პატრიარქს 50 წელი ერთგულად ვემსახურე
პატრიარქს 50 წელი ერთგულად ვემსახურე
ისე არ დაღამდება და არ გათენდება, რომ ღმერთს არ შევავედრო მისი თავი
მცხეთაში ანტიოქიის დედათა მონასტერი მოვილოცე. სულის დასამშვიდებლად ეს საოცარი ადგილი უფალს შემთხვევით მართლაც არ გამოურჩევია. აქ ყველაფერს დედების მზრუნველი ხელი ატყვია. მონასტერში სტუმარს ელოდნენ... კეთილმოწესე დედა ბარბარემ მეუფე სერაფიმეს მობრძანება შემატყობინა. წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში მონასტრის დაფუძნების შემდეგ პირველი ჯვრისწერა მეუფემ შეასრულა. შემთხვევით შესწრებულმა, მსახურების დაწყებამდე მეუფესთან ერთად მონასტრის ეზო და დედების საცხოვრისი დავათვალიერე. მეუფემ ოთახში თაროზე შემოდებული ფოტო შენიშნა და მონაზონს ჰკითხა, - ეს ქალბატონი ვინ არის, მამა მიქაელის გვერდით რომ დგასო. ეს მისი ბებიაა, ჩვენს პატრიარქს წლების განმავლობაში ერთგულად რომ ემსახურებოდაო, - მიუგო დედა ბარბარემ.

ძალიან მომინდა მარო ბებოს ნახვა და "კარიბჭის" მკითხველისთვის გაცნობა. მთავარ თემას ერთგულებაზე ვამზადებდით და ერთგული ადამიანის მოსაძებნად შორს აღარ წავსულვარ. მამა ლუკას (ფალავანდიშვილი) დახმარებით, მარო ბებოს შინ ვესტუმრე. მარო ბებო მცხეთაში იმ სახლის გვერდით ცხოვრობს, რომელშიც წლების წინ ცხოვრობდა საქართველოს მომავალი პატრიარქი. დღეს კი აქ წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წევრები მარო ბებოს გამორჩეულად ახასიათებენ და ერთგულ მრევლად მიიჩნევენ. ცხოვრების ნახევარი უწმინდესს ერთგულად ემსახურა. ეს მაშინ, როცა პატრიარქი ეპისკოპოსი და მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ. უბრალოებით და ერთგულებით უწმინდესის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. პატრიარქი როცა მცხეთაში მონასტერს სტუმრობს და ახლომახლო მარო ბებოს ვერ შეამჩნევს, მონასტრის წევრებს სთხოვს თურმე მის მოყვანას. 80 წელს გადაშორებული გულკეთილი, ყველას ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ქალბატონი ბოლოს გულმა შეაწუხა და ინფარქტიც გადაიტანა. პატრიარქს სამკურნალოდ ფული გაუგზავნია. ამის გახსენება ყველაზე მეტად ახარებს და ხელაპყრობილი ლოცავს უწმინდესის ამქვეყნად მოვლინების დღეს.

სასაუბროდ მარო ბებოსთან ახლოს ვჯდები. რაც კარგი გადახდენია, იმის გახსენებას ცდილობს.

- მცხეთელი ვარ. ძალიან ადრე ჩემი მეუღლე აქ მუშაობდა და ჩვენც ამ ადგილას დავსახლდით. შემდეგ პატრიარქის მამამ შეიძინა მიწის ნაკვეთი და ასე აღმოვჩნდი შიოლაშვილების მეზობელი. ჩემმა მაზლმა მითხრა, - მცხეთაში სასულიერო სემინარია უნდა გაიხსნას და ხომ არ იმუშავებდიო. თავიდან უარზე ვიყავი. მერე მეუღლემ მითხრა, - მისი რექტორი ღმერთს ჰგავს, ისეთი ადამიანია და უარს ნუ იტყვიო. დავთანხმდი. თავიდან სემინარია სვეტიცხოველში იყო. მერე გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და სამთავროს დედათა მონასტერში გადავედით. სემინარიაში სულ სამი ქალი ვმუშაობდით. მე - მზარეულად, ერთი მომმარაგებელი იყო და ერთიც - დამლაგებელი. სემინარიას ვუვლიდი. ვცდილობდი, ყველაფერი მოწესრიგებული ყოფილიყო. თავს არ ვზოგავდი, ოღონდ უწმინდესს გაეხარა და გული არ სტკენოდა.

- მოძღვრებიდან ვის გაიხსენებთ, ვინ ასწავლიდა მაშინ სემინარიაში?

- ზედამხედველი იყო მამა მექი (თხელიძე). 80 წელს მიღწეული მოძღვარი ძალიან კარგი და მცოდნე ადამიანი გახლდათ. ცოტა ხანს ჩემს სახლში ცხოვრობდა. პატრიარქმა მითხრა, - მამა მექი შენთან იყოს და მეც მივხედავო. მერე ავად გახდა და ისევ სემინარიაში გადავიდა. სიკვდილამდე ეუბნებოდა თავის რექტორს - რომ მოვკვდები, შენი იმედი მაქვს, ვიცი, უპატრონოდ არ დამტოვებო. მამა მექის სანახავად ბევრი მოძღვარი მოდიოდა. მეც მასპინძლობას არ ვაკლებდი და ხაჭაპურებით ვხვდებოდი. მარხვაში ფხლოვნებს (ფხლიანი პურებია) ვთავაზობდი. მალე გარდაიცვალა მამა მექი...

- ამჟამინდელი სასულიერო პირებიდან ვინ სწავლობდა თქვენს დროს სემინარიაში?

- ჩვენთან სწავლობდნენ მეუფე გიორგი (შალამბერიძე), მეუფე ზოსიმე (შიოშვილი), მამა სოკრატე და კიდევ ბერი სხვა. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვცხოვრობდით. ყველა ებრალებოდა პატრიარქს. უნდოდა, ყველა გზაზე დაეყენებინა. სემინარიაში ხელფასის მომატება შესთავაზეს, - როგორც რექტორს, მეტი უნდა ჰქონდესო. მან უპასუხა, - არა, ყველას ერთნაირად უნდა გვქონდესო. სტუდენტებისთვის ყიდულობდა ტანსაცმელს, ხელმოკლეებს ეხმარებოდა. ყველა ვლოცულობდით, რომ ჩვენი პატრიარქი მისი უწმინდესობა ყოფილიყო.

- პატრიარქად კურთხევას თუ დაესწარით?

- რა თქმა უნდა. დილიდან საღამომდე სიონში ვიყავით. ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა და ყველას უხაროდა. პაპა მიშა მამულაშვილი, ცნობილი მებაღე რომ იყო, იტყოდა ხოლმე, - საქართველო პატრიარქ ილია შიოლაშვილის ლოცვებით გადარჩებაო. ერთხელ ცუდად იყო და პაპას ზიარება შევთავაზე. თუ მაზიარებს შიოლაშვილი, ვეზიარებიო. მონასტერში მივედი და მეუფეს ვუთხარი, - პაპას ზიარება უნდა-მეთქი. მაშინვე შეიმოსა და წამოვიდა. ზიარების შემდეგ პაპა მიშამ გამიმხილა, - ახლად დაბადებულივით ვარო. ეს იშვიათი ადამიანი არისო.

- მარო ბებო, პირადად თქვენ თუ გაძლევთ რჩევა-დარიგებას უწმინდესი? იქნებ გვითხრათ, რომელი კერძი უყვარს?

- როცა ვბრაზდებოდი, მარიგებდა, - არ უნდა გაბრაზდე და ყველაფერში ღმერთს მიენდოო. რასაც მეუბნებოდა, ყველაფერს ისე ვასრულებდი და საქმე კარგად მიმდიოდა. საჭმელებს რძალი უმზადებდა - მერი, შემდეგ უკვე დედა ანა. მეც ვეხმარებოდი ტრაპეზის მომზადებაში. საჭმელებიდან განსაკუთრებით უყვარდა შემწვარი კარტოფილი, ჭარხლის და ჭინჭრის ფხლოვნები. საჭმლის მიმართ პრეტენზიული არ იყო. სულ საქმეში ატარებდა დროს. მიწაზეც მუშაობდა, ბარავდა. მის ეზოში ხეხილი სულ პატრიარქის დარგულია. მერე აუზი გააკეთა. სემინარიიდან აქ მოდიოდა და რჩებოდა ხოლმე. უფრო ხშირად მაინც მონასტერში, თავის ნათლიასთან, დედა ზოილესთან იყო.

- მარო ბებო, თქვით, პატრიარქს ეპისკოპოსობის დროს სოხუმში დავყვებოდიო. როგორ იყო ეს ამბავი?

- აფხაზეთში ხშირად ჩავდიოდი პატრიარქის რძლებთან - მერისთან და მარუსასთან ერთად. განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე - აღდგომას, შობას. მაშინ მიტროპოლიტი იყო. ერთად მოვილოცავდით აფხაზეთის სიწმინდეებს და ასე სულიერად დაპურებულები ვბრუნდებოდით უკან. იქაური მოსახლეობა დიდი სიყვარულით გვმასპინძლობდა. ვიყავით ილორში, გაგრაში, ათონში. თუ რამე სიკეთე ვნახე, პატრიარქმა მაჩვენა. ვენაცვალე მაგას.

- პატრიარქის მამასაც იცნობდით?

- სულ მიკვირდა, მუხლისკვერზე როგორ იდგა 80 წლის კაცი და როგორ ლოცულობდა. ძალიან მორწმუნე იყო გიორგი. ახლობლები გაგას ეძახდნენ. ფეხით მოვდიოდით სვეტიცხოველში, უკანაც ფეხით ვბრუნდებოდით. შიომღვიმეშიც ფეხით ადიოდა. თურმე ძალიან უნდოდა, შვილი სასულიერო პირი ჰყოლოდა. უწმინდესი რომ წამოიზარდა, მამისთვის უთქვამს, სემინარიაში უნდა ვისწავლოო. ამის გაგონებაზე შევედი ჩემს ოთახში და მაგრად ვიტირე, მერე კი მღვდელთან წავიყვანეო, - გვიყვებოდა ხოლმე გიორგი. ტაძარში მამა იოანე დაგვხვდა. ლოცვების წიგნი მისცა ირაკლის, თან უთხრა, - ეს ისწავლე და ხვალ ჩამაბარეო. მართლაც ასე მოიქცა და ამის შემდეგ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გაგზავნეს სასწავლებლად. 22 წლის იყო, ეპისკოპოსად რომ აკურთხეს. მერე სასულიერო სემინარია გახსნა და ასე წავიდა ცხოვრება. ასე წავიდა ჩვენი ცხოვრებაც. ეკლესიის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია.

თითქმის 50 წელი ვემსახურე პატრიარქს. ბევრი კარგი მახსოვს. რაც ინფარქტი მომივიდა, ვცდილობ, ყოველ კვირას ვეზიარო. წმინდა გიორგის მამათა მონასტრის მრევლი ვარ. შინიდან რომ ვერ გამოვდიოდი, მონასტრის იღუმენი, მამა ლუკა თავად მაკითხავდა და მაზიარებდა ხოლმე. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

- როდის შეხვდით ბოლოს მის უწმინდესობას?

- ბოლოს მცხეთის წმინდა გიორგის ტაძრის კურთხევის დროს ვნახე... 100 ლარიც მაჩუქა წამლებისთვის. როცა აქ მოდის და ვერ დამინახავს, გამოგზავნის მონასტრის წევრს და პირადად მომიკითხავს ხოლმე. სულ ვლოცულობ ჩვენი პატრიარქისთვის. ისე არ დაღამდება და არ გათენდება, რომ ღმერთს არ შევავედრო მისი თავი. ვისაც გონი აქვს, ყველა ქართველმა უნდა ილოცოს პატრიარქისთვის. ღმერთმა მოავლინა ჩვენთვის, ცოდვილებისთვის, და ბევრიც მოატრიალა სარწმუნოებისაკენ. ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler