მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება
მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება
წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) ბრძანებს: "საზოგადოდ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები იმისა, რომ ქართველმა კაცმა ნებით მიატოვოს თავისი სამშობლო მხარე, თუნდაც სხვაგან მას მოელოდეს პირადი წარმატება და ბედნიერება, რადგან საქართველოს ჯერხანად არ ემეტება მოღვაწეები". მაგრამ, სამწუხაროდ, გარემოებათა გამო მრავალი წასულა საქართველოდან და აღარ დაბრუნებულა.

პეტრიწონის მონასტერი. უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთით აღმართულია ღვთისმშობლის მიძინების ქართული სავანე. მისი ამშენებელია ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი გრიგოლ ბაკურიანის ძე, მან ეს სავანე 1083 წელს ბულგარეთის მიწაზე დააარსა ქართველი ბერებისთვის.

გრიგოლი ტაოელი იყო, ერისთავთ-ერისთავის ძე. ბაკურიანსა და მის ძმას ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ. გრიგოლის მამამ მთელი ქონება ქალიშვილებს დაურიგა. ის და მისი ძმა აბაზი "შიშველნი დასტოვა". დაობლებულ გრიგოლსა და აბაზს თვითონ მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა. მრავალი გაჭირვება დაითმინეს და თავიანთი ნიჭის წყალობით ძლიერ დაწინაურდნენ ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში, განსაკუთრებით გრიგოლი, რომელიც თვდაპირველად იყო აღმოსავლეთის პროვინციების ჯარების მხედართმთავარი, შემდეგ კი ბიზანტიის დასავლეთის დიდი დომესტიკოსი (მთავარსარდალი). ბიზანტიის იმპერიის საზღვრის დაცვისთვის იმპერატორებმა სხვადასხვა მხარეში უბოძეს მამულები - ტაოში, ანისში, ეგეოსის ზღვის პირას, მოსინოპოლში. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ალექსი კომნენოსის ბიზანტიის იმპერატორად დასმაში. გრიგოლს მინიჭებული ჰქონდა სევასტოსის ტიტულიც და ბიზანტიის სახელისუფლო იერარქიაში კესაროსის შემდეგ მეორე იყო, მისი ძმა აბაზი კი მეშვიდე, იგი მაგისტროსი გახლდათ.

მრავალი ბრძოლა გადაუხდია ქართველ მთავარსარდალს, მათგან ყველაზე დიდებული იყო ომი პაჭანიკებთან, ამ გამარჯვებისთვის ალექსის სამეფო შესამოსლით დაუჯილდოებია გრიგოლი. ასეთ პატივში მყოფს თავი არასოდეს განუდიდებია: "მე, გრიგოლ... ვიხილე თავი ჩემი საქმით ჩემითგან და ვიდრე სიბერემდე ამაოდ და ცარიელად ყოველთაგან საქმეთა კეთილთა, ოდენ ღირს ქმნულად ჭეშმარიტსა და მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ქართველთასა". ანუ ჩემი სიმდიდრე მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოებააო. ბევრს ზრუნავდა ქართული მონასტრებისთვის. ამას მოწმობს ათონის ივერთა მონასტრის აღაპები, სადაც გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთათვის დღეა დაწესებული. გრიგოლს ძალზე ჰყვარებია სამშობლო, ერთ-ერთი "მარხვანის" წარწერა მას იხსენიებს "ყოველთა ნათესავთა ჩვენთა მასპინძლად". მართლაც, ყველას იღებდა, სტუმრად მისულს დიდსა თუ მცირეს, მეფესა თუ აზნაურს. ამის დასტურია მონასტერი, რომელიც მან თავის მამულში, სოფელ პეტრიწონში ააშენა. მონასტერი საგანგებოდ ქართველებისთვის აიგო. მათი რიცხვი არანაკლებ ორმოცდაათი იყო. სავანის აგებისთანავე გრიგოლ ბაკურიანის ძემ ნიკოლოზის მონასტერში დააარსა სემინარია ქართველი ყმაწვილებისთვის, სადაც ყრმები ქართულ ენაზე განისწავლებოდნენ ღმრთისმეტყველებაში და საღმრთო მსახურებისთვის ემზადებოდნენ.

გრიგოლმა მონასტრის მიწას აშენებისთანავე, 1083 წელს, მიაბარა თავისი ძმის, აბაზის ნეშტი, თვითონაც სამი წლის შემდეგ აქვე დაკრძალეს. გრიგოლი პაჭანიკებთან ომში დაიღუპა. "დომესტიკოსი გაშმაგებით იბრძოდა, მტრის წინააღმდეგ ძლიერი მხედრული შემართების დროს მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული", - გადმოგვცემს ბიზანტიელი ისტორიკოსი.

ანდერძი. სამშობლოში დაკრძალვა არ ეღირსა გრიგოლ რობაქიძეს. გვსურს გავიხსენოთ მისი ნატვრა, მისი ანდერძი და ამით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ამ დიდ ქართველს: "ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა. შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს, ძველისძველ აშენებულს, ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ.

ჩემი ნატვრაა: როცა მე ამქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვსთხოვ საქართველოს".

საფლავები. ასტრახანში მიძინების ტაძარში დაკრძალული არიან მეფე ვახტანგ VI და მეფე თეიმურაზ II. ნაწილი ბაგრატიონებისა (დავით ბატონიშვილი, დარეჯან დედოფალი) პეტერბურგში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში განისვენებენ. მოსკოვშიც მრავალ ქართველს უპოვია განსასვენებელი: დონის მონასტერში, წმინდა ნიკოლოზის ბერძნულ ეკლესიაში, ყოველთა წმიდათა ტაძარში (ვსეხსვიატსკოე)... მარტო დონის მონასტერში 70-მდე ქართველის საფლავი იყო: მეფე არჩილ II-ის, თეიმურაზ ბაგრატიონის და სხვათა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი დაკარგულია, გასულ საუკუნეში, II მსოფლიო ომის დროს, ეკლესიაში თავშესაფარი მოუწყვიათ და ამისთვის საფლავის ფილების აღება "დასჭირვებიათ".

1653 წლიდან 1670 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდნენ ერეკლე ბატონიშვილი და დედამისი ელენე. XVII საუკუნის დამლევს მოსკოვში ცოლ-შვილით გადასახლდა არჩილ მეფე. მოსკოვის ქართული კოლონია ხალხმრავალი გახდა ვახტანგისეული ემიგრაციის წლებში. მოსკოვის ქართულ კოლონიას ადრე ვახტანგ VI ხელმძღვანელობდა, უფრო გვიან - მისი ვაჟიშვილები: ბაქარი და ვახუშტი. მოსკოვში განახლდა ქართული სტამბა, სადაც ბაქარი "ბიბლიასა" და სხვადასხვა სასულიერო თუ საერო წიგნს ბეჭდავს. მთელ რუსეთში გაიფანტნენ ვახტანგ VI-სთან ერთად 1724 წელს მოსული "ურიცხველნი სამღვდელონი და საერონი ქართველნი, იმერელნი და კახნი, ეპისკოპოსნი, მღვდელნი, თავადნი, აზნაურნი და შიმუნვარნი დედაწულით მათით".

დიდი ღვაწლი გასწია ვახუშტი ბატონიშვილმა როგორც მშობლიური საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. ვახუშტი ბაგრატიონი გრაფ შუვალოვთან, ელისაბედ დედოფალთან და ლომონოსოვთან ერთად იხსენიება მოსკოვის უნივერსიტეტის წევრ დამფუძნებლებთან ერთად. მისი სახელი უნივერსიტეტის ოქროსვარაყიან მარმარილოს დაფაზე იყო ამოკვეთილი. აქვე გვინდა გავიხსენოთ სხვა ქართველთა ღვაწლი: მოსკოვის უნივერსიტეტის პირველკურატორი იყო სიმონ ეგნატიშვილი, უნივერსიტეტის საპატიო წევრად ითვლებოდა ლევან ზაქარისძე.

1738 წელს ვახტანგის ამალიდან ქართველ ჰუსართა ასეული ჩამოყალიბდა. ამალის ერთმა ნაწილმა მოსკოვი დატოვა, უკრაინაში მიიღო მამულები და იქ დასახლდა (მათ შორის დავით გურამიშვილიც), ნაწილი კი პრესნაზე განაგრძობდა ცხოვრებას. ზოგი რუსული თეატრის სცენაზე გამოჩნდა და მსახიობობით გაითქვა სახელი (მაგალითად, ზანდუკელ-სანდუნოვმა, რომელიც არანაკლებ ცნობილი იყო მოსკოვში აშენებული სანდუნოვის აბანოებით). ზოგიც ანტიკვარობდა, არქეოლოგობდა, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგელი სულუქაძე, რომელიც რუსეთის ისტორიის სიძველეებს გულმოდგინედ აგროვებდა და საკუთარი პატარა მუზეუმი ჰქონდა, გატაცებული იყო საფრენოსნო მანქანებით და ამის წყალობით სახელიც კი დაიმკვიდრა რუსული ავიაციის ისტორიაში. მისი არქეოლოგიური მონაპოვრების მიხედვით დერჟავინმა რუსეთის ძველი ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა. აღარაფერს ვიტყვით ქართველი ემიგრანტების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენელზე პეტრე ბაგრატიონზე (ის ყიზლარში დაიბადა) და მის ღვაწლზე, რაც ისედაც ცნობილია.

მარიამ დედოფალი. საქართველოში რუსების გაბატონების შემდეგ ბაგრატიონთა უდიდესი ნაწილი რუსეთში გადაასახლეს და იქვე გარდაიცვალნენ. მათ შორის იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი. გენერალ ლაზარევის მკვლელობაში დადანაშაულებული, თავადაც მხარში დაჭრილი და სისხლმდინარე, რუსმა სალდათებმა ჩასვეს დროშკაში და რუსეთის გზას გაუყენეს. დედოფლისა და უფლისწულთა ხვედრით თავზარდაცემული ქართველები მწარედ მოთქვამდნენ, იგლეჯდნენ თმებს და იხოკავდნენ მკერდს. სალდათები თუმცა ერეკებოდნენ, მაგრამ ისინი მაინც მიჰყვებოდნენ გუნდ-გუნდად რუსეთში მიმავალ დედოფალს და მის შვილებს, მათთან ერთად სამღვდელოებაც მიჰყვებოდა მთელ ვერსზე, ბოლოს ჯარისკაცებმა ხალხი ძალით შეაჩერეს და გაფანტეს.

დედოფალს პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და "სინანულისთვის" ბელგოროდის მონასტერში გადაასახლეს. მრავალი დამცირება, ტკივილი გადაიტანა დედოფალმა. ძალით ჩამოაშორეს ერთგული ამალის დიდი ნაწილი. ნება არ ჰქონდა, ქალაქის გალავანს გასცილებოდა. ფრიად შეავიწროვეს, როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად, ჩამოაშორეს ვაჟები და რუსულ კორპუსებში სამსახურად გაგზავნეს, ქართველობა რომ დაეკარგათ. დედოფალს სანუგეშოდ 5 წლის ირაკლიღა დარჩა. როდის-როდის დართეს მარიამს მოსკოვში ცხოვრების ნება. "ვიწყევლი ჩემს ბედს, ჩემი ნაგვემი სხეული დაკოდილა მრავალთაგან უწყალოდ... მოკლებული ვარ აგრეთვე საერთო საფლავს ჩემს საყვარელ ქმრის გვერდით, მოშორებული ვარ სვეტიცხოველს და ქრისტეს ძალსა მცხეთის საკრებულო ტაძრისას... ამასთანავე - ჩემს მოხუცებულ, წელში მოხრილ მშობელსა, ჩემთა ძმათა და დათა", - სწერდა რუსეთის იმპერატორს მარიამ დედოფალი.

მან 1850 წლამდე იცოცხლა, თვითმხილველი გახდა ქართველთა უკანასკნელი გაბრძოლებისა 1832 წელს. 1841 წელს დედოფალს ახალგაზრდა ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი ეწვია და სამეცნიერო საქმეში დახმარება სთხოვა. დამშვიდობებისას დედოფალმა სულხანს ხელში ფული ჩაუდო, პირჯვარი გადასწერა, გზა დაულოცა და უთხრა: "თუ ცოცხალი ვერა, მკვდარი მაინც ვეღირსო ნეტა საქართველოს ნახვასო". 1849 წელს დასნეულებულმა და მოხუცებულმა დედოფალმა იმპერატორს საქართველოში დაბრუნება სთხოვა, რაზეც ცივი უარი განუცხადეს. ბოლოს ისევ საქართველოს მეფისნაცვალს, ვორონცოვს უშველია, რომელმაც თავისი ჩვეული, ვითომ ლიბერალური პოლიტიკით მიაძინა ქართველი ერი. დედოფალს საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ ასეთი შორი და მძიმე მგზავრობის ძალა აღარ ჰქონდა. იტყოდა თურმე: "ჩემი უკანასკნელი შემოდგომაც დაიწყო; ვეღირსები კი კიდევ გაზაფხულს და ჩვენი ქვეყნის გამწვანებით გახარებას? რა ცუდ დროს მიღალატა ჩემმა გულმა, სად დადგა (გამიჩერდა) ჩემი მუხლი..." 1850 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. იმპერატორმა ერთი მოწყალება მაინც გაიღო. მისი ბრძანებით, დედოფლის ცხედარი სამშობლოში დაბრუნდა და მცხეთაში, მეუღლის გვერდით დაიკრძალა.

ემიგრანტთა ექიმი. ოციან წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს ვახტანგ ღამბაშიძეც გასცლია. იგი შვილი გახლდათ დეკანოზ დავით ღამბაშიძისა. მან სამშობლოშივე გაითქვა სახელი არა მარტო როგორც უებრო მკურნალმა, არამედ როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პატრიოტმა. მისი ღვაწლის თვალსაჩინოებისთვის მარტო სანატორიუმ "პატარა ცემის" ხსენებაც კმარა, რომელიც ბატონ ვახტანგს აუგია მამასთან ერთად, სადაც მრავალ ღირსეულ ქართველს მოუკრებია ძალა. ემიგრაციაში ვახტანგ ღამბაშიძე გახლდათ ქართველთა მკურნალი ექიმი. ის სამჯერ აირჩიეს ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარედ. 1946 წელს დაუწერია მოგონებათა გრძელი წიგნი. წინასიტყვაობაში აღნიშნავდა ამ წიგნის დაწერის მიზეზს: "მე მგონია, ყოველი შეგნებული ქართველის მოვალეობაა, სამაგიერო გადაუხადოს თავის ქვეყანას, ერს და თავისიანებს. ყველამ, ვინც განვიცადეთ შეგნებულად და ღირსეულად ჩვენი სამშობლოს ვითარება და ვინც ვატარებთ მისი შვილის სახელს, ვალდებული ვართ, შევიტანოთ მის სალაროში ჩვენი ცხოვრების და გრძნობის კვალი. ესე იგი, არ დავემსგავსოთ უმადურ ადამიანს, რომელმაც უზენაესისგან ბოძებული ქანქარი მიწაში ჩაფლა... თითოეულ ჩვენგანს რამდენი რამე გვაქვს ნასმენ-ნახული და ცოტა რამ გაკეთებულიც. ყველაფერი ეს არ უნდა დაიკარგოს უკვალოდ. კაცობრიობა წარსულის მოგონებებითაც ცხოვრობს".

ბატონი ვახტანგი 1951 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა ინგლისში, თავის ქალიშვილთან სტუმრობისას.

"სამშობლოს ნატვრა". ქართველ ფსიქოლოგთა დიმიტრი უზნაძის სკოლის ღირსეული წარმომადგენელია ალექსანდრე შათირიშვილი (1900-1972). იგი აქტიური მონაწილე გახლდათ 1924 წლის აჯანყებისა. დამარცხების შემდეგ პარიზში გადაიხვეწა, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და საბოლოოდ მონბელიარის მხარეში დასახლდა. აღსანიშნავია მისი ფსიქოლოგიური ნარკვევი "სამშობლოს ნატვრა". მას ქართველი ემიგრანტებისთვის დაურიგებია საანკეტო ფურცელი 20 კითხვით. ოქმების დამუშავების შემდეგ ავტორს ასეთი სურათი მიუღია:

"სამშობლოს ნატვრა უცებ არ წარმოიშვის; უცხოეთში ახალჩამოსულს მრავალი ახალი შთაბეჭდილებანი იპყრობენ. მას პირველ ხანებში არ სცალია სამშობლოზე ფიქრი; სამშობლოს ნატვრის აღნიშვნის დაგვიანება იმასაც მიეწერება, რომ თითოეული გრძნობის ფერმენტაცია სადღაც ქვეცნობიერების და არაცნობიერების სფეროში სრულიად შეუმჩნევლად სწარმოებს; მისი ვითარება ჩვენს თვალთაგან სრულიად დამალულია იმ დრომდე, ვიდრე მისი ევოლუცია არ დასრულებულა.

მას ჩვენ მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როცა იგი, სრულიად დამთავრებული და ჩამოყალიბებული, უცებ იფეთქებს და ცნობიერებას დაეუფლება..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler