ღმერთთან ომი არავის მოუგია!
ღმერთთან ომი არავის მოუგია!
მიმიდნარე წლის 30 აგვისტოს არქიმანდრიტ გიორგი ბასილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

"არქიმანდრიტმა გიორგიმ განვლო ეკლიანი გზა ათეისტური პერიოდისა, მაგრამ ბოლომდე ერთგულად ემსახურა ეკლესიას", - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ამ სიტყვებით იხსნება მამა გიორგის 80 წლისთავისამი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რომელიც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტის, მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოსცა მამა გიორგის სულიერმა სამწყსომ.

"მამა გიორგის დიდი ნათელი ჰქონდა და ექნება. ის ღირსეულად მიეახლება ზეციურ საქართველოში ჩვენს დიდ წინაპართ. მამა გიორგი გახლდათ საკვირველად მოღვაწე და სიცოცხლეშივე მრავალი სასწაულის მოქმედი. მის სასწაულებს კიდევ არაერთხელ იხილავს საქართველო", - აღნიშნავს მეუფე თადეოზი.

საიუბილეო კრებულში მამა გიორგის განვლილ ცხოვრებასა და სასულიერო მოღვაწეობაზე თავიანთ შეხედულებას გვიზიარებს ოცზე მეტი სასულიერო პირი.

"გიორგი ბასილაძე იყო ჩემი მეგობარი. ბერ გაბრიელთან და მამა გიორგისთან ერთად ღამეები გვითენებია ლოცვაში. ის იყო დიდი მოძღვარი. მან განვლო ეკლიანი გზა, იყო ჭეშმარიტი ქართველი, მლოცველი და თავდადებული საქართველოსთვის", - წერს რუსთავის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე).

"ვისაც არ უყვარს სიმართლე, მას არ უყვარს ღმერთი! უსამართლობა ბოროტებაა და ბოროტებასთან ბრძოლა დიდ სიწმინდესა და ძალას მოითხოვს! - შენიშნავს თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის უხუცესი მოძღვარი, დეკანოზი ლეონტი (ჟვანია), - უსამართლობასთან მებრძოლი იყო ბერი გაბრიელი - ჩვენი დროის დიდი წმინდა მამა და ასეთივე იყო მამა გიორგი - უძლიერესი პიროვნება. ებრძოდნენ გაბრიელს და ებრძოდნენ გიორგის, მაგრამ ერმა ორივე თვალისჩინივით შეიყვარა. მათ სულიერ გმირობას ერისაგან კიდევ მეტი დაფასება და გულისხმიერება სჭირდება.

ებრძოდნენ მათ, მაგრამ ღმერთმა შერცხვენილი და გაწბილებული დატოვა ამ ღვაწლმოსილ ბერებთან მებრძოლი უსახურები!

მამა გიორგის ილორის წმინდა გიორგის ტაძრიდან ვიცნობ და ვიმეორებ, რომ იყო უძლიერესი და უკეთილშობილესი პიროვნება. ვაჟკაცობითა და სულიერებით შემკული. გულიანი ქართველი, კეთილი და მოწყალე, ბრძენი და თავმდაბალი. გიორგი დაბადებიდან იყო რჩეული და წმინდა სულის მატარებელი. სულ დაფარულში მოღვაწე, მაინც გამოაჩინა ღმერთმა და აწი უფრო გამოაჩენს...

მე მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდა ღვთისმსახურს, შეისწავლონ ამ ორი დიდი მოძღვრის ცხოვრება და მოღვაწეობა და მაგალითად გაიხადონ. მიბაძონ მათ და ცხონდებიან და აცხოვნებენ ათასებს...

თუ მღვდელი სიმართლით არ ცხოვრობს, ის წმინდად ვერ ილოცებს და თუ ლოცვა წმინდა არაა, ღმერთი არ შეისმენს!

სამშობლო და ერი თუ სტკივა მოძღვარს, მან უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ წმინდა, მართალი და თავდადებული ცხოვრებითაა შესაძლებელი დაეხმარო ერს.

ღმერთმა გაკურთხოთ ყველა!

დავლოცავ ამ გამოცემის ავტორებს და მათ ხელშემწყობებს, რომ ასე უანგაროდ ირჯებიან და ერისათვის საშურ საქმეს აკეთებენ".

საიუბილეო კრებულში შესულია მამა გიორგი ბასილაძის ცნობილი გამონათქვამები, რომელიც მან ანდერძივით დაგვიტოვა;

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ!

გიყვარდეთ ჩვენი სამშობლო და დაიცავით ის, რადგან საქართველო ქრისტეს ქვეყანაა!

დაიცავით მართლმადიდებლობა, რადგან ჭეშმარიტი სარწმუნოებაა!

ჩვენ დაუმარცხებელი ერი ვართ!

არ დაემორჩილოთ ბოროტს და ნუ მიიღებთ მის ნიშანს!

ნუ შეგაშინებთ მტრის ძლიერება და ნურც რაოდენობა - იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!!!

ღმერთთან ომი არავის მოუგია!

საქართველოს ჩაგვრას ღმერთი არავის შეარჩენს!

საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!

გიყვარდეთ და პატივი ეცით მშობლებს!

გიყვარდეთ ერთმანეთი, შეუნდეთ ერთმანეთს!

გიყვარდეთ და დაიცავით სიმართლე!

მე სულ თქვენთან ვიქნები!

"მამა გიორგი გახლდათ საკვირველად მოღვაწე და სიცოცხლეშივე
მრავალი სასწაულის მოქმედი.
მის სასწაულებს კიდევ არაერთხელ იხილავს საქართველო".


ვესაუბრები მამა გიორგი ბასილაძის სულიერ შვილს გიორგი მამულაშვილს.

- რამდენი წელია, რაც მამა გიორგის იცნობდით?


- როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებდი, შინაგანად ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში იყო დიდი ბერი, სახელად გიორგი, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი სიწმინდით, არ ვიცი, ეს უცნაური განცდა საიდან გამიჩნდა. რუკას რომ დავხედავდი, იმასაც კი ვხვდებოდი, რომ ეს ბერი დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა. მამა გიორგი რომ პირველად ხილულად გავიცანი, მივხვდი, იმ ბერის წინ ვიდექი, რომელსაც თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდი და მასთან დიდი სიახლოვე მაკავშირებდა. სხვათა შორის, ბევრს აქვს ისეთი შეგრძნება, რომ მამა გიორგი ისეთივე ახლობელია მისთვის, როგორც მშობელი მამა ან ბაბუა, ამიტომაც მას სიყვარულით ბაბუს ვეძახდით, თვითონაც ასე მოგვმართავდა, რადგან გრძნობდა, რა გულითა და სიყვარულით ვიყავით განწყობილნი მის მიმართ.

- რა განსაკუთრებულ შემთხვევებს გაიხსენებდით მასთან ურთიერთობიდან?


- გასახსენებელი ძალიან ბევრია. ხშირად მიხდებოდა მისი დაბადების დღეზე დასწრება.

ამ დღეს იმდენი ხალხი იყრიდა თავს, რომ მამა გიორგი მრევლს მთელი დღის განმავლობაში ჯგუფ-ჯგუფად იღებდა თავის ოთახში, დაახლოებით 50 კაცი ეტეოდა. ხუმრობა უყვარდა, როდესაც სტუმრებისგან სადღეგრძელოს მოისმენდა, მერე ყველას სათითაოდ თავზე ხელს დაადებდა, აკურთხებდა და ხალხის ახალ ნაკადს შემოუშვებდა.

ზოგჯერ მიკვირდა კიდეც, საიდან ჰქონდა ამხელა ენერგია. იმ დღეს ჯანმრთელობის პარაკლისიც გადაუხადა ერთ ხეიბარს, რომელიც ეტლით მოვიდა დაბადების დღის მოსალოცად, პარაკლისის შემდეგ ძალიან კარგად იგრძნო თავი, მადლიერი წავიდა მოწამეთიდან. ამდენ ხალხში ერთი ბავშვიც შენიშნა, რომელსაც თურმე მეტყველება უჭირდა და ხელით ანიშნა, მასთან მისულიყო. გადაუხადა ჯანმრთელობის პარაკლისი, თავზე ხელი დაადო, დალოცა და შემდეგ დედამისს მისცა რამდენიმე რჩევა. ბავშვი თანდათანობით ამეტყველდა, ცოტა ხნის შემდეგ კი, სრულიად გამოჯანმრთელდა. განკურნების ბევრი შემთხვევის გახსენება შეიძლება. ზოგი ადგილზე გამოჯანმრთელდა, ზოგს ურჩევდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ღვთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის სახელზე პარაკლისები წაეკითხათ და ამ კურთხევის შემდეგ საუკეთესო შედეგი ჰქონდათ. თუ ვინმეს განსაცდელი ელოდებოდა, წინდაწინ მიანიშნებდა ამის შესახებ და როცა მძიმე პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, მერე ახსენდებოდა მამა გიორგის ნათქვამი და იმასაც გრძნობდა, როგორ შეუმსუბუქა მისმა ლოცვამ ეს განსაცდელი.

- ბევრი ადამიანი დადიოდა მასთან მოწამეთაში?

- ძალიან ბევრი. მე ყველა მათგანი ღვთის გამოგზავნილი მგონია, რომლებისთვისაც მამა გიორგის პრობლემა უნდა მოეგვარებინა. თუმცა ზოგი რწმენით მიდიოდა მასთან, ძალიან მცირე გამონაკლისი გამოსაცდელად ან ვინმეს დავალებით. ბუნებრივია, ყველა კეთილგანწყობით არ იქნებოდა მასთან მოსული, თუმცა, არ მახსოვს, მას ვინმესთვის უარი ეთქვას და არ მიეღოს. რა თქმა უნდა, მამა გიორგი ხვდებოდა, ვინ როგორი რწმენით და განწყობით მიდიოდა მასთან, მაგრამ ამაზე არასოდეს გაუმახვილებია ყურადღება. დღეს აღარავისთვის არის უცხო, რომ მამა გიორგის შეეძლო ყველას აზრი ამოეკითხა. ერთ-ერთ მის ბოლო დაბადების დღეზე გულში ვინატრე, რა კარგი იქნებოდა, მამა გიორგი თელავში ჩამობრძანებულიყო-მეთქი და იმ წუთში ხუმრობით გამოეხმაურა ჩემს ფიქრებს: - მე ახლა ბევრგან მეპატიჟებიან, ამერიკაშიც კი ვარ დაპატიჟებული, მაგრამ პრეზიდენტისგან კი არა, მრევლმა დამპატიჟაო, მოწამეთიდან რომ წამოვედი, გამახსენდა მისი ნათქვამი. წიგნში რომ ასეთ რამეს წაიკითხავ, სხვა არის, მაგრამ შენს თავზე რომ გამოცდი, გრძნობ ღვთის ძალას და რწმენაც უფრო მეტად შემოდის შენში, რის გარეშეც ძნელია მადლის მიღება.

- 26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა, 30 აგვისტოს კი მამა გიორგის დაბადების დღე აღინიშნება. ეს ორი მამა, სულიერადაც ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

- მამა გიორგის რაც მამა გაბრიელზე აქვს ნათქვამი, ისეთი ალბათ არავის უთქვამს მასზე.

"გაბრიელი სალოსების ბელადი და ბოლო ჟამის წმინდანთა გვირგვინი არისო", - ამბობდა და თანაც განგვიმარტავდა კიდეც, რა აზრი იდო ამ სიტყვებში; "ბოლო ჟამის წმინდანები, როგორც მზე, ისე გაბრწყინდებიან, რადგან მათ ძნელ დროში მოუწიათ ცხოვრებაო". მამა გიორგის შეფასებით, ბერ გაბრიელს ძალიან უყვარდა სამშობლო და ქართველი ადამიანი, მას ძალიან მამაცი და ვაჟკაცური სული ჰქონდა. ბევრი დევნა, შევიწროება და შეურაცხყოფა გადაიტანა, თუმცა უდრტვინველად დაითმინა ყველაფერი, იგი უდიდესი სალოსური ძალის და სიწმინდის მატარებელი იყო, ტკივილივით განიცდიდა ადამიანების უბედურებასა და მწუხარებას, შეიძლება ითქვას, სხვებისთვის ცხოვრობდა, თუმცა პირადი ცხოვრება მწუხარებით აღსავსე ჰქონდა. შეეძლო, უკიდურესად სასოწარკვეთილი ადამიანის გახარება, უკიდურესად თავმდაბალი, კეთილი, ძალიან მგრძნობიარე, ღვთისმოშიში. მოკლედ, ძალიან დიდი იყო, შეუძლებელია მის მიერ გაწეული ღვაწლის შეფასება ჩვეულებრივი ადამიანის გონებისთვის, იმდენად დაფარული და გაუგებარი იყო გაბრიელის ღვაწლი! - ასე ახასიათებდა მამა გიორგი დიდ გაბრიელს, საერთოდ ადამიანებს, "მოყვასოთი" მიმართავდა, მე ძმას მეძახდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით სულიერად ერთმანეთთან, იმ ცნობილ პარადზეც დილით მასთან ვიყავი, ასანთი მე მივაწოდე, მაშინ მღვდელიც არ ვიყავი... მე არ გამომაჩინა, თუმცა კა-გე-ბეს რა გამორჩებოდა!.. ნამდვილი გმირობა იყო, ადამიანური ხედვით, სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ სულით მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა!.. "ბისმარკი რას გამიძლებდაო", - იტყოდა.

- მამა გიორგის არაერთხელ უთქვამს, "ცოცხალი წმინდანები ეძებეთო", რამაც სასულიერო პირთა ერთ ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია. საინტერესოა თქვენი მოსაზრება მამა გიორგის ამ ფრაზის მიმართ...

- ეს მოწოდება არა მხოლოდ მამა გიორგის, არამედ წმინდა სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს ეკუთვნის, მოვიყვან წმინდა სვიმეონის ზუსტ ციტირებას: "ვინც მთელი სიყვარულით და სურვილით არ შეუერთდება თავისი უახლოესი დროის წმინდანს, მისდამი დიდი უნდობლობის გამო, ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმინდანებსაც, თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმერთისა და ყველა წმინდანის მიმართ, ის იქნება განგდებული, ვინაიდან მორჩილებით არ იქნება დამდგარი იმ ადგილზე, რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმინდანს, რომელიც მისთვის ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა".

მამა გიორგის უდიდესი ძალა და მადლი ჰქონდა, იმიტომაც დადიოდა მასთან უამრავი ხალხი - გრძნობდნენ ამ მადლის მოქმედებას და იქიდან გახარებულნი ბრუნდებოდნენ. გაბრიელ ბერს უთქვამს: "განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცხოვრობს, მოყვასო, მხოლოდ კაცთა სარგებლობისთვის არის დედამიწაზე, დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დაწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შესჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის".

ასეთი განღმრთობილი მოძღვარი იყო მამა გიორგი, ამას გრძნობდა ყველა მადლმოსილი და მაღალი სულიერებით გამორჩეული ადამიანი.

"პატრიარქმა კურთხევა მომცა, დღეში რვა საათი ჩემთვის და საქართველოსთვის ილოცეო", - მამა გიორგიმ ეს იქ მყოფის სამხილებლად გაამჟღავნა: - ზოგმა ორი წიგნი წაიკითხა, მოდის ჩემთან და წვერზე მაკვირდება! რქები მე არა მაქვს, ფრთები მე არა მაქვს, არც ეშმაკი ვარ, არც ანგელოზი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარო". ჩვენი საუბარი მინდა დავასრულო ცნობილი სიტყვებით: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა"... დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა მისი მადლით გაბრწყინებულ მამებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler