ომი და მართლმადიდებლობა
ომი და მართლმადიდებლობა
მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი
თქვა ეკლესიასტემ - "ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა... ყოველივეს თავისი დრო აქვს
და ყველაფერს თავის ჟამი ამ ცისქვეშეთში; ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა, ჟამი მიჯნურთ პაემანისა და ჟამი გაყრისა, ჟამი ტირილისა და ჟამი ლხინისა; ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა"...

]რამდენად გამართლებულია ომი ქრისტიანული თვალთახედვით, მაშინ, როცა ყოველი ომი ოდითგან უარყოფით მოვლენად ითვლებოდა? ეს კითხვა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დიდი საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ერთმორწმუნე რუსეთმა ქართული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ასიათასობით ქართველს იძულებით დაატოვებინა საკუთარი კარ-მიდამო.

ქრისტიანული თვალთახედვით მცნება "არა კაც ჰკლა", არ ვრცელდება ნებისმიერ შემთხვევაში. ამ მცნებით აკრძალულია მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებისა და თვითნებობის საფუძველზე პირადი ანგარიშსწორება. როდესაც ახალ აღთქმაში მაცხოვარი ამ მცნების ღრმა აზრს განმარტავდა, მიგვითითებდა, რომ იკრძალება არა მარტო მკვლელობა, არამედ არაქრისტიანული, ფუჭი მრისხანება, მაგრამ მოციქულებთან უკანასკნელ ჟამზე საუბრისას ამბობს: როდესაც მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით, ეს უნდა მოხდეს". ეკლესიური განმარტებით, ომის გარდაუვალობაზე უფალი უკუაგდებს ომის უარმყოფელთა ყველა განცხადებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა უდავოდ უარყოფს ომს, მაგრამ ის იარსებებს, როგორც ზოგ შემთხვევაში სამართლიანობისა და ადამიანთა შელახული უფლებების აღგენის საშუალება. აპოკალიფსში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ ხილული სამყაროს შექმნამდე, ომი იყო ზეცაშიც, უფლის მხედართმთავარმა, მთავარანგელოზმა მიქაელმა, კეთილი ძალის ანგელოზთა თანხმობით, ზეციდან გამოდევნა მანამდე უფალთან ყველაზე ახლომდგომი ღვთის მოღალატე მთავარანგელოზი, მის თანამოაზრე დაცემულ ანგელოზებთან ერთად.

საქართველოს ისტორიის მკვლევართა და ავტორიტეტულ სასულიერო მოღვაწეთა მიღებული შეხედულებით, ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრება და სამშობლოს სიყვარული განუყოფელი იყო ქართული ცნობიერებისთვის, ამ რწმენას ეწირებოდა ათი ათასობით ქართველი და ასე გამოვიარეთ ძნელბედობის ოცი საუკუნე. ჩვენი ისტორია წმინდა მოწამეთა და ერისთვის თავდადებულთა სისხლით დაწერილი ისტორიაა. ბევრი ღირსეული ომი და განსაცდელი უნახავს ქართველ ხალხს და საქართველო თუ დღემდე ცოცხლობს და არსებობს, როგორც უძველესი ერი, ეს ქართველ მებრძოლთა თავდადებამ და მხედრულმა გმირობამ განაპირობა, რადგან უკვდავია ქრისტეს ცხოველ სარწმუნოებას ნაზიარები ქართული სული.

"საქართველო, როცა კი მოიცლიდა მტერთა მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ქრისტეს აღსარების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეს. როცა კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი ღვთისმოსაობითა და სარწმუნოების გრძნობით, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელი სარწმუნოებისა", - წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე);

ქართული ქრისტიანობა ყოველთვის იყო მებრძოლი, დაუმონებელი ქრისტიანობა. ქართველი ბერ-მონაზვნობა ხშირად, საერთო შეჭირვების ჟამს, ერისკაცთა გვერდიგვერდ იბრძოდა მახვილით ხელში, თითქოსდა სწორედ ქართულ სულშია მიღებული ის ოქროს შუალედი, რომელიც ერსა და ბერს შორის უნდა არსებობდეს და რომლის დადასტურებაც მთელი ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანობის ისტორიაა.

ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა 1625 წლის 25 მარტს, მარტყოფის ლაშქრობაში ქართლ-კახეთის მებრძოლთა ყიზილბაშებთან სახელოვან გამარჯვებას გიორგი სააკაძის წინამძღოლობით. კონფერენციის შემდეგ ვესაუბრეთ გამოჩენილ ქართველ მწერალსა და მეცნიერს, პროფესორ ლევან სანიკიძეს, რომელიც მაშინ ინიციატივით გამოვიდა, დაარსებულიყო ეროვნული საეკლესიო დღესასწაული - ქართველი მეომრის დღე.

- ბატონო ლევან, როგორია თქვენი წარმოდგენით ტიპური ქართველი მებრძოლი?

- ისეთი, როგორიც აქვს აღწერილი ვახუშტი ბაგრატიონს: სახედ სახოვანი, ტანად ტანოვანი, ჰაეროვანი და ასე შემდეგ. გიორგი სააკაძე, ტიპური ქართველი იყო. როგორი იყო ტიპური ქართველი? გარეგნობით, თვალტანადობით, ვინ შეედრება ქართველს, ჯერ აქედან დავიწყოთ, მერე მოდის მებრძოლი სული, სიმამაცე, ნიჭიერება, ნიჭიერება-თქვა, ვიძახი, ჭკვიანობა ხომ არ მითქვამს, აი, ის ჭკვიანობა გვიჭირს ჩვენ სწორედ. ჭკვიანობა ის არის, რომ შენს ნიჭს, შენს მონაცემებს, ორგანიზებულად, გონიერებით გამოიყენებ, კი არ დაფანტავ.

- რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ომი სარწმუნოებრივად?

- ათასწლეულების მანძილზე საქართველოს მიერ გადახდილ ომებს შეიძლება ვუწოდოთ სალოცავი ომები, რადგან ყველა მამულის გადარჩენას ისახავდა მიზნად. დღეს თუ საქართველო არსებობს, როგორც ქვეყანა, ეს ჩვენი გმირი წინაპრების დამსახურებაა. საქართველოს ისტორიაში უხვადაა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები. მტერთან წარმატებას რომ მიაღწიო, შენს თანამემამულესთან ერთობა უნდა აღადგინო და ეს იქნება ქვეყნის წარმატების გარანტი, აი, სწორედ ეს გვაკლია ქართველებს, ასე იყო ისტორიულად და სამწუხაროდ, ასეა დღესაც.

- რა დაგვანახა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა?

- ცალკეული ბიჭები რომ ამ ომებს შეეწირნენ, ისინი, რა თქმა უნდა, გმირები არიან, ჯიშობრივი გმირობა ისტორიულად მოგვდევს ქართველებს, არ ვაჭარბებ და ამნაირი ბიჭები, ამ ბრძოლებშიც დაიღუპნენ, მაგრამ ეს იქნება, ამაო თავგანწირვა და არავითარი შედეგი ამ გმირობას არ ექნება, თუ იქ არ დავბრუნდებით.

არ მესმის, რატომ ვუწოდებთ ამ კონფლიქტს აფხაზეთის ომს? თუ იმიტომ, რომ რეგიონულად მოხდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს ძალიან პირობითი ნათქვამია. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისათვის, ან კიდევ რუსეთ-საქართველოს ომი სამაჩაბლოსთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ასე დაიმკვიდრებს იგი სახელს ისტორიაში (სინქრონის დასასრული).

დიდგორი, კრწანისი, მარაბდა, მარტყოფი - ამ სახელებთან სისხლხორცეულად არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სახელოვანი წარსული, რამდენი ბრძოლა მოუგია საქართველოს, ბევრჯერ დამარცხებულა კიდეც, მაგრამ ზოგიერთი დამარცხება გამარჯვების ტოლფასი ყოფილა...

ქრისტეს რწმენისა და მამულის დასაცავად ბევრჯერ იმ ადამიანებსაც მოუქნევიათ ხმალი, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ წმინდანებად არიან შერაცხილნი ეკლესიისაგან.

"მოვიდა მტერი, გაგიქელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი, შეგიგინა სარწმუნოება. ცხადია, ამ კაცს კლავ, მაგრამ იმიტომ კი არ კლავ, რომ გძულს, - უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გაგიქელა, შეგიგინა, წაგართვა ის, რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის ის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ძლევამოსილებაც, წართმეულს რომ დაგიბრუნებს. ეს სიყვარულის ერთ-ერთი სახეა და არა სიძულვილი" (ჭაბუა ამირეჯიბი, "დათა თუთაშხია").

მამულის სამსახურში ყველაზე თავგანწირულ გმირობად აღიარებულია სიკვდილი სამშობლოსთვის, უმთავრესად ომში - გვასწავლიან ჩვენი ეკლესიის უდიდესი მოძღვრები და მაგალითად მოჰყავთ ღირსი ათანასე ათონელის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

წარსულში ცნობილი მხედართმთავარი, ქართველი თავადი თორნიკე ერისთავი, ბერად ათონის მთაზე, წმინდა ათანასეს მონასტერში აღიკვეცა. სპარსეთთან ომის დროს ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში, საბერძნეთის დედოფალს ჯარის წინამძღოლობა უთხოვია მისთვის, ბერობის მომიზეზებით, მას დედოფლის თხოვნაზე უარით უპასუხნია. მაშინ ღირს ათანასეს თორნიკესთვის უთქვამს: ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ და ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. მართალია, პირველ რიგში, ჩვენი ვალია, ლოცვებით დავიფაროთ მტრისგან მამული, მაგრამ თუ უზენაესი საჭიროდ ჩათვლის, საერთო სარგებლობისთვის გამოვიყენოთ ჩვენი ხელებიც და მკერდიც, უსიტყვოდ უნდა დამორჩილდე, თუ არ დაუჯერებ ხელმწიფეს, მაშინ პასუხს აგებ თანამემამულეთა დაღვრილ სისხლზე და ღვთის ტაძრების განადგურებისთვის, რომელთა გადარჩენაც შენ შეგეძლო და არ მოისურვე". მოძღვრის კატეგორიული მოთხოვნა თორნიკემ კურთხევად მიიღო. ხმალშემართული ეკვეთა მტერს, დაამარცხა მოძალადე და ასე იხსნა ქვეყანა განადგურებისაგან. ათონის მთის ერთ-ერთ მონასტერში დღემდე ინახება თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი და მისი სხვა საბრძოლო აღჭურვილობა.

დეკანოზი ლევანი (ფირცხელაიშვილი),
საპატრიარქოს კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:

- როდესაც მეომარი თავისი სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად იბრძვის, ეს სჯულისკანონით გამართლებულია, მაგრამ თუ მტერს ტყვედ აიყვან და ამის შემდეგ აწამებ, ან მოკლავ, ეს ყოვლად მიუღებელია და მეომარი ვინც ამას გააკეთებს, კაცისმკვლელის ცოდვით განისჯება უფლისაგან. უფალი როდესაც ამბობს, სასუფეველი იიძულების და ბრძოლით უნდა მოიპოვოო, აქ საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა იგულისხმება, რა თქმა უნდა, თუმცა იმის მინიშნებაც არის, რომ ამ წუთისოფელში ქრისტიანობისა და სამშობლოს დასაცავადაც იბრძოლო. ქრისტიანობა ვაჟკაცობისა და თავგანწირვის რელიგიაა და რაინდული სული ყოველთვის უნდა ენთოს ჩვენში, რაც მისაღები არ არის, არ უნდა მივიღოთ, ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ.

საქართველო მამულისა და სარწმუნოების დასაცავად ომობდა მთელი თავისი დღე და მოსწრება და ასე რომ არა, არც ერთი შეგვრჩებოდა და არც მეორე. ამიტომაც გადავრჩით და დღემდე მოვიტანეთ სული (სინქრონის დასასრული).

"განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი ბრძოლასა შინა, რომელნი გვიღწვიან ჩვენ და გვწყალობენ, მიმადლე მათ შენდობა შეცოდებათა, რომელნიცა ლოცვასა შემოვედრებულ არიან ჩვენ უღირსთასა, შეიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა, მოიხსენე უფალო, პირველგარდაცვალებულნი მამანი და ძმანი ჩვენნი და განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, მოიხსენე უფალო, ძმანი ჩვენნი, რომელი ტყვეობასა შინა არიან და იხსენ იგინი ყოვლისაგან განსაცდელისა".

რადგან საქართველო მუდმივ საომარ მოქმედებაში მყოფი ქვეყანაა, სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით, ეს პატარა ლოცვა ყოველდღე უნდა წარმოთქვას მორწმუნე ქრისტიანმა მებრძოლთა და ტყვეობაში მყოფთა დასაცავად და იმ გარდაცვლილ სულთა საოხად, ვინც სამშობლოს დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

"მიწა მაქვს და
მიწა მქონდა -
დარი მამალ ხოხბის ფრთისა,
მოყვრის მსასოებელი,
დამზაფვრელი მოშურნისა!
მაღლივ ღმერთი არ მაკლებდა
შუბლზე მირონცხებულ ნიშანს,
რკინას ვჭედდი, ვაშენებდი
საყდარსა და სანთლის ნიშას.

მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი
სულს, ჩემივე ჩუქურთმისას,
ვაზის ჯვარზე სხივს ვახვევდი
კაბადუკიელის თმისას,
საწნახელში ბიჭი იდგა
ვადას ჩაფრენილი ხმლისას,
აკვნიდან რომ არ ენახა
მშვიდად დაღამება დღისა.
იქით ვეშაპს ხმალს ვუქნევდი,
აქეთ დიდოს, ლეკს და ხიზანს,
წიგნიც დაწვეს, ვაზიც ჩეხეს,
მაინც ვერ ეწიენ მიზანს,
ზოგჯერ ჩემგან ჯვარწერილი
მეზობელიც ამემრიზა,
- შინაურმა თუ არ დამკლა,
მე მომხდური ვერას მიზამს!
მე ჩემი მაქვს მოსავლელი
თვალი არ გამირბის სხვისას
წვეთ-წვეთად და მისხალ-მისხალ
მიწა მეფე თამარისა!
(რეზო ამაშუკელი, ფრაგმენტი ლექსისა
"მე ბოლნისის ლომებს ვთლიდი")

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler