ძველი საქართველო
ძველი საქართველო
ტაო-კლარჯეთი, საქართველოს ტკივილი და მწარე სევდა
ტაო-კლარჯეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში სიწმინდის, ერთიანობის, სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-IX საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენამინავლებული, ეროვნული თვითშეგნება დაქვეითებული, არაბთა ბატონობით გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა.

XVI საუკუნეში თურქებმა მიიტაცეს. შემდეგ რუსეთი დააცხრა... 1921 წლიდან (კომუნისტური რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ) ტაო-კლარჯეთი თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაშია.

ტაო-კლარჯეთის ტაძარ-მონასტრებს, იქ მოღვაწე და გაბრწყინებულ დედათა და მამათა ცხოვრებას ქვემო ჭალის, ლ. კარბელაშვილის სახელობის საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა საჩვენებელი გაკვეთილი მიუძღვნეს.

"ღამით ძილგატეხილს თუ უცნაური ხმა შემოგესმება, იცოდე, ეს ტაო-კლარჯეთში მიტოვებული ტაძრები გიხმობენ.

ეს მათი ვედრება აღრვევს მყუდროებას...

იფხიზლე - ქარსა და ღრუბლებს მოციქულებად გიგზავნიან.

შენ კი მათი ენა დაგვიწყებია და გაურკვევლობა გაშფოთებს...

...იცი და გეშინია, წარმავლობის მძლავრმა ტალღამ სამუდამოდ არ შთანთქას ის, რასაც შენი სამშობლო ჰქვია..."

"დასაბამიდან გვტანჯეთო, -
დღესაც გამჩენთან დაობთ,
ჩემო და სხვისო კლარჯეთო,
ჩემო და სხვისო ტაო!..
ვინა თქვა, - ასე დავრჩეთო,
ღვიძლო ძმაო და დაო, -
ჩემო და სხვისო კლარჯეთო,
ჩემო და სხვისო ტაო!"


ასე დაიწყო შეხვედრა ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში (დირექტორი ბელა ქენქაძე) ხელოვნების ისტორიის პედაგოგმა, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნემ, ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილმა.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

- როგორ გაჩნდა იდეა, ტაო-კლარჯეთზე გაკვეთილის ჩატარების შესახებ?

- ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეუფლებიან როგორც იკონოგრაფიულ საკითხებს, ასევე ხუროთმოძღვრების ისტორიას (ბაზილიკის, ტეტრაკონქის, ტრიკონქის, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების შესწავლას).

წელს XI კლასის მოსწავლეებმა ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს ტაო-კლარჯეთის ისტორიის, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის მიმართ. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები ოშკის, ხახულის, ბანას, ტბეთის, შატბერდის, დოლისყანის, ხანძთის, პარხლის, ოთხთას ეკლესიების შესახებ. გამოიყენეს როგორც ისტორიული წყაროები, ასევე ინტერნეტში განთავსებული ფოტომასალა.

წარჩინებულმა მოსწავლემ, გვანცა ზაქარიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ("ერთსულოვნება") არქივიდან მოიძია სამი დოკუმენტური ფილმი ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან. რეჟისორების: ზ. ქავთარაძის, გ. პატარაიას, კ. ღლონტის ნამუშევარმა ცოცხლად დაგვანახვა ტაოს ისტორია. ბავშვებს სურვილი გაუჩნდათ ამ ძირძველი ისტორიული მხარის მონახულებისა.

პროექტორზე განთავსებულ ტაძარ-მონასტრების ფოტო-კოლაჟს ცვლიდა ღირსი მამის, გრიგოლ ხანძთელისა და კლარჯეთში გაბრწყინებულ დედათა და მამათა იკონოგრაფიული გამოსახულებები. დამსწრე საზოგადოება თვალზე ცრემლმორეული შეჰყურებდა ხახულის ტაძრის ინტერიერის ფოტოს. აქ მოლა გაშლილ ფიანდაზზეა გართხმული და ალაჰს ადიდებს. უმალ მახსენდება გ. ჯობავას სტრიქონები:

"ხახულში ჩაგვირაზა მოლამ კარები,
პარხალშიც ვერ შეაღწევ ასე მარტივად,
შევდივარ ფეხშიშველი (მუსლიმანივით),
და თავს ვაჯერებ, რომ შლეგი მარტი ვარ.
სხვას რას მივაწერო ტაძარ-მეჩეთში,
გვერდიგვერდ ვლოცულობთ მე და მუსლიმი,
ის ალაჰს ადიდებს ხელაღპყრობილი,
მე - ქრისტეს, და ამ სასჯელს სიმწრისგან ვუცინი.
დოლისყანაში თურქი ბავშვები ასპარეზობას მართავენ,
მათთვის არაფრისთქმელ საკურთხეველში
ველოსიპედებით დაჰქრიან,
მე კი კედლებს ვკოცნი, თან ერთს ვუთვალთვალებ,
იქნებ ქართველია, ნეტავ, რა ჰქვია?.".

ბავშვების თხრობა ერთფეროვანი და ზედმეტად პროზაული რომ არ გამოსულიყო, მხატვრულად წაიკითხეს ქართველ პოეტთა (ა. კალანდაძის, მ. მაჭავარიანის, გრ. აბაშიძის...) ტკივილიანი სტრიქონები.

გაკვეთილს ლაიტმოტივად გასდევდა ქ-ნ მაია ჭალიაშვილის ჩანახატები, მისი სულში ჩამწვდომი მონათხრობი, საკუთარი თვალებით ნანახი, განცდილი ტაოს სიწმინდეები.

- რა გამოარჩევს ტაო-კლარჯეთის ტაძრებს საქართველოს სხვა ტაძრებისგან? გვესაუბრეთ ეპარქიის შესახებ...

- ტაო-კლარჯეთის მიწამ შემოგვინახა დიდებული და უნიკალური ნიმუშები საეკლესიო არქიტექტურისა. ამ სკოლის აღმავლობა მე-9 საუკუნიდან იწყება და განვითარების მწვერვალს X საუკუნის მეორე ნახევარში, ოშკის კათედრალის სახით აღწევს. XI საუკუნის შემდეგ ტაო-კლარჯეთში ახალ ტაძრებს ფაქტობრივად აღარ აშენებდნენ.

ტაოს არქიტექტურული სკოლისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშნებია: მასიური დეკორით შემკული სვეტის ბაზისები, ფეოდალთა დაბრძანებული სატახტეები, სარკმლის თავზე სხივისებური ფერადი სამკაული, საღებავების გამოყენება ფასადებზე, ქოლგისებური გადახურვა, ფასადების მასიური პილასტრებითა და ღრმა ნიშნებით გაფორმება, სამკუთხა ნიშები მარაოსებრი დაგვირგვინებით...

ეს ყოველივე საოცრად მშვენიერია... გულსა და სულს სიხარული ეუფლება წინაპართა დანატოვრის ხილვით. თანაც გული გტკივა... ყოველივე ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ სიმწრით ვამბობთ, ტაო-კლარჯეთი საქართველოს ტკივილი და მწარე სევდაა.

დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ინტერვიუში ამბობდა: "აქ ყველაფერი ქართულია, ქართული ბუნებაა, ხეობა, მთის ნაწილი, ჰავა, ყველაფერი ქართულია. საოცარია, იმხელა ტაძარ-მონასტრებია, იმხელა საოცრებებია... აი, როგორც სვეტიცხოველი და სამთავისი შემოგეგებება, ტაოშიც ასეთი ტაძარ-მონასტრები გვხვდება და სულს ანათლებს... სევდა და სიამაყე - ეროვნული სიამაყე! ღმერთმა საამაყო არ მოუშალოს ქართველ ერს!.".

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 1999 წლიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). 2002 წ. 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, ახალციხის ეპარქიას ნომინალურად დაუქვემდებარეს უძველესი ქართული მხარეები: ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი. ეპარქიასაც, შესაბამისად, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის სამღვდელმთავრო ეწოდა.

მეუფე თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საქართველოს უძველესი ეკლესია-მონასტრები არაქართველმა მოსახლეობამ მიისაკუთრა.

- როგორ გამოისახება ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ხატწერაში? რა იკონოგრაფიულ სახე-სიმბოლიკას ვხვდებით?

- ხატებზე არქიმანდრიტი გრიგოლი - "უდაბნოთა ქალაქმყოფელი" - გამოისახება შარავანდით, კუნკულ-ბარტყულით, მაკურთხეველი მარჯვენით. ხელთ უპყრია სახარება, რადგანაც მღვდელმსახურია, ან კვერთხი - მამობრივი მზრუნველობის სიმბოლო, მაკეტი, ნიშნად იმისა, რომ იგი სიცოცხლეში ტაძარ-მონასტრებს, სულიერ სავანეებს აღაშენებდა. ღირსი მამის სამოსში შავი ფერი დომინირებს, რაც ბერ-მონაზვნური ცხოვრების მანიშნებელია.

- ხშირად თქვენს გაკვეთილებზე სტუმრებს ეპატიჟებით, ამჯერად ვინ გესტუმრათ?

- ტრადიციულად, საჩვენებელ გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის პედკოლექტივი, სამთავისის საკათედრო ტაძრის მრევლის წევრები... საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული გვყავდა ცნობილი ხატმწერი, დავით მორგოშია, რომელსაც უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "სულის მხატვარი" უწოდა.

და ბოლოს, კვლავ ტაო-კლარჯეთს დავუბრუნდები.

"ტაო-კლარჯეთში დიდი საქართველოა დამარხული. სამშობლომიტოვებული ტაძრები ძველებური მგზნებარებით მიიწევენ ზეცისკენ და ღმერთამდე მშობლიური მიწისთვის აღვლენილი ლოცვა მიაქვთ. ეს ლოცვა აგვიხდინოს უფალმა. ამინ!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler