შოთა რუსთველის წაშლილი ფრესკა უკვე აღდგენილი დაგვხვდა
შოთა რუსთველის წაშლილი ფრესკა უკვე აღდგენილი დაგვხვდა
მოგზაურობა წმინდა მიწაზე
- იერუსალიმში მოხვედრა, იმ ადგილების მონახულება, სადაც მაცხოვარი დააბიჯებდა და ამდენი სასწაული აღესრულა, ალბათ ყველა ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, ამიტომ მადლობას ვუხდი უფალს ამ წყალობისათვის, რომ მომცა შესაძლებლობა, მომელოცა "წმინდა მიწა", - მიამბობს ტურისტული სააგენტო "თრეველ თუ ჯორჯიას" მენეჯერი ნატალია მოდებაძე.

ჩვენი მოგზაურობა ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით შედგა. მრევლთან ერთად მოვილოცეთ წმინდა ადგილები. პირველად ქალაქ ლოდში მივედით..

თელ-ავივის აეროპორტში ფეხის დადგმისთანავე საოცარი გრძნობა დაგვეუფლა, არამიწიერი განცდა და სასწაულის ნახვის მოლოდინით გავემგზავრეთ ლოდში წმინდა გიორგის საფლავის მოსალოცად... იქიდან კანაში გადავინაცვლეთ.

კანა პატარა, მყუდრო ქალაქია, სადაც იესო ქრისტემ პირველი სასწაული აღასრულა - ქორწილში წყალი ღვინოდ გადააქცია.

სანამ ტაძარს მივუახლოვდებოდით, ჩვენს ექსკურსიამძღოლს ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონე სიხარულით მიუახლოვდა და რაღაცას გამალებით ესაუბრებოდა. ჩვენი გიდი, ქალბატონი ელენა მოგვიბრუნდა და გვითხრა, როგორც ჩანს თქვენი მრევლისათვის ყველა კარი ღიაა, რადგან ტაძარი, სადაც ის ჭურჭელი ინახება, რომელშიც წყალი ღვინოდ აქცია მაცხოვარმა, წლების განმავლობაში დაკეტილი იყო და ახლახან გაიხსნაო.

გახარებულნი გავეშურეთ ტაძრისაკენ და ვინახულეთ ახ. წ. აღ. I საუკუნეში ქვისაგან გამოთლილი წმინდა ჭურჭლები, რომლებიც საკურთხევლის ორივე მხარეს იყო მოთავსებული.

კანადან ნაზარეთში - ხარების ტაძრისაკენ გავემგზავრეთ, სადაც ღვთისმშობლის წყარო მოედინება. ამ ადგილას გამოეცხადა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი და მაცხოვრის შობის შესახებ ახარა.

მეორე დღეს ჩვენი მრევლი თაბორის მთისაკენ გაემართა, სადაც ფერისცვალების ადგილას სამი ნიშია აღმართული, აქვეა ფერისცვალების ტაძარი. თაბორის მთის მოლოცვის შემდეგ ტაბხასკენ გავემგზავეთ - იმ ადგილისაკენ, სადაც მაცხოვარმა თევზისა და პურის სასწაული აღასრულა. კვართებით შემოსილნი შევედით წმინდა მდინარე იორდანეში იმ ადგილას, სადაც მაცხოვარი მოინათლა და ზეციდან გადმოვიდა სულიწმიდა.

მესამე დღეს სიონის მთაზე მოვინახულეთ საიდუმლო სერობის დარბაზი და დავით მეფსალმუნის საფლავი, სადაც მამაკაცებისა და ქალებისათვის ცალ-ცალკე შესასვლელებია, ასევე ვინახულეთ გოდების კედელი, სადაც უამრავი ებრაელი მხურვალედ ლოცულობდა.

ამის შემდეგ მოვილოცეთ ღვთისმშობლის შობის ტაძარი და ბოლოს "ვია დოლოროსა" - ჯვარცმის გზა, სადაც ყოველი ადამიანი დაფიქრდება თავის ცხოვრებაზე, განვლილ გზაზე და მიწიერ ცოდვებზე.

გოლგოთის გზას მაცხოვრის ტაძრამდე მივყავართ, შეუძლებელია, გადმოვცე ის განცდა, რომელსაც ადამიანი ამ გზის გავლის დროს განიცდის, ამას იქ ყოფნის დროს მთელი არსებით განიცდი და გტკივა...

მაცხოვრის ტაძრის შესასვლელთან მარცხენა სვეტი ღვთის სასწაულით გაპობილა და იქიდან ღვთიური ცეცხლი გადმოსულა. ყველაზე დიდი ათეისტიც კი დარწმუნდება უფლის არსებობაში, როდესაც ამ ტაძარს იხილავს!

ტაძარში ფეხის შედგმისთანავე დაინახავთ გარდამოხსნის ადგილს და ფილას, რომელზეც მაცხოვარი დაასვენეს. მის თავზე კანდელები ანთია, მის გარშემო დაჩოქილი მომლოცველები მხურვალედ ლოცულობენ...

გოლგოთის მთისაკენ ასასვლელი საფეხურები თითქოს განგებ ისეთი მაღალი და ძნელი ასასვლელია, როგორიც უნდა ყოფილიყო ეს გზა. ავდივართ ჯვარცმის ადგილზე, ვდგებით გრძელ რიგში და ჩვენც მხურვალედ ვლოცულობთ...

გოლგოთიდან ჩამოვდივართ და კიდევ უფრო გრძელ რიგში ვდგებით, რომელსაც მაცხოვრის საფლავამდე მივყავართ. ეს არის ადგილი, სადაც დღემდე აღესრულება მსოფლიოში უდიდესი სასწაული - წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, იმ ღვთიური ცეცხლისა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წვავს ადამიანს, და რომლითაც უდიდესი მადლი გადმოდის ცოდვილ დედამიწაზე.

ემოციურად და ფიზიკურად დაღლილები, მაგრამ სულიერად ამაღლებულები ვბრუნდებით სასტუმროში.

მეოთხე დღეს გავემგზავრეთ ისრაელის პალესტინურ ნაწილში, მოვილოცეთ ბეთლემი - მაცხოვრის შობის ადგილი, მწყემსთა ველი, რძის მღვიმე - ადგილი, სადაც ღვთისმშობელმა მაცხოვარს ძუძუ მოაწოვა, ქვაზე რძის წვეთი დაეცა და მთელი გამოქვაბული რძისფრად შეიღება.

საღამოს გავემგზავრეთ წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში - ულამაზეს უდაბნოში, სადაც სასწაულებრივად აღმოცენებული მდინარე მოედინება. სამწუხაროდ, მამათა მონასტერში ქალები არ დაიშვებიან, თუმცა ჭიშკართან შეგვხვდა და გაგვიმასპინძლდა ერთი კეთილშობილი ბერი, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოში, წალკაში დაბადებულა და გაზრდილა, დიდი ხნის წინ აქ მოხვედრილა და მას შემდეგ წმინდა საბას ლავრაში მოღვაწეობდა ათ ბერთან ერთად. მან გვაჩუქა წმინდა საბას ლავრის ზეთი და მისივე ლოცვით სასწაულებრივად გახარებული პალმის რტოები, რომელიც უშვილობას კურნავს, თუმცა ქართველმა ბერმა გაგვაფრთხილა, რომ მხოლოდ 40-დღიანი მარხვის დაცვის შემდეგ შეუძლია წყვილს ამ პალმის ნაყენის მიღება, რის შემდეგაც მათ უფლის ლოცვა-კურთხევით, შვილი მიეცემათო.

მოვილოცეთ წმინდა გიორგი ქოზიფელის მამათა მონასტერი, სადაც წმინდა მამა რუმინელის ცხედარი დღემდე გაუხრწნელია და დასვენებულია ამავე ტაძარში.

მამა გიორგი მრევლთან ერთად ფერისცვალების მთაზე

განცდის მთაზე მოვილოცეთ ელისე წინასწარმეტყველის და წმინდა გერასიმე იორდანელის მონასტრები, თუმცა უფრო დიდი განცდა და სასწაული წინ გველოდა, როდესაც იერუსალიმის საპატრიარქოდან დაბრუნებულმა მამა გიორგიმ მრევლს გვაცნობა სრულიად მოულოდნელი და სასიხარულო ამბავი, რომ დავესწრებოდით ღამისთევის ლიტურგიას მაცხოვრის ტაძარში და მეტიც, მამა გიორგი აზიარებდა ჩვენს მრევლს, მსახურებაში მონაწილეობას მიიღებდა ჩვენი ტაძრის დიაკვანი, მამა ლევან ანთაძე! ჩვენი ექსკურსიამძღოლიც კი გაოცებული იყო და ერთსა და იმავეს იმეორებდა: - საოცარია, თქვენი მრევლისათვის ყველა გზა ხსნილიაო!..

ეს იყო საოცარი ღამე, იმ ღამეს ალბათ ყველა ტიროდა, მეც ვტიროდი. სიხარულით, სინანულით და დიდი მადლით, რომელსაც ალბათ გული ვეღარ იტევდა და ცრემლების სახით გადმოდიოდა ჩვენი გულებიდან...

***
საქართველოში გამომგზავრების დღეს ისევ და ისევ მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით დაგეგმილი იყო ჩვენი შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან, რომელსაც საპატრიარქოში უნდა ვწვეოდით დილის 11 საათზე, მთელი მრევლი სიხარულით მოელოდა ამ შეხვედრას. დიდი სიხარულით მიიღო ჩვენი მრევლი, გადავეცით ჩვენი ტაძრიდან წაღებული საჩუქრები: ხატები, ზიარების ღვინო და თაფლის სანთლები, იერუსალიმის საპატრიარქოს სახელით მანაც საჩუქრად ხატები გადმოგვცა და ტკბილეულითაც გაგვიმასპინძლდა.

ვიზიტის ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო, რომელიც მუდამ დარჩება ყველა ჩვენგანისთვის ტკბილ მოგონებად.

ამის შემდგომ მოვილოცეთ უამრავი წმინდა ადგილი, მათ შორის ზეთისხილის მთა, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ადგილი, ამაღლების ადგილი და ღვთისმშობლის მიძინების ადგილი, სადაც ქართველი იღუმენია დაგვხვდა და დიდი სიყვარულით მიგვიღო.

მოგზაურობის დასასრულს ჩვენმა გიდმა ,,ტკბილ ლუკმად" შემოგვინახა ქართული ჯვრის მონასტრის მოლოცვა, იმ ტაძრისა, სადაც, სავარაუდოდ, დიდი შოთა რუსთველი მოღვაწეობდა.

საბედნიეროდ, ტაძარი ღია დაგვხვდა, მას ერთადერთი კაცი უვლიდა, რომელიც, ამავე დროს, მესანთლეც იყო (სამწუხაროდ, ქართველ ბერებს არ აქვთ აქ მოღვაწეობის უფლება).

შოთა რუსთველის წაშლილი ფრესკა უკვე აღდგენილი დაგვხვდა. ტაძარი ქართული ფრესკებითაა მოხატული და ასომთავრული წარწერები ამშვენებს.

ვლოცულობთ ჯვრის ტაძარში ბედკრულ საქართველოზე იმ იმედით, რომ უფალი დაიცავს და დაიფარავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას და კიდევ მოგვცემს შესაძლებლობას, მოვილოცოთ ეს წმინდა მიწა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler