"ენებზე ლაპარაკი"
"ენებზე ლაპარაკი"
სულთმოფენობის დღემ და სულიწმიდის გარდამოსვლის მოძღვრების არასწორმა ინტერპრეტაციამ სათავე დაუდო არაერთ მცდარ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელზეც წერს მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი.

ორმოცდაათიანელთა მრავალი სექტის წესდების თანახმად, "სულიწმიდის მიერ მორწმუნეთა ნათლობა თავდაპირველად ფიზიკური ნიშნით – ენებზე ლაპარაკით არის დამტკიცებული". და ეს მხოლოდ პირველი ნიშანი კი არ არის ორმოცდაათიანელთა სექტასთან ან მსოფლმხედველობასთან შეერთებისა, ამ მოძრაობის უმაღლეს ავტორიტეტთა თანახმად, "ენებზე ლოცვის" პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს, თორემ "სული" შეიძლება დაიკარგოს. აი, რას წერს დიუპლესი: "ენებზე ლოცვის პრაქტიკა" იმათ ცხოვრებაში, ვინც სულის მიერ ნათელ-იღო, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს, სხვაგვარად მათ შეიძლება დაინახონ, რომ სულის სხვა გამოვლინებები სულ უფრო იშვიათად ხდება ან სულაც წყდება". ბევრი ორმოცდაათიანელი ამტკიცებს, ენები ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრები არიანო. ერთ-ერთ კათოლიკურ წიგნში ამის შესახებ უფრო ფრთხილადაა ნათქვამი: "ძალიან ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, სულიწმიდის ნიჭთაგან პირველი, კაცს ენებზე ლაპარაკის ნიჭი ეძლევა. ამგვარად, ბევრისთვის ეს ის ზღურბლია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი სული წმიდის ნიჭებისა და ნაყოფების კარს აღებს" (კ. და ტ. რანაგანები, "ორმოცდაათიანელი კათოლიკენი", პაულისტ-პრესი, 1969). ამთავითვე, უნდა ითქვას, რომ ასეთი განსაკუთრებული აქცენტი ენებზე ლაპარაკის შესახებ ახალ აღთქმაში არსად კეთდება - აქ ენებზე ლაპარაკს გარკვეული დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს; იგი სულიწმიდის გარდამოსვლის ნიშანია სულთმოფენის დღეს (საქმ. 2) და კიდევ ორ შემთხვევაში (საქმ. 10 და 19). პირველი და, შესაძლოა, მეორე საუკუნის შემდეგ მას არც ერთი მართლმადიდებლური წყარო არ ახსენებს, არსად დასტურდება "ენებზე ლაპარაკის" შემთხვევები დიდი ეგვიპტელი მამების შესახებ არსებულ ლიტერატურაშიც - ეს მამები კი, როგორც ცნობილია, იმდენად იყვნენ სავსე სულიწმიდით, რომ მრავალ სასწაულს იქმოდნენ და მკვდრებსაც კი აღადგენდნენ. მართლმადიდებლობის დამოკიდებულება ენებზე ლაპარაკთან ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით შეიძლება გადმოვცეთ: "ადრეულ საუკუნეებში სული წმიდა გადმოდიოდა მორწმუნეებზე და ისინი ლაპარაკობდნენ იმ ენებზე, რომლებიც არ უსწავლიათ, რამეთუ სული აძლევდა მეტყველების უნარს. ეს ნიშანი დროსთან იყო შესწორებული: იგი ყველა ენაზე სულიწმიდის ნიშნად უნდა ქცეულიყო და ნათელ-ეყო, რომ უფლის სახარება ყველა ენაზე და დედამიწის ყველა კუთხეში იქადაგება. ეს იყო ნიშანი, და მან ჩაიარა". და თითქოს თანამედროვე ორმოცდაათიანელთა პასუხად, რომლებიც ამ მოვლენას რატომღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ნეტარი ავგუსტინე განაგრძობს: "და რაო, ახლა დაველოდოთ, რომ ისინი, ვისაც ხელს დაასხამენ, ენებზე ლაპარაკს დაიწყებენ? ან იქნებ, როდესაც ამ ბავშვებს ხელს დავასხამთ, ყოველ ჩვენგანს უნდა ეგონოს, რომ ისინი ენებზე ამეტყველდებიან? ხოლო როდესაც დაინახავენ, რომ ეს არ ხდება, ნუთუ ჩვენს შორის მოიძებნება ვინმე, იმდენად მზაკვარი, რომ იტყვის, მათ არ მიუღიათ სული წმიდაო?" (ჰომილიები იოანეს სახარებაზე, VI, 10).

თანამედროვე ორმოცდაათიანელები ენებზე ლაპარაკის გამოყენების გასამართლებლად ხშირად ეყრდნობიან წმინდა პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს (თ. 12-14). მაგრამ წმინდა პავლემ ეს სწორედ იმიტომ დაწერა, რომ "ენები" კორინთოს ეკლესიაში არეულობის მიზეზად იქცა და თუმცა მოციქული არ კრძალავს "ენებზე ლაპარაკს", მათი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაჰყავს. ამიტომ ეს ნაწყვეტი შორს არის "ენების ნიჭის" თანამედროვე აღორძინების წახალისებისაგან, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს მისი პროპაგანდა - პირიქით, გვაფრთხილებს მისგან, მით უმეტეს, როდესაც ირკვევა (და ამას თვით ორმოცდაათიანელებიც აღიარებენ), რომ სულიწმიდის გარდა ენებზე ლაპარაკის სხვა წყაროებიც არსებობს. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კარგად იციან, რომ ენებზე ლაპარაკი, როგორც სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიჭი, შეუძლებელია მიეცეს ქრისტეს ეკლესიის გარეთ მდგომთ. თუმცა მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს თანამედროვე ფენომენი - ხომ არ ახასიათებს მას რაიმე ნიშნები, რომლებიც ნათელს ჰფენენ მის ნამდვილ წარმომავლობას.

ამგვარად, გამაოგნებელია, რომ თანამედროვე ორმოცდაათიანელები "ენებს" ასეთ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგრამ ამ მოვლენაზე საბოლოოდ აგვეხილება თვალი, როდესაც ვნახავთ, თუ რა ვითარებაში ხდება იგი. სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიჭებისაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანს თავისუფლად, მოულოდნელად და კაცის ჩაურევლად ეძლევა, "ენებზე ლაპარაკი" შეიძლება დაიგეგმოს. იგი დამუშავებული ტექნიკის საშუალებით მიიღწევა: იწყება ჯგუფური "ლოცვა" ამ ნიჭის მოვლენისათვის, მას თან ახლავს პროტესტანტული ჰიმნები, რომლებსაც ფსიქოლოგიური ზეგავლენის დიდი ძალა აქვთ ("იგი მოვალს! მოვალს!"). კულმინაცია მიიღწევა "ხელის დადებით", ზოგჯერ კი პირწმინდად ფიზიკური ხერხების გამოყენებით, მაგალითად, ამა თუ იმ ფრაზის განუწყვეტელი გამეორებით ანდა უბრალოდ "რაღაც ბგერის გამოცემით".

ერთ-ერთი მოწმე ყვება, რომ ენებზე ლაპარაკის შემდეგ ხშირად გამოსცემდა უაზრო ბგერებს, ცდილობდა გზა გაეხსნა "ენებზე ლოცვის ნაკადისათვის" (შერილი). იმის ნაცვლად, რომ აკრძალონ ასეთი მცდელობები, ორმოცდაათიანელები ურჩევენ მიმდევრებს: "ბაგეებით ბგერების გამოცემა, ცხადია, ჯერ კიდევ არ არის "ენებზე ლაპარაკი", მაგრამ მას ძალუძს დაადასტუროს გულწრფელი რწმენა, რომელსაც სულიწმიდა დააჯილდოებს და მოუვლენს კაცს ენებზე ლაპარაკის ნიჭს" (ჰარპერი). ერთი პროტესტანტი პასტორი წერს: "ენებზე ლაპარაკის პირველი საფეხური ალბათ იმის გაცნობიერება უნდა იყოს, რომ "სათქმელი თქვა"... პირველი მარცვლები და სიტყვები ჩვენს ყურს იქნებ კიდევაც ეუცხოოს - იგი ძნელად გამოსათქმელი და დაუნაწევრებელი იქნება, შეიძლება ისიც კი იფიქროთ, ამ სიტყვებს მე თვითონ ხომ არ ვიგონებო. მაგრამ თუ სარწმუნოებით განაგრძობთ ლაპარაკს, სული მოგცემთ დანაწევრებულ ენას ლოცვისა და ქება-დიდებისათვის" (ქრისტენსონი).

იეზუიტი თეოლოგი მოგვითხრობს, თუ როგორ განახორციელა ეს რჩევები პრაქტიკულად: "საუზმის შემდეგ თითქმის ფიზიკურად ვიგრძენი სამლოცველოში შესვლის სურვილი. შევედი თუ არა, დავჯექი და ლოცვა დავიწყე. გავიხსენე ჯიმის მონაყოლი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ენებზე ლაპარაკის ნიჭი, და წყნარად შევუდექი გამეორებას: "ლა, ლა, ლა". უცებ შიშმა შემიპყრო, ვიგრძენი, რომ ამას მოჰყვა ენისა და ბაგეების სწრაფი მოძრაობა და შინაგანი თაყვანისცემის საოცარი გრძნობა" (დ. ლ. გელპი, "ორმოცდაათიანელობა, თეოლოგიური თვალსაზრისი").

ნუთუ შეიძლება, ჭკუათმყოფელ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეს საშიში ფსიქოლოგიური თამაშები სულიწმიდის ნიჭებში აერიოს? ცხადია, ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასა და სულიერებასთან. ეს უფრო ფსიქიკური მექანიზმების სამყაროა, რომელთა ამოქმედებაც გარკვეული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ხერხებით არის შესაძლებელი და ამ სფეროში "ენებზე ლაპარაკი", როგორც ჩანს, საკვანძო როლს ასრულებს, რაღაც ჩახმახის მსგავსს. ყოველ შემთხვევაში, მას არაფერი აქვს საერთო ახალ აღთქმაში აღწერილ სულიერ ნიჭთან, და ყველაზე ახლოს შამანურ "ენებზე ლაპარაკთან" დგას, რომელიც პრიმიტიულ რელიგიებშია გავრცელებული: შამანი ან ექიმბაში ამ ტექნიკას ტრანსისთვის იყენებს, რათა მერე "ღმერთს" გაუგზავნოს ინფორმაცია ან მისგან მიიღოს ბრძანება რაიმე ენაზე, რომელიც არასოდეს უსწავლია. შემდეგ გვერდებზე ისეთ უცნაურ "ქარიზმატულ" ცდებს შევხვდებით, შამანიზმთან შედარება გადაჭარბებულად აღარ მოგვეჩვენება, მით უმეტეს, თუ გავაცნობიერებთ, რომ პრიმიტიული შამანიზმი მხოლოდ კერძო გამოვლინებაა იმ "რელიგიური" ფენომენისა, რომელიც სრულიადაც არ არის უცხო თანამედროვე დასავლეთისათვის. ეს ფენომენი, რომელიც ერთობ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგიერთი თანამედროვე "ქრისტიანის" ცხოვრებაში, მედიუმიზმი გახლავთ.
მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან
"მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler