ემსახურე სნეულ მონაზვნებს
ემსახურე სნეულ მონაზვნებს
ღირსი იონა კიეველი
კიევ-პეჩორის ლავრაში ჩემი სტუმრობა დაემთხვა მეუფე დავითის (მახარაძე), იღუმენია იოანას, მამა შიო მენაბდისა და მამა მიქაელ ფოფხაძის ჩამობრძანებას. ღვთის შეწევნითა და მეუფე დავითის უდიდესი ძალისხმევით, მოვილოცეთ კიევის ეკლესია-მონასტრები. მათ შორის იონას-სამების მამათა მონასტერი. ჩვენი თანამემამულე სალომე ვაშალომიძე, რომელიც კიევში სწავლობდა, მუდამ გვერდით მედგა და თითოეული წმინდანისა თუ წმინდა ადგილის შესახებ საფუძვლიან მასალას მაძლევდა. ამჯერად იონა-სამების მამათა მონასტრისა და ღირსი იონას შესახებ გიამბობთ.

იონა-სამების მამათა მონასტერი კიევის პეჩორის რაიონის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. მონასტერი ღირსი იონას დაარსებულია და სახელიც სწორედ აქედან დაერქვა.

ივანე მიროშნიჩენკო (ერში ასე ერქვა) 1802 წელს დაიბადა. მისი მშობლები - პავლე და პელაგია ღარიბები იყვნენ და ვერ შეძლეს შვილისთვის განათლების მიცემა. იონამ ჟამნების კითხვა და ფსალმუნი შეისწავლა. მას ჯერ კიდევ ბავშვობაში ხილვა ჰქონდა. მან იხილა უფალი და სამოთხე. უფლის სახე ნათელი, მშვიდი და მადლიერებით სავსე იყო. მისმა ღვთიურმა სიყვარულმა ბავშვის გული მიიზიდა. ასეთი ხილვა განმეორდა მეორედაც, როცა ივანე 7-10 წლის იყო. ბავშვობიდან იზიდავდა მონასტრებში სიარული. 1824 წელს დატოვა მშობლიური სახლი და მონაზვნად აღსაკვეცად მონასტრის საძებნელად წავიდა. მოილოცა კიევ-პეჩორის ლავრის სიწმინდეები, კიევის სხვა მონასტრები. ივანე ევედრებოდა უფალს და დედა ღვთისმშობელს გამოეჩინა მისთვის უფლის ნება. ერთხელაც, კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების მთავარ ტაძარში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთან ლოცვისას სასწაულებრივად ეუწყა ღვთის ნება, წადი საროვოში, ბერ სერაფიმესთანო. ივანეც გაემგზავრა ბერ სერაფიმესთან. მას უკვე ელოდებოდა ბერი. ამ შეხვედრის შესახებ იონა თავის წერილებში ყვება: "ბერი სერაფიმე შეხვედრისას მეუბნება: სად იყავი ამდენ ხანს? მე უკვე ორი წელია გელოდები..." იქ რვა წელი ცხოვრობდა. შემდეგ სერაფიმემ უთხრა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სურს თქვენი გამგზავრება. ძმაო ივანე, წადი ბელობერეჟსკოს უდაბნოში, ბრძენ სქემმონაზონ თეოდორესთან. შემდეგ ის გაგგზავნის სხვა მამასთან. მიენდე მათ, ისე როგორც მე, ისინი პაისის მოწაფეები არიან. ხოლო შემდეგ მოგიწევს კიევში გამგზავრება მამათა მონასტრის დასაარსებლად. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უამრავ წმინდა მამასთან ერთად დაგლოცავს ამ წმინდა საქმეში. ბერი სერაფიმე ივანეს თვალცრემლიანი აძლევდა დარიგებას. შემდეგ გზა დაულოცა. საგზლად ორცხობილა გაატანა და მეგზურად გააყოლა ალექსანდრე, რომელიც, ბერი სერაფიმეს კურთხევით, სხვა მხარეს მიდიოდა. ალექსანდრემ ვერ გაუძლო მწუხარებას და გზაშივე გარდაიცვალა. "ხოლო მე ცოდვილს (ჰყვება იონა თავის წერილებში), ღმერთმა და ღვთისმშობელმა, ასევე ყველა წმინდანმა შემიფარეს და აქამდე ცოცხალი ვარ".

ივანე მივიდა იმ მონასტერში, სადაც სერაფიმემ გაგზავნა, მაგრამ არ მიიღეს, რადგან დოკუმენტები არ ჰქონდა. შემდეგ ივანემ გააკეთა აუცილებელი დოკუმენტი და 1836 წლის 4 მაისს ჩაეწერა ძმათა რიცხვში. 1843 წლის 19 დეკემბერს მონაზვნად აღიკვეცა, 1845 წლის 26 ივნისს ხელი დაასხეს დიაკვნად.

ბერ იოანას მოგონებებიდან ვიცით, რომ ბელობერეჟსკის უდაბნოს მონაზვნებს, განსაკუთრებით თანამდებობის მქონეთ, არ შეუყვარდათ იონა. დაიწყეს მისი შევიწროება და ბოლოს გააგდეს - ჯერ ჩაკეტეს ოთახში, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ჩაკეტილმა ცხოვრებამ მას მოუტანა დიდი სულიერი გამოცდილება. გათავისუფლების მერე დაავალეს სნეულთა მოვლა-პატრონობა და ამის გამო არ შეეძლო მსახურებებზე დასწრება. მამა იონამ სიხარულით მიიღო მორჩილება.

სალომე ვაშალომიძე წმინდა იონა კიეველის უხრწნელ სხეულთან

ახლოვდებოდა ღვთის განცხადების დღესასწაული. იონა წუხდა, რომ ისევ ვერ ესწრებოდა მსახურებას, მაგრამ უფალმა გაამხნევა ის. მამა იონა ჰყვება: "4 და 5 იანვარს ცუდად ვიყავი. უკვე საღამო იყო, დამთავრდა ლიტურგიაც და წყლის კურთხევაც. მომიტანეს ნაკურთხი წყალი. მე წმინდა წყალი სნეულებს მივეცი, დავალევინე და თავზე ვასხურე. ოთახის კარები ოდნავ ღია მქონდა, დავინახე, როგორ ჩამოიარეს ბერებმა, ისინი ლიტანიობას აღასრულებდნენ და გალობდნენ. მე არ შემეძლო მათთან ერთად ლოცვა, რადგან მორჩილებად სნეულთა მოვლა მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა, მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ მსახურებას ვერ ვესწრებოდი. აი, გაისმა ზარის ხმაც, დილის წირვა იწყება, მე ისევ ვერ ვესწრები წირვას. ღმერთო, როგორ უნდა ვცხონდე მე ცოდვილი... კიდევ უფრო შეუძლოდ გავხდი, ძალა მეცლებოდა, ყველა ბერი ტაძარშია ჩემ გარდა. ცრემლები მომდიოდა.

ამ დროს ვიღაცა შემოვიდა კარებში და თქვა: "კურთხევა, მშვიდობა, სიყვარული ღმერთი უფლისა და მხსნელისა ჩვენისა აქ". გვერდზე ვიწექი. მეზობელი საცხოვრებლიდან ძველი დამხმარის, მამა კესარიას ხმას მივამსგავსე, ამიტომ თვალი არ გამიხელია.

მომსვლელი მოშორებით დადგა და თქვა: "ომია, მაგრამ არა მძიმე, მოუთმენელი და გადაუწყვეტი"... ის შემეხო მარცხენა ხელზე და განაგრძო: "რატომ წუხხარ, ნუთუ შენ მიტოვებული ხარ? დადექი ფეხზე, მიიღე ძალა და მადლი". აიღო ჩემი ხელი. ვერ მივხვდი, ვინ იყო, თვალები არ გავახილე, სიბნელეში არ ვახელ ხოლმე თვალს. ნეტავ ვინ მოვიდა და რატომ მაწუხებს, ისედაც დარდიანი ვარ და კიდევ მიმატებს წუხილს-მეთქი, მაგრამ როცა თვალი გავახილე, დავინახე დიდი ნათელი, შემეშინდა და მკვდარივით დავეცი. ვერაფერს ვგრძნობდი. არ ვიცი, ეს დიდხანს გაგრძელდა თუ არა, მხოლოდ ვიგრძენი, ჩემს ცოცხალ თავზე ხელი დამადეს, რისგანაც მთელ ჩემს სხეულში სიცოცხლე შემოვიდა.

მან, ნათელში მოელვარემ, თქვა: "სული მისი მასში არს"... მე შევიგრძენი უფალი ღმერთი. მოვედი, რომ შენ განგკურნო, შეხედე, ნუ გეშინია, მე მოვედი ხალხის სახსნელად. მე მიყვარს ხალხი და მახარებს მონაზონნი. უფალმა გაამხნევა იონა, - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! დამადო თავისი წმინდა ხელი ცოდვილ თავზე, დამლოცა და მითხრა: "ემსახურე სნეულ მონაზვნებს ბოლომდე და ეს იქნება შენი მხსნელი!"

გავიდა უფალი ოთახიდან და დადგა სამხელიანი ღვთისმშობლის ხატთან და თქვა: "ჭეშმარიტად იყოს ხსენება მისი. მისით მთელი ქვეყანა გადარჩება". და მე დავამატე - "ამინ!"

წმინდა ნათება ავიდა ზეცად, მე დავბრუნდი კელიაში შიშით და სიყვარულით აღვსილი.

ღვთისმშობლის გამოცხადება
იონას სამჯერ გამოეცხადა ღვთისმშობელი, პირველად 1847 ან 1848 წლის ივნისში. ან კვირის დღე იყო, ან რომელიმე დიდი დღესასწაული, ზუსტად არ მახსოვს (წერს ის თავის წერილებში), მაშინ არ ვაკეთებდი ჩანაწერებს, ვცხოვრობდი ჩემთვის, მშვიდად...

ერთხელ, ნატრაპეზევს, წავედი კელიაში, ჩვეულებრივ შევასრულე უფლის ლოცვა, ღვთისმშობლის ლოცვა, წმინდათა და მეტანიები. კელიის კარები დაკეტილი იყო. ჩამოვჯექი სკამზე, მანტია გახდილი მქონდა, მხოლოდ თეთრი ხალათი მეცვა. დამჯდარი ვამბობდი იესოს ლოცვას. არ ვიცი, რა დრო გავიდა, ჩემი გონება მიმართული იყო ლოცვაზე. უცებ ვიღაცამ კარებთან გარკვევით წარმოთქვა ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე". მე ხმას არ ვიღებ, ლოცვა გამეორდა, ისევ არ ვპასუხობ "ამინს" , შემდეგ მესამედ, ისევ არ ვუპასუხე, რადგანაც ქალის ხმა იყო. შევხედე კარებს უძვრელმა და შემეშინდა, იატაკზე დავეცი, ვერაფერს ვგრძნობდი, მიცვალებულივით ვიყავი, შევიგრძენი, ვიღაცამ ხელი დამადო თავზე და ამბობს: "სული არის მასში". გონს მოვედი. გავახილე თვალები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დავინახე. მასთან ერთად იყვნენ წმინდანები, თვალის მომჭრელი სიკაშკაშე ერტყა გარს. ის მეუბნება: "წამოდექი და დადექი ფეხზე, ჩვენ მოვედით, რათა გითხრათ უფლის ნება". ღვთისმშობელმა გამომიწოდა ხელი და წამომაყენა, მაგრამ მუხლებზე ვიდექი, ვერ ვდგებოდი ფეხზე, მასთან ერთად იყვნენ მოციქულები: პეტრე, პავლე, იაკობი, იოანე, ლუკა, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, ბარბარე, ეკატერინე, მოწამე ფებრონია და ღირსი ეფროსინიას დედა, პოლოცვის იღუმენია. ღვთისმშობელმა მაკურთხა მონასტრის ასაშენებლად. მე ვევედრებოდი, რომ ამ საქმეს სჭირდება ბრძენი, მართალი, ძლიერი ადამიანი, რომელსაც უფლის ღრმა რწმენა, იმედი და სიყვარული აქვს. ყოველივე ამას ჩემში ვერ ვხედავ. არ ვარ ამ საქმისთვის მზად. გთხოვ ღვთისმშობელო, დამტოვე ამ ადგილას, რათა აქ დავასრულო ცხოვრება და ჩემმა სხეულმა აქ ჰპოვოს განსასვენებელი.

ღვთისმშობელმა მიპასუხა: "შენ ეწინააღმდეგები უფლის ნებას. მოიფიქრე კარგად, შენთვის სიკეთეს ვეძებ, ისე როგორც სხვებისათვის". ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გავიდა კელიიდან და მითხრა: "გაგვაცილე. დაფიქრდი, მე ისევ მოვალ შენთან". ვემთხვიე ღვთისმშობელს ფეხებზე. მან გადადგა ნაბიჯი და უცებ დავინახე, რომ ტაძართან გაუჩინარდა.

იონას მეორედ ისევ გამოეცხადა ღვთისმშობელი, ეს გამოცხადება პირველს ჰგავდა.

კიევში გამგზავრება
იონამ გადაწყვიტა კიევში წასვლა. უფლის ნება შეასრულა და 1847 წელს ბელობერეჟსკის მონასტრიდან წამოვიდა. ის მიიღო კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა (ამფითეატროვმა). მან პირველი შეხვედრისთანავე შეიყვარა მამა იონა.

იმ დროს ლავრა ბერების სიმრავლით გამოირჩეოდა, ამიტომაც ხმაურიანი გარემო სუფევდა. იონას კი უყვარდა სიმშვიდე და ამიტომ არ მოისურვა ლავრაში დარჩენა. მიტროპოლიტმა ფილარეტმა მას შესთავაზა მიხეილის მონასტერი. იონამ წმინდა ნიკოლოზის მონასტერი აირჩია. 1851 წლის 3 აგვისტოს ის ჩაეწერა მონასტრის ძმობაში.

სასწაული დიაკვან ფლავიანეზე
ერთხელ მონასტრის იღუმენმა, მამა ნექტარმა, იონა აკურთხა, მიეღო მორჩილად ახალნაკურთხი მონაზონი ფლავიანე. თავიდან ბერი მორჩილებდა და დიაკვნის ხარისხშიც აიყვანეს. შემდეგ მან დაიწყო ლავრაში სიარული, სადაც გაიცნო უფროსი ბერები და მათთან ერთად სასმელს მიეძალა... ასევე ჩავარდა მრავალ ცოდვაში. ბევრს ცდილობდა ღირსი იონა, მოექცია ფლავიანე და მისი მეგობრები, მაგრამ უშედეგოდ.

ერთხელაც, როცა არ შეისმინა ღირსი მამის დარიგება, იონამ უთხრა ბერებს, მოემზადებინათ სასახლე ფლავიანესათვის, რადგანაც მალე გარდაიცვლებოდა. მეორე დღეს ფლავიანეს მეგობრები შეშინებულები მივიდნენ იონასთან და აუწყეს ფლავიანეს ავადმყოფობის ამბავი - სხეული მთლიანად გაუშავდაო. წააკითხეს სარწმუნოების სიმბოლო - მრწამსი. შემდეგ იონამ თქვა, ღმერთმა შეუნდოსო და ამასობაში სნეულს სხეული გაუნათდა, უკეთ იგრძნო თავი. იონამ ბერებს უთხრა, ზეთის კურთხევის საიდუმლო შეესრულებინათ, მაგრამ რადგან სნეულს გამოკეთება შეეტყო, დიაკვანს აღარ ჩაუტარეს ზეთის კურთხევა. იონამ ზიარების კურთხევა მისცა. სნეული ეზიარა უფლის სისხლს და ხორცს, რადგან იმ დღესვე სნეული მაინც გავიდოდა ამ ქვეყნიდან. დიაკვნის მეგობრებმა მაინც არ ისმინეს ღირსი მამისა. მართლაც, იმ დღესვე გავიდა ამქვეყნიდან მამა ფლავიანე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler