თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
სასულიერო განათლებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. საფიქრებელია, რომ თავდაპირველად იგი ჩვენში ქრისტიანული ეკლესიის დამკვიდრებისთანავე ჩამოყალიბებულიყო. თუმცა, სასულიერო სასწავლებლები ჩნდება მაშინ, როდესაც მკვიდრდება სამონასტრო ცხოვრება.

გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სამეცნიერო დარგში დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.

- VI საუკუნეში, ასურელ მამათა ღვაწლის შედეგად დაარსებული მონასტრები არა მარტო ასკეტური კერები იყო, არამედ დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებიც, სადაც მომავალი სასულიერო პირები სასულიერო განათლებას ეუფლებოდნენ.

VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე წმინდა გრიგოლ ხანძთელის მიერ ტაო-კლარჯეთში დაარსებულ სამონასტრო ცენტრებში უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა სასულიერო განათლება. იქ განსწავლულმა პირებმა აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააგრძელეს საზღვარგარეთ დაარსებულ ქართულ ქრისტიანულ ცენტრებში (ივერონის, შავი მთის, პეტრიწონის და სხვა). საქართველოში ამგვარ კერებად იქცა გელათის, იყალთოსა და გრემის აკადემიები.

ძნელბედობამ საქართველოში XIV-XVIII საუკუნეებში, სასულიერო ცხოვრება ერთგვარად შეაფერხა, თუმცა ცალკეულ ეკლესია-მონასტერში კვლავ გრძელდებოდა სწავლება. მხოლოდ XVIII საუკუნეში, სამეფო კარის დახმარებით, 1755 წელს თბილისში, კათალიკოს ანტონ I-ის თაოსნობით, დაარსდა სასულიერო სემინარია, ასეთივე სასწავლებელი შეიქმნა თელავშიც 1783 წელს. ეს სასწავლებლები ავტოკეფალიის გაუქმებისთანავე, 1811 წელს დახურეს.

1817 წელს, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელიც რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების ხელში კოლონიური პოლიტიკის წარმატებით გატარების იარაღად იქცა.Mმიზანი იყო მოსახლეობის რუსიფიკაცია - რუსეთის იმპერიის ერთგული მოხელეების აღზრდა. ამავე მიზნით დაარსდა სამაზრო სასულიერო სასწავლებლები და სამრევლო სკოლები ქუთაისში, გორში, თელავში, მარტყოფში, ოზურგეთში, მაგრამ ისინი ოდნავადაც ვერ უზრუნველყოფდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს, რადგან სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1917 წლის 12 მარტს საქართველოში აღადგინეს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამის შემდეგ დაიწყო გარუსებული სასულიერო სასწავლებლების გაერთიანება, შეიცვალა სემინარიის სასწავლო გეგმები და პროგრამები. 1918 წლის 26 იანვარს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონ II-მ უსურვა უნივერსიტეტს, რომ იქ დაარსებულიყო საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.

1921 წლიდან რამდენიმე ათეული წლით გადაიწია სასულიერო სასწავლებლის და სამოძღვრო ინსტიტუტის დაარსების შესაძლებლობა, რადგან ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოაცხადა. 1921-1943 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა დაიხურა: განადგურდა სასულიერო პირთა დიდი ნაწილი. კათოლიკოს-პატრიარქების - ამბროსი ხელაიას და კალისტრატე ცინცაძის უდიდესი სურვილი და ძალისხმევა იყო, როგორმე აღედგინათ სასულიერო სასწავლებლები, მაგრამ 1962 წელს პატრიარქ ეფრემ II-ის მცდელობით მოხერხდა, მცხეთაში გაეხსნათ ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის სამოძღვრო კურსები, რომელსაც 1963 წელს სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი. 1965 წელს ეს კურსები გადაკეთდა მცხეთის სასულიერო სემინარიად, სადაც მომზადდა ნიადაგი თბილისის სასულიერო აკადემიის დასაარსებლად და მალე, 1988 წლის 1-ელ ოქტომბერს, სიონის ღვთისმშობლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თბილისის სასულიერო აკადემიის გახსნის თაობაზე გააკეთა განცხადება, სადაც გააგრძელებდა ფუნქციონირებას მცხეთის სასულიერო სემინარია.Mმანვე გადაიხადა აკადემიის დაარსების პარაკლისიც.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ახალდაარსებულ აკადემიას დიდი ამოცანა დაუსახა. იგი უნდა ქცეულიყო უმაღლესი სასულიერო განათლების ცენტრად, გაეგრძელებინა გელათის, გრემის, იყალთოს აკადემიების ტრადიციები. უნეტარესმა თბილისის სასულიერო აკადემიაში პროფესორ-მასწავლებლებლად მოიწვია ცნობილი სპეციალისტები უნივერსიტეტიდან და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან. საღვთისმეტყველო საგნების გარდა, აკადემიაში ისწავლებოდა საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ფილოსოფია და სხვა დარგები.

***
სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე თავდაპირველად მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ. 1990 წლის სექტემბრიდან, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, აკადემიასთან გაიხსნა ქრისტიანული ხელოვნებისა და ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტი, სადაც უმაღლესდამთავრებულ ორივე სქესის წარმომადგენლებს იღებდნენ. 1994 წელს ამ ფაკულტეტის ბაზაზე სასულიერო აკადემიასთან ჩამოყალიბდა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. 1988-1989 წლებში ახალგახსნილი სასულიერო აკადემიის რექტორად დაინიშნა ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოლაშვილი), 1989-1993 წლებში რექტორი გახლდათ სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, ამჟამად მეუფე იოანე. 1993-2003 წლებში მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია). 2004-2005 წლებში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II (2005-2009 წ.წ), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე (2009 წლიდან დღემდე).

სამეცნიერო მუშაობის გასაუმჯობესებლად დაარსდა გამომცემლობა, რომლის გრიფით დღის სინათლე იხილა უაღრესად საინტერესო საღვთისმეტყველო ნაშრომებმა.

ბოლო პერიოდში სწავლების დახვეწის მიზნით, რექტორატის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ხარისხის მართვის სამსახური, რომლის მეშვეობით სასწავლებელი სწავლების ახალ სისტემაზე გადავიდა, მოხდა სასწავლებლის ავტორიზაცია, შეიქმნა სწავლების ორსაფეხურიანი სისტემა: ბაკალავრიატი (სემინარია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა, ქრისტიანული ფსიქოლოგია, ხატწერა, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია) - ოთხწლიანი სწავლებით. მაგისტრატურა (სასულიერო აკადემია, საღვთისმეტყველო ფაკულტეტი) 3-წლიანი სწავლებით.

სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მთლიანად 1540 სტუდენტი სწავლობს. ფუნქციონირებს პანსიონატი (სამჯერადი კვებით), სადაც ძირითადად რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ.

2013 წლის 14 იანვარი უდიდესი მნიშვნელობის თარიღია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართველი ერის ცხოვრებაში. ამ დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტისა და უდიდესი ძალისხმევის წყალობით, უაღრესად ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადისერტაციო კომისიამ, რომლის საპატიო თავმჯდომარეც თავად პატრიარქი ბრძანდებოდა, თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა 10 სწავლულ მეცნიერ-ღვთისმეტყველს. ამ მნიშვნელოვანმა მოვლენამ შესაძლებელი გახადა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემიანარიაში შეიქმნას აკადემიური განათლების მესამე საფეხური - დოქტორანტურა და ჩამოყალიბდეს სადისერტაციო საბჭო.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მოწოდებულია მოამზადოს საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და სამეცნიერო კადრები.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler