ცხოვრებისგან გარიყული გერები
ცხოვრებისგან გარიყული გერები
ადრე, პატარაობაში, "სვებედნიერ", სიხარულისგან გაბრწყინებულ ადამიანებს რომ ვუყურებდი, მიკვირდა, როგორ შეეძლოთ სულ ეცინათ (არ მიყვარდა სიცილი, რადგან არ მჯეროდა მისი)... მერე მივხვდი, რომ სიცილი ნიღაბი იყო. მათ მიღმა რამდენი ადამიანის სახე სველდებოდა ცრემლებით... ამ, ცრემლგაუმტარი და კმაყოფილი ნიღბების მიღმა რამდენი ადამიანის გული ითხოვდა თანაგრძნობას, სიყვარულს?!. რომ შეხებოდი მათი სულის სიმებს, რამდენი სევდიანი ნოტი გამოერეოდა მათ შორის?!. უბრალოდ, ადამიანებს აშინებთ სულის გაშიშვლება და უსაფრთხოებისთვის ნიღბებს იფარებენ. "თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი... სრულიად შთანმთქას და წარმწყმიდოს მე" (ზიარების წინ წასაკითხი ლოცვიდან). ადამიანებს აშინებთ სულის სიშიშვლე (ეს, ალბათ, ქვეცნობიერი შიშია სისაწყლის, სივალალის). ერთადერთი, ვისაც უფლება აქვთ ამ უუფლებო სამყაროში, სულიც ისეთივე შიშველი და სააშკარაოზე გამოტანილი ჰქონდეთ, როგორც სხეული, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ღვთის რჩეულებად ითვლებიან... ჩვენ კი, უბრალო მოკვდავები, მათ მათხოვრებს ვეძახით... მათი ყოველდღიური ცხოვრება აღსარება და მონანიებაა... მათ შეუძლიათ გაშიშვლებული სული ყველას ანახონ... მათ დაჟინებულ, სევდიან, შიმშილით და უპატრონობით დაღლილ მზერაში მთელი მათი უიღბლო ცხოვრება მოჩანს... ჩვენ გვეშინია მათ თვალებში ჩახედვის, რადგან მათში ჩვენსავე გაშიშვლებულ სულს ვხედავთ... როგორც სარკეში, რომელსაც პოეტმა სილვია პლათმა "პატარა ღმერთის თვალი" დაარქვა...

გვეშინია, სენტიმენტალიზმი სისუსტედ არ ჩაგვეთვალოს... თუმცა მეეჭვება, რომ ადამიანს, ამ საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაში, იმის განსჯა შეეძლოს, თუ ვინ არის სუსტი და ვინ ძლიერი. რილკე მათხოვრებზე წერდა: "არა, მათგან გამორჩევა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა უნდა მქონოდა, მათებურად ცხოვრება რომ მომენდომებინა. ვერა, ვერ დავემსგავსები. არც მათსავით ძლიერი ვარ და არც მათი საზომები გამაჩნია. მე ჩემს თავს ვაპურებ და პურობიდან პურობამდე ყოველგვარ საიდუმლოს მოწყვეტილი ვარ. ისინი კი თავს ისე ირჩენენ და ინახავენ, თითქოს უკვდავები ყოფილიყვნენ." "საზოგადოებასა" და ამ ადამიანებს შორის ყრუ კედელია. ისევე, როგორც სახესა და ნიღაბს შორის გაკრთება ხოლმე ცრემლი და მერე ისევ შრება. ყველას შეგვინიშნავს მათი, ხის ფესვებივით დაკრუნჩხული ხელები... ჩვენ ხომ მათ გამოწვდილი ხელის გულებით აღვიქვამთ... თითქოს ეს ხელები ფესვები იყოს, რომლებიც საკვებივით იწოვენ ხურდას ადამიანებისგან, როგორც დედამიწისგან. და ეს ფესვები რომ არა, საერთოდ მოსწყდებოდნენ დედამიწას, ცხოვრებას, ძუნწ სამყაროს. გამოეკიდებოდნენ ჰაერში და ის ყრუ კედელი მათსა და დანარჩენ სამყაროს შორის კიდევ უფრო გაიზრდებოდა... "მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა." ან კიდევ რაღა საჭიროა ბრდღვიალა და ფუფუნებით მოსილი ტაძრები, თუკი იქამდე მისასვლელი გზები მათხოვრებით იქნება დაფარული? ღმერთი მოოქროვილ ტაძარში კი არა, იქ იმკვიდრებს, სადაც ადამიანთა ტანჯვა-ვაებაა... "დავანებულან ფერხნი შენნი უსასოქმნილთა, უპოვართა და გლახაკთ შორის" (თაგორი). განა ღმერთს ასეთი გემოვნება აქვს? ოქროებს და ზიზილ-პიპილებს ირჩევს? "სულ ასეთი გემოვნება გაქვს. სივალალე გესათნოება" (რილკე)... ან თუ ჰყავს ღმერთს შვილი დედამიწაზე, როგორ გგონიათ, სად იქნება ის? "მე უფრო ის მაინტერესებს, ამ ბოლო ხანებში კითხვა რომ ამეკვიატა: განა ღმერთს მიწაზე შვილი არა ჰყავს? განა ღმერთი არ ეძებს თავის შვილს? და, აი, ერთ დილას, აზრისა და გრძნობის ერთდროულმა დარტყმამ გამომაღვიძა: ღმერთი ეძებს შვილს და პოულობს მას ნაგავსაყრელზე" (ბესიკ ხარანაული)... ხშირად ეს ადამიანები, ცხოვრებისგან გარიყული გერები, იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც იგივე ცხოვრება თავის უბირ დღესასწაულს ზეიმობს. მორთულ-გაჩახჩახებულ, ხალხმრავალ ადგილებს... პრესტიჟულ რესტორნებს... კაფეებს... საიდანაც მოტკბო-ბანალური ჰანგები იფრქვევა. ასეთ დროს შეზარხოშებული ხალხის სიბრალულს იწვევენ ისინი ან, უბრალოდ, დისკომფორტი ექმნებათ, რაც აიძულებთ, ჯიბე მოიჩხრიკონ და რამე გამოიმეტონ... თუმცა ზეიმის დროს ვის ახსოვს ტკივილი?!. დამინახავს, ასევე, გაჩახჩახებული სუპერმარკეტის კართან ატუზული ფერგამკრთალი ლანდები. მკვეთრი შუქი რომ ეცემა მათ ჩაბნელებულ სახეებს... განსაკუთრებით მოხუცები მეცოდებიან (თუმცა არსებობს მათხოვრების მრავალნაირი "კატეგორია"). სასოწარკვეთილებისგან სახეგახევებულები, ზურგგახევებულები, მხრებჩამოყრილები... სიცივისგან მობუზულები. ცივ ამინდს ადამიანთა უგულობაც უფრო აუტანელს ხდის... მუქარით სავსე ქარებში... დგანან. ხარბად ყნოსავენ სუპერმარკეტის თბილ სუნს... ზომაზე უფრო დიდი და გახუნებული ტანსაცმელი რომ აცვიათ. თავს უხერხულად, დარცხვენილად რომ გრძნობენ და არ იციან, სად წაიღონ გახევებული ხელები, რომლებშიც ხურდები ჩაუბღუჯავთ. ხან ხურდას ჩააშტერდებიან. ხან ცას ახედავენ... არც მზერა იციან სად წაიღონ... გამვლელებს აშტერდებიან, რომ აგრძნობინონ მზერა... მათ უკვე იციან, რომ ცრემლებით ამ უგულო სამყაროს გულს ვერ აუჩუყებ.. ამიტომ მათ თვალებში მიწიერი აღარაფერია. დამცირებასაც შეეჩვივნენ. მარტოდმარტო უმკლავდებიან ცხოვრების სისასტიკეს. ისე გიყურებენ, თითქოს სულში იხედებიან... ჩვენ კი თვალს ვარიდებთ... გვრცხვენია... მათ ნაღვლიან სულში სიტყვისთვის ადგილი აღარ არის. ერთ დროს ისინიც ადამიანურად ცხოვრობდნენ და ეუხერხულებათ მათხოვრობა... არც ვიცით, რა გადახდათ თავს... რის შემდეგ აღმოჩნდნენ ქუჩაში ხელგაშვერილები... გული მეკუმშება, მაგრამ როგორ შემიძლია გადმოვცე ის, რაც არასდროს განმიცდია? ერთადერთს, ძაღლსღა შეუძლია მათხოვრის ძაღლური ცხოვრება გაიზიაროს. თუმცა ნორმალურ ქვეყანაში ძაღლზეც ზრუნავენ... საშინელია ასევე მათხოვარი ბავშვების დანახვა. ბავშვების, რომლებიც ჯერ ვერც აცნობიერებენ, თუ რა ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან მოწყალების თხოვნა ჩვეულებრივი ამბავი ჰგონიათ. ბავშვობა ხომ დაგროვების პროცესია. ესენი კი რას აგროვებენ, მშიერი თვალებით?.. შხამს. ტკივილს. ზიზღს, რომელიც სიბრალულზე მეტია... უცხო თვალების სისასტიკეს... "მშიერი სახით კაფეში შედის, ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი. მათი თვალები აღარ იცინის, მზერაში ხანჯლის არის ციება, არ ეპატიოს, კვნესდნენ ისინი - ქვეყანას ჩვენზე შურისძიება. მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე, გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით, ამ დროს მოლხენით არის დარბაზი, ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით" (გალაკტიონი)... რილკეც კი ამბობდა, რომ ვერასოდეს გაბედავდა მათსავით ცხოვრებას. იმიტომ, რომ პოეტიც კი, თავის ერთ ამოოხვრას ამოაყოლებს ხოლმე იმას, რასაც განიცდის და რაც სტკივა. მაგრამ... "პოეზიისთვის ისიც, თორემ ცხოვრებას მშვიდს ელტვი და საამო გინდა" (ხარანაული). ამ სოციუმში, სადაც ყველა ცდილობს ცხოვრება გაიმარტივოს და "დაკიდების თეორიით" იხელმძღვანელოს, თუ გინდა გადარჩე და თავი დაიმკვიდრო, ინერტული უნდა გახდე და სიცილი ისწავლო. შეისისხლხორცო. უნდა დაივიწყო ცხოვრებისგან გათელილი ადამიანები. ღია ცის, ადამიანთა დარდით გავსებულ ცის ქვეშ მყოფ უსახლკაროთა გაყინული გვამები და ისინი ოდენ გზის სავალი ნაწილის ბარიერად მიიჩნიო... უნდა გეშინოდეს მათხოვრის თვალებში ჩახედვის, რათა ძლივს ჩაძინებულ სინდისში თვალებივით არ მოაფათუროს თავისი ჭუჭყიანი ხელები... ამბობენ, რომ ცხოვრებისეული დარტყმები სულს იმუნიტეტს ანიჭებს და სიცილს ასწავლის. ან სიცილის ნიღაბს არგებს. თუმცა, არსებობს სხვანაირი სიცილიც. მათი სიცილი, ვინც ამ შეუბრალებელ ქვეყანაზე სიცილი ვერ ისწავლა. "იმიტომ იცინი დარლ, რომ სიცილს ვერ იტან?!" - მიმართავს ფოლკნერი თავის ყველაზე მგრძნობიარე და, ამდენად ჯვარცმულ, პერსონაჟს, დარლს, რომელსაც გული ჰქონდა ნატკენი ყველაფრისგან: სიყვარულისგან, ამქვეყნიური უსამართლობისგან... ბოლოს ის გაგიჟდება და ყველაფერზე უაზროდ იცინის: "როცა სული ამომდიოდა". ფოლკნერს მართლაც გენიოსის ალღო კარნახობდა იმ უმარტივეს ჭეშმარიტებას, რომ თუ გინდა გადარჩე ამ სამყაროში და "საზოგადოების" სრულფასოვანი წევრი გახდე, რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა ეცადო, უნდა ისწავლო სიცილი...

ქრისტიანულ სინამდვილეში კი სიხარული იმქვეყნიური ცხოვრების მარადიული თანამდევია: "მწუხრსა განისვენოს ტირილმან, ხოლო ცისკარსა - სიხარულმან" (ფსალმუნი).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler