"საიდუმლოთა საიდუმლო"
"საიდუმლოთა საიდუმლო"
როდესაც პატრიარქმა ეფრემმა თავის სულიერ შვილად მიმიღო, პირველად მაშინ შემმოსა თეთრი კაბით და მიწოდა მორჩილი

გვესაუბრება სამების ლავრის ბერმონაზონი ექვთიმე (მაჩაბელი-ხუციშვილი):

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მისი გზა ბერობაა?

- ეს ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად შემოდის. უფრო მართებულად: არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქენ... მონაზვნად გამორჩევა ღმრთისაგან ხდება (ასევე სურვილიც მონოზნობისა). არიან მონაზვნები (ბერები), რომელთაც იცხოვრეს ერში, იმსახურეს, ჰყავდათ ოჯახიც, ჰქონდათ სამსახურიც, მაგრამ ,,გარკვეულ ჟამს ხვდებიან, ან-თუ მოუხმობს უფალი თვის მხედრად ,,მიწიერ ანგელოზად", თუმცა, ხდება ისეც, რომ იზრდებიან მონასტერში, აღიკვეცებიან ბერად. ისიც ხდება, რომ ბევრი მონასტრეში იზრდება, მაგრამ მერე გამოდიან იქიდან და ქორწინდებიან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებაა. უწმინდესმა ბერობას "საიდუმლოთა საიდუმლო" უწოდა, განა ვინც დასწრებია აღკვეცის წესს ,,საიდუმლოს თავად მიხვდება, რომ იქ რაღაც არამიწიერი, გონისთვის მიუწვდომელი ხდება, თუნდ პირველივე სიტყვებიდან: "უწყოდე, ძმაო, რომ თავად უფალი იესო ქრისტე, ყოვლადქებულისა დედისა თვისისა თანა და ყოველთა წმიდათა თანა აქა მდგომარე არს". მანამდე კი მორჩილების გზა. მორჩილების ჯვარი უნდა იტვირთო და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არავინ იცის, გარდა უფლისა. მორჩილების ჯვრის ტარება მონასტრის გარეშე რთულია, იქ კი გაკვირდებიან, თავად უფალი გცდის, მაგრამ, რაც მთავარია, თავად უკვირდები და უღრმავდები საკუთარ თავს. სულში იხედები და შენს ხორციელ შესაძლებლობებს და მათ დათმენასა თუ პირიქით, ზოგის წარმოჩენას ახდენ... გარდა ამისა, გარკვეული სულიერი და ხორციელი ბრძოლები გეწყება - იწყება შენი წრთობა ამ რთულ გზაზე შესადგომად. გგონია, რომ მზად ხარ, შეგიძლია, უკვე ბერად აღიკვეცო და უცებ... როდესაც ბეთანიაში ვიყავი, წინამძღვარმა მამა იოანემ (შეყლაშვილი) მითხრა, დარჩი და სამ წელიწადში აღკვეცავო, გულში ვფიქრობდი, სამი წელი როგორ მოვიცდი-მეთქი. უფლის ნებით, მართლაც სამი წლის მერე აღვიკვეცე ბერად.

***
ადამიანი აკვირდება საკუთარ შინაგან მდგომარეობას, აქვს თუ არა დათმენის, მრისხანების, წყენის, ადამიანური ვნებების დათმენის, ჩახშობის უნარი. სამი წელი დაბალი ზღვარია შეიძლება უფრო მეტი დროც გავიდეს და არ აღიკვეცო ბერად. შავნაბადაზე იყო სამონაზვნე, რომელიც რვა თუ ცხრა წელი მორჩილად იყო და უარს ამბობდა, ჯერ არ ვარ მზად ბერობისთვისო. არ უნდა იჩქარო, თუ მიხვდი და ეს გზა აირჩიე. ცხოვრობ მონასტრული წესდებით, ბერულად, ოღონდ გაქვს იმის უფლება, რომ დაუკვირდე და თუ ვერ ტვირთულობ ამ ჯვარს მშვიდად წახვიდე და სხვა საქმეს ეწიო. როდესაც პატრიარქმა ეფრემმა თავის სულიერ შვილად მიმიღო, პირველად მაშინ მიწოდა მორჩილი და მიკურთხა თეთრი კაბა, 8-9 წლისა ვიყავი მაშინ და მივხვდი, რომ ეს რაღაც სხვა იყო.Mმერე, მიზეზთა გამო, დავშორდი ეკლესიას, არა სულიერად, ეს კავშირი არასოდეს გაწყვეტილა, ჩვენს ქალაქში არ იყო ეკლესია, დედა გარდაიცვალა, პატრიარქიც, ბებია მოხუცი იყო და ვერავინ მატარებდა ეკლესიაში. აღსარებას, ზიარებასაც ვერ ვახერხებდი (მახსოვს, პირველად ქაშუეთის საკურთხეველში მათქმევინეს აღსარება და იქვე მაზიარა ეფრემ მეორემ). მაშინ სად იშოვიდი ლოცვანს, მაგრამ მოვახერხე და ერთ ოჯახში აღმოვაჩინე ეფრემისეული "ოთხთავი", დავითნი და მცირე ლოცვანი ძალიან ძველი; ჩემეული ლოცვაც მქონდა დიდედის ნასწავლი. ახლაც მაქვს გამოყოლილი: "დავწვები დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავთით დამეფინება". რაც უნდა ვილოცო, საიდანაც უნდა მოვიდე, მწუხრი იქნება, სერობა, შუაღამიანიც კი რომ ვილოცო, დავწვე, დაწოლისას აუცილებლად უნდა წარმოვთქვა ეს ლოცვა და მერე მშვიდად ვიძინებ. ლოცვით, სანთლის დანთებით, ხატებით (ეზოში ამიშენეს პატარა სამლოცველო, რომელსაც გარედან არ ეტყობოდა არაფერი და ყველაფერი სათუთად შიგ მქონდა განთავსებული ეკლესიასავით. ის ოთახი ისევ არის გორში) შემოიფარგლებოდა ბავშვობაში ჩემი მორწმუნეობა. პირველი სასწაული ის იყო, რომ ხატები ცოცხალ არსებასავით გავითავისე. ვესაუბრებოდი ჩემი სიტყვებით. მოგვიანებით, როდესაც ჩვენს პატრიარქთან მივედი და გავუმხილე ბერობის დაუოკებელი სურვილი და მოვუყევი ყველაფერი, ჯერ განცვიფრდა, მერე დაფიქრდა და მითხრა, დაიცადეო და მეც ვიცდიდი. მერე ცოლი შემრთეს (16 წლისას, იქნებ ბერობა დაავიწყდესო), მერე ვსწავლობდი, უწმიდესი კი კვლავ დაიცადე, ნასწავლი სასულიერონი გვჭირდებაო, - მეუბნებოდა,Aარადა, წლები გადიოდა, ადამიანური მოუთმენლობა მჭირდა. შინიდან წამოვედი, ხან სად და ხან სად ვათევდი ღამეს. დედის საფლავზეც კი მითევია ღამეები და მისაუბრია მასთან.Bბოლოს, მოხდა ისე, რომ მივედი მაინც უწმიდესთან, უკვე სტიქაროსანი, კაბაც მემოსა. პატრიარქმა მკითხა, - ისევ იმ აზრზე ხარო? დიახ-მეთქი, მაშინ მოემზადეო.

ბეთანიის მონასტერში გამგზავნეს, სადაც ძალიან დიდი სკოლა გავიარე. ადამიანური სისუსტეები მემართებოდა ხოლმე, განკითხვაში ვვარდებოდი, - ამას მე რატომ მავალებენ და იმას რატომ არა-მეთქი. ამისთვის მოვედი, რომ მიწა ვთხარო და შეშა ვჩეხო-მეთქი. მამა იოანე (შეყლაშვილი) ავადმყოფობდა, მამა ლაზარე (აბაშიძე) მის მოვალეობას ასრულებდა და მეც იმის მორჩილებას ვარჩევდი, რომელიც მიადვილდებოდა. ესეც გარკვეულწილად გამოცდა იყო, ანუ ადამიანი გარკვეულ მორჩილებას ასრულებს და ნელ-ნელა უახლოვდება მას.

მანტია, რომელიც ანგელოზის ფრთებსაც გამოხატავს და იმავდროულად არის ბერისთვის სუდარაც. კუნკულ-ბარტყული, რომელიც შენი "სენაკიცაა" და "კუბოც".

კარგად მახსოვს, იმ წელს, დიდ მარხვაში (მაშინ ღვთაების მონასტერში ვიყავი მარტყოფში) პატრიარქმა დამიბარა და მითხრა, - ხარების დღესასწაულზე, ბერად უნდა აღიკვეცოო. 5 დღე იყო დარჩენილი, მზად რომ არა ვარ-მეთქი? მზად ხარო და "კურთხევანი" მომცა - აღკვეცის წესს გადახედეო, სადაც კითხვა-პასუხის სახით წერია: დაითმენ ამას, დაუტევებ, მოითმენ ამას... შემდეგ უკვე დარიგების მუხლები მოდის: "უწყოდე, ძმაო, ეს უნდა გააკეთო", მისი წაკითხვისას გონებრივად ძალიან იტვირთები. პირველივე სიტყვები ის არის, რომ თავად უფალი აღგკვეცავს და მიწაზე თავის ანგელოზად გამოგარჩევს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, განგკვეთონ ეკლესიიდან, ანათემას გადაგცენ, სასჯელში იმყოფებოდე, ან გაიხადო საბერო სამოსი, ცოლი მოიყვანო, მრუშობა დაიწყო, მაგრამ მაინც, იქ, ზეცაში ბერად მოიაზრები და შენი, ბერობიდან განდგომილების დროს გაკეთებული სიკეთე, სიკეთედ აღარ მიგეთვლება უფალთან, უკვე მოიაზრები, როგორც შენი ნებით ბერობის მადლაყრილი. თუ სასჯელში იმყოფები, იმსახურებ, გაგხდიან თუ ჩაგაცმევენ ბერის კაბას, ზეცაში მაინც ბერად რჩები, ბეჭედი გადევს უფლისგან. Aამიტომაც, აღკვეცის წინ გეკითხებიან: "ნებითა შენითა მოხვალ, არა ნებითა ღვთისათა" და უკვე თავად ხდები პასუხისმგებელი, რა აღთქმას დადებს, რაზე იტყვის უარს, მაგრამ ბერად აღკვეცის დროს ორი ძირითადი მოთხოვნა არის: პირველი: მონასტრიდან განუშორებლობა - ამაში იგულისხმება ბერობიდან განუშორებლობა, და მეორე: ქალწულების დაცვა, ანუ იმ მადლისა და სქემის შენარჩუნება, რომელიც უფალმა მოგანიჭა, არ აქვს მნიშვნელობა, მცირე ანგელოზებრივი სქემა იქნება ის, თუ დიდი ანგელოზებრივი.

იგივე განმეორებაა ზეციური იერარქიის: ორივე ერთ საქმეს აკეთებს, მაგრამ ისინი უფრო დიდ მადლში არიან. როგორც ვიცი და მისწავლია, დიდ სქემაში აღკვეცა გარკვეული წლების შემდეგ ხდება. როდესაც ადამიანი დიდ ბერულ გამოცდილებას იძენს, შეგიძლია, სხვასაც ასწავლო, იწყება ხილული, უხილავი ბრძოლები. თუ არ გებრძვის ეშმაკი, ესე იგი, არ გთვლის იმის ღირსად, რომ ბრძოლა გამოგიცხადოს. როდესაც გეწოდება, "შეიმოსს ანგელოზებრივ სქემას", აი, მაშინ ეშმაკი კბილებს აკრაჭუნებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე უფლის მიწიერ ანგელოზთა, მხედართა დასში ჩაირიცხა, უფალმა მიიღო თავისთან და გიცხადებს ბრძოლას. რა დღიდანაც დაგეწყება ბრძოლა, იმ დღიდან უნდა ჩათვალო, რომ უფალმა მოგხედა. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, შემეწიე, მამაო, ლოცვით, გამაძლიერე, ბრძოლა დამეწყო, უფალმა მომხედაო. გულში მიხარია, რომ დღიდან აღკვეცისა, ეს ბრძოლები მქონდა და პატრიარქმა მითხრა, გიხაროდეს, რომ შენ ეშმაკმა ბრძოლა გამოგიცხადა, უფალს უყვარხარ, ღვთისმშობელი დედა დედობრივ მზრუნველობას გიწევს და ამას გაუფრთხილდი, არ გაანაწყენოო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler