სვანეთი
სვანეთი
უამრავი ტაძარი მოხვდება ჩასაძირთა სიაში
ბოლო დროს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ზემო სვანეთის მოსახლეობის და მათ გულშემატკივართა ინტერესი მიმართულია სოფელ ხაიშის ცენტრში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მოვლენებისკენ... ამ ულამაზესი კუთხის მოსახლეობის მოთხოვნის და გულისტკივილის გამზიარებელია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია. რამდენიმე ხნის წინ გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ხაიშის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შეხვდა, ამ ინფორმაციას ავრცელებს "საზოგადოება.გე" და ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის, ილარიონის (ქიტიაშვილი) საუბარს გადმოგვცემს:

"ჩვენ ვიცავთ ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებს. იცით, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, უძველესი ეკლესია წყალში ჩაიძირება. ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც მთაში განსაკუთრებულად ფასობს. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ პროცესს, რადგან იქ კერძო საკუთრებასაც ეხება საქმე. მე უფლება არ მაქვს კერძო საკუთრების ინტერესებში ჩავერიო, მაგრამ თამარ მეფის დროინდელი ტაძრისა და სვანეთის სოფლების განადგურება დაუშვებელია. ბევრი რამაა გასათვალისწინებელი, ბევრი რამ მოუწესრიგებელია. ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუთვლელია. პროექტს მრავალი უარყოფითი მხარე ახლავს. ვფიქრობ, ხუდონჰესის მშენებლობა სვანეთისთვის დამღუპველია. ისე მოიმატებს ტენიანობა, რომ 40 კილომეტრის რადიუსში ვერავინ იცხოვრებს, ავადმყოფობებიც საგრძნობლად გახშირდება.

ტაძარი ღვთის სახლია. ტაძრის თავი არის ქრისტე და უკვე ღმერთს ეხებიან. იმიტომაც ხდება ამდენი უბედურება, რომ ღვთის ტაძრებსაც მივადექით და უპატიოდ ვექცევით. ტაძრის წყალში დაძირვის მსურველებმა როგორ უნდა ამტკიცონ, რწმენა გვაქვსო?! აი, რაშია საქმე.

ცალკე საკითხია, რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა. მე, როგორც ვიცი, ეს ჰიდროელექტროსადგური საექსპორტოდაა გათვლილი. სანამ კერძო ინვესტორი თავისას არ ამოიღებს, რა ტარიფს დაგვიწესებს, არ ვიცით. ახლა რასაც ამბობენ, მერე შეიძლება ისე აღარ მოხდეს. განა როგორც გვეუბნებიან, ყველაფერი ისე კეთდება? ეს არ არის მარტო სვანეთის პრობლემა, ეს მთელი საქართველოს პრობლემაა".

ხაიშის წმინდა გიორგისა და ჭუბერის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრების წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი ნიგურიანს ვესაუბრე.

მამა გიორგი:
- უძველესი სოფელი ხაიში ზემო სვანეთის დასაწყისი სოფელია, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით. ხაიშის თემში 350 კომლი შედის. ახლო მდებარე სოფლებია: იბლიანი, ვედი, შკედი. წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი მე-12 საუკუნის საძირკველზეა აგებული. ჩანს, უძველესი დროიდან აქ მორწმუნე ხალხი ცხოვრობდა. დღესაც გამოირჩევიან ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან სწყურიათ ტაძართან ურთიერთობა. მეუფე ილარიონის უდიდესი სურვილი იყო, სოფელ ხაიშში ამოქმედებულიყო წმინდა გიორგის ტაძარი. მას შემდეგ, რაც მეუფე ილარიონი გახდა მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავარი, ცდილობდა, ხაიშში მოქმედი ტაძარი ყოფილიყო. მადლობა ღმერთს, რამდენიმე წელია, წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება აღევნილება. მრევლი ახერხებს ეკლესიურად, სულიერად ცხოვრებას.

ბოლო პერიოდში გვებრძვიან სვანეთის ჩაძირვით. ეს პრობლემა მოდის კომუნისტების დროიდან და დღემდე გრძელდება. რის საფუძველზე უნდა აშენდეს ხაიშის ცენტრში ხუდონჰესი? სვანეთის ჩაძირვის საფუძველზე? ამას ვერავინ შეეგუება. თუ ამას შეეგუებიან, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება. სვანეთის მკვიდრთ განსაკუთრებული სიმტკიცე გვაქვს. რომ დაიფიცებენ, ის უნდა გააკეთონ. თუკი ფიცს არ შეასრულებენ, სვანებმა იციან, რომ სასჯელები წინ დახვდებათ. ამ სიმტკიცის, ერთობის იმედი გვაქვს. ღვთის ნებითა და ლოცვით იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

სოფელ ხაიშის მოსახლეობა მოითხოვს, არ დაიტბოროს სოფელი, წმინდა გიორგის სალოცავი და მათი წინაპრების საფლავები. სოფელში ძველი აკლდამებიც არის. სამი სასულიერო პირის საფლავია. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად ახლახან მიაკვლიეს ნატაძრალს, ტაძრის ფასადი გამოჩნდა.

ცოტა ხნის წინ ტაძრის გადასარჩენად დიდი მხარდასაჭერი აქცია მოეწყო. ეპარქიის სამღვდელოებაც გვერდით დაუდგა ხალხს. სხვა სასულიერო პირებიც ჩამოვიდნენ და ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი აღვავლინეთ. ვერცხლისმოყვარეობის გამო არ უნდა თქვას ადამიანმა სვანეთზე უარი. მით უმეტეს, ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება. ვთხოვთ "კარიბჭის" მკითხველს, ილოცონ განსაკუთრებით ამ კუთხისთვის. თანადგომა ლოცვით მაინც გაგვიწიეთ. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. სვანებმა ფიცი დადეს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავენ თავიანთ სიტყვას.

ყველაზე მძიმეა, როდესაც ღვთის სახლის ჩაძირვაზეა საუბარი. კაცს ამის გაფიქრებაზეც თავს ძალიან დიდი განსაცდელები დაატყდება. ეს ტაძარი რომ ჩაიძიროს, ფუძის ანგელოზი არ მოასვენებთ ამ საქმის მოქმედთ - იმხელა უბედურებები დაატყდებათ თავს. გვპირდებიან, რომ წმინდა გიორგის ტაძრის თითოეულ ქვას დანომრავენ და ტაძარს სხვა ადგილას ააშენებენ. სხვა დაპირებაც მოგვცეს, - წმინდა გიორგის ტაძრის დანგრევის სანაცვლოდ ორ ტაძარს ავაშენებთო.

ჩვენ მთელი რაიონის, რეგიონის ხელმოწერები შევაგროვეთ. წერილიც კი დავწერეთ. უწმინდესი სვანეთში რომ ბრძანდებოდა, ჩვენი სატკივარი გავუზიარეთ და დახმარება აღგვითქვა.

ძირითადად შვიდი სოფელი იძირება, გარშემო კიდევ სამი სოფელია, მათაც ჩაძირვა ემუქრება. დასატბორად 10 სოფელია გათვალისწინებული, მათ შორის ჭუბერის ნახევარიც. იძულებულს გვხდიან, სხვადასხვა სოფლებიდან ნელ-ნელა გადაგვასახლონ. კი ამბობენ, მარტო ხაიში უნდა ჩაიძიროსო, მაგრამ კასკადი ცხუმარამდე გრძელდება. ფაქტობრივად, დარჩება მხოლოდ ლატალი და მის ზევით მდებარე სოფლები. მაშინ უამრავი ტაძარი მოხვდება ჩასაძირთა სიაში. ახლა თუ ერთი სოფლის ჩაძირვის ნება მისცეს, მერე სხვა სოფლებსაც დატბორავენ. იმედია, გონიერებას გამოიჩენენ ის ადამიანები, რომლებსაც ცოტა ღვთის შიში, კრძალვა აქვთ და ამას არ დაუშვებენ. ღმერთმა ყველას გონიერება მისცეს. ყველას შეუნდოს უფალმა, ვისაც სურს ასე უდიერად მოეპყრას სიწმინდეებს, ღვთის სახლს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler