დავით სარაჯიშვილი
დავით სარაჯიშვილი
ქართველი მეცენატები
ქართული კონიაკის ფუძემდებელი
1945 წლის თებერვალში იალტიის სამშვიდობო კონფერენციაზე დიდი სამეულის შეხვედრისას , სტალინმა რუზველტსა და ჩერჩილს სარაჯიშვილის მიერ დაარსებული თბილისის კონიაკის ქარხნის ნაწარმი, "ენისელი" შესთავაზა. სამუშაო შეხვედრებს შორის გამართულ დეგუსტაციაზე კონიაკის შესანიშნავმა მცოდნე ჩერჩილმა ჯერ ფრანგული კონიაკი გასინჯა და მისი გემოთი უკმაყოფილო დარჩა.

"საუკეთესოა ფრანგული კონიაკი!" - წამოიძახა ბრიტანეთის სახელმწიფოს მეთაურმა, როცა "ენისელი" გასინჯა.

"ფრანგული კი არა, ქართულია", - გაუსწორა სტალინმა. მაშინ ჩერჩილმა ივარაუდა, საქართველოში ალბათ ფრანგი სპეციალისტები ჰყავთ მოწვეულიო და ძლიერ გაუკვირდა, როცა შეიტყო, რომ თბილისის კონიაკის ქარხანაში არც ერთი უცხოელი არ მუშაობსო. სტალინი მეტად კმაყოფილი დარჩა ამ მცირე დიპლომატიური გამარჯვებით.

ტფილისის საპატიო მოქალაქის შვილი და ბეჯითი მოწაფე
დავით სარაჯიშვილი 1848 წელს დაიბადა თბილისელი დიდვაჭრის, ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში. ზაქარიას "თფილისის საპატიო მოქალაქის" წოდება ჰქონდა. მაშინ მთელი ვაჭრობა სომეხ-ებრაელთა, ხოლო მცირერიცხოვანი წარმოება რუსებისა და ახალჩამოსული გერმანელების ხელში იყო. ქართველთაგან საპატიო მოქალაქეობას მხოლოდ წარჩინებულნი თუ "გამოჰკრავდნენ ხელს", ამიტომ ვაჭარი სარაჯიშვილი იშვიათი გამონაკლისი იყო.

დავით სარაჯიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზიის დასრულებისთანავე სწავლა პეტერბურგში, შემდეგ კი გერმანიაში - ჯერ მიუნხენში, ბოლოს კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს. სოფლის მეურნეობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და მევენახეობის ჩინებულ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. სწორედ იქაური მეღვინეობის შესწავლამ გადააწყვეტინა სამშობლოში სპირტიანი სასმელების წარმოება წამოეწყო.

კავკასიის "დაპყრობა"
საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავით სარაჯიშვილმა ცოლად შეირთო ცნობილი ვაჭრისა და მემამულის, ივანე ფორაქიშვილის ქალიშვილი ეკატერინე, რომელიც არა მარტო კარგი მეუღლე და მეგობარი, არამედ შესანიშნავი თანამოსაქმეც იყო. დავითს მამის გარდაცვალების შემდეგ 700 ათასი მანეთის მემკვიდრეობა ერგო, რასაც უშვილოდ გადაგებული უფროსი ბიძის ანდერძით დატოვებული ქონებაც დაემატა. ეს იმ დროისთვის მეტად სოლიდური ქონება იყო.

დავით სარაჯიშვილი ჩამოსვლისთანავე საქმეს შეუდგა. რუსეთისა და კავკასიის შემოვლის შემდეგ, ვლადიკავკაზის მახლობლად, სახნავ-სათეს მიწასთან ერთად, არყის სახდელი პრიმიტიული ქარხანა შეიძინა. იგი უახლესი ევროპული აპარატურით აღჭურვა და ერთ წელიწადში პირველხარისხოვან წარმოებად აქცია. ქარხანა წელიწადში მილიონ ლიტრამდე სპირტს ამზადებდა.

სარაჯიშვილმა მალე თბილისშიც გახსნა საქართველოში პირველი არყის საფილტრი ქარხანა და 100-ზე მეტი კაცი დაასაქმა.

პროდუქცია ძირითადად ლიქიორის წარმოებისა და პორტვეინის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ორივე ქარხანა მომგებიანი აღმოჩნდა, ამიტომ ნიჭიერმა მეწარმემ ვლადიკავკაზში მეორე ქარხანაც ააშენა, ხოლო თბილისში ლიქიორის ქარხანაც გახსნა. ახალი საქმისთვის სარაჯიშვილმა სპეციალისტები საფრანგეთიდან მოიწვია.

საწარმოს წარმადობამ წელიწადში 108 ათას ლიტრს მაიღწია, ხოლო პროდუქცია ევროპულ ანალოგებსაც კი სერიოზულ კონკურენციას უწევდა.

სარაჯიშვილმა ერევანშიც ააშენა საწარმო, ადგილობრივ მინიქარხნებში წარმოებული უხარისხო არყისა და სპირტის გაფილტვრისთვის. ნაწარმის უმეტესობა თბილისის ცენტრალურ საწყობსა და ბაქოს ჩამომსხმელ ქარხანაში იგზავნებოდა. კავკასიის სპირტის ბაზარი დაპყრობილი იყო! დავით სარაჯიშვილს უკვე საშუალება ჰქონდა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ქართული კონიაკის წარმოება დაეწყო.

ქართული კონიაკის დაბადება
ოთხწლიანი კვლევის შემდეგ სარაჯიშვილი დარწმუნდა, რომ ქართული ჯიშის თეთრი ყურძნის სპირტისგან საუკეთესო ხარისხის კონიაკის დამზადება შეიძლებოდა. საფრანგეთიდან ჩამოტანილი გამოსახდელით მან შესანიშნავი კონიაკის სპირტი მიიღო, რომელსაც მუხის კასრებში აყენებდა.

ასე რომ, ქართული კონიაკი 1888 წელს დაიბადა. სარაჯიშვილის სხვადასხვა ქარხნებიდან სპირტი თბილისში მოდიოდა და მისგან სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასმელებს ამზადებდნენ. წარმოება ყვაოდა. ტექნოლოგიური დაძველება 5-10 წლის განმავლობაში ხდებოდა.

დიდ წარმოებას გასაღების დიდი ქსელიც სჭირდებოდა, ამიტომ სარაჯიშვილის კონიაკის სავაჭრო საწყობები და სააგენტოები რუსეთის იმპერიის ყველა კუთხეში ამოქმედდა. ათი წლის განმავლობაში ორ მილიონამდე კონიაკის ბოთლი გაიყიდა. საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებზე სარაჯიშვილის კონიაკებმა 14 ოქროსა და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. თუმცა ფირმისთვის ყველაზე საპატიო იყო პარიზის მსოფლიო გამოფენის ოქროს მედალი და სპეციალური ჯილდო საუკეთესო ხარისხის კონიაკის წარმოებისთვის.

ქველმოქმედება, ანდერძი და თბილისის კონიაკის ქარხანა
1911 წელს სიმსივნით დაავადებული დავით სარაჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი ცოლი ეკატერინე კიდევ 6 წელი განაგრძობდა მეუღლის საქმეს და სარაჯიშვილისეულ ქარხნებში კონიაკის წარმოება გაასამმაგა. დავით სარაჯიშვილმა ქართველ ხალხს 3 მილიონის ქონება უანდერძა. სხვადასხვა ეროვნული დაწესებულების, - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული გიმნაზიის, თეატრალური საზოგადოების და სხვათა სახით, მარტო ქველმოქმედება ცალკე საუბრის თემაა.

1924 წლიდან ბოლშევიკებმა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნის აღდგენა დაიწყეს.

საბჭოთა კავშირის დროს საწარმოში მთლიანად შემოინახეს ის ტექნოლოგია, რომელიც დავით სარაჯიშვილმა დანერგა. სახელგანთქმული ქართული კონიაკების უმრავლესობა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში შეიქმნა: "ენისელი", "ვარციხე", "გრემი" და ა.შ. ბევრმა მათგანმა სახელწოდება იმ სოფლების მიხედვით მიიღო, რომელთა შემოგარენშიც საკონიაკე ყურძენი იყო მოწეული.

დასკვნა
დავით სარაჯიშვილი ფართო განათლებით გამოირჩეოდა, რომლის გარეშეც ძნელად თუ შეძლებდა დიდი საქმეების გაკეთებას;

ისევე, როგორც მიტროფანე ლაღიძე, დავით სარაჯიშვილიც წარმოებაში მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებდა, რაც საბოლოო პროდუქტს განუმეორებელ არომატს აძლევდა.

გონიერების წყალობით, სარაჯიშვილმა მემკვიდრეობით მიღებული დიდძალი კაპიტალი ამრავლა, ახალი წარმოება დანერგა და შემოსული თანხები საქართველოს განვითარებას მოახმარა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler