"შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა"
"შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა"
წმინდანთა ნაკვალევზე
"პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა." (115,6)

"პატივი უნდა მივაგოთ წმიდანებს, როგორც ქრისტეს მეგობრებს, როგორც ღვთის შვილებსა და მემკვიდრეებს... ისინი გახდნენ ღვთის განძთსაცავები და წმინდა სავანეები, რადგან ღმერთი ამბობს: "შთავმკვიდრდები და მიმოვივლი მათში და ვიქნები მათიEღმერთი". (2კორინ. 6,16). დიახ, მივებაძოთ ღვთაებრივ პავლე მოციქულს და მოვიმადლიეროთ წმიდანები "სულიერი ფსალმუნებით, ჰიმნებითა და საგალობლებით". (ეფეს.5,19).

ვიმეცნებთ რა ამ დოგმატურ სწავლებას, ძლიერ გვიყვარდება ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური სოფლის წმინდანები.

გვესაუბრება ქვემო ჭალის ლუარსაბ კარბელაშვილის სახელობის საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის პედაგოგი ირმა (ელისაბედ) ზაქარეიშვილი.

- საამილახვრო სოფელ ქვემო ჭალაში 6 სექტემბერი ღირსსახსოვარი დღეა. ხუთი წმინდა მამა და ჩემი მშობლიური სოფელი ერთ ცნებად მოიაზრება, რადგან აქ დაიბადნენ და აღიზარდნენ წმინდა ძმები კარბელაშვილები. მათი ძალსულოვანი პიროვნებების შესახებ მრავალგზის უსაუბრიათ. გამოიცა არაერთი წიგნი. საზოგადოებამ ცხოველი ინტერესი გამოხატა სახელოვანი წინაპრების მიმართ. "შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ თავად დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა". ამ სწავლებას პირნათლად ასრულებს მღვდელმოწამე ანდრია კარბელაშვილის პირდაპირი შთამომავალი ბატონი გიორგი, რომელმაც ჯეროვანი პატივი მიაგო მათ სახელს. გიორგი (გიგი) კარბელაშვილის დიდი ძალისხმევით აღადგინეს ჯვარი პატიოსნის სახელობის ტაძარი, სადაც წმიდანების მამა, დეკანოზი გრიგოლი მსახურობდა. ამჟამად ტაძარს მოხატავს ხატმწერი დავით მორგოშია.

წელს, სასულიერო პირებმა, სტუმრებმა, მრევლმა საკუთარი თვალით იხილეს წმინდა მამათა ნაფუძარი, განახლებული კარ-მიდამო, აწ უკვე სახლ-მუზეუმი.Aაქ შერწყმულია ინტერიერ-ექსტერიერის სისადავე და მაღალი გემოვნება. საოჯახო ფოტოებიდან სულკურთხეული წმიდანები გვიმზერენ და მოგვიწოდებენ: "უფალი და სამშობლო, არსი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა"! "მოუარეთ საქართველოს"!

გიორგი კარბელაშვილი ამბობს: "ჩემი წინაპრების, ძმები კარბელაშვილების მემკვიდრეობა წლების განმავლობაში მიუწვდომელი, გაკეთებული საქმეები და ღვაწლი კი უცნობი და შეუფასებელი გახლდათ. ჩემს პირად ვალდებულებად ვთვლი, ვუპატრონო მათ მემკვიდრეობას"... ჭეშმარიტად, ამ ადამიანმა წინაპრების ნაშრომი, განძის დიდი ნაწილი სამზეოზე გამოიტანა და ერი მისსავე მარადიულობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ხელი შეუწყო უნიკალური წიგნების გამოცემას: "ძმები კარბელაშვილები", "სვეტიცხოვლის სკოლა, სადა კილო", შეიქმნა წმინდა მამების სავედრებელი ხატები. სტუდია "ბრავო რეკორდსში" დამზადდა და ჩაიწერა საგალობლების კრებული "კარბელაანთ კილო".

- ქვემო ჭალის სკოლაში ახალ პროექტზე იმუშავეთ. რას გულისხმობს სასკოლო პროექტი, მისაღებია თუ არა მოსწავლეებისთვის?

- პროექტი გახლავთ დიფერენცირებული სწავლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ამძაფრებს დამოუკიდებლობის, ზრდასრულობის განცდას. ავითარებს როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს. პროექტის განხორციელების პროცესში მასწავლებელი მოსწავლეებს რამდენიმე კრიტერიუმს და ზუსტ მითითებას აძლევს, რითაც მოსწავლემ უნდა იხელმძღვანელოს.

"წმინდანთა ნაკვალევზე", ასე ვუწოდეთ ჩვენს პროექტს, რომელიც VII (დამრიგებელი თინათინ ტეხაშვილი) და XI კლასებში წარიმართა.

ბავშვებმა შეისწავლეს წმინდა მამების ცხოვრება-შემოქმედება. დაათვალიერეს კარბელაშვილების განახლებული სახლი. გაიხსენეს ის უმძიმესი ეპოქა, რომელშიც უწევდათ მოღვაწეობა ძმებს.

ქვემო ჭალის ლუარსაბ კარბელაშვილის სახელობის
საჯარო სკოლის მოსწავლეები "წმინდანთა ნაკვალევზე"

ქვემო ჭალიდან გავემართეთ ტირიფონას ველისკენ, რათა პატივი მიგვეგო მოწამებრივად აღსრულებული წმიდანებისთვის. გზად თინა მასწავლებელი VII კლასელებს შთააგონებდა: "კაპადოკიაში, ბასილი დიდის ოჯახში, 6 წმინდანი ცხოვრობდა. გაგახსენებთ ევსტათი პლაკიდას და მის წმინდა სახლეულს... ქვემო ჭალაში - ხუთი წმინდა მამა, ძმები კარბელაშვილები. აი, რისი მომსწრენი ვართ"!

- ტირიფონას ველზე არის თუ არა მინიშნება ტრაგედიისა?

- ტირიფონას ველი ვრცელი ტერიტორიაა შიდა ქართლში, ხოლო ტრაგედიის ადგილს მიანიშნებენ მდინარე თორთლას ნაპირას, სოფელ ჩობალაურის პირდაპირ. 1924 წელი, ეს გახლავთ უმძიმესი პერიოდი, როგორც ჩვენი სკოლის პედაგოგი ნანა ბეჟუაშვილი ამბობს:

"ეს ძმამ გასწირა ისევ თავის ძმა,
ციხე კვლავ გატყდა ისევ შიგნიდან.
წითელი ეშმა დროშის ფრიალით,
გაცხარებული გვამებს ითვლიდა"...

1924 წლის 6 სექტემბერს ჩეკისტებმა ამ ადგილას დახვრიტეს 24 უდანაშაულო ადამიანი და მათი სულიერი მოძღვრები: ანდრია და პეტრე კარბელაშვილები. უთუოდ უნდა გავიხსენოთ იგივე 1924 წელი, 1 სექტემბერი (სხვა წყაროს მიხედვით 27 აგვისტო). მდინარე წყალწითელას ზემოთ, საფიჩხიას ტყე, სადაც ხუთ სასულიერო პირს გაუსამართლებლად მიუსაჯეს დახვრეტა. მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერასიმე (ჯაჯანიძე), იეროთეოსი (ნიკოლაძე), სიმონი (მჭედლიძე) და დიაკონი ბესარიონი (კუხიანიძე). აწ უკვე წმინდანად შერაცხილი ახალმოწამენი უფლის წინაშე ნეტარებენ.

კვლავ ტირიფონას ველს ვუძღვნი სათქმელ-სავედრებელს. აქ მოსულთ შემოგვეგება ბაზილიკის ტიპის ტაძარი და აღმართული მეწამული ჯვარი. რა თქმა უნდა, უმალ ვიგრძენით სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევა, მისი ღრმა პატივისცემა წმინდანებისადმი.

ჩემი მოსწავლეები, ანთებული სანთლებით, წმინდა მამების ხატებით ხელდამშვენებულნი, მყარად დგანან წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწაზე და წმინდა მამებს - კარბელაშვილებს ავედრებენ ქვეყანას. კვლავაც მათი მეოხების იმედი გვაქვს, შემოქმედის იმედი გვაქვს, რომ ივერია, რომელსაც ასეთი და ამდენი წმინდანი ჰყავს, არ გადაშენდება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler