სიმშვიდით შემობრძანდა ჩვენი იმედი და ჭირისუფალი
სიმშვიდით შემობრძანდა ჩვენი იმედი და ჭირისუფალი
სასწაულები დღესაც ხდება...
"გიორგობა დღეს - 6 მაისს"
1991 წლის გიორგობას, 6 მაისს, სამსახურიდან ადრე გავედი. ეკლესიაში წასვლას ვაპირებდი. ვინაიდან ჩემს ვაჟიშვილს გიორგი ჰქვია, წინასწარ ვეზიარე კიდეც. სწორედ იმ დღეს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში ხანძარი გაჩნდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი, შახტების საშუალებით, შენობის ზედა სართულებს მოედო, ქვემოთ მხოლოდ კვამლი იყო.Mმიზეზი დაზუსტებით დღესაც არ ვიცით - შეიძლება არ ამბობდნენ. ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო, სამწუხაროდ, ოთხი თანამშრომელი დაგვეღუპა. საუბედუროდ, მათ ოთახებიდან გასვლა არ უჩქარიათ.

ჩემი სამუშაო ოთახი სწორედ მე-5 სართულზე იყო. ხანძრის ამბავი რომ შევიტყვე, უკვე გამოსული ვიყავი. შევედი მე-2 სართულის ოთახში და დროის მოსაგებად, ტელეფონით, ჩვენს ლაბორატორიას დავუკავშირდი (რომ ავსულიყავი, ალბათ, ცეცხლს ვერ გამოვასწრებდი).

ჩემს სართულზე, უმოკლეს დროში, ყველა ოთახი დანახშირდა და მეტალის აპარატურა დადნა. შემდეგ თანამშრომლები მეორე კორპუსში გადაგვიყვანეს, რომელიც ახალი გარემონტებული იყო. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, იმ სართულზე მხოლოდ ჩემი ოთახი გადარჩენილიყო უვნებლად, კარებიღა დამწვარიყო მარტო. ცეცხლი ოთახში არ შესულა - მაცივარი, ტახტი, კარები, მაგიდები, უჯრაში - ფული, ქიმიური მაგიდა, ზედ წიგნებით - ყველაფერი ხელუხლებლად დარჩენილიყო.

მეტიც, ერთ-ერთი თანამშრომელი, სართულთაშორისო კიბის საშუალებით რომ ვერ ჩავიდა, ჩვენი ლაბორატორიის ფანჯრის გარეთა პარაპეტზე გამოვიდა. იქ ვერ გაჩერდა, ცეცხლის და მაღალი ტემპერატურის გამო და გადმოვიდა გვერდით, ჩემი ოთახის ფანჯრის პარაპეტზე. იქ მან შეძლო მოცდა, ვინაიდან ჩემს ოთახში, როგორც ვთქვი, ცეცხლი არ იყო შესული. მოგვიანებით კი სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს.

ჩემი ინსტიტუტის ათეისტ თანამშრომლებს ეს სასწაული არც კი შეუმჩნევიათ. ამ დღის მერე მძიმე სულიერი ტრავმა მივიღე, რაც ძალიან დიდხანს გამყვა. დღე და ღამ ერთი და იგივე საშინელება მელანდებოდა. შემდეგ ჩემი მოძღვარი, მეტეხის ტაძრის მაშინდელი წინამძღვარი, მამა გიორგი (გორგაძე) მოვიპატიჟე. მან ცოცხალთა პარაკლისი და 6 მაისს დამწვარ თანამშრომელთა პანაშვიდი გადაიხადა.

მადლიერებით აღვსილმა, მოძღვრის კურთხევით, წმინდა გიორგის ხატი დავაწერინე, რომელიც მეტეხის ტაძარს შევწირე.

მალე მნიშვნელოვანი ამბავიც შევიტყვე.: სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს ხატი იქ გადაუბრძანებიათ.

მადლობა უფალს და წმინდა გიორგის, რომ ხანძარს გადამარჩინა და სწორი გზისკენ მიმითითა.

ამ თემაზე საუბარს დიდხანს ვარიდებდი თავს, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა: "ეს ამბავი უნდა მოუყვე ყველას, იმის აღსანიშნავად, რომ სასწაულები დღესაც ხდებაო."

ყოველთვის მახსოვს ლოცვის სიტყვები: "რამეთუ შენ სთქუ მეუფეო ჩემო: "ყოველი მჭამელი ხორცისა ჩემისა და მსუმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა დადგრომილ არს და მე მის თანა!"
ექიმი მარიამ ლორთქიფანიძე,
2013 წელი.

"ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი"
სამოციან წლებში ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი დასასვენებლად ბრძანდებოდა. Aიმავე დროს იქ ისვენებდნენ დედაჩემი - სოფიო კვაჭაძე და მისი და ეკატერინე. სასადილოში ეპისკოპოსი მარტო იჯდა ხოლმე მაგიდასთან, რის გამოც დედა წუხდა. მას სურვილი გაუჩნდა, როგორმე შეევსო მისთვის იქ ყოფნის მარტოობა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ურწმუნო ადამიანები ეკლესიას ერიდებოდნენ და გაურბოდნენ, არ ჰქონდათ რიდი და მოწიწება სასულიერო პირების, ზოგადად, სარწმუნოების მიმართ. ასეთ განწყობას ხალხში იმ ხანად გამეფებული კომუნისტური წყობილება და პარტიული მუშაკები ამკვიდრებდნენ. ისინი ეკლესიაში სიარულსაც კი უშლიდნენ ხალხს.

დედა მივიდა ეპისკოპოსთან და მოკრძალებით სთხოვა, დასთან ერთად მის სუფრასთან დაჯდომის ნება დაერთო. ძალიან გაუხარდა ეს შემოთავაზება უცნობი ქალბატონებისგან და სიამოვნებით დათანხმდა მათთან მეგობრობას. დარწმუნებული ვარ, დედაჩემის ენაწყლიანობის შედეგად ეპისკოპოსი არ მოიწყენდა...

კეთილი ურთიერთობა შემდგომში, დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდა. 1966 წელს, დედამ ეპისკოპოს ილიას სთხოვა, რომ ჯვარი დაეწერა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის. ძალიან გაუხარდა მას ეს საკვირველი ამბავი და სიხარულით დათანხმდა, რადგან იმ დროს, არსად, ჩვენს გარშემო, ჯვარს არავინ იწერდა.

1966 წლის ოქტომბერში, სვეტიცხოვლის ტაძარში, ეპისკოპოსმა ილია შიოლაშვილმა ჯვარი დაგვწერა მე და ექიმ ოთარ ბურჯანაძეს.

ეს იყო 46 წლის წინ. მაშინ ეპისკოპოსი ილია 34 წლისა ბრძანდებოდა. ჯვრისწერის შემდეგ, მის გულში ჩვენთვის განკუთვნილი სიყვარულის კუნჭული გაჩნდა და ბულგარეთიდან რომ დაბრუნდა, ვარდის ზეთით შემკული უფლის ხატი ჩამოგვიტანა საჩუქრად.

ჩვენი ურთიერთობა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში არ შეწყვეტილა, არამედ წლების მანძილზე გრძელდებოდა.

დედა მშენებელი ინჟინერი იყო (კომუნისტების დროს) და მისთვის განკუთვნილ სხვა სარემონტო ობიექტებთან ერთად ნუსხაში თავისი სურვილით, სარემონტოდ შეიტანა ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც დედაჩემისთვის გაჭირვების ჟამს დამხმარე და სულიერად ახლობელი იყო. ტაძრის წინამძღვარი იმხანად მეუფე ზინობი (მაჟუგა) ბრძანდებოდა. დედა მივიდა მეუფესთან და ეკლესიის საფუძვლიანი გარემონტება შესთავაზა, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად იყო. ბავშვობაში, ჩემი და ჩემი ძმის ავადმყოფობის დროს, დედა ფეხშიშველი შემოუვლიდა ხოლმე გარშემო ნეველის ეკლესიას, შესთხოვდა უფალს დახმარებას და ჩვენს ჯანმრთელობას.Dდედა მარხვას და ზიარებას მოგვიანებით შეუდგა, ხოლო რწმენა შინაგანად ჰქონდა გამჯდარი და მისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე საქველმოქმედოდ იყო მიმართული.

ჩემი ვაჟი, გიორგი, მეუფე ზინობიმ მონათლა თავის კელიაში, რომელიც ნეველის ეკლესიის ეზოშია. დედას მისი გაზრდილი ხუთი და ჰყავდა და ასევე დისშვილები, რომელთაც ზოგჯერ, მშობლების თანხმობის გარეშე, მოსანათლად წაიყვანდა ხოლმე, ვინაიდან იმ დროს ამის გახმაურება არ შეიძლებოდა.

პატრიარქთან დასალოცად და კურთხევისთვის დედას მე და ჩემი შვილები: გიორგი და სოფიო, სიონის გვერდით, მის რეზიდენციაში დავყავდით ხოლმე. პირველად როდესაც ვესტუმრეთ, ყველა კუთხე-კუნჭული დაგვათვალიერებინა. დედა უყვებოდა პატრიარქს, ვის დაეხმარა, ვინ დააყენა გზაზე. მახსოვს, უწმინდესი სიამოვნებით და ღიმილით უსმენდა ხოლმე დედას და თვითონაც თავის ამბებს უყვებოდა. მან იცოდა, რომ დედა უანგაროდ და სიხარულით ეხმარებოდა ხალხს, ხშირად მისთვის უცნობებსაც (ეს მისი მოთხოვნილება და ცხოვრების წესი გახლდათ). პატრიარქი, რა თქმა უნდა, გრძნობდა და ხედავდა, თუ როგორი ღვთისნიერი ადამიანი იყო დედაჩემი.

სათუთად ვინახავ 46 წლის წინ გადაღებულ ჯვრისწერის შავ-თეთრ სურათს,
რომელზეც აღბეჭდილია ეპისკოპოს ილიას მიერ აღსრულებული
ჩემი და ჩემი მეუღლის ჯვრისწერის საიდუმლო.

ყოველთვის დასაჩუქრებულებს გვისტუმრებდა. ჩემს ვაჟიშვილს, გიორგის, აჩუქა წმინდა გიორგის ხატი სწორედ იმ დროს, როცა იგი ინსტიტუტში აბარებდა და პატრიარქის კურთხევით, პირველსავე წელს ჩაირიცხა. გვაჩუქა ასევე 12 სახარებამოსმენილი სანთლები, რომლებსაც დღემდე ვუფრთხილდები და ვინახავ. უწმინდესმა, თავისი წარწერით, დედას აჩუქა ბიბლია, რომელიც მაშინ ძალიან ცოტა ტირაჟით დაიბეჭდა.

შემდეგ საპატრიარქო ახალ რეზიდენციაში განთავსდა. მახსოვს, პატრიარქს ვესტუმრეთ დედაჩემი, მე და ჩემი შვილები. იმ დროისთვის სომეხთა პატრიარქი ვაზგენი ბრძანდებოდა საქართველოში და უწმინდესი სომხეთის საპატრიაქოში მიიწვიეს. ამ თემაზე დედასთან საუბრისას უწმინდესმა დანანებით თქვა: "სომხეთში ეკლესია და მთავრობა გაერთიანებულები არიან და ერთობლივად ემსახურებიან სომეხ ხალხს. მე ჯერ ამას ვერ მივაღწიე. ვცდილობ და ვნატრულობ, რომ საქართველოში საპატრიარქო და მთავრობა ერთხმად ქართველი ერის საქმეს ვაკეთებდეთო."

1994 წელს გარდამეცვალა ძმა. უწმინდესმა სამძიმრის წერილი და სანთლები გამოუგზავნა დედას.

2000 წლის 19 იანვარს, წყალკურთხევისა და ნათლისღების დღეს, გარდამეცვალა დედა (სოფიო), სასოწარკვეთილი, შვების ძიებაში, წავედი საპატრიარქოში. პატრიარქს ვამცნე ჩემი უბედურება. სოფიოს გარდაცვალებიდან მესამე დღეს (საღამოს 8 საათი იქნებოდა), საპატრიარქოდან დარეკეს, პატრიარქი მობრძანდება თქვენთანო. მე და ჩემს შვილებს იმედი და ძალა ჩაგვესახა (მეუღლე უკვე გარდაცვლილი მყავდა). პანაშვიდზე მოსული ხალხი თითქმის წასულ-წამოსული იყო. მე და ჩემი შვილები მგლოვიარენი ვიდექით ჩვენთვის ყოვლისშემძლე, ძლიერი, აწ უკვე სიკვდილს დამორჩილებული უახლოესი ქალბატონის სასახლის გვერდით.

სიმშვიდით შემობრძანდა ჩვენი იმედი და ჭირისუფალი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. გარდაცვალებიდან მესამე დღეს უწმინდესმა დედას პანაშვიდი გადაუხადა. მგალობლები გალობდნენ. არასოდეს დამავიწყდება ასეთი დაფასება და უბედურების ჟამს პატრიარქისგან მონიჭებული სიხარული. რომ იტყვიან, წელში გავიმართეთ. უწმინდესი სიყვარულით და თანაგრძნობით აღვსილი გვიყურებდა მე და ჩემს შვილებს.

დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან (ნიკოლოზი და გიორგი) ერთად ვცდილობ, გავაგრძელო დედის ტრადიციები და მის კეთილ ნაკვალევზე ვიარო. ყოველთვის ვულოცავთ ხოლმე უწმინდესს დაბადების დღეს; წირვა-ლოცვის ბოლოს ვხვდებით და მუდამ ღიმილით მოგვიკითხავს ხოლმე, მოგვეფერება, თავზე ხელის დადებით გვაკურთხებს. ვცდილობთ, ყოველთვის ეკლესიურად ვიცხოვროთ, ვიმარხულოთ, ვეზიაროთ.

სათუთად ვინახავ 46 წლის წინ გადაღებულ ჯვრისწერის შავ-თეთრ სურათს, რომელზეც აღბეჭდილია ეპისკოპოს ილიას მიერ აღსრულებული ჩემი და ჩემი მეუღლის ჯვრისწერის საიდუმლო.

მხოლოდ ახლა, პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან - 80 წლისთავთან დაკავშირებით, სურათი უწმინდესს პირადად გადავეცი სამების საკათედრი ტაძარში.

პატრიარქის გვერდით მდგომი მეუფეები განცვიფრებით ისმენდნენ ჩვენს საუბარს. უყურებდნენ მათთვის უცნობ ფოტოსურათს. Pპატრიარქის ეპისკოპოსობის პერიოდის ამსახველი ფოტოები, როგოც ვიცი, ძალზე ცოტაა.

უწმინდესი სიხარულითა და გულისმიერი ღიმილით დაჰყურებდა სურათს: "მე ყოველთვის მახსოვხართ და ვფიქრობ თქვენზე და დედათქვენზე. როგორ ჰგავხართ დედას, მე მხოლოდ სამ დას ვიცნობდი", - თავზე დაგვადო ხელი და სიყვარულით დაგვლოცა მე და ჩემი შვილი, გიორგი. დიდი მადლი და ძალა გადმოვიდა ჩვენზე, რომელიც დიდხანს გაგვყვა. ვიგრძენი, რომ სურდა ჩვენთან საუბარი, ძველის გახსენება. მას ხომ არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს?! მაგრამ ამის დრო და ადგილი იქ არ იყო. გვერდით მდგომმა მღვდელმთავარმა ეს აღნიშნა კიდეც, რის გამოც ჩვენ პატრიარქს დავშორდით იმედით და მომავალში მასთან კვლავ შეხვედრის სურვილით.

ღმერთმა არ მოგვიშალოს ჩვენი უწმინდესის არსებობა და მისი ზრუნვა საქართველოსთვის!

მარიამ ლორთქიფანიძე-ბურჯანაძე
გიორგი და სოფიო ბურჯანაძეები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler