა ხატი პორტაიტისად, კარიბჭის ხატად.

და ამ დღიდან მოყოლებული, სასწაულს სასწაულზე ახდენდა ხატი ესე და მისი ასლებიც. ერთ-ერთი პირი, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით ათონელმა ბერებმა გადაიღეს, ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედა ხატთან, რომელიც უხილავად გადასცემდა მას ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის. წმინდა მთიდან ივერიის უძველეს მიწაზე სასწაულმოქმედი ხატის ეს პირი 1989 წელს ჩამოაბრძანეს და ჩვენთვის მლოცველი დედა ღმრთისა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს. სიონის ტაძრის ამ ხატის მიერ მოხდენილ სასწაულზე თქვენ უკვე იცით: ღმრთისმშობლის გამოსახულება აღიბეჭდა მინაზე, რომლითაც დაფარული იყო ხატი. მინაზე აღბეჭდილი ეს გამოსახულება დღესაც სიონის ტაძარშია დაბრძანებული.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას. იმავე წინასწარმეტყველებით, დედა ხატი ათონის მთიდან ივერიაში დაიდებს სავანეს და ამ დღიდან დაიწყება ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაც.

KARIBCHEთამარის ჯვარი
თამარის გულსაკიდი ჯვარი, მეფის გარდაცვალების შემდეგ, ხობის მონასტერში ინახებოდა. ახლა ეს სიწმინდე ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის განმარტებით, თამარის ჯვარი ოქროს ბუდეშია ჩასმული, შემკობილია ხუთი მოზრდილი ლალისა და ექვსი მარგალიტის თვლით. უკანა მხარეს სევადით ასომთავრულით აწერია: "ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინამძღომითა, ყოვლადვე შემწე მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს". ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ნივთი, რადგან თამარ მეფის პირად ნივთთაგან მხოლოდ ის არის შემორჩენილი. XIII საუკუნეში, როდესაც ეს ჯვარი მოხვდა ხობის მონასტერში, მას შერგილ დადიანმა გაუკეთა ტიხრული მინანქრებით და ფერწერით შემკული ბუდე. ამ სანაწილეში ინახებოდა ძელი ჭეშმარიტის წმინდა ნაწილები. 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა სხვა ნივთებთან ერთად, ბოლშევიკებს პარიზში გაარიდა. 1945 წელს კვლავ დაუბრუნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

გარდაცვალების შემდეგ ეს ძვირფასი ნივთი თამარისთვის საფლავში არ ჩაუყოლებიათ. თამარ მეფე ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ასეთი ძვირფასეულობით არ დაკრძალავდნენ. ის დაიკრძალა, როგორც მონაზონი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler