"ნუ გეშინია, სანამ დედა გყავს"
"ნუ გეშინია, სანამ დედა გყავს"
მართლაც, ვერცერთი გრძნობა ვერ შეედრება მშობლისა და შვილის ან პირიქით, შვილისა და მშობლის სიყვარულს. დედაშვილობაში არც შენ-ემობა არსებობს და არც დასრულებული სიყვარული.Dდედა ხომ ყველაფრის დასაწყისია დედა ღვთისა, დედა ეკლესია, დედაენა, დედაქალაქი, დედაბოძი... დედის გულს ხომ ყველაფრის ატანა და გადატანა ძალუძს.

ამ მცირე საუბრის შემდეგ, მინდა, მკითხველს შევთავაზო ბერი ანდრიას, (ნუგზარ) მილორავას ჩანაწერები. მამა ანდრიამ თავისი ნაფიქრალი დაგვიტოვა, თავად კი ზეციურ მშობლებთან დამკვიდრდა.

"დედა!" - ამ სიტყვაში უდიდესი მადლი და საიდუმლოა ჩადებული. ქართველებისთვის დედა მხოლოდ მშობელი როდია. ქართველი მშობლიურ ენასაც დედაენას ეძახის, მთელ ქვეყანას - დედამიწას, მთავარ ბურჯს - დედაბურჯს, მთავარ აზრს კი - დედააზრს. აი, რამდენად გამდიდრებულია მნიშვნელობა "დედისა".

დედა ისეთი წმინდა არსებაა, როგორც სათუთი ია. ის, რაც არ უნდა მრისხანე იყოს, შინაგანად კეთილი, ფაქიზი ადამიანი იქნება. ქართველი დედა სულგამზიანებული, კდემამოსილი და კეთილია. მისი სიფაქიზის მიუხედავად, იგი მამაცი გახლავთ. ჩემი აზრით, ქართველმა დედებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი იმაში, რომ საქართველომ აქამდე მოაღწია. ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ესეოდა მტარვალი. მანდილოსნებსაც არ ინდობდნენ, რადგანაც ვერაგმა მოწინააღმდეგემ იცოდა, თუ ქართველ ქალს არ მოკლავდა, მაშინ ქართველი დედა გასაოცრად გმირ, ჭაბუკ ადამიანს აღზრდიდა, რომელსაც შთააგონებდა სამშობლოს სიყვარულს, მისი სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლით დაცვას. ქართველი გმირი დედები წარბშეუხრელად სწირავდნენ თავიანთ შვილებს სამშობლოს.

დედის ხელები ხომ ხორცშესხმული სინაზეა. ჩვენ, ბავშვებს, უდარდელად გვძინავს ამ ხელებში. არაფერია დედის სიყვარულზე წმინდა და უანგარო!

ჩემი დედის გული მოკამკამე, მოლიცლიცე ზღვა არის სიყვარულისა და სიკეთისა.

"ნუ გეშინია, სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია"
დედა... დედა ნუგეშია, დედა იმედია, დედა სალბუნია, რომელიც ფაქიზად ედება ადამიანის გულს. დედა ანგელოზია, დედა ქათქათაა და სპეტაკია. იგი ენით აღუწერელი, ულამაზესი და უფაქიზესი არსებაა.

ბერი ანდრია მშობლებთან ერთად

დედის ყოლა ბედნიერებაა. ამ ბედნიერებით უნდა დავტკბეთ და მოვუფრთხილდეთ მას, რადგან დედა ფაქიზი იაა და თუ დაეწვეთა წვიმა, გაძვრება ფოთლები. დედა მუდამ დაგვიფარავს, რადგანაც ძალზედ ვუყვარვართ.

შვილისთვის დედის ლოცვას უდიდესი, უსაზღვრო ძალა აქვს. იგი ანგელოზია, მფარველი ანგელოზი.

დედასა და შვილს შორის უდიდესი კავშირია, რასაც უსაზღვრო სიყვარული ჰქვია. იგი, სანამ ცოცხალია, მუდამ ჩვენთანაა, სიკვდილის მერეც კი შვილთან რჩება სულით.

როცა დედა გყავს, იგი გვეხმარება ყველაფერში, ლოცულობს შენთვის. ასე რომ

"ნუ გეშინია, სანამ დედა გყავს, ნუ გეშინია!"

დედასთან საუბარი
- თავის გარდაცვლებაზე მელაპარაკა, - იხსენებს ბერის დედა, ქალბატონი მილედი ჩხვიმიანი, - ისე ამანერვიულა, რომ ყურებში არ მესმოდა კარგად. ბევრი ტირილი და კივილი არ არის საჭიროო. ბერს როგორც ეკადრება, ისე უნდა მოიქცეთო. მერე მეუბნება, - დედა, შემპირდი, როცა ძალიან გაგიჭირდება, იმაზე იფიქრე, რომ მალე ერთად ვიქნებით და ეს მარადისობაში იქნება, დე. მერე სულ ერთად ვიქნებით, ვერავინ დაგვაშორებს, ვერც ერთი სიმსივნე. ოღონდ უნდა ეცადო. შემპირდი, დე და მამიკოსაც უთხარი მერე. შენ თვითონ უთხარი დე, მამიკოს-მეთქი. არა დე, მე არ შემიძლია. ხომ იცი, მამიკო სხვანაირია და ვერ ვეტყვიო. უნდა გაძლიერდეთ, დე. დედა, გახსოვდეს, უფალს ხომ უყვარს ღვთისმშობელი, ალბათ მასაც ეხუტებოდა და ეფერებოდა და გრძნობდა დედაშვილურ სიყვარულს, მისი შექმნილია ეს სიყვარული და მას არ წაგვართმევს, დე. ამ სიყვარულს შევიგრძნობთ, ვიქნებით ბედნიერი და ისევ იმ სიყვარულს განვიცდიდეთ იქნებაო. გპირდები, დედა... გაძლევ ბერის სიტყვას, დე, ერთად ვიქნებით, ოღონდ მოინდომე. დე, სულ ის მახსენდება, შენთან რომ დავწვებოდი, როგორ მიხაროდა, როგორ ვგრძნობდი შენს სითბოს და სიხარულს. დილით რომ გამაღვიძებდი, - სკოლაში წადიო, გული მწყდებოდა, რომ უნდა გაგშორებოდი, მაგრამ თავს ვინუგეშებდი. 10-12 საათში ისევ შევიგრძნობდი შენს სითბოს. მამიკოც კი მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ დედაშვილობა მაინც სხვაა. შენ და მამიკომ უნდა გააძლიეროთ ერთმანეთი, ერთმანეთის ჯვარი უნდა ზიდოთ. ბავშვი თუ არ გეყოლათ, აიყვანეთ და გაზარდეთ. დიდი მადლია, დე. ძალიან მიჭირს, ამაზე რომ გელაპარაკები, მაგრამ რა ვქნა, დედა. რომ იცოდე, როგორ მინდა სიცოცხლე. მინდა ჩემი ოცნების ასრულება - მონასტერში მოღვაწეობა შევძლო. მაგრამ არ ვიცი, ღვთის ნება როგორი იქნება. ნეტა ვიცოდე, როდის გარდავიცვლები, ნეტა ვიცოდე ის დღე, ან როდის მოვრჩები. უფალო, ორ რამეს გთხოვ, ან წამიყვანე მშვიდად, ან მომარჩინე... მეც ვუთხარი რომ უმისობა გამიჭირდება, ვტიროდი და ვეუბნებოდი, თუ როგორ მიყვარს. მისმენდა და მამშვიდებდა. დე, მალე ერთად ვიქნებითო.

გთხოვთ შეეწიოთ ბერი ანდრიას
სახელობის ფონდს.
საბანკო კოდი: TBC BGE 22.
მიმღების დასახელება:
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი.
ანგარიშსწორების ანგარიში -
G73 TB71 7153 6080 1000 02.
0 901 500 535 ყველა მობილური ქსელის აბონენტებისთვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler