ჩვენ ქვეყანას მათთან ერთად ავაშენებთ
ჩვენ ქვეყანას მათთან ერთად ავაშენებთ
გვესაუბრება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი.

- ქალბატონო თამარ, მოგეხსენებათ, უცხოეთში დღეს საქართველოდან წასული მრავალი ქართველი ცხოვრობს.
ამან განაპირობა ქართული დიასპორების დაარსებაც. ჩვენს ხელისუფლებას ქართულ დიასპორებთან ხშირი ურთიერთობა აქვს?

- პრეზიდენტის განკარგულებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქართულ დიასპორებთან უკვე ორი წელია აქვს ურთიერთობა და შეძლებისდაგვარად ზრუნავს მათი კეთილი წამოწყებების შესასრულებლად. 2007 წელი გამოცხადდა დიასპორის წლად და დიასპორის დღედ 27 მაისი დაწესდა. თითქმის 50 ქვეყანაშია დაფუძნებული ჩვენი დიასპორა. თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც მცირეა ქართველების რაოდენობა. სამწუხაროდ, ქართველების გადინება უცხოეთში დღითიდღე მატულობს. ახლა, როცა ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დგება და ეკონომიკური მდგომარეობაც თანდათან უმჯობესდება, შემოდის დიდი ინვესტიციები და ჩნდება მუშახელის საჭიროება, ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ქართველების დაბრუნებას.

როდესაც უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა გაიგეს, რომ სახელმწიფომ მათთან ურთიერობა გადაწყვიტა, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ნებისმიერ მათგანს სჭირდება იმის შეგრძნება, რომ მისი ქვეყანა თითოეულ მათგანზე ზრუნავს. ეს უფრო უმძლავრებთ პატრიოტულ გრძნობას. ამისი დასტური იყო 25-27 მაისს ჩატარებული სიმპოზიუმები. 27 მაისის დიასპორის დღედ დაწესებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პატრონაჟით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სახელმწიფო დონის სიმპოზიუმი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობდა 40 ქვეყნიდან ჩამოსული 130 დელეგატი. უკან დაბრუნებისას ამბობდნენ, მომავალში უფრო მეტ ქართულ საქმეს გავაკეთებთო. გავაკეთეთ ძალიან კარგი ინტერნეტსაიტი. უცხოეთში მყოფ ქართველებს შეუძლიათ უყურონ ქართულ ფილმებს და მოისმინონ ოქროს ფონდიდან საუკეთესო ჩანაწერები. მალე ფილარმონიასთან დამონტაჟდება ვიდეოთვალი და თბილისის დათვალიერებასაც შეძლებენ. ყველაზე დიდი პრობლემა უცხოეთში დაბადებული თაობაა, რომელსაც, ოჯახის გარდა, აღარ ესმის ქართული საუბარი.

ენის დაკარგვის ხარჯზე ხდება უცხო ენის გაძლიერებული სწავლა, რათა უცხოეთში ჩასულმა თავი დაიმკვიდროს. ძალიან რთულია უცხოეთში შეინარჩუნო ქართველობა, დედაენა ისე, რომ მომავალ თაობებს გადასცე და ამავე დროს საქმეშიც წარმატებას მიაღწიო. თუმცა არიან ისეთი პატრიოტებიც, რომლებიც ორივეს კარგად უთავსებენ ერთმანეთს.

თითქმის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლები. მაგალითად, რუსეთში ორი სახელმწიფო სკოლაა, რომელთაც ქართულელემენტიანი სკოლა ჰქვია. ამ საქმეს ორი არაჩვეულებრივი პატრიოტი ქართველი უძღვება. იქ შედარებით დიდი დიასპორაა და ორი სახელმწიფო სკოლის არსებობას აუცილებლობა მოითხოვდა. ამის გარდა, არის კერძო ლიცეუმებიც. საკვირაო სკოლები დაფუძნებულია მართლმადიდებლურ ეკლესიებთანაც. პარლამენტის განათლების კომიტეტს და ბატონ ნოდარ გრიგალაშვილს ვთხოვეთ, უცხოეთში ქართული სამრევლო სკოლებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ. გვინდა შემუშავდეს სწავლების საერთო მეთოდიკა და ეს სკოლები სახელმძღვანელოებით სახელმწიფომ მოამარაგოს. ასეთი დამოკიდებულებით მათ დიდ სიხარულს მივანიჭებთ და ვაგრძნობინებთ, რომ ეს ხალხი სამშობლოს ყოველთვის ახსოვს. პრეზიდენტის ფონდი, ყველა სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა უცხოეთში მცხოვრები ქართველების დასახმარებლად.

ბატონი პაპუნა დავითაია ისრაელში შეხვდა იქ მცხოვრებ ქართველ ებრაელებს. მართალია, ისინი ჩვენს დიასპორას არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჩვენს თანამემამულეებად მივიჩნევთ. იქაც ფუნქციონირებს სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები. პაპუნა დავითაია ფოლკლორულ წრეებს შეხვდა და დახმარება აღუთქვა სათანადო ფორმებით მომარაგებაში. კულტურის, განათლების სამინისტრო ხარჯთაღრიცხვაშიც ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს.

- ქალბატონო თამარ, ყოველ წელს იმართება ფესტივალი "ჩვენებურები", რისი წყალობითაც უცხო ქვეყნებში გაფანტული ქართველები ერთმანეთს საქართველოში ხვდებიან და ესიყვარულებიან...

- ამ საქმეში უთუოდ აღსანიშნავია ქალბატონ გიული ალასანიას ღვაწლი. როცა ათასობით ქართველი ტოვებდა ქვეყნის საზღვარს და ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქვეყანა მათ არასდროს მოიკითხავდა, ქალბატონი გიული, დარეჯან კუხიანიძე, გია კალანდაძე და მათი გუნდი, მართლაც ხმალამოღებული ქართველები და პატრიოტები, დადიოდნენ და ფესტივალ "ჩვენებურებისთვის" კარდაკარ ეძებდნენ ისეთ ადამიანებს, ვისაც ქართული ენა, სიმღერა ჰქონდა შემონახული. წელს ფესტივალი "ჩვენებურები" თურქეთში ჩატარდა. ამ ღონისძიებაში ჩვენმა სამინისტრომაც მიიღო მონაწილეობა, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით.

მინდა აღვნიშნო საპატრიარქოს დამოკიდებულება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ. ჩვენი კულტურის ცენტრი უცხოეთში ქართული ეკლესიები და სამრევლო სკოლებია. მრევლის მოსაზიდად ეკლესია ძალიან აქტიურობს.

რამდენიმე ქვეყანაში მქონდა შეხვედრა უცხოეთში მოღვაწე ქართველ მოძღვრებთან. რაც იქ ვნახე, მართლაც საოცრებაა. განსაკუთრებული სულიერების მქონე მოძღვრები მსახურობენ. აღსანიშნავია კვიპროსში მამა ზაქარია ფერაძის მოღვაწეობა. ახლახან გადიოდა შესანიშნავი ტელეპროექტი "ანაბანა", სადაც 6-დან 12 წლამდე ასაკის არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოეთში მცხოვრები პატარა ქართველები მონაწილეობდნენ. მის გამართვაშიც მამა ზაქარიას ვკითხეთ რჩევა. ყველა დასაფასებელია, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, მით უმეტეს უცხოეთში, სადაც ქართველობის შენარჩუნება განსაკუთრებით რთულია.

- ფერეიდნელი ქართველები და ჩვენი ლამაზი თანამემამულეები ყოველთვის სიხარულით ელოდებიან კულტურულ ღონისძიებათა მონაწილეებს.

- თუ რომელიმე ფერეიდნელ ქართველს ექნება სურვილი საქართველოში დაბრუნებისა, სიამოვნებით მივიღებთ. მათთან კულტურული ურთიერთობა დღემდე გვაქვს და მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი ბედნიერებაა, რომ მათ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს ქართული ტრადიციები. ირანთან სახელმწიფო დონეზე გადაწყდება ჩვენი ურთიერთობები. ირანის ელჩთანაც გვქონდა მოლაპარაკება, საინტერესო პროექტებს ვგეგმავთ. მალე მოეწერება ხელი ქალაქებს შორის დამეგობრებას და ამ მეგობრობის ეგიდით გაიმართება არაერთი ღონისძიება. ვაპირებთ საქართველოში ირანის კულტურის დღეების ჩატარებას. პარალელურად ირანშიც გაიმართება ქართული კულტურის დღეები.

რაც შეეხება თურქეთს, აქ უფრო აქტიური მუშაობა მიდის და უფრო ძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობები. ახლო მომავალში თურქეთში ვაპირებთ ქართული კულტურის დღეების მოწყობას და ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასაც.

ძალიან გვიხარია, რომ უცხოეთში ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს. ვერც ერთ ქართველს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ დაბრუნებას. ერთი კია, რომ მათი ქვეყანა მათ ელოდება. ჩვენ არ ვაპირებთ თანამემამულეების გარეშე ქვეყნის აშენებას. თუ გადაწყვეტენ საქართველოში დაბრუნებას, მათ სახელმწიფო მზრუნველობას არ მოაკლებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler