ბათუმის სათნოების სავანე
ბათუმის სათნოების სავანე
ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისთვის განკუთვნილი წმინდა სახლი, რომელიც ადრე ფერიის მთაზე მდებარეობდა, 1995 წელს დიდი სიხარულით გადასცა სახელმწიფომ დედა ეკლესიას. ის პერიოდი იყო, როდესაც ჩვენს ქვეყანას მძიმე შეჭირვება ჰქონდა. მეუფე დიმიტრის (მაშინ მამა დავით შიოლაშვილი გახლდათ) ლოცვა-კურთხევით, დაიწყო მრევლის მობილიზაცია და მოხუცთა მოვლა-პატრონობა. პირველ ეტაპზე მრევლის შემოწირულობით და საზოგადოებრივ საწყისებზე ხდებოდა მოხუცების გამოკვება. თავიდან მოხუცთა სახლში 60 კაცი ცხოვრობდა, დღეს 115-მდეა. როცა მამა დავითი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად გამოარჩიეს, კიდევ უფრო გაფართოვდა სათნოების სახლის მზრუნველობა. სავანე ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით არსებობდა. უკვე ექვსი წელია, რაც სათნოების სახლს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაც აფინანსებს. ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებითი მზრუნველობით აგრძელებს სათნოების სახლი ცხოვრებას.

გვესაუბრება წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი და წმინდა ეკატერინეს სათნოების სავანის დირექტორი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- სათნოების სახლში 115 კაცი ცხოვრობს. მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომელთაც აინტერესებთ, თუ სად იხარჯება ეკლესიისთვის მიცემული თანხა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა მოხუცებმა, რომელთაც არ ჰქონდათ საარსებო პირობები, მკურნალობის საშუალება, თბილი საჭმელი, საწოლიც კი, თავის მისადრეკი ჰპოვეს ჩვენს სავანეში. რამდენიმე თვის წინ ერთი ქალბატონი მოვიყვანე, რომელსაც მძიმე ინსულტი დაემართა და არავინ ჰყავდა მომვლელი. ღუმელსაც ვერ ანთებდა. სავანის თანამშრომლების მუშა ჯგუფი ყოველდღე აკითხავდა შინ ამ ქალბატონს და ყველანაირად ეხმარებოდა საკვებით, პრეპარატებით. რადგან სავანეში ადგილი არ გვქონდა, თავიდან ოჯახში ვუვლიდით. შემდგომ უკვე მოვიყვანეთ სათნოების სახლში და დღეს საგრძნობლად გამოჯანმრთელდა, ფეხზე დავაყენეთ და სიცოცხლით ტკბება. ასეთი არაერთი შემთხვევაა. ხუთი დღის წინ ქუჩაში დარჩენილი მომღერალი ზურაბ ჩიქოვანი მოვიყვანე, რომელიც მანქანის მისაბმელში ცხოვრობდა. ისიც სიკვდილს ებრძოდა და მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ. ორ დღეში ბათუმის ცირკის სცენაზე გამოვიდა და იმღერა კიდეც.

***
შენდობას ვითხოვ, იმისათვის, რომ ჩვენი სავანის ქველმოქმედებაზე ვსაუბრობ, მაგრამ საჭირო გახდა ეს... გულდასაწყვეტია, როცა ამბობენ, - რას აკეთებს ეკლესია გაჭირვებულთა დასახმარებლადო. ჩვენს სავანეში ყოველდღე ხუთი მძიმედ შეჭირვებული ოჯახი მოდის და დამატებით იკვებება. ვინც ამბობს ძვირს ეკლესიაზე, სიყვარულით ვუპასუხებ, ბათუმის სავანის კარი ღიაა მათთვის - მოვიდნენ და ნახონ, რა კეთდება და როგორ კეთდება უდიდესი საქმე. თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობას ვუხდი სავანის 70 თანამშრომელს, რომლებიც პროფესიულ დონეზე არიან მომზადებულნი მოხუცთა მოვლის გერმანულ მეთოდურ პროფესიულ საქმიანობაში. აუცილებელია შეიქმნას ჰოსპისები, სადაც უამრავი შეჭირვებული იცხოვრებს და სიცოცხლეს გაიხანგრძლივებს. ჩვენთან ონკოლოგიური პრობლემით შეჭირვებული ბევრი ადამიანი ცხოვრობს. სად მიიდრეკდა ეს ხალხი თავს?

სათნოების სახლში გვაქვს სახელოსნო შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის, სადაც ისინი თიხაზე მუშაობენ. მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს ვმართავთ ხოლმე. ჩამოვაყალიბეთ მომღერალთა ანსამბლი, ვატარებთ გასვლით კონცერტებსაც.

***
სავანე სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, სადაც ცხრა ექთანი, ორი ექიმი და ორმოცდახუთი მოწყალების და მუშაობს. ასევე გვაქვს სამეურნეო განყოფილება, სატრაპეზოს მომსახურება, დაცვის შიდა სამსახური. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენი სავანე მყარად დგას და აგრძელებს მადლიანი საქმის კეთებას. ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს სათნოების სახლის გაფართოება. გახსნილი ურთიერთობა გვაქვს საზოგადოებასთან, ჩაკეტილი ტიპის დაწესებულება არ არის, რაც ხელს უწყობს საზოგადოებასთან მოხუცების ინტეგრაციას. საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს იტალიის სოციალურ სამსახურთან "თეთრი ჯვარი", მის ხელმძღვანელთან, ბატონ ფრანჩესკოსთან. ჩვენს სავანეს ბატონმა ფრანჩესკომ სამი წლის წინ სასიცოცხლოდ საჭირო რეანომობილი აჩუქა.

სავანეში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას გადიან და თავიანთ საქმიანობაში წარმატებებს აღწევენ. მათ ცოცხალი შეხება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.

ღვთის მადლით, მალე დაიბეჭდება ჩემი წიგნი "სავანის დღიურები", სადაც ყველა მოხუცისა და მობინადრის შეჭირვებული ცხოვრება და სახეები იქნება წარმოდგენილი. წიგნი იმიტომ დაიწერა, რომ არ დაიკარგოს ჩვენი მობინადრეების ისტორია და მძიმე გზა, რომელიც ამ ხალხმა გაიარა. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო და დიდებული.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში 14 დიდი საქველმოქმედო დაწესებულებაა.

ბუნება და ფუნქცია ეკლესიისა მქადაგებლობაა და გლახაკთა დაპურება, მოყვასის გვერდით დგომა. საქართველოს ეკლესია ამას ასრულებს და ყოველთვის შეასრულებს, რადგანაც ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობაცაა და სარწმუნოებრივიც, რომელიც აგრე დიდებულად შეერწყა ურთიერთს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler