მჯდომარე ანასტასია
მჯდომარე ანასტასია
65 წელი ეზოში მჯდომარემ გაატარა
"თითქოს დიდი მდინარე მიედინება იმ ქვეყნად, ისე ყოველ წამს გადიან ადამიანები ამქვეყნიდან
და იცვლება თაობები, კვდებიან არა აუცილებლად მოხუცები, არამედ ჩვილები, ყრმები, ახალგაზრდები, შუახნისანი და ხანდაზმულები, ამიტომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, მარად გვახსოვდეს ჟამი გარდაცვალებისა", - ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

მჯდომარე ანასტასიამ 84 წელი იცოცხლა, 65 წელი კი ეზოში მჯდომარემ გაატარა. ვესაუბრებით დედა ანასტასიას დისშვილს გიორგი საზანოვს, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე უვლიდა.

- ბატონო გიორგი, რომელი წლიდან უვლიდით დეიდას და რას გაიხსენებთ თქვენი ბავშვობიდან?

- დეიდაჩემთან დაახლოებით 1940 წლიდან ვცხოვრობდი. როგორც დედა მიყვებოდა, ანასტასია თავიდან პირველად 2-3 დღე ეზოში იჯდა, მერე დებმა და ნათესავებმა სადგომში გადაიყვანეს, მაგრამ სულ მალე იქ ხანძარი გაჩნდა და მთელი ოთახი დაიწვა, ამის შემდეგ დაახლოებით 50 წელი ღია ცის ქვეშ მჯდომარემ გაატარა. დედაჩემს ანია ერქვა, რომელიც 1947 წელს გარდაიცვალა. მამაჩემი 30-იანი წლების რეპრესიების დროს დახვრიტეს. ჩემი ნამდვილი გვარია მაყაშვილი, მაგრამ ვინაიდან იმ წლებში რეპრესირებულთა ოჯახებსაც უსწორდებოდნენ, დეიდამ მიშვილა და გვარიც ამის გამო შემეცვალა. სამივე და ამ ეზოში ცხოვრობდა. 1950-52 წლებში თბილისში დიდი წყალდიდობა მოხდა, კუკიის სასაფლაო წყალმა დაფარა და ზოგიერთი საფლავი წალეკა, დედაჩემის საფლავიც მაშინ დაიკარგა. 1938 წელს, დეიდაჩემმა, სიტუაციისთვის რომ გავერიდებინე, ბაქოში გადამიყვანა საცხოვრებლად, რადგან მისი მეუღლე მაშინ იქ მსახურობდა, თბილისში 2 წლის შემდეგ დავბრუნდი. როდესაც ომი დაიწყო, ქალაქში მარტო ქალები და ბავშვები დარჩნენ. ჩვენს ეზოში ბევრი ხალხი იკრიბებოდა. ანასტასიასთან მოდიოდნენ და თავიანთ გასაჭირზე ელაპარაკებოდნენ, დეიდაჩემიც საჭირო რჩევებს აძლევდა მათ. ომის პერიოდში რუსეთიდანაც ბევრი ხალხი ჩამოდიოდა დეიდაჩემის სანახავად და რაღაცებს ეკითხებოდნენ, საუბარზე არავის ისწრებდა, ყველას ცალ-ცალკე ესაუბრებოდა. მოსულთაგან ზოგს ძალიან კარგად იღებდა და უმასპინძლდებოდა, ზოგს კი უყვიროდა, აგდებდა და მის მოტანილ მოსაკითხსაც არ იღებდა. ეს ეზო მაშინ დამრეცი იყო (მერე მოვასწორეთ) და ანასტასია რომ მათ მოკითხულ ხილს მოისვრიდა, ჭიშკრის ბოლომდე მიგორავდა და მერე ბავშვებს მიჰქონდათ. ვეუბნებოდი, სირცხვილია, ასე რატომ იქცევი-მეთქი. მიჯავრდებოდა. ჩემს ბავშვობაში უჩვეულოდ დიდი ზამთარი იცოდა. ერთხელ იმხელა თოვლი მოვიდა, დეიდაჩემი ლამის თოვლით დაიფარა. დილით რომ გავიღვიძეთ, დედაჩემმა მითხრა, გაიტანე დიდი ცოცხი და დეიდას დაუსვიო. პატარა ვიყავი, ცოცხი ჩემზე ბევრად დიდი იყო. სწორად ვერ გავიგე დედაჩემის ნათქვამი და ანასტასიას ცოცხით ცემა დავუწყე. ხმა არ ამოუღია, ისე იჯდა. ამ საქციელისთვის დედა ძალიან გამიჯავრდა.

რამდენიმე მორწმუნე ქალი სისტემატურად დადიოდა მასთან, უვლიდნენ, ესაუბრებოდნენ, საჭმელსაც ანასტასიასთან ერთად ამზადებდნენ და მერე ერთად ჭამდნენ. თუ ისეთი დღეები გამოერეოდა, რომ მისი მეგობრები არ მოვიდოდნენ, მთელი დღე მშიერი იყო, რადგან სხვის გაკეთებულს არ ეკარებოდა. ერთხელ 3-4 დღე არ მოუნახულებიათ ამ ქალებს, ის დღეები არაფერი უჭამია. კარტოფილი შევწვი და მივუტანე. პირი არ დაუკარებია. ერთხელ ამ ქალებმა, ავდრისგან დასაცავად ფანერებით ფარდული გადაადგეს, მაგრამ ხოხვით გამოვიდა იქიდან და მაინც ღია ცის ქვეშ დაჯდა. აქ ადრე ტყემლის ხე იყო და თოვლსა თუ ყინვაში იმ ხის ძირში იჯდა გაუნძრევლად, სკამზე არ დაჯდებოდა, თავის ქუსლებზე დაჯდომა უყვარდა, თავს მუხლებზე დაიდებდა და ისე იძინებდა. მისი მეგობრები რომ ოთახში შევიდოდნენ და სახლში ხატებთან ლოცვას დაიწყებდნენ, ის გარეთ ლოცულობდა. გამუდმებით ლოცულობდა, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდა. სულ ბუტბუტებდა.

- სასულიერო პირები თუ დადიოდნენ მასთან?

- მაშინ ისეთი დრო იყო, მოძღვრები ქუჩაშიც კი ერიდებოდნენ სიარულს. აქ ადრე უბნის ინსპექციის კაბინეტი გახსნეს, რადგან ბევრი ხალხი დადიოდა. გალობა როგორც კი შემოესმებოდათ, მაშინვე გამოჩნდებოდნენ სამართალდამცავები და იწყებდნენ ხალხის გაყრას. ძველი ინსპექტორი შეცვალეს. ახალი უფრო ლმობიერი აღმოჩნდა. მოვიდოდა და მორიდებით იტყოდა, - ისე ილოცეთ, მეზობლები არ შეაწუხოთო. სასულიერო პირებმა ანასტასიასთან სიარული მას შემდეგ გაბედეს, რაც აქ ვასილ მჟავანაძე მოვიდა თავისი ორი მცველით. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მღვდლები ფარულად დადიოდნენ, დღეს კი მოიხსნა ეს შიში და ხშირად დადიან ამ ეზოს მოსანახულებლად და პანაშვიდს უხდიან ანასტასიას. ერთხელ ბერიას დედაც მოვიდა. მე ტკბილეული მომცა და მთხოვა, - წადი, ბავშვებთან ითამაშეო. არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ რაზე ელაპარაკებოდა, მხოლოდ ერთმა შულავერელმა ქალმა მომიყვა, რა გაჭირვებიდან გამოიყვანა ანასტასიამ მისი ოჯახი. დეიდაჩემის გარდაცვალების შემდეგ სრულიად შემთხვევით გამოვეცნაურეთ ერთმანეთს. დიდი ეზო ჰქონდა შულავერში, ჟოლოს კრეფდა, ყიდდა და თავს ამით ირჩენდა. მთხოვა, თბილისში წამომეყვანა მანქანით და გზაში მომიყვა თავისი ოჯახის ამბავი. თურმე შვილი ასთმით ჰყავდა დაავადებული, შვილიშვილს კი ბაზედოვის დაავადება სჭირდა. ანასტასიას ურჩევია, გაყიდე სახლ-კარი და სოფელში გადადი საცხოვრებლადო. მენანებოდა ორსართულიანი სახლისა და ეზოს დატოვება, მაგრამ მის რჩევას დავყევი. როცა მის დასახელებულ სოფელში გადავედი ოჯახით საცხოვრებლად, შვილს ასთმამ გაუარა, შვილიშვილიც გამოჯანმრთელდა, ბიზნესს მიჰყო ხელი. ის ქალი უკვე გარდაცვლილია. ამას წინათ მათ ეზოს ჩავუარე. გამდიდრებულან და ბიზნესში წარმართვიათ ხელი, უზარმაზარი სახლი აუშენებიათ, შვილიშვილს რამდენიმე მანქანა შეუძენია, რაიონში ყველაზე შეძლებულ ოჯახად იცნობენ. ჩვენთან ანასტასიას გარდაცვალების შემდეგაც ბევრი ხალხი დადიოდა, ყოველ წელს, მისი გარდაცვალების დღეს, ცხვარს კლავდნენ.

- როგორ დაიყოლიეთ დედა ანასტასია ეზოდან ქოხში გადასულიყო?

- დეიდა ვერას გარდაცვალების მერე. მისი საფლავი ანასტასიას გვერდით არის, ბიძაჩემმა მეორე ცოლი შეირთო. ის ჯერ წუწუნებდა, - ანასტასია შუა ეზოში ზის და თანაც ამდენი ხალხი მოდისო... უკმაყოფილებას ჩხუბი რომ არ მოჰყოლოდა, დეიდაჩემი დაჰყვა მის ნებას და ეზოს განაპირას, სამი კედლით შემოზღუდულ პატარა ფანჩატურში განმარტოვდა, რომელიც მე გადავხურე შიფერით. წინ ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. როდესაც ძალიან მოხუცდა, ღუმელი დავუდგი და ზამთრობით ცეცხლს ვუნთებდი.

1970 წელს, სამსახურში წასვლის წინ, შევაკითხე. დეიდაჩემი თვალდახუჭული თავით კედელს მიყრდნობოდა. გარდაცვლილი იყო. პანაშვიდებზე ყოვედლღიურად ზღვა ხალხი მოდიოდა, ამიტომ უცებ ვერ შევძელით მისი დასაფლავება. მღვდლებმა წესი აუგეს. ვინაიდან ამდენი ჯდომისაგან ფეხები ტანზე შეხორცებული ჰქონდა, სპეციალური კუბო გავუკეთეთ და მჯდომარე დავასაფლავეთ.

- თქვენ თუ გიგრძნიათ მისი დახმარება?

- როგორ არა... ერთი მონადირე მეზობელი გვყავდა. იმდენი მელაპარაკა ნადირობაზე, მეც ვიყიდე თოფი, სათევზაოდაც დავყვებოდი. "პობედა" ჰყავდა და ერთხელ მითხრა, აზერბაიჯანში წავიდეთ სათევზაოდ, მაგრამ ცოტა შორია, ბევრი ბენზინი დაგვჭირდება და მიდი, ანასტასიას სთხოვე ფულიო, მაშინ ბენზინი 10 კაპიკი ღირდა. მივედი დეიდაჩემთან. დანანებით მითხრა, - აბა, ფული სად მაქვსო (არ იღებდა ფულს), მაგრამ თქვენ სათევზაოდ წადით და კმაყოფილები ჩამოხვალთო. გავუდექით გზას - სადამდეც გვეყოფა ბენზინი, იქამდე წავალთო, - ვთქვით. ერთ ადგილას გავჩერდით. ჩემი მეზობელი მანქანიდან გადავიდა და დამიძახა, - აქ მოდიო. ისეთი ხმით მეძახდა, შემეშინდა, გველი ან რაიმე ხომ არ დაინახა-მეთქი. მივედი, თვალები სიხარულით უბრწყინავდა. მითხრა, ქარმა ფეხებთან ეს 25-მანეთიანი მომიგდოო. 25 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო. აზერბაიჯანში იმდენი თევზი ვიყიდეთ, სათევზაოდ აღარ წავსულვართ. შინ დავბრუნდით. თევზი ანასტასიასაც მოვუკითხეთ და სხვა მეზობლებსაც დავურიგეთ. მსგავსი კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება. დღესაც უამრავ ახალგაზრდას ეხმარება ანასტასია. ხშირად მოდიან ჯვარდაწერილი წყვილები და მადლობას ეუბნებიან იმ სურვილის ასრულებისთვის, რაც მათ ამ ეზოში ჩაუთქვეს.

- კარგია, რომ ეს ჭიშკარი არ დაკეტილა და ამ კარმიდამოს პატრონობთ.

- კი, მაგრამ მე უკვე 78 წლისა ვარ, ჩემი დეიდაშვილებიდან ჩემ გარდა აღარავინ დარჩა ცოცხალი. მოვხუცდი, ბოლო დროს მარტოობის შიში დამჩემდა, ადრე დიდუბეში, რადიოქარხანაში ვმუშაობდი საამქროს უფროსად, არ მყოფნის პენსია. ჩემი ცოლ-შვილი და შვილიშვილები კრასნოდარსა და სევასტოპოლში ცხოვრობენ. მითვლიან, ჩამოდი, მარტო რომ ხარ, შენი დარდი გვაქვსო. მეძნელება აქაურობის დატოვება, მაგრამ ალბათ მაინც მომიწევს წასვლა.

სანამ რუსეთიდან არ ჩამოვედი, ანასტასიას საფლავს ვეღარავინ აგნებდა. რამაზი, მისი საფლავის მომვლელი, მაშინ სულ ბავშვი იყო. ერთად წავედით, რა დამავიწყებდა ჩემი გამზრდელი დეიდების საფლავს. იმდენი იასამანი ამოსულიყო, საფლავები აღარ ჩანდა, გავჩეხეთ, გავწმინდეთ. რამაზი ძალიან უვლის და პატრონობს. იქვე ცხოვრობს, სასაფლაოსთან.

- დედა ანასტასიას რაიმე ნივთი ხომ არ შემოგრჩენიათ?

- მისი გარდაცვალების შემდეგ ყველა ნივთი ხალხმა წაიღო. ერთი მისი სკამი მამა რაფაელ კარელინს მივეცი. მისი ნაქონი ნივთები და ავეჯი რუსეთში წავიღეთ, აგარაკზე, მისი ტანსაცმელიც იქ ინახება. გული მწყდება, რომ მისი ბოლო ფოტოსურათი, რომელიც მე თვითონ გადავუღე და კარგი ხარისხის იყო, ვიღაცამ წაიღო და აღარ დამიბრუნა. აქ ბევრი ხალხი დადის ყოველდღიურად და ჭიშკარი რომ არ დაიკეტოს, ალბათ, რაიმე გზა გამოჩნდება...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler