ეკლესიას უდიდესი როლი აქვს ბავშვების სწორად აღზრდაში
ეკლესიას უდიდესი როლი აქვს ბავშვების სწორად აღზრდაში
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის დაფუძნება (გიმნაზია-პანსიონი) საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. თავდაპირველად გიმნაზია-პანსიონმა ფუნქციონირება მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) უახლოესი მეგობრის, ბატონ შალვა ბრეუსის თანადგომით დაიწყო. ის დღემდე განაგრძნობს ქველმოქმედებას. დაწესებულების გახსნიდან (გაიხსნა 2004 წელს) ორი წლის შემდეგ გიმნაზია-პანსიონის დაფინანსება სახელმწიფომ იტვირთა და დღემდე გრძელდება. წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის (გიმნაზია-პანსიონი) ხელმძღვანელი გახლავთ იღუმენია სიდონია (დარჩია). როგორც დედა სიდონიამ საუბარში გვითხრა, ფონდში მზრუნველობამოკლებული, შეჭირვებული ოჯახებისა და მარტოხელა დედის შვილები მიიღებიან.

გიმნაზია-პანსიონი აღმზრდელობით, ასევე საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს. გიმნაზიაში ირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებიც პანსიონში ცხოვრობენ. ამავე დაწესებულების აღსაზრდელთათვის არსებობს საბავშვო ბაღი და სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფი.

გიმნაზია-პანსიონში გაკვეთილებისა და გახანგრძლივებული მეცადინეობის გარდა ფუნქციონირებს წრეები: ინგლისური ენის, ხატწერის, აკადემიური ხატვის, მოდელირების, გობელენის, კერვის, ქსოვის, მინანქრის, თექის, ჭადრაკის, კალათბურთის, ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, გალობის, ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის, ინფორმატიკისა და ხაზვის.

ამჟამად მოქმედებს უმცროსი ასაკის ბავშვთა კალათბურთის გუნდი. წინა წლებში ჩვენმა კალათბურთის გუნდმა "ათძალი", საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა.

ბავშვებს ძალიან კარგი შედეგები აქვთ ასევე ჭადრაკის პირველობებზე, მიღებული აქვთ მედლები და სხვადასხვა სახის სიგელები.

უწმინდესის სტუმრობა

ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან სტუმრები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან. იმართება კონცერტები - გიმნაზია-პანსიონთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის "ხარების" მიერ. ანსამბლი მონაწილეობს ქალაქის სხვადასხა ღონისძიებებშიც. საქველმოქმედო ღონისძიებასთან დაკავშირებით გამართულ მუსიკალურ სპექტაკლ "მოგზაურობა ზღაპარქალაქში" მონაწილეობისთვის, ბავშვებს გადაეცათ დიპლომები. ანსამბლის ქორეოგრაფია სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე გია გურგენიძე. ზაფხულობით ხშირად გვსტუმრობს სუხიშვილების სოლისტი თეა დარჩია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ანსამბლის ხემძღვანელთან და მონაწილეობს ცეკვების დადგმასა და კოსტუმების შერჩევაში. ხოლო ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და ვოკალურ მხარეს ხელმძღვანელობს ლოტბარი მურმან ქამადაძე.

ბავშვები არდადეგებზე ისვენებენ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მეუფე დიმიტრის თანხლებით იმოგზაურეს იერუსალიმში და მოილოცეს ყველა წმინდა ადგილი. საბერძნეთში, მეტეორაზე მოილოცეს სამონასტრო კომპლექსი. ქალაქ პატრაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, სადაც დაბრძანებულია მისი წმინდა ნაწილები. დაათვალიერს ათენის ღირშესანიშნაობები, მოილოცეს წმინდა დიმიტრი თესალონიკელის საფლავი. საბერძნეთიდან გადავიდნენ გემით იტალიაში, ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის თაყვანსაცემად. იყვნენ კაპადოკიაში - წმინდა ნინოს სამშობლოში.

მაცხოვრის საფლავთან იერუსალიმში

მოილოცეს ტაო-კლარჯეთის ტაძრები: ოშკი, იშხანი, პარხალი, ოთხთა, ხახული და სხვა.

ისვენებდნენ ზღვაზე ანტალიაში. იქ ყოფნის პერიოდში გახლდნენ ქალაქ მირონლუკიაში, დღევანდელ ქალარ მიროში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა ნიკოლოზი და მისი პირველი საფლავი იყო.

საზაფხულო არდადეგების პერიოდში მოინახულეს საქართველოს ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები: ჯიხეთი, გელათი, მოწამეთა, უბისა, სამთავრო, შიომღვიმე, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი და თბილისის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი.

გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებს სტუმრობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II და დალოცა აღსაზრდელები და თანამშრომლები.

სხვადასხვა დროს ბავშვებთან სტუმრად მოდიოდნენ მღვდელმთავრები და სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის - მურმან ჯინორია, ოტია იოსელიანი, სუხიშვილების მოცეკვავეები, ნინო ანანიაშვილი, ქეთი დოლიძე, ნუგზარ კვაშალი, ოთარ ტატიშვილი, ნინო ქათამაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, გუჯა ბურდული, ოთარ კობერიძე, ასევე სტუმრად გვყავდნენ ანა და დავით ბაგრატიონები, სპორტსმენები - ზაზა ფაჩულია, ზვიად ზვიადაური და სხვები.

***
დღეს გიმნაზია-პანსიონში ცხოვრობს 200 ბავშვი, ჩვილი ასაკიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ჩათვლით. ასევე ის ბავშვები, რომლებმაც შარშან დაამთავრეს მეცხრე კლასი და სწავლა გააგრძელეს პროფესიულ სასწავლებელში, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ვერ ბრუნდებიან შინ, რადგანაც არ აქვთ საცხოვრებელი პირობები, ამიტომაც დაწესებულება უზრუნველყოფს როგორც სწავლის ხარჯებით, ასევე საცხოვრებელი პირობებით.

წელს გიმნაზია-პანსიონს ჰყავს პირველი გამოსაშვები კლასი, რომელთა შორის ყველაზე წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდება - სასწავლებლად გაემგზავრება იტალიაში, მილანის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის შესასწავლად.

პანსიონი უზრუნველყოფს ბავშვებს ჩაცმა-დახურვითა და მედიკამენტებით. ყველაფერი, რაც ბავშვებს ხმარდება, არის მაღალი ხარისხის და გემოვნებით შერჩეული, რათა აღზრდის პროცესში ჩამოუყალიბდეთ დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვა. ამასვე ემსახურება შენობის თანამედროვე, მრავალფეროვანი ინტერიერი.

სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა სახელმძღვანელოსა და ნივთს დაწესებულება იძენს. ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურითაც მარაგდება.

პერსონალს და ბავშვებს ემსახურება პანსიონის ავტობუსი. გიმნაზია-პანსიონში დასაქმებულია 170 ადამიანი.

შენობაში მოქმედებს წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ტაძარი. ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე აღესრულება ღვთისმსახურება. ტაძარი მოპირკეთებულია და შემკულია უძვირფასესი, ხელით ნაკეთი მოზაიკის ხატებით. ეს ხატები ბავშვების თვალწინ იქმნებოდა და ისინიც მონაწილეობდნენ. ტაძარში დგას ჭედური ვენახის კანკელი. ბავშვებს ჰყავთ ორი მოძღვარი, რომლებიც ეხმარებიან მათ სულიერ აღზრდაში.

ეკლესიას უდიდესი როლი აქვს ბავშვების სწორად აღზრდაში. ამ დაწესებულების პრიორიტეტი ის გახლავთ, რომ ბოლომდე იზრუნოს აღსაზრდელებზე და მათ ბედნიერი მომავალი შეუქმნას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler